მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეა წულუკიანი - შეკრების თავისუფლების ხარისხი უფრო მაღლა დგას, ვიდრე ძალოვანი სტრუქტურების უფლებები
თეა წულუკიანი - შეკრების თავისუფლების ხარისხი უფრო მაღლა დგას, ვიდრე ძალოვანი სტრუქტურების უფლებები

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის შე­ფა­სე­ბით, "შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ხა­რის­ხი უფრო მაღ­ლა დგას, ვიდ­რე ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის უფ­ლე­ბე­ბი". აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა წუ­ლუ­კი­ან­მა 1-ელ მა­ისს მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით, ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ა­კე­თა, სა­დაც მან "შეკ­რე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნის შეც­ვლა­ზეც გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა.

"ეს არის რთუ­ლი ტეს­ტი ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნის­თვის და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რთუ­ლი ტეს­ტია ჩვე­ნი მთავ­რო­ბის­თვის. 1-ელი ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ რე­ა­ლუ­რად და­ი­წყო შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. ამ ახალ კულ­ტუ­რა­ში შეც­დო­მებს აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბიც ჩა­ი­დე­ნენ და პო­ლი­ცი­აც, რად­გან ჩვენ ახლა ვსწავ­ლობთ - ერთი მხრივ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და მე­ო­რეს მხრივ ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბი, შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ძი­რი­თად პრინ­ცი­პებს. მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს­თან აქ­ცია იმარ­თე­ბა, თვალს ვხუ­ჭავ, როცა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი პირ­და­პირ სა­მი­ნის­ტროს კარ­თან მო­დი­ან. ამით მე კა­ნონს ვარ­ღვევ. ისი­ნი კა­ნონს არ იცა­ვენ, მე კი კა­ნო­ნით მე­ვა­ლე­ბა, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი უკუ­ვაგ­დო. ისი­ნიც არ­ღვე­ვენ კა­ნონს და მეც ვარ­ღვევ გან­ზრახ, რად­გან მაქვს ტო­ლე­რან­ტუ­ლი მიდ­გო­მა შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სად­მი. მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბის კა­ნო­ნი ამ მხრივ გა­და­ხედ­ვას სა­ჭი­რო­ებს. რაც შე­ე­ხე­ბა 1-ელი მა­ი­სის აქ­ცი­ას, თუ მხო­ლოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კად­რე­ბი­დან ვიმ­სჯე­ლებთ, მო­მეჩ­ვე­ნა, რომ ხან­და­ხან აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არ­ღვევ­დნენ შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის პრინ­ცი­პებს და ხან პო­ლი­ცია სცო­დავ­და. ვერ ვი­ტყვი, რომ რო­მე­ლი­მე ერთი იყო ბო­ლომ­დე დამ­ნა­შა­ვე ამ საქ­მე­ში. თუმ­ცა ისიც უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ რო­დე­საც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე ლე­გი­ტი­მუ­რი მო­თხოვ­ნით და ლე­გი­ტი­მუ­რი პრო­ტეს­ტით ქუ­ჩა­ში გა­მო­დის, აქვს გარ­კვე­უ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბიც - თუ სა­ჭი­რო არ არის, ქუჩა არ უნდა გა­და­კე­ტოს, იმი­ტომ, რომ ამით მე­სა­მე პი­რის უფ­ლე­ბე­ბი ირ­ღვე­ვა. ასე­ვე პო­ლი­ცი­ას აქვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ თუკი არ­სე­ბობს ორი ერ­თმა­ნეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი ჯგუ­ფი, ისი­ნი თა­ვი­დან­ვე გა­ა­ცალ­კე­ვოს ერ­მა­ნე­თის­გან და ორი­ვე ჯგუფ­მა სა­კუ­თა­რი პრო­ტეს­ტი მშვი­დო­ბი­ან პი­რო­ბებ­ში გა­მო­ხა­ტოს. ამ შემ­თხვე­ვა­ში შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ხა­რის­ხი უფრო მაღ­ლა დგას, ვიდ­რე ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის უფ­ლე­ბე­ბი", - აცხა­დებს თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

თეა წულუკიანი - შეკრების თავისუფლების ხარისხი უფრო მაღლა დგას, ვიდრე ძალოვანი სტრუქტურების უფლებები

თეა წულუკიანი - შეკრების თავისუფლების ხარისხი უფრო მაღლა დგას, ვიდრე ძალოვანი სტრუქტურების უფლებები

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის შეფასებით, "შეკრების თავისუფლების ხარისხი უფრო მაღლა დგას, ვიდრე ძალოვანი სტრუქტურების უფლებები". აღნიშნული განცხადება წულუკიანმა 1-ელ მაისს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა, სადაც მან "შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონის შეცვლაზეც გაამახვილა ყურადღება.

"ეს არის რთული ტესტი ნებისმიერი ქვეყნისთვის და განსაკუთრებული რთული ტესტია ჩვენი მთავრობისთვის. 1-ელი ოქტომბრის შემდეგ ხელისუფლებამ რეალურად დაიწყო შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფა. ამ ახალ კულტურაში შეცდომებს აქციის მონაწილეებიც ჩაიდენენ და პოლიციაც, რადგან ჩვენ ახლა ვსწავლობთ - ერთი მხრივ მოქალაქეები და მეორეს მხრივ ძალოვანი სტრუქტურები, შეკრების თავისუფლების ძირითად პრინციპებს. მაგალითად, როდესაც იუსტიციის სამინისტროსთან აქცია იმართება, თვალს ვხუჭავ, როცა აქციის მონაწილეები პირდაპირ სამინისტროს კართან მოდიან. ამით მე კანონს ვარღვევ. ისინი კანონს არ იცავენ, მე კი კანონით მევალება, რომ ეს ადამიანები უკუვაგდო. ისინიც არღვევენ კანონს და მეც ვარღვევ განზრახ, რადგან მაქვს ტოლერანტული მიდგომა შეკრების თავისუფლებისადმი. მანიფესტაციების კანონი ამ მხრივ გადახედვას საჭიროებს. რაც შეეხება 1-ელი მაისის აქციას, თუ მხოლოდ გავრცელებული კადრებიდან ვიმსჯელებთ, მომეჩვენა, რომ ხანდახან აქციის მონაწილეები არღვევდნენ შეკრების თავისუფლების პრინციპებს და ხან პოლიცია სცოდავდა. ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ერთი იყო ბოლომდე დამნაშავე ამ საქმეში. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ როდესაც აქციის მონაწილე ლეგიტიმური მოთხოვნით და ლეგიტიმური პროტესტით ქუჩაში გამოდის, აქვს გარკვეული ვალდებულებებიც - თუ საჭირო არ არის, ქუჩა არ უნდა გადაკეტოს, იმიტომ, რომ ამით მესამე პირის უფლებები ირღვევა. ასევე პოლიციას აქვს ვალდებულება, რომ თუკი არსებობს ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფი, ისინი თავიდანვე გააცალკევოს ერმანეთისგან და ორივე ჯგუფმა საკუთარი პროტესტი მშვიდობიან პირობებში გამოხატოს. ამ შემთხვევაში შეკრების თავისუფლების ხარისხი უფრო მაღლა დგას, ვიდრე ძალოვანი სტრუქტურების უფლებები", - აცხადებს თეა წულუკიანი.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"