სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სალომე კოკუაშვილი: "ბანკის გაძარცვის სურვილი მაქვს"
სალომე კოკუაშვილი: "ბანკის გაძარცვის სურვილი მაქვს"

სა­ლო­მე კო­კუ­აშ­ვილს ხო­ჭო­ე­ბი­სა და ობო­ბე­ბის პა­ნი­კუ­რად ეში­ნია. მო­ლუს­კებ­სა და ხახ­ვი­ან კერძს ვე­რა­სო­დეს შე­ჭამს. უყ­ვარს "ჰოთ­დო­გი" და "ჰამ­ბურ­გე­რი". ძა­ლი­ან უნდა, მო­ტო­ციკ­ლე­ტი ჰყავ­დეს. "იუ­მო­რის­ტუ­ლი გა­და­ცე­მის - "რომ გა­დახ­ვალ, გა­ა­ჩე­რე" - გარ­და, სხვა პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვერ მი­ვი­ღებ: ბრე­კე­ტე­ბის გამო, "არა­სა­ეკ­რა­ნოდ" გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი. რამ­დენ­ჯერ­მე კას­ტინგზე და­მი­ბა­რეს, მაგ­რამ ბრე­კე­ტე­ბი რომ და­მი­ნა­ხეს, უკან­ვე გა­მო­მაბ­რუ­ნეს", - გვი­თხრა მსა­ხი­ობ­მა სა­ლო­მე კო­კუ­აშ­ვილ­მა, რო­მელ­მაც ჩვენს შე­თა­ვა­ზე­ბულ უხერ­ხულ "სი­ტუ­ა­ცი­ებს" თავი მარ­ტი­ვად და­აღ­წია...

- ვთქვათ, თმის შე­ღებ­ვის შემ­დეგ აღ­მო­ა­ჩი­ნე, რომ შენ­თვის სა­სურ­ვე­ლი შე­ფე­რი­ლო­ბის ნაც­ვლად, თმა მწვა­ნე გა­გიხ­და. არა­და, სე­რი­ო­ზულ შეხ­ვედ­რა­ზე გაგ­ვი­ან­დე­ბა...

- რა პრობ­ლე­მაა, მწვა­ნე თმით წა­ვალ, შეხ­ვედ­რა­ზე მი­სუ­ლი კი ვი­ტყვი, - ახ­ლა­ხან სა­რეკ­ლა­მო გა­და­ღე­ბის­თვის ასე შემ­ღე­ბეს-მეთ­ქი.

- ვარ­ცხნი­ლო­ბა­ზე ექ­სპე­რი­მენტს ხში­რად იტა­რებ?

- ექ­სპე­რი­მენ­ტი დე­კემ­ბერ­ში პირ­ვე­ლად ჩა­ვი­ტა­რე: თმა ჯერ მოკ­ლედ შე­ვი­ჭე­რი, შემ­დეგ ქი­მი­უ­რად და­ვიხ­ვიე... მგო­ნი, ვარ­ცხნი­ლო­ბა­ზე ექ­სპე­რი­მენ­ტის ჩა­ტა­რე­ბა შე­მიყ­ვარ­და.

- უხერ­ხულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ხში­რად აღ­მო­ჩე­ნილ­ხარ?

- არ­ცთუ ისე ხში­რად, მაგ­რამ უხერ­ხულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვწით­ლდე­ბი...

- ვთქვათ, გა­და­ღე­ბა­ზე მი­იჩ­ქა­რი. სა­ჭეს­თან მჯდომ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნე, რომ ქვე­და­ბო­ლოს ჩაც­მა დაგ­ვი­წყე­ბია...

- შოკ­ში ჩავ­ვარ­დე­ბი! 3-4 წუ­თის მერე, უკვე გონს მო­სუ­ლი ოჯა­ხის წევ­რებს ან რო­მე­ლი­მე და­ქალს და­ვუ­რე­კავ და ვთხოვ, სას­წრა­ფოდ ქვე­და­ბო­ლო "შე­მო­მა­წო­დოს".

- ვთქვათ, ვიდ­რე "მაშ­ვე­ლი ძალა" მოვა, პატ­რუ­ლი მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის გამო გა­ჩე­რებს...

- მე მოძ­რა­ო­ბის წე­სებს არა­სო­დეს ვარ­ღვევ (იცი­ნის)!

- დიდი ხა­ნია, ავ­ტო­მო­ბილს მარ­თავ?

- 8-9 თვეა. მარ­თვის მოწ­მო­ბის ასა­ღე­ბად თე­ო­რი­უ­ლი მე­ცა­დი­ნე­ო­ბა 3 წლის წინ და­ვი­წყე. ვე­რაფ­რით მო­ვა­ბი თავი, რომ ბო­ლომ­დე მეს­წავ­ლა და გა­მოც­და­ზე გავ­სუ­ლი­ყა­ვი. ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვა ავ­ტოს­კო­ლა­ში ვის­წავ­ლე, შემ­დეგ - ქა­ლაქ­ში მან­ქა­ნით მე­გო­ბარ­თან ერ­თად დავ­დი­ო­დი, რად­გან ავა­რი­ის ძა­ლი­ან მე­ში­ნო­და. და­ახ­ლო­ე­ბით 2 კვი­რა­ში ავ­ტო­მო­ბი­ლის და­მო­უ­კი­დებ­ლად მარ­თვას მი­ვეჩ­ვიე და გავ­თა­მამ­დი. ვერ ვი­ტყვი, - შუ­მა­ხე­რი ვარ-მეთ­ქი, მაგ­რამ ქალი მძღო­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბას ნამ­დვი­ლად არ ვგა­ვარ. ერ­თა­დერ­თი, უკა­ნა პარ­კინ­გი მი­ჭირს...

- ვთქვათ, თუ­თი­ყუ­ში იყი­დე და აღ­მოჩ­ნდა, რომ ის გა­მუდ­მე­ბით ბილწ სი­ტყვებს ამ­ბობს...

- უკან და­ვაბ­რუ­ნებ!

- ვთქვათ, ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლია...

- რო­გო­რი საყ­ვა­რე­ლიც უნდა იყოს, სტუმ­რებ­თან თუ შე­მარ­ცხვენს, რად მინ­და?!

- ცხო­ვე­ლე­ბი და ფრინ­ვე­ლე­ბი გიყ­ვარს?

- ძა­ლი­ან! დღეს გა­და­ღე­ბა დიდ, საყ­ვა­რელ ძაღ­ლებ­თან ერ­თად მქონ­და. კარ­გად გა­ვერ­თე. ძაღ­ლებს ბევ­რი ვე­თა­მა­შე... ბავ­შვო­ბა­ში პა­ტა­რა თუ­თი­ყუ­შე­ბი მყავ­და, მაგ­რამ მერე ერთ-ერთი მათ­გა­ნი მოკ­ვდა. ავ­დე­ქით და მე­ო­რე თუ­თი­ყუ­ში გა­ვა­ჩუ­ქეთ, რად­გან შეგ­ვე­შინ­და, ისიც არ მომ­კვდა­რი­ყო.

- ვთქვათ, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გე­უბ­ნე­ბა, რომ ლა­მა­ზი ქა­ლე­ბის შიში აქვს, რის გა­მოც უმ­ჯო­ბე­სია, ერ­თმა­ნეთს და­შორ­დეთ...

- ვე­ტყვი, რომ სრუ­ლი იდი­ო­ტია, თან - იქვე დავ­ძენ: არც ისე­თი ლა­მა­ზი ვარ, რომ ჩემი გე­ში­ნო­დეს-მეთ­ქი!

- იქ­ნებ ხუმ­რობს?

- თუ ხუმ­რობს, მა­შინ მხო­ლოდ იმას ვე­ტყვი, რომ იდი­ო­ტია, მეტს - არა­ფერს (იცი­ნის).

- ვინ არის შენი რჩე­უ­ლი?

- ერთი კარ­გი, 23 წლის ბი­ჭია.

- ხში­რად კა­მა­თობთ?

- თუ ერ­თად ვმუ­შა­ობთ (სა­ლო­მე მო­ცეკ­ვა­ვე გახ­ლავთ. - ავტ.), შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ერ­თმა­ნეთს "ვჭამთ". სა­მა­გი­ე­როდ, იმ პე­რი­ოდ­ში, როცა მე ჩემს საქ­მეს ვა­კე­თებ, ის კი თა­ვი­სას, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ.

- ამ­ჟა­მად, ბედ­ნი­ე­რე­ბი ხართ თუ ისევ თა­ნამ­შრომ­ლობთ?

- თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ახ­ლა­ხან და­ვას­რუ­ლეთ, ამი­ტომ უკვე ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ: სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში, მი­ნი­ფეხ­ბურთში ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ფი­ნა­ლი იყო. მე მხარ­დამ­ჭე­რი გო­გო­ნე­ბის გუნდში ვი­ყა­ვი, ჩემი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი კი ქო­რე­ოგ­რა­ფი გახ­ლდათ.

- შან­სი რომ გქონ­დეს, ერთი დღით რო­მელ არ­სე­ბად გა­და­იქ­ცე­ო­დი?

- ალ­ბათ, რო­მე­ლი­მე ფრინ­ვე­ლად; მერე ამე­რი­კა­ში გავფრინ­დე­ბო­დი და იქ დავ­რჩე­ბო­დი!

- ამე­რი­კა­ში რას გა­ა­კე­თებ­დი?

- მინ­და, სწავ­ლა კი­ნო­ა­კა­დე­მი­ა­ში გა­ვაგ­რძე­ლო. ვფიქ­რობ, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ეს სურ­ვი­ლი ამიხ­დე­ბა.

- იღ­ბლი­ა­ნი ხარ?

- არა! რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ჩემი საყ­ვა­რე­ლი გა­მაგ­რი­ლე­ბე­ლი სას­მე­ლი ერ­თგვარ აქ­ცი­ას ატა­რებ­და: ყო­ვე­ლი მე­ო­რე ბოთ­ლი ბურთს იგებ­და. 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, დღე­ში 2 ბოთლს ვყი­დუ­ლობ­დი და ბურ­თი ვერ მო­ვი­გე. მას შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტე, რომ იღ­ბა­ლი სა­ერ­თოდ არ მაქვს!

- ვთქვათ, ჯეკპო­ტი მო­ი­გე...

- რა მა­გა­რია! ალ­ბათ სი­ხა­რუ­ლის­გან გავ­გიჟ­დე­ბი... ფულს უაზ­როდ არ დავ­ხარ­ჯავ: გარ­კვე­ულ თან­ხას ჩემს საყ­ვა­რელ კი­ნო­ა­კა­დე­მი­ა­ში სწავ­ლის­თვის გა­დავ­დებ. თან, ამე­რი­კა­ში ბი­ნის ქი­რის გა­დახ­დაც ხომ მო­მი­წევს და მან­ქა­ნაც დამ­ჭირ­დე­ბა... მოკ­ლედ, მო­გე­ბულ ფულს სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ გა­ვა­ნა­წი­ლებ და ცხოვ­რე­ბას არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ავი­წყობ - ერთ წამ­ში უბედ­ნი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი გავ­ხდე­ბი!

- ვთქვათ, ლა­ტა­რი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ჯეკპო­ტი­დან მხო­ლოდ მცი­რე თან­ხა გერ­გე­ბა, და­ნარ­ჩე­ნი კი ქველ­მოქ­მე­დე­ბას უნდა მო­ახ­მა­რო...

- მო­ვახ­მარ! გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად ფული არ და­მე­ნა­ნე­ბა. ბო­ლოს და ბო­ლოს, მო­გე­ბუ­ლი თან­ხის ნა­წი­ლით სწავ­ლას მა­ინც და­ვი­ფი­ნან­სებ...

- უჩინ­მა­ჩი­ნი რომ იყო, რას მო­ი­მოქ­მე­დებ­დი?

- ბანკს გავ­ძარ­ცვავ­დი. ბოლო დროს ეს აზრი თავ­ში ხში­რად მომ­დის (იცი­ნის).

- რო­მე­ლი­მე ბან­კი უკვე შე­გუ­ლე­ბუ­ლიც ხომ არ გაქვს?

- აქვე ახ­ლოს 2 ბან­კია...

- ოდეს­მე რამე მო­გი­პა­რავს?

- არა, რა თქმა უნდა, მაგ­რამ ბანკს მა­ინც გავ­ძარ­ცვავ­დი! სა­კუ­თა­რი სახ­ლი­დან კან­ფე­ტიც არ მო­მი­პა­რავს... ალ­ბათ, კან­ფე­ტე­ბის ჭამა არ მიყ­ვარს!..

- ხალ­ხს გა­ძარ­ცვას რა­ტომ უპი­რებ?

- ხალ­ხის კი არა, ბან­კის გა­ძარ­ცვის სურ­ვი­ლი მაქვს! ბან­კის თა­ნამ­შრომ­ლებს ისე­დაც ბევ­რი ფული აქვთ (იცი­ნის)...

- ვთქვათ, "უნი­ვერ­სალ ფიქჩერ­სი" ერო­ტი­კულ სცე­ნა­ში გა­და­ღე­ბას გთა­ვა­ზობს...

- "უნი­ვერ­სალ სტუ­დი­ოს" ფილ­მებ­ში, ერო­ტი­კულ სცე­ნებ­ში ისე­თი მსა­ხი­ო­ბე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, მე რომ გი­თხრათ, - ასეთ როლს არ დავ­თან­ხმდე­ბი-მეთ­ქი, მა­ინც არ და­მი­ჯე­რებთ. ამ სტუ­დი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ყვე­ლა მსა­ხი­ო­ბის ოც­ნე­ბა გახ­ლავთ!

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

სალომე კოკუაშვილი: "ბანკის გაძარცვის სურვილი მაქვს"

სალომე კოკუაშვილი: "ბანკის გაძარცვის სურვილი მაქვს"

სალომე კოკუაშვილს ხოჭოებისა და ობობების პანიკურად ეშინია. მოლუსკებსა და ხახვიან კერძს ვერასოდეს შეჭამს. უყვარს "ჰოთდოგი" და "ჰამბურგერი". ძალიან უნდა, მოტოციკლეტი ჰყავდეს. "იუმორისტული გადაცემის - "რომ გადახვალ, გააჩერე" - გარდა, სხვა პროექტში მონაწილეობას ვერ მივიღებ: ბრეკეტების გამო, "არასაეკრანოდ" გამოვიყურები. რამდენჯერმე კასტინგზე დამიბარეს, მაგრამ ბრეკეტები რომ დამინახეს, უკანვე გამომაბრუნეს", - გვითხრა მსახიობმა სალომე კოკუაშვილმა, რომელმაც ჩვენს შეთავაზებულ უხერხულ "სიტუაციებს" თავი მარტივად დააღწია...

- ვთქვათ, თმის შეღებვის შემდეგ აღმოაჩინე, რომ შენთვის სასურველი შეფერილობის ნაცვლად, თმა მწვანე გაგიხდა. არადა, სერიოზულ შეხვედრაზე გაგვიანდება...

- რა პრობლემაა, მწვანე თმით წავალ, შეხვედრაზე მისული კი ვიტყვი, - ახლახან სარეკლამო გადაღებისთვის ასე შემღებეს-მეთქი.

- ვარცხნილობაზე ექსპერიმენტს ხშირად იტარებ?

- ექსპერიმენტი დეკემბერში პირველად ჩავიტარე: თმა ჯერ მოკლედ შევიჭერი, შემდეგ ქიმიურად დავიხვიე... მგონი, ვარცხნილობაზე ექსპერიმენტის ჩატარება შემიყვარდა.

- უხერხულ სიტუაციაში ხშირად აღმოჩენილხარ?

- არცთუ ისე ხშირად, მაგრამ უხერხულ სიტუაციაში ვწითლდები...

- ვთქვათ, გადაღებაზე მიიჩქარი. საჭესთან მჯდომმა აღმოაჩინე, რომ ქვედაბოლოს ჩაცმა დაგვიწყებია...

- შოკში ჩავვარდები! 3-4 წუთის მერე, უკვე გონს მოსული ოჯახის წევრებს ან რომელიმე დაქალს დავურეკავ და ვთხოვ, სასწრაფოდ ქვედაბოლო "შემომაწოდოს".

- ვთქვათ, ვიდრე "მაშველი ძალა" მოვა, პატრული მოძრაობის წესების დარღვევის გამო გაჩერებს...

- მე მოძრაობის წესებს არასოდეს ვარღვევ (იცინის)!

- დიდი ხანია, ავტომობილს მართავ?

- 8-9 თვეა. მართვის მოწმობის ასაღებად თეორიული მეცადინეობა 3 წლის წინ დავიწყე. ვერაფრით მოვაბი თავი, რომ ბოლომდე მესწავლა და გამოცდაზე გავსულიყავი. ავტომობილის მართვა ავტოსკოლაში ვისწავლე, შემდეგ - ქალაქში მანქანით მეგობართან ერთად დავდიოდი, რადგან ავარიის ძალიან მეშინოდა. დაახლოებით 2 კვირაში ავტომობილის დამოუკიდებლად მართვას მივეჩვიე და გავთამამდი. ვერ ვიტყვი, - შუმახერი ვარ-მეთქი, მაგრამ ქალი მძღოლების უმეტესობას ნამდვილად არ ვგავარ. ერთადერთი, უკანა პარკინგი მიჭირს...

- ვთქვათ, თუთიყუში იყიდე და აღმოჩნდა, რომ ის გამუდმებით ბილწ სიტყვებს ამბობს...

- უკან დავაბრუნებ!

- ვთქვათ, ძალიან საყვარელია...

- როგორი საყვარელიც უნდა იყოს, სტუმრებთან თუ შემარცხვენს, რად მინდა?!

- ცხოველები და ფრინველები გიყვარს?

- ძალიან! დღეს გადაღება დიდ, საყვარელ ძაღლებთან ერთად მქონდა. კარგად გავერთე. ძაღლებს ბევრი ვეთამაშე... ბავშვობაში პატარა თუთიყუშები მყავდა, მაგრამ მერე ერთ-ერთი მათგანი მოკვდა. ავდექით და მეორე თუთიყუში გავაჩუქეთ, რადგან შეგვეშინდა, ისიც არ მომკვდარიყო.

- ვთქვათ, შეყვარებული გეუბნება, რომ ლამაზი ქალების შიში აქვს, რის გამოც უმჯობესია, ერთმანეთს დაშორდეთ...

- ვეტყვი, რომ სრული იდიოტია, თან - იქვე დავძენ: არც ისეთი ლამაზი ვარ, რომ ჩემი გეშინოდეს-მეთქი!

- იქნებ ხუმრობს?

- თუ ხუმრობს, მაშინ მხოლოდ იმას ვეტყვი, რომ იდიოტია, მეტს - არაფერს (იცინის).

- ვინ არის შენი რჩეული?

- ერთი კარგი, 23 წლის ბიჭია.

- ხშირად კამათობთ?

- თუ ერთად ვმუშაობთ (სალომე მოცეკვავე გახლავთ. - ავტ.), შეიძლება ითქვას, რომ ერთმანეთს "ვჭამთ". სამაგიეროდ, იმ პერიოდში, როცა მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, ის კი თავისას, ძალიან ბედნიერები ვართ.

- ამჟამად, ბედნიერები ხართ თუ ისევ თანამშრომლობთ?

- თანამშრომლობა ახლახან დავასრულეთ, ამიტომ უკვე ბედნიერები ვართ: სპორტის სასახლეში, მინიფეხბურთში ჩემპიონთა ლიგის ფინალი იყო. მე მხარდამჭერი გოგონების გუნდში ვიყავი, ჩემი შეყვარებული კი ქორეოგრაფი გახლდათ.

- შანსი რომ გქონდეს, ერთი დღით რომელ არსებად გადაიქცეოდი?

- ალბათ, რომელიმე ფრინველად; მერე ამერიკაში გავფრინდებოდი და იქ დავრჩებოდი!

- ამერიკაში რას გააკეთებდი?

- მინდა, სწავლა კინოაკადემიაში გავაგრძელო. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ეს სურვილი ამიხდება.

- იღბლიანი ხარ?

- არა! რამდენიმე წლის წინ, ჩემი საყვარელი გამაგრილებელი სასმელი ერთგვარ აქციას ატარებდა: ყოველი მეორე ბოთლი ბურთს იგებდა. 2 წლის განმავლობაში, დღეში 2 ბოთლს ვყიდულობდი და ბურთი ვერ მოვიგე. მას შემდეგ გადავწყვიტე, რომ იღბალი საერთოდ არ მაქვს!

- ვთქვათ, ჯეკპოტი მოიგე...

- რა მაგარია! ალბათ სიხარულისგან გავგიჟდები... ფულს უაზროდ არ დავხარჯავ: გარკვეულ თანხას ჩემს საყვარელ კინოაკადემიაში სწავლისთვის გადავდებ. თან, ამერიკაში ბინის ქირის გადახდაც ხომ მომიწევს და მანქანაც დამჭირდება... მოკლედ, მოგებულ ფულს საჭიროებისამებრ გავანაწილებ და ცხოვრებას არაჩვეულებრივად ავიწყობ - ერთ წამში უბედნიერესი ადამიანი გავხდები!

- ვთქვათ, ლატარიის წარმომადგენლები გეუბნებიან, რომ ჯეკპოტიდან მხოლოდ მცირე თანხა გერგება, დანარჩენი კი ქველმოქმედებას უნდა მოახმარო...

- მოვახმარ! გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად ფული არ დამენანება. ბოლოს და ბოლოს, მოგებული თანხის ნაწილით სწავლას მაინც დავიფინანსებ...

- უჩინმაჩინი რომ იყო, რას მოიმოქმედებდი?

- ბანკს გავძარცვავდი. ბოლო დროს ეს აზრი თავში ხშირად მომდის (იცინის).

- რომელიმე ბანკი უკვე შეგულებულიც ხომ არ გაქვს?

- აქვე ახლოს 2 ბანკია...

- ოდესმე რამე მოგიპარავს?

- არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ბანკს მაინც გავძარცვავდი! საკუთარი სახლიდან კანფეტიც არ მომიპარავს... ალბათ, კანფეტების ჭამა არ მიყვარს!..

- ხალხს გაძარცვას რატომ უპირებ?

- ხალხის კი არა, ბანკის გაძარცვის სურვილი მაქვს! ბანკის თანამშრომლებს ისედაც ბევრი ფული აქვთ (იცინის)...

- ვთქვათ, "უნივერსალ ფიქჩერსი" ეროტიკულ სცენაში გადაღებას გთავაზობს...

- "უნივერსალ სტუდიოს" ფილმებში, ეროტიკულ სცენებში ისეთი მსახიობები მონაწილეობენ, მე რომ გითხრათ, - ასეთ როლს არ დავთანხმდები-მეთქი, მაინც არ დამიჯერებთ. ამ სტუდიასთან თანამშრომლობა ყველა მსახიობის ოცნება გახლავთ!

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება