პოლიტიკა
მსოფლიო

9

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 12:56-ზე, მთვარე კირჩხიბშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილია II - ჩვენ გვიცავს ღვთისმშობელი, წმინდა გიორგი და ასიათასობით წმინდანი
ილია II - ჩვენ გვიცავს ღვთისმშობელი, წმინდა გიორგი და ასიათასობით წმინდანი

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მი­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი მო­ი­ლო­ცა. რო­გორც პატ­რი­არ­ქმა დღე­ვან­დე­ლი სა­დღე­სას­წა­უ­ლო წირ­ვის შემ­დგო­მი ქა­და­გე­ბი­სას ბრძა­ნა, გან­სა­კუთ­რე­ბით ულო­ცავს იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც წმინ­და გი­ორ­გის სა­ხელს ატა­რე­ბენ. "წმინ­და გი­ორ­გი იყოს თქვე­ნი და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს მფარ­ვე­ლი", - ბრძა­ნა უწ­მი­დეს­მა.

პატ­რი­არ­ქმა უფალს მად­ლო­ბა შეს­წი­რა იმ მოთ­მი­ნე­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის­თვის, რო­მელ­საც იგი "მოჰ­ფენს ყო­ველ­თა". მან წმინ­და გი­ორ­გის ცხოვ­რე­ბა­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ წმინ­და გი­ორ­გი იყო იმ­პე­რა­ტორ დი­ოკ­ლი­ტი­ა­ნეს მხე­დარ­თმთა­ვა­რი, რო­მელ­მაც გა­ბე­და ხმა­მაღ­ლა ეთ­ქვა, რომ ქრის­ტი­ა­ნია. "იმ­პე­რა­ტო­რი დი­ოკ­ლი­ტი­ა­ნე ჭკვი­ა­ნი პი­როვ­ნე­ბა იყო, მაგ­რამ იყო წარ­მარ­თი და ეგო­ნა წარ­მარ­თო­ბის გან­მტკი­ცე­ბით ქვე­ყა­ნას იცავ­და. სი­ნამ­დვი­ლე­ში კი - პი­რი­ქით. მისი მხე­დარ­თმთა­ვა­რი გი­ორ­გი კი იყო ქრის­ტი­ა­ნი, რო­მელ­მაც ხმა­მაღ­ლა თქვა ეს. მე ვნა­ხე ია­რა­ღი, რომ­ლი­თაც აწა­მებ­დნენ წმინ­და გი­ორ­გის, ეს არის რკი­ნის უღე­ლი, რო­მე­ლიც ყელ­ზე ჰქონ­და შე­მოხ­ვე­უ­ლი. ასე­ვე, აკ­რავ­დნენ ფი­ცარ­ზე და და­ნე­ბით უსე­რავ­დნენ სხე­ულს", - აღ­ნიშ­ნა უწ­მი­დეს­მა.

თუმ­ცა, პატ­რი­არ­ქის თქმით, ბოლო წა­მე­ბი­სას, რო­დე­საც წმინ­და გი­ორ­გი სის­ხლის­გან იც­ლე­ბი­და, მას ჩა­ეს­მა უფ­ლის ხმა - ნუ გე­ში­ნია, მე შენ­თან ვარ. "ჩვენ უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ბო­რო­ტი ძალა ვე­რა­ფერს იზამს სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ, რად­გან ჩვენ გვი­ცავს ღვთის­მშო­ბე­ლი დედა, წმინ­და გი­ორ­გი და ასი­ა­თა­სო­ბით წმინ­და­ნი. მშვი­დო­ბა და სი­უხ­ვე იყოს თქვენს ოჯა­ხებ­ში, გულ­სა და გო­ნე­ბა­ში", - ბრძა­ნა უწ­მი­დეს­მა.

რო­გორც ილია მე­ო­რემ აღ­ნიშ­ნა, დღეს მო­სახ­ლე­ო­ბა გა­დის საფ­ლა­ვებ­ზე, ხვალ კი არის ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის დღე­სას­წა­უ­ლი, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც სა­ზე­ი­მო ლი­ტურ­გია მა­ხ­ა­თას მთა­ზე ჩა­ტარ­დე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დაიწყო თუ არა ინტერპოლმა წითელი ცირკულარით გიორგი ბაჩიაშვილის ძებნა და რა ხდება მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე

ილია II - ჩვენ გვიცავს ღვთისმშობელი, წმინდა გიორგი და ასიათასობით წმინდანი

ილია II - ჩვენ გვიცავს ღვთისმშობელი, წმინდა გიორგი და ასიათასობით წმინდანი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სრულიად საქართველოს გიორგობის დღესასწაული მოილოცა. როგორც პატრიარქმა დღევანდელი სადღესასწაულო წირვის შემდგომი ქადაგებისას ბრძანა, განსაკუთრებით ულოცავს იმ ადამიანებს, ვინც წმინდა გიორგის სახელს ატარებენ. "წმინდა გიორგი იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს მფარველი", - ბრძანა უწმიდესმა.

პატრიარქმა უფალს მადლობა შესწირა იმ მოთმინებისა და სიყვარულისთვის, რომელსაც იგი "მოჰფენს ყოველთა". მან წმინდა გიორგის ცხოვრებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წმინდა გიორგი იყო იმპერატორ დიოკლიტიანეს მხედართმთავარი, რომელმაც გაბედა ხმამაღლა ეთქვა, რომ ქრისტიანია. "იმპერატორი დიოკლიტიანე ჭკვიანი პიროვნება იყო, მაგრამ იყო წარმართი და ეგონა წარმართობის განმტკიცებით ქვეყანას იცავდა. სინამდვილეში კი - პირიქით. მისი მხედართმთავარი გიორგი კი იყო ქრისტიანი, რომელმაც ხმამაღლა თქვა ეს. მე ვნახე იარაღი, რომლითაც აწამებდნენ წმინდა გიორგის, ეს არის რკინის უღელი, რომელიც ყელზე ჰქონდა შემოხვეული. ასევე, აკრავდნენ ფიცარზე და დანებით უსერავდნენ სხეულს", - აღნიშნა უწმიდესმა.

თუმცა, პატრიარქის თქმით, ბოლო წამებისას, როდესაც წმინდა გიორგი სისხლისგან იცლებიდა, მას ჩაესმა უფლის ხმა - ნუ გეშინია, მე შენთან ვარ. "ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ბოროტი ძალა ვერაფერს იზამს საქართველოს წინააღმდეგ, რადგან ჩვენ გვიცავს ღვთისმშობელი დედა, წმინდა გიორგი და ასიათასობით წმინდანი. მშვიდობა და სიუხვე იყოს თქვენს ოჯახებში, გულსა და გონებაში", - ბრძანა უწმიდესმა.

როგორც ილია მეორემ აღნიშნა, დღეს მოსახლეობა გადის საფლავებზე, ხვალ კი არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დღესასწაული, რასთან დაკავშირებითაც საზეიმო ლიტურგია მახათას მთაზე ჩატარდება.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"