საზოგადოება
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის შლის ტვინიდან ადამიანებს სალომე შარვაძე
როდის შლის ტვინიდან ადამიანებს სალომე შარვაძე

სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" სა­ლო­მე შარ­ვა­ძის გმირს, ქე­თის, არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო სა­ი­დუმ­ლოს გამ­ხე­ლა მო­უხ­და ნი­ნას­თვის, მის­გან გა­ი­გო და­ვით გო­ცი­რი­ძის მე­უღ­ლემ, რომ ქმა­რი ღა­ლა­ტობ­და და ოჯა­ხიც და­ინ­გრა. სწო­რედ ამ სა­კი­თხით და­ვი­წყეთ სა­ლო­მეს­თან ხა­სი­ა­თის შტრი­ხებ­ზე სა­უ­ბა­რი და ისიც გა­ვარ­კვი­ეთ, რომ სა­ლო­მე რე­ა­ლუ­რად ძა­ლი­ან მომთმე­ნი და უკონ­ფლიქ­ტო ადა­მი­ა­ნი ყო­ფი­ლა...

- ვყო­ფილ­ვარ მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში და სა­ი­დუმ­ლო არ გა­მიმ­ხე­ლია, მაგ­რამ ეს სა­კი­თხი უახ­ლო­ეს მე­გო­ბარ­თან რომ იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ალ­ბათ, ჩუ­მად ვერ ვიჯ­დე­ბო­დი, ჯერ მის ქმარს და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი, გა­ვაფრ­თხი­ლებ­დი, მაგ­რამ თუ არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბო­და, მერე უკვე ჩემს მე­გო­ბარს ჩა­ვა­ყე­ნებ­დი საქ­მის კურ­სში. თუმ­ცა ჩემი მე­გო­ბა­რი მე რომ ასე მო­მექ­ცეს და თა­ვი­დან­ვე არა­ფე­რი მი­თხრას, გავ­ბრაზ­დე­ბი (იცი­ნის). ხან­და­ხან არის ისე­თი მო­მენ­ტი, როცა ჩა­რე­ვა არ ღირს, მოკ­ლედ, ეს სა­კი­თხი მე­ტად საფრ­თხი­ლოა (იღი­მის).

- თავს ძლი­ერ ადა­მი­ა­ნად მი­იჩნ­ევ?

- ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, სუს­ტიც არ ვარ. ბევ­რის, ძა­ლი­ან ბევ­რის მოთ­მე­ნა შე­მიძ­ლია, მაგ­რამ რო­დე­საც ზღვარს გა­და­ვა ადა­მი­ა­ნი, ტვი­ნი­დან ვშლი, ქრე­ბა ჩემი მეხ­სი­ე­რე­ბი­დან, ეს კარ­გი თვი­სე­ბაა თუ ცუდი, არ ვიცი, მაგ­რამ ასეა, ქუ­ჩა­ში რომ შემ­ხვდეს, მი­ვე­სალ­მე­ბი, მაგ­რამ იმის იქით მის მი­მართ არა­ნა­ი­რი გრძნო­ბა არ მრჩე­ბა, რო­გო­რი ახ­ლო­ბე­ლიც უნდა იყოს. მე არ მა­ხა­სი­ა­თებს საქ­მის გარ­ჩე­ვა, ადა­მი­ა­ნებ­თან კონ­ფლიქტს თავს ვა­რი­დებ, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ მოთ­მე­ნას, ვე­ლო­დე­ბი, რო­დის მიხ­ვდე­ბა ის ადა­მი­ა­ნი შეც­დო­მას და გა­მო­ას­წო­რებს, თუ ვერ ხვდე­ბა და უა­რე­სად მტკენს გულს, მა­შინ ჩემი გო­ნე­ბი­დან და გუ­ლი­დან უჩი­ნარ­დე­ბა.

- მე­გო­ბა­რი და­გი­კარ­გავს?

- მარ­თა­ლია, 27 წლის ვარ, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის საკ­მა­ოდ დიდი და არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს, შე­იძ­ლე­ბა, ძა­ლი­ან ახ­ლობ­ლად მი­გაჩ­ნდეს პი­როვ­ნე­ბა, მაგ­რამ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მიხ­ვდე, რომ გი­ყე­ნებს, ასე­თი მე­გობ­რის ყო­ლას კი და­კარ­გვა სჯობს. უახ­ლო­ეს­მა ადა­მი­ა­ნებ­მა მატ­კი­ნეს გული, მაგ­რამ ამა­ზე სა­ჯა­როდ ლა­პა­რა­კი არ ღირს, უბ­რა­ლოდ, ადა­მი­ან­მა ისე უნდა იცხოვ­რო, რომ უკან მო­ხედ­ვის არ შეგრცხვეს, სწო­რედ ესაა ჩემი ცხოვ­რე­ბის დე­ვი­ზი, ადა­მი­ა­ნებს ისე უნდა მო­ექ­ცე, რო­გორც გინ­და, შენ მო­გექ­ცნენ. ყვე­ლას რომ და­ქალს ეძა­ხი­ან, ასე­თი არ ვარ. ამას­თან, ადა­მი­ა­ნებს მოკ­ლე დრო­ში არ ვუ­ახ­ლოვ­დე­ბი, ბავ­შვო­ბი­დან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მომ­ყვე­ბო­და, მაგ­რამ ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად მივ­ხვდი, ვინ იყო ჩემი ნამ­დვი­ლი მე­გო­ბა­რი. ისე, სი­მარ­თლე გი­თხრათ, ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი მე­გო­ბა­რი ჩემი მე­უღ­ლეა, როცა რა­ღაც მი­ჭირს, უპირ­ვე­ლე­სად მას ვა­ტყო­ბი­ნებ, ერ­თმა­ნე­თის­თვის ყვე­ლა­ფე­რი ვართ, ნე­ბის­მი­ერ სა­კი­თხში გვერ­დით და­ვუდ­გე­ბი, გარ­და ერ­თი­სა - ღა­ლა­ტი. ეს რომ გა­ვი­გო, მშვი­დად, ყო­ველ­გვა­რი წი­ვილ-კი­ვი­ლის გა­რე­შე და­ვამ­თავ­რებ ყვე­ლა­ფერს, ეს ჩემ­თვის უპა­ტი­ე­ბე­ლია. არც მისი ფი­ნან­სე­ბი მა­ინ­ტე­რე­სებს, არც სა­ჩუქ­რე­ბი, მირ­ჩევ­ნია, არა­ფე­რი ება­დოს, მაგ­რამ იყოს ერ­თგუ­ლი.

- სე­რი­ალ­ში შენი გმი­რის ქმარს - ზა­ზას, ზე­რე­ლე და არა­ჯან­სა­ღი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს ცო­ლის მი­მართ..

- ადა­მი­ანს ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა გრჩე­ბა, რომ ზა­ზას სა­ერ­თოდ არ უყ­ვარს ქეთი და მე­ტად აგ­დე­ბუ­ლად ეპყრო­ბა, შე­იძ­ლე­ბა, გა­რი­გე­ბი­თაც კი ჰყავს მოყ­ვა­ნი­ლი (იცი­ნის). რე­ა­ლუ­რად ეგეთ ქმარს ვერ ავი­ტან­დი, თუმ­ცა უნდა ვთქვა, რომ მსა­ხი­ო­ბი გი­ორ­გი ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი ძა­ლი­ან კარ­გი ქმა­რია, მაგ­რამ მისი გმი­რი აუ­ტა­ნე­ლია.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

როდის შლის ტვინიდან ადამიანებს სალომე შარვაძე

როდის შლის ტვინიდან ადამიანებს სალომე შარვაძე

სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" სალომე შარვაძის გმირს, ქეთის, არასასიამოვნო საიდუმლოს გამხელა მოუხდა ნინასთვის, მისგან გაიგო დავით გოცირიძის მეუღლემ, რომ ქმარი ღალატობდა და ოჯახიც დაინგრა. სწორედ ამ საკითხით დავიწყეთ სალომესთან ხასიათის შტრიხებზე საუბარი და ისიც გავარკვიეთ, რომ სალომე რეალურად ძალიან მომთმენი და უკონფლიქტო ადამიანი ყოფილა...

- ვყოფილვარ მსგავს სიტუაციაში და საიდუმლო არ გამიმხელია, მაგრამ ეს საკითხი უახლოეს მეგობართან რომ იყოს დაკავშირებული, ალბათ, ჩუმად ვერ ვიჯდებოდი, ჯერ მის ქმარს დაველაპარაკებოდი, გავაფრთხილებდი, მაგრამ თუ არაფერი შეიცვლებოდა, მერე უკვე ჩემს მეგობარს ჩავაყენებდი საქმის კურსში. თუმცა ჩემი მეგობარი მე რომ ასე მომექცეს და თავიდანვე არაფერი მითხრას, გავბრაზდები (იცინის). ხანდახან არის ისეთი მომენტი, როცა ჩარევა არ ღირს, მოკლედ, ეს საკითხი მეტად საფრთხილოა (იღიმის).

- თავს ძლიერ ადამიანად მიიჩნ­ევ?

- ყოველ შემთხვევაში, სუსტიც არ ვარ. ბევრის, ძალიან ბევრის მოთმენა შემიძლია, მაგრამ როდესაც ზღვარს გადავა ადამიანი, ტვინიდან ვშლი, ქრება ჩემი მეხსიერებიდან, ეს კარგი თვისებაა თუ ცუდი, არ ვიცი, მაგრამ ასეა, ქუჩაში რომ შემხვდეს, მივესალმები, მაგრამ იმის იქით მის მიმართ არანაირი გრძნობა არ მრჩება, როგორი ახლობელიც უნდა იყოს. მე არ მახასიათებს საქმის გარჩევა, ადამიანებთან კონფლიქტს თავს ვარიდებ, მაქსიმალურად ვცდილობ მოთმენას, ველოდები, როდის მიხვდება ის ადამიანი შეცდომას და გამოასწორებს, თუ ვერ ხვდება და უარესად მტკენს გულს, მაშინ ჩემი გონებიდან და გულიდან უჩინარდება.

- მეგობარი დაგიკარგავს?

- მართალია, 27 წლის ვარ, მაგრამ ადამიანებთან ურთიერთობის საკმაოდ დიდი და არასასიამოვნო გამოცდილება მაქვს, შეიძლება, ძალიან ახლობლად მიგაჩნდეს პიროვნება, მაგრამ დროთა განმავლობაში მიხვდე, რომ გიყენებს, ასეთი მეგობრის ყოლას კი დაკარგვა სჯობს. უახლოესმა ადამიანებმა მატკინეს გული, მაგრამ ამაზე საჯაროდ ლაპარაკი არ ღირს, უბრალოდ, ადამიანმა ისე უნდა იცხოვრო, რომ უკან მოხედვის არ შეგრცხვეს, სწორედ ესაა ჩემი ცხოვრების დევიზი, ადამიანებს ისე უნდა მოექცე, როგორც გინდა, შენ მოგექცნენ. ყველას რომ დაქალს ეძახიან, ასეთი არ ვარ. ამასთან, ადამიანებს მოკლე დროში არ ვუახლოვდები, ბავშვობიდან ბევრი ადამიანი მომყვებოდა, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად მივხვდი, ვინ იყო ჩემი ნამდვილი მეგობარი. ისე, სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ყველაზე დიდი მეგობარი ჩემი მეუღლეა, როცა რაღაც მიჭირს, უპირველესად მას ვატყობინებ, ერთმანეთისთვის ყველაფერი ვართ, ნებისმიერ საკითხში გვერდით დავუდგები, გარდა ერთისა - ღალატი. ეს რომ გავიგო, მშვიდად, ყოველგვარი წივილ-კივილის გარეშე დავამთავრებ ყველაფერს, ეს ჩემთვის უპატიებელია. არც მისი ფინანსები მაინტერესებს, არც საჩუქრები, მირჩევნია, არაფერი ებადოს, მაგრამ იყოს ერთგული.

- სერიალში შენი გმირის ქმარს - ზაზას, ზერელე და არაჯანსაღი დამოკიდებულება აქვს ცოლის მიმართ..

- ადამიანს ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ ზაზას საერთოდ არ უყვარს ქეთი და მეტად აგდებულად ეპყრობა, შეიძლება, გარიგებითაც კი ჰყავს მოყვანილი (იცინის). რეალურად ეგეთ ქმარს ვერ ავიტანდი, თუმცა უნდა ვთქვა, რომ მსახიობი გიორგი ბოჭორიშვილი ძალიან კარგი ქმარია, მაგრამ მისი გმირი აუტანელია.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება