სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ანებივრებენ ქეთო თოფურიძეს პოპულარული დები
როგორ ანებივრებენ ქეთო თოფურიძეს პოპულარული დები

ეკა კა­ხი­ა­ნის უმ­ცრო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი - მშობ­ლე­ბის­გან და უფ­რო­სი დე­ბის­გან გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი 14 წლის ქეთო თო­ფუ­რი­ძე ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა­ზე ოც­ნე­ბობს. რო­გორც თა­ვად გვი­თხრა, სა­კუ­თარ თავს სწო­რედ ამ პრო­ფე­სი­ა­ში ხე­დავს. მას მალე ორი დის­შვი­ლი შე­ე­ძი­ნე­ბა: მისი დები - ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი და ანას­ტა­სია თო­ფუ­რი­ძე ორ­სუ­ლად არი­ან.

- 14 წლის ვარ და პირ­ველ გიმ­ნა­ზი­ა­ში, მერ­ვე კლას­ში ვსწავ­ლობ. ამ ეტაპ­ზე მთლი­ა­ნად სწავ­ლა­ზე ვარ გა­დარ­თუ­ლი. ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­თე­მა­ტი­კა და ინ­გლი­სუ­რი მიყ­ვარს. ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ზე ჩა­ბა­რე­ბა მინ­და. ახ­ლობ­ლე­ბიც მირ­ჩე­ვენ, რომ ეს პრო­ფე­სია ავირ­ჩიო.

- პრე­სა­ში გინ­და მუ­შა­ო­ბა თუ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში?

- ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში. თუმ­ცა, თა­ვი­დან არ მექ­ნე­ბა იმის ამ­ბი­ცია, რომ აუ­ცი­ლებ­ლად სა­კუ­თა­რი შოუ მქონ­დეს. ვფიქ­რობ, ჯერ უნდა გა­ვი­ა­რო ყვე­ლა სა­ჭი­რო გზა სა­ი­მი­სოდ, რომ წარ­მა­ტე­ბულ ჟურ­ნა­ლის­ტად ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დე, - ანუ ჯერ კო­რეს­პონ­დენ­ტი უნდა ვიყო, ვწე­რო და ა.შ.

- შენი ოჯა­ხის წევ­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა მსა­ხი­ო­ბი ან მომ­ღე­რა­ლია, და - ანას­ტა­სია მო­დე­ლია. არ გი­ფიქ­რია, რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნის გზას გაჰ­ყო­ლო­დი?

- მო­დე­ლი რომ იყო, ძა­ლი­ან კარ­გი ტანი უნდა გქონ­დეს, - ანუ ისე­თი, რო­გო­რიც ანას­ტა­სი­ას აქვს... უკვე აღ­ვნიშ­ნე, რომ ყვე­ლა­ზე მე­ტად ჩემს თავს ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში ვხე­დავ, მაგ­რამ სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­თა­მა­შებ­დი ფილ­მებ­სა თუ სე­რი­ა­ლებ­ში რა­ი­მე ეპი­ზო­დურ რო­ლებს. გახ­სოვთ ალ­ბათ, სე­რი­ალ­ში - "გო­გო­ნა გა­რე­უბ­ნი­დან" ვთა­მა­შობ­დი კი­დეც. მსა­ხი­ო­ბო­ბა ჩემ­თვის ჰო­ბის დო­ნე­ზეა. სიმ­ღე­რას რაც შე­ე­ხე­ბა, დე­დას­თან ერ­თად ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში მიმ­ღე­რია, მაგ­რამ მომ­ღერ­ლო­ბა არ მი­ტა­ცებს, ამა­ზე არას­დროს მი­ფიქ­რია.

- დე­დას - ეკა კა­ხი­ან­სა და ბა­ბუ­ას - იმე­და კა­ხი­ანს შენ მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ეპი­ზო­დუ­რი რო­ლე­ბი მო­ე­წო­ნათ?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეკა ჩემ მი­მართ ძა­ლი­ან კრი­ტი­კუ­ლია, შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლე­ბი მო­ე­წო­ნა. მი­თხრა, - ყვე­ლა­ზე რთუ­ლი სა­ხა­სი­ა­თო რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა­აო. გახ­სოვთ ალ­ბათ, "სწერ­ვა" გო­გოს ვთა­მა­შობ­დი. მინ­და, ნიკა წუ­ლუ­კი­ძეს მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო, რად­გან მან შე­მომ­თა­ვა­ზა ამ სე­რი­ალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მას მერე ქუ­ჩა­ში ბავ­შვე­ბი ავ­ტოგ­რაფს მთხოვ­დნენ და ჩემ­თან ფო­ტო­ებს იღებ­დნენ. ისე, ერთი ჩვე­ვა მაქვს, - ტე­ლე­ეკ­რან­ზე რომ ვჩან­ვარ, სა­კუ­თარ თავს ვერ ვუ­ყუ­რებ, ოთახ­ში შევ­დი­ვარ და ვი­კე­ტე­ბი. ბოლო დროს მე და ნინი ვგიჟ­დე­ბით სე­რი­ალ­ზე - "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" და თითო სე­რი­ას მი­ნი­მუმ, სამ­ჯერ ვუ­ყუ­რებთ (იცი­ნის).

- ახლა მი­თხა­რი, რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვს ეკას­თან?

- ეკა ჯი­გა­რი დე­დაა! გა­მოც­დი­ლია გო­გო­ნე­ბის გაზ­რდა­ში და იცის, რო­გორ უნდა მო­მიდ­გეს. თუ რა­მეს წარ­მო­ვად­გენ, ჩემი ოჯა­ხი­სა და დე­და­ჩე­მის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ხან­და­ხან არ ვუ­ჯე­რებ და ეკა მე­მუქ­რე­ბა, - დაგსჯიო, მაგ­რამ სა­ბედ­ნი­ე­როდ, ასე­თი დღე ჯერ არ დამ­დგა­რა. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, როცა სად­მე გავ­დი­ვარ, ლა­მის მთე­ლი ოჯა­ხი მი­რე­კავს: სახ­ლში არ და­აგ­ვი­ა­ნოო. ნინი 27 წლის არის და ბა­ბუა დღემ­დე იმას ეუბ­ნე­ბა: სა­ღა­მოს 10 სა­ათ­ზე სახ­ლში იყა­ვიო. მა­მას­თა­ნაც მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს.

- მა­მას პი­რად ამ­ბებს უყ­ვე­ბი?

- ჩემს პი­რა­დულ­ში თუ რამე ხდე­ბა, ამას პირ­ვე­ლად მამა იგებს. თუ რამე არ მოს­წონს, მშვი­დად და წყნა­რად მიხ­სნის, რომ არას­წო­რად ვიქ­ცე­ვი. მას ჩემ­თვის არას­დროს და­უყ­ვი­რია. იმე­და­ზეც გე­ტყვით, - ის ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რია - დე­დაც, მა­მაც, ძმაც... ბე­ბი­ებ­თა­ნაც ვმე­გობ­რობ, ჩემი და­ქა­ლე­ბი არი­ან.

- დებ­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვს? ალ­ბათ გა­ნე­ბივ­რე­ბენ, რად­გან ნა­ბო­ლა­რა ხარ.

- ხში­რად მე­უბ­ნე­ბი­ან: ალ­ბათ ანას­ტა­სია უფრო მე­ტად გიყ­ვარს, ვიდ­რე ნინი, რად­გან ის შენი ნა­ხე­ვარ­და­აო. ორი­ვე ერ­თნა­ი­რად, თა­ნაც - ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ჩემი დები ჩემ­თვის მი­სა­ბა­ძე­ბი არი­ან. ბოლო დროს ანას­ტა­სია "მემ­კაც­რე­ბა" (იღი­მე­ბა), მი­რე­კავს ხოლ­მე: დრო­ზე მოდი სახ­ლშიო. თვი­თონ ჩემი ასა­კის რომ იყო, რა­საც უნ­დო­და, იმას აკე­თებ­და, სკო­ლა­საც ხში­რად აც­დენ­და. ახლა თა­ვის შეც­დო­მებს ხვდე­ბა და არ უნდა, მეც მის­ნა­ი­რად ვიქ­ცე­ო­დე.

- ქეთო, რო­გორც ვიცი, დე­ბის ტან­საც­მელს ემ­ტე­რე­ბი...

- (იცი­ნის) ჰო, პა­რა­ზი­ტი ვარ. ნი­ნი­სა და ანას­ტა­სი­ას ტან­საც­მე­ლი მერ­გე­ბა. და კი­დევ, მე და ანას­ტა­სია ნი­ნი­ზე ვძა­ლა­დობთ ხოლ­მე, ის კი ძა­ლი­ან მომთმე­ნია. მის ად­გი­ლას რომ ვიყო, დებს ასეთ რა­მე­ებს არ მო­ვუთ­მენ­დი. კა­რა­და­ში ლა­მა­ზი რა­ღა­ცე­ბი რომ უკი­დია, ცდუ­ნე­ბას ვერ ვუძ­ლებ და ვიც­ვამ... მოკ­ლედ, მთე­ლი ოჯა­ხი მა­ნე­ბივ­რებს. ნინი სა­ცხოვ­რებ­ლად მოს­კოვ­ში რომ გა­და­ვი­და, ტან­საც­მლის ნა­წი­ლი სახ­ლში და­ტო­ვა. მე რა თქმა უნდა, მის სა­მოსს ხში­რად ვიც­ვამ­დი. თბი­ლის­ში რომ დაბ­რუნ­და, და­მი­რე­კა, - ახლა გარ­დე­რობს ვათ­ვა­ლი­ე­რებ და სამი პე­რან­გი და­ლა­ქა­ვე­ბუ­ლი­აო. თა­ვი­დან გაბ­რაზ­და, მაგ­რამ მერე დამ­შვიდ­და. ის ხში­რად მჩუქ­ნის რა­ღა­ცებს და ეს მომ­წონს.

- სი­ძე­ე­ბი მოგ­წონს?

- ძმე­ბი­ვით მყვა­ნან. სხვა­თა შო­რის, ორი­ვეს ირაკ­ლი ჰქვია და ორი­ვე 31 წლის გახ­ლავთ. ხა­სი­ა­თით ერ­თმა­ნეთს ჰგვა­ნან, ძა­ლი­ან კარ­გე­ბი არი­ან. ბედ­ნი­ე­რი ვარ, ასე­თი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სი­ძე­ე­ბი რომ მყავს. როცა ნინი მოს­კოვ­შია, მე­ნატ­რე­ბა, მაგ­რამ იმა­ზე ფიქ­რი მამ­შვი­დებს, რომ ბედ­ნი­ე­რია. მერ­წმუ­ნეთ, ჩემ­თვის ეს არის მთა­ვა­რი.

- მალე "ორგზის" დე­ი­და გახ­დე­ბი. ანე­ბივ­რებ ორ­სულ დებს?

- ვა­ნე­ბივ­რებ, პა­ტივ­ში არი­ან. ახლა ნინი ჩვენ­თან არის და ჩემ­თან სძი­ნავს. ხში­რად ვე­ფე­რე­ბი მუ­ცელ­ზე. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რად­გან დებს გა­ხა­რე­ბუ­ლებ­სა და ბედ­ნი­ე­რებს ვხე­დავ. ნინი ივ­ლი­სის ბო­ლოს ელო­დე­ბა გო­გოს, ანას­ტა­სია კი აგ­ვის­ტოს და­სა­წყის­ში - ბიჭს. ანას­ტა­სი­ამ გა­და­წყვი­ტა, ბავ­შვს ლადო და­არ­ქვას. მას და მის მე­უღ­ლეს მოს­წონთ ეს სა­ხე­ლი, თა­ნაც, ხომ იცით, ლადო ეკას გარ­დაც­ვლილ ძმას ერ­ქვა.

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ გყავს?

- არა და არც არას­დროს მყო­ლია. მგო­ნია, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლის ყოლა ჩემ­თვის ნა­ად­რე­ვია. ისე, ბიჭი, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ­ში მო­მე­წო­ნე­ბა, ჭკვი­ა­ნი და ერ­თგუ­ლი უნდა იყოს. გა­რეგ­ნო­ბას ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევ, მაგ­რამ ვერც იმას ვი­ტყვი, მე­ლო­ტი და მსუ­ქა­ნი ბი­ჭე­ბი მომ­წონს-მეთ­ქი.

ჟანა გო­გი­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

როგორ ანებივრებენ ქეთო თოფურიძეს პოპულარული დები

როგორ ანებივრებენ ქეთო თოფურიძეს პოპულარული დები

ეკა კახიანის უმცროსი ქალიშვილი - მშობლებისგან და უფროსი დებისგან განებივრებული 14 წლის ქეთო თოფურიძე ჟურნალისტობაზე ოცნებობს. როგორც თავად გვითხრა, საკუთარ თავს სწორედ ამ პროფესიაში ხედავს. მას მალე ორი დისშვილი შეეძინება: მისი დები - ნინი ბადურაშვილი და ანასტასია თოფურიძე ორსულად არიან.

- 14 წლის ვარ და პირველ გიმნაზიაში, მერვე კლასში ვსწავლობ. ამ ეტაპზე მთლიანად სწავლაზე ვარ გადართული. ყველაზე მეტად მათემატიკა და ინგლისური მიყვარს. ჟურნალისტიკაზე ჩაბარება მინდა. ახლობლებიც მირჩევენ, რომ ეს პროფესია ავირჩიო.

- პრესაში გინდა მუშაობა თუ ტელევიზიაში?

- ტელევიზიაში. თუმცა, თავიდან არ მექნება იმის ამბიცია, რომ აუცილებლად საკუთარი შოუ მქონდეს. ვფიქრობ, ჯერ უნდა გავიარო ყველა საჭირო გზა საიმისოდ, რომ წარმატებულ ჟურნალისტად ჩამოვყალიბდე, - ანუ ჯერ კორესპონდენტი უნდა ვიყო, ვწერო და ა.შ.

- შენი ოჯახის წევრების უმეტესობა მსახიობი ან მომღერალია, და - ანასტასია მოდელია. არ გიფიქრია, რომელიმე მათგანის გზას გაჰყოლოდი?

- მოდელი რომ იყო, ძალიან კარგი ტანი უნდა გქონდეს, - ანუ ისეთი, როგორიც ანასტასიას აქვს... უკვე აღვნიშნე, რომ ყველაზე მეტად ჩემს თავს ჟურნალისტიკაში ვხედავ, მაგრამ სიამოვნებით ვითამაშებდი ფილმებსა თუ სერიალებში რაიმე ეპიზოდურ როლებს. გახსოვთ ალბათ, სერიალში - "გოგონა გარეუბნიდან" ვთამაშობდი კიდეც. მსახიობობა ჩემთვის ჰობის დონეზეა. სიმღერას რაც შეეხება, დედასთან ერთად ფილარმონიაში მიმღერია, მაგრამ მომღერლობა არ მიტაცებს, ამაზე არასდროს მიფიქრია.

- დედას - ეკა კახიანსა და ბაბუას - იმედა კახიანს შენ მიერ შესრულებული ეპიზოდური როლები მოეწონათ?

- მიუხედავად იმისა, რომ ეკა ჩემ მიმართ ძალიან კრიტიკულია, შესრულებული როლები მოეწონა. მითხრა, - ყველაზე რთული სახასიათო როლის შესრულებააო. გახსოვთ ალბათ, "სწერვა" გოგოს ვთამაშობდი. მინდა, ნიკა წულუკიძეს მადლობა გადავუხადო, რადგან მან შემომთავაზა ამ სერიალში მონაწილეობა. მას მერე ქუჩაში ბავშვები ავტოგრაფს მთხოვდნენ და ჩემთან ფოტოებს იღებდნენ. ისე, ერთი ჩვევა მაქვს, - ტელეეკრანზე რომ ვჩანვარ, საკუთარ თავს ვერ ვუყურებ, ოთახში შევდივარ და ვიკეტები. ბოლო დროს მე და ნინი ვგიჟდებით სერიალზე - "ჩემი ცოლის დაქალები" და თითო სერიას მინიმუმ, სამჯერ ვუყურებთ (იცინის).

- ახლა მითხარი, როგორი ურთიერთობა გაქვს ეკასთან?

- ეკა ჯიგარი დედაა! გამოცდილია გოგონების გაზრდაში და იცის, როგორ უნდა მომიდგეს. თუ რამეს წარმოვადგენ, ჩემი ოჯახისა და დედაჩემის დამსახურებაა. ხანდახან არ ვუჯერებ და ეკა მემუქრება, - დაგსჯიო, მაგრამ საბედნიეროდ, ასეთი დღე ჯერ არ დამდგარა. დღის განმავლობაში, როცა სადმე გავდივარ, ლამის მთელი ოჯახი მირეკავს: სახლში არ დააგვიანოო. ნინი 27 წლის არის და ბაბუა დღემდე იმას ეუბნება: საღამოს 10 საათზე სახლში იყავიო. მამასთანაც მეგობრული ურთიერთობა მაქვს.

