პოლიტიკა
საზოგადოება

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გელა ხვედელიძეს 5 ათასი ლარის გირაო შეეფარდა
გელა ხვედელიძეს 5 ათასი ლარის გირაო შეეფარდა

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ყო­ფილ პირ­ველ მო­ად­გი­ლე გელა ხვე­დე­ლი­ძეს აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გი­რაო შე­უ­ფარ­და. სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ხვე­დე­ლი­ძე 5 ათა­სი ლა­რის გი­რა­ოს გა­დახ­დის შემ­დეგ გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში შს მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის, გელა ხვე­დე­ლი­ძის­თვის აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბის სა­კი­თხი ხვე­დე­ლი­ძის გა­რე­შე გა­ნი­ხი­ლეს. პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი არ მი­უყ­ვა­ნი­ათ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა ხვე­დე­ლი­ძის­თვის აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას მო­ი­თხოვ­და.

შსს-ს მი­ნის­ტრის ყო­ფილ პირ­ველ მო­ად­გი­ლე გელა ხვე­დე­ლი­ძეს ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 157-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "დ" პუნ­ქტით წა­უ­ყე­ნეს, რო­მე­ლიც სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში უხეშ ჩა­რე­ვას გუ­ლის­ხმობს და ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვით ვა­დით სამ წლამ­დე, ანდა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით სამ წლამ­დე, თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის ან საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვით ვა­დით სამ წლამ­დე ან უა­მი­სოდ.

მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე გელა ხვე­დე­ლი­ძე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ 12 მა­ისს პი­რა­დი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის ხელ­ყო­ფის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვა.

გელა ხვე­დე­ლი­ძეს ბრა­ლად ედე­ბა ჟურ­ნა­ლისტ გი­ორ­გი ფა­რე­სიშ­ვი­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლის გავ­რცე­ლე­ბა, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­მოქ­ვეყ­ნდა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

გელა ხვედელიძეს 5 ათასი ლარის გირაო შეეფარდა

გელა ხვედელიძეს 5 ათასი ლარის გირაო შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილე გელა ხვედელიძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, ხვედელიძე 5 ათასი ლარის გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, გელა ხვედელიძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი ხვედელიძის გარეშე განიხილეს. პროცესზე ბრალდებული არ მიუყვანიათ.

აღსანიშნავია, რომ პროკურატურა ხვედელიძისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა.

შსს-ს მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილე გელა ხვედელიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" პუნქტით წაუყენეს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის გამოყენებით პირად ცხოვრებაში უხეშ ჩარევას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

მინისტრის პირველი მოადგილე გელა ხვედელიძე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 მაისს პირადი საიდუმლოების ხელყოფის ბრალდებით დააკავა.

გელა ხვედელიძეს ბრალად ედება ჟურნალისტ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელება, რომელიც სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