დაცვის სამსახური "ალგანი" კვლავ აგრძელებს აქტიურ ქველმოქმედებას, მიმდინარე წელს უკვე მეხუთედ იღებს მონაწილეობას სოციალურ პროექტებში. ამჯერად, შპს "ალგანმა" მიიღო მონაწილეობა "კათარზისის" (სათნოების სახლი) პროექტში "სადილი ყველას", სადაც გაუმასპინძლდა ყველა მსურველს (ხანდაზმულებს, დევნილებს, მარტოხელებს, ბავშვებს....)
დაცვის სამსახური "ალგანი" ყოველთვიურად განაგრძობს ზრუნვას მათზე, ვისაც ესაჭიროება დახმარება და თანადგომა. კომპანიამ წელს უკვე აიღო ვალდებულება დააფინანსოს პარაკანოეს ფედერაცია; ასევე უზრუნველყოფს უნარშეზღუდული ბავშვების სპორტში ჩართულობას და ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის ყოველთვიურ სისხლის გაღებას.
შპს "ალგანი" უკვე მეათე წელია ერთგულად ემსახურება საქართველოს მოსახლეობისა და მათი ბიზნესის უსაფრთხოებას; ზრუნავს რა ქვეყანაში წესრიგის და სიმშვიდის დაცვაზე.
იყავი დაცული!
http://www.facebook.com/Algani.LTD
R