- მამას პირად ამბებს უყვები?

- ჩემს პირადულში თუ რამე ხდება, ამას პირველად მამა იგებს. თუ რამე არ მოსწონს, მშვიდად და წყნარად მიხსნის, რომ არასწორად ვიქცევი. მას ჩემთვის არასდროს დაუყვირია. იმედაზეც გეტყვით, - ის ჩემთვის ყველაფერია - დედაც, მამაც, ძმაც... ბებიებთანაც ვმეგობრობ, ჩემი დაქალები არიან.

- დებთან როგორი ურთიერთობა გაქვს? ალბათ განებივრებენ, რადგან ნაბოლარა ხარ.

- ხშირად მეუბნებიან: ალბათ ანასტასია უფრო მეტად გიყვარს, ვიდრე ნინი, რადგან ის შენი ნახევარდააო. ორივე ერთნაირად, თანაც - ძალიან მიყვარს. ჩემი დები ჩემთვის მისაბაძები არიან. ბოლო დროს ანასტასია "მემკაცრება" (იღიმება), მირეკავს ხოლმე: დროზე მოდი სახლშიო. თვითონ ჩემი ასაკის რომ იყო, რასაც უნდოდა, იმას აკეთებდა, სკოლასაც ხშირად აცდენდა. ახლა თავის შეცდომებს ხვდება და არ უნდა, მეც მისნაირად ვიქცეოდე.

- ქეთო, როგორც ვიცი, დების ტანსაცმელს ემტერები...

- (იცინის) ჰო, პარაზიტი ვარ. ნინისა და ანასტასიას ტანსაცმელი მერგება. და კიდევ, მე და ანასტასია ნინიზე ვძალადობთ ხოლმე, ის კი ძალიან მომთმენია. მის ადგილას რომ ვიყო, დებს ასეთ რამეებს არ მოვუთმენდი. კარადაში ლამაზი რაღაცები რომ უკიდია, ცდუნებას ვერ ვუძლებ და ვიცვამ... მოკლედ, მთელი ოჯახი მანებივრებს. ნინი საცხოვრებლად მოსკოვში რომ გადავიდა, ტანსაცმლის ნაწილი სახლში დატოვა. მე რა თქმა უნდა, მის სამოსს ხშირად ვიცვამდი. თბილისში რომ დაბრუნდა, დამირეკა, - ახლა გარდერობს ვათვალიერებ და სამი პერანგი დალაქავებულიაო. თავიდან გაბრაზდა, მაგრამ მერე დამშვიდდა. ის ხშირად მჩუქნის რაღაცებს და ეს მომწონს.

- სიძეები მოგწონს?

- ძმებივით მყვანან. სხვათა შორის, ორივეს ირაკლი ჰქვია და ორივე 31 წლის გახლავთ. ხასიათით ერთმანეთს ჰგვანან, ძალიან კარგები არიან. ბედნიერი ვარ, ასეთი არაჩვეულებრივი სიძეები რომ მყავს. როცა ნინი მოსკოვშია, მენატრება, მაგრამ იმაზე ფიქრი მამშვიდებს, რომ ბედნიერია. მერწმუნეთ, ჩემთვის ეს არის მთავარი.

- მალე "ორგზის" დეიდა გახდები. ანებივრებ ორსულ დებს?

- ვანებივრებ, პატივში არიან. ახლა ნინი ჩვენთან არის და ჩემთან სძინავს. ხშირად ვეფერები მუცელზე. ბედნიერი ვარ, რადგან დებს გახარებულებსა და ბედნიერებს ვხედავ. ნინი ივლისის ბოლოს ელოდება გოგოს, ანასტასია კი აგვისტოს დასაწყისში - ბიჭს. ანასტასიამ გადაწყვიტა, ბავშვს ლადო დაარქვას. მას და მის მეუღლეს მოსწონთ ეს სახელი, თანაც, ხომ იცით, ლადო ეკას გარდაცვლილ ძმას ერქვა.

- შეყვარებული არ გყავს?

- არა და არც არასდროს მყოლია. მგონია, რომ შეყვარებულის ყოლა ჩემთვის ნაადრევია. ისე, ბიჭი, რომელიც მომავალში მომეწონება, ჭკვიანი და ერთგული უნდა იყოს. გარეგნობას ყურადღებას არ ვაქცევ, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, მელოტი და მსუქანი ბიჭები მომწონს-მეთქი.

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება