სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ღვინიაშვილს და გიგი უგულავას დაიჭერენ?!
გიორგი ღვინიაშვილს და გიგი უგულავას დაიჭერენ?!

სან­დო წყა­როს ცნო­ბით, "კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის" ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში და­კი­თხვა­ზე ქა­ლა­ქის ყო­ფილ პრო­კუ­რორს, გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვილ­სა და მოქ­მედ მერს, გიგი უგუ­ლა­ვას და­ი­ბა­რე­ბენ. რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს სა­სა­მარ­თლო, წი­ნას­წარ უც­ნო­ბია, მაგ­რამ რო­გორც გვი­თხრეს, მათ­თვის წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრა­ლი იმ­დე­ნად სე­რი­ო­ზუ­ლი იქ­ნე­ბა, დიდი ალ­ბა­თო­ბით ორი­ვეს პა­ტიმ­რო­ბა ელის. სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის­თვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ნა­ბი­ჯე­ბის შე­ფა­სე­ბა "სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის" თავ­მჯდო­მა­რე მა­მუ­კა გი­ორ­გა­ძეს ვთხო­ვეთ:

- ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ძა­ლი­ან და­მა­ჯე­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია აქვს "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს მისი უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბებ­ზე და ამ უკა­ნო­ნო­ბა­თა ჩამ­დე­ნებ­ზე დიდი ხა­ნია დას­კვნა გა­მო­ტა­ნი­ლი აქვს. სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა ორ­გა­ნო­ებ­მა რომ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა უნდა აღად­გი­ნონ, ამა­ზე ყვე­ლას ერთი აზრი გვაქვს. თუმ­ცა ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში ჩნდე­ბა საფრ­თხე, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ შე­საძ­ლოა ცდუ­ნე­ბას ვერ გა­უძ­ლოს და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა მი­ა­ბას თა­ვის პო­ლი­ტი­კურ ინ­ტე­რე­სებს. ამი­ტომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ძა­ლი­ან და­მა­ჯე­რე­ბე­ლი არ­გუ­მენ­ტე­ბის წარ­მოდ­გე­ნა მო­უ­წევს არა მარ­ტო ფაქ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბა­ზე, არა­მედ პრო­ცე­სუ­ა­ლურ ქმე­დე­ბებ­ზე.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ქმე­დე­ბებს არა­თუ მხარს უჭერს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი, არა­მედ უფრო ქმე­დით ნა­ბი­ჯებს მო­ი­თხოვს მის­გან. მე­რა­ბიშ­ვი­ლი იმი­ტომ კი არ უნდა და­ე­პა­ტიმ­რე­ბი­ნათ, რომ ბი­უ­ჯე­ტის ფული არას­წო­რად გან­კარ­გა, არა­მედ უფრო მძი­მე და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის, რაც მას აქვს ჩა­დე­ნი­ლი. რად­გან ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მე­რა­ბიშ­ვი­ლის­თვის რე­ზერვში აქვს და­ტო­ვე­ბუ­ლი და­მამ­ძი­მე­ბე­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი, ეს აჩენს ეჭვს, რომ ამას იმის მი­ხედ­ვით გა­მო­ი­ყე­ნებს, რო­გორ მო­იქ­ცე­ვა "ნაც­მოძ­რა­ო­ბა". ეს ეჭ­ვე­ბი უნდა გა­ა­ქარ­წყლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, რად­გან სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გა ხა­ნია უნ­დობ­ლო­ბით ეკი­დე­ბო­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ქმე­დე­ბებს. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" უპირ­ვე­ლე­სი ამო­ცა­ნა უნდა იყოს ნდო­ბის აღ­დგე­ნა.

- რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, ქა­ლა­ქის ყო­ფი­ლი პრო­კუ­რო­რის, გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვი­ლი­სა და გიგი უგუ­ლა­ვას პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხიც აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბა. რაზე შე­იძ­ლე­ბა მი­ე­და­ოს მათ გა­მო­ძი­ე­ბა?

- გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვი­ლი თბი­ლი­სის პრო­კუ­რო­რი იყო, რო­დე­საც თბი­ლის­ში არა­ერ­თი ახალ­გაზ­რდა მოკ­ლეს. სა­ა­კაშ­ვი­ლის და­ნა­შა­უ­ლებ­რივ სის­ტე­მა­ში მთა­ვა­რი მოქ­მე­დი პირი პრო­კუ­რა­ტუ­რა იყო, ღვი­ნი­აშ­ვი­ლი კი მისი ერთ-ერთი ხელ­მძღვა­ნე­ლი. ამ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ სის­ტე­მა­ში, ბუ­ნებ­რი­ვია, ღვი­ნი­აშ­ვილს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი აქვს ნა­თა­მა­შე­ბი. ბევ­რი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი მკვლე­ლო­ბა მოხ­და მისი პრო­კუ­რო­რო­ბი­სას - ბიზ­ნე­სის წარ­თმე­ვა და უსა­მარ­თლოდ და­პა­ტიმ­რე­ბა. რეპ­რე­სი­ე­ბის ინ­სტრუ­მენ­ტი სწო­რედ ღვი­ნი­აშ­ვი­ლის უწყე­ბა იყო და არ გა­მიკ­ვირ­დე­ბა, თუ მას­ზეც საქ­მე აღიძ­რე­ბა. ბრალ­დე­ბას არ უნდა გა­უ­ჭირ­დეს მისი და­ნა­შა­უ­ლის და­სა­ბუ­თე­ბა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

გიორგი ღვინიაშვილს და გიგი უგულავას დაიჭერენ?!

გიორგი ღვინიაშვილს და გიგი უგულავას დაიჭერენ?!

სანდო წყაროს ცნობით, "კვირის პალიტრისთვის" ცნობილი გახდა, რომ უახლოეს დღეებში დაკითხვაზე ქალაქის ყოფილ პროკურორს, გიორგი ღვინიაშვილსა და მოქმედ მერს, გიგი უგულავას დაიბარებენ. რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, წინასწარ უცნობია, მაგრამ როგორც გვითხრეს, მათთვის წაყენებული ბრალი იმდენად სერიოზული იქნება, დიდი ალბათობით ორივეს პატიმრობა ელის. სამართლიანობის აღდგენისთვის ხელისუფლების ნაბიჯების შეფასება "სახალხო პარტიის" თავმჯდომარე მამუკა გიორგაძეს ვთხოვეთ:

- ქართველ საზოგადოებას ძალიან დამაჯერებელი ინფორმაცია აქვს "ნაცმოძრაობის" ხელისუფლების დროს მისი უმაღლესი თანამდებობის პირების დანაშაულებრივ ქმედებებზე და ამ უკანონობათა ჩამდენებზე დიდი ხანია დასკვნა გამოტანილი აქვს. სამართალდამცავმა ორგანოებმა რომ სამართლიანობა უნდა აღადგინონ, ამაზე ყველას ერთი აზრი გვაქვს. თუმცა ასეთ ვითარებაში ჩნდება საფრთხე, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა ცდუნებას ვერ გაუძლოს და სამართლიანობის აღდგენა მიაბას თავის პოლიტიკურ ინტერესებს. ამიტომ ხელისუფლებას ძალიან დამაჯერებელი არგუმენტების წარმოდგენა მოუწევს არა მარტო ფაქტების შეფასებაზე, არამედ პროცესუალურ ქმედებებზე.

ხელისუფლების ქმედებებს არათუ მხარს უჭერს საზოგადოების დიდი ნაწილი, არამედ უფრო ქმედით ნაბიჯებს მოითხოვს მისგან. მერაბიშვილი იმიტომ კი არ უნდა დაეპატიმრებინათ, რომ ბიუჯეტის ფული არასწორად განკარგა, არამედ უფრო მძიმე დანაშაულებისთვის, რაც მას აქვს ჩადენილი. რადგან ხელისუფლებას მერაბიშვილისთვის რეზერვში აქვს დატოვებული დამამძიმებელი გარემოებები, ეს აჩენს ეჭვს, რომ ამას იმის მიხედვით გამოიყენებს, როგორ მოიქცევა "ნაცმოძრაობა". ეს ეჭვები უნდა გააქარწყლოს ხელისუფლებამ, რადგან საზოგადოება კარგა ხანია უნდობლობით ეკიდებოდა ხელისუფლების ქმედებებს. "ქართული ოცნების" უპირველესი ამოცანა უნდა იყოს ნდობის აღდგენა.

- როგორც შევიტყვეთ, ქალაქის ყოფილი პროკურორის, გიორგი ღვინიაშვილისა და გიგი უგულავას პასუხისმგებლობის საკითხიც აქტიურად განიხილება. რაზე შეიძლება მიედაოს მათ გამოძიება?

- გიორგი ღვინიაშვილი თბილისის პროკურორი იყო, როდესაც თბილისში არაერთი ახალგაზრდა მოკლეს. სააკაშვილის დანაშაულებრივ სისტემაში მთავარი მოქმედი პირი პროკურატურა იყო, ღვინიაშვილი კი მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ამ დანაშაულებრივ სისტემაში, ბუნებრივია, ღვინიაშვილს მნიშვნელოვანი როლი აქვს ნათამაშები. ბევრი გახმაურებული მკვლელობა მოხდა მისი პროკურორობისას - ბიზნესის წართმევა და უსამართლოდ დაპატიმრება. რეპრესიების ინსტრუმენტი სწორედ ღვინიაშვილის უწყება იყო და არ გამიკვირდება, თუ მასზეც საქმე აღიძრება. ბრალდებას არ უნდა გაუჭირდეს მისი დანაშაულის დასაბუთება.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა