სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილების სააღდგომო წეს-ჩვეულებები და საოცნებო ქალაქი
ცნობილების სააღდგომო წეს-ჩვეულებები და საოცნებო ქალაქი

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, აღ­დგო­მის ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­უ­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სამ­ყა­როს­თვის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი დღეა და ყვე­ლა მორ­წმუ­ნე ცდი­ლობს, მას შე­სა­ბა­მი­სად მომ­ზა­დე­ბუ­ლი შეხ­ვდეს. სა­აღ­დგო­მო ტრა­დი­ცი­ებ­ზე სა­სა­უბ­როდ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს და­ვუ­კავ­შირ­დი და მათი სა­ზე­ი­მო გან­წყო­ბი­ლე­ბა გა­ვი­ზი­ა­რე...

მა­რი­ნა კა­ხი­ა­ნი, მსა­ხი­ო­ბი:

- აღ­დგო­მის დღე­სას­წა­უ­ლი ძა­ლი­ან მიყ­ვარს და ამ დღეს მეც ისე აღ­ვნიშ­ნავ, რო­გორც ყვე­ლა მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ქარ­თვე­ლი. მახ­სოვს, პა­ტა­რა რომ ვი­ყა­ვი, კვერ­ცხებს ბე­ბია ღე­ბავ­და და კვი­რა დი­ლით ერ­თმა­ნეთს "ვუ­ჭა­ხუ­ნებ­დით", მერე კი მე­ზობ­ლებ­თან გავ­დი­ო­დი ხოლ­მე. ბე­ბია და ბა­ბუა ოჯახ­ში დიდ სუფ­რას შლიდ­ნენ, სტუმ­რებს უმას­პინ­ძლდე­ბოდ­ნენ და ა.შ.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პა­ს­ქას თა­ვად ვა­ცხობ­დი. რაც შე­ე­ხე­ბა სხვა კერ­ძებ­სა და ტკბი­ლე­ულს, ყვე­ლა­ფერს "სა­ფუ­ლის სის­ქი­დან" გა­მომ­დი­ნა­რე ვამ­ზა­დებთ. ვერ მო­გა­ტყუ­ებთ და ვერ გე­ტყვით, რომ ტა­ძარ­ში ყო­ველ ლი­ტა­ნი­ო­ბას დავ­დი­ვარ, მაგ­რამ შე­და­რე­ბით ახალ­გაზ­რდა რომ ვი­ყა­ვი, წირ­ვას ხში­რად ვეს­წრე­ბო­დი, ახლა კი სახ­ლში გან­ვმარ­ტოვ­დე­ბი ხოლ­მე და ჩემ­თვის წყნა­რად აღ­ვნიშ­ნავ ქრის­ტეს აღ­დგო­მას. სან­თელს, რა თქმა უნდა, ყო­ველ­თვის ვან­თებ...

რო­დე­საც იე­რუ­სა­ლიმ­ში ვი­ყა­ვი, იმ წმინ­და ად­გი­ლას სა­ო­ცა­რი გრძნო­ბა და­მე­უფ­ლა და დიდი სურ­ვი­ლი მაქვს, იქ ოდეს­მე აღ­დგო­მის დღე­სას­წა­ულ­ზეც მოვ­ხვდე. სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს ვუ­ლო­ცავ ქრის­ტი­ა­ნე­ბის ყვე­ლა­ზე დიდ დღე­სას­წა­ულს. ყვე­ლას ბედ­ნი­ე­რე­ბას და პირ­ველ რიგ­ში, სა­კუ­თარ თავ­თან ჰარ­მო­ნი­ას ვუ­სურ­ვებ!

თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე, მომ­ღე­რა­ლი:

- აღ­დგო­მის დღე­სას­წა­ულს ყო­ველ­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლად აღ­ვნიშ­ნავ. ეს მარ­თლაც სა­ო­ცა­რი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დღეა ისე­ვე, რო­გორც შობა. აღ­დგო­მა მხო­ლოდ კვერ­ცხის შე­ღებ­ვა და საფ­ლავ­ზე გას­ვლის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ არის, ამ დღე­სას­წა­ულს სულ სხვა დატ­ვირ­თვა აქვს: მთა­ვა­რია, სულ­ში იგ­რძნო ის, რაც ამ დიდ სიბ­რძნე­შია ჩა­დე­ბუ­ლი. მთე­ლი 48 წე­ლია, ამ დღის­თვის მარ­ხვით ვემ­ზა­დე­ბი და ვცდი­ლობ, ნა­ზი­ა­რე­ბი შევ­ხვდე. წი­ნას­წარ ჯე­ჯილს ვთე­სავ, პა­რას­კევს კი, რა თქმა უნდა, კვერ­ცხს ვღე­ბავ და მას­ში ვა­ლა­გებ. მაქვს სურ­ვი­ლი, პა­ს­ქის ცხო­ბა ვის­წავ­ლო, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ საკ­მა­ოდ კარ­გი კუ­ლი­ნა­რი გახ­ლა­ვართ, ეს ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ მო­ვა­ხერ­ხე და რო­გორც წესი, მა­ღა­ზი­ა­ში ვყი­დუ­ლობ. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ხორცს არ გე­ახ­ლე­ბით, თევ­ზის­გან არა­ერ­თი სა­ხე­ო­ბის კერძს ვამ­ზა­დებ და ვი­ნა­ი­დან კვი­რა დღეს უკვე ხსნი­ლია, სუფ­რა­ზე თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი დევს ხოლ­მე. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, აღ­დგო­მის ღა­მეს მე და მა­რი­ა­მი ტა­ძარ­ში ვგა­ლობთ და ეს ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა.

- რო­გორც ვიცი, იე­რუ­სა­ლიმ­ში არა­ერ­თხელ ხართ ნამ­ყო­ფი. თქვე­ნი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი გაგ­ვი­ზი­ა­რეთ...

- დიახ, აღ­დგო­მას იე­რუ­სა­ლიმ­ში ბევ­რჯერ ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ ხუთი წლის წი­ნან­დე­ლი ვი­ზი­ტი არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა: მა­შინ ებ­რა­ელ­მა მე­გობ­რებ­მა - აბუ­ლაშ­ვი­ლებ­მა მთე­ლი ოჯა­ხი დაგვპა­ტი­ჟეს და დიდი სა­ჩუ­ქა­რი გაგ­ვი­კე­თეს: მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით ექ­სკურ­სი­ა­ზე წაგ­ვიყ­ვა­ნეს, სა­დაც ექ­სკურ­სი­ამ­ძღო­ლიც გვყავ­და და მან, დიდი ხნის ძებ­ნის შემ­დეგ, არ­ქი­ე­პის­კო­პოს თე­ო­ფი­ლეს შეგ­ვახ­ვედ­რა, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად იე­რუ­სა­ლი­მის პატ­რი­არ­ქი გახ­ლავთ. იგი ჩვენ მი­მართ დიდი სიმ­პა­თი­ით გა­ნიმსჭვა­ლა და როცა გა­ი­გო, ვმღე­რო­დით, უფ­ლე­ბა მოგ­ვცა, ტა­ძარ­ში "ქრის­ტე აღ­დგა" გვე­გა­ლო­ბა. ერთ-ერთ ფლი­გელ­ში შეგ­ვიყ­ვა­ნა, სა­დაც სხვა­თა შო­რის, იმ ჯვრის პა­ტა­რა ნა­წი­ლი ვნა­ხეთ, რო­მელ­ზეც იესო იყო გაკ­რუ­ლი. ჩვე­ნი გა­ლო­ბით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი დარ­ჩა და "ღვთის­მშობ­ლის სა­გა­ლო­ბე­ლიც" გვამ­ღე­რა. მერე, ჩვე­ნი სა­ხე­ლე­ბი ჩა­ი­წე­რა - ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ლოც­ვებ­ში მოგ­ვიხ­სე­ნი­ებ­დნენ, დამ­შვი­დო­ბე­ბი­სას კი გვი­თხრა: მინ­და, სა­ჩუ­ქა­რი გა­გი­კე­თო­თო. რო­დე­საც შა­ბათს სა­ღა­მოს მა­ცხოვ­რის საფ­ლა­ვი­დან ცე­ცხლი გად­მო­დის, საფ­ლა­ვი ილუ­ქე­ბა - მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე ლუქი ადევს, რო­მელ­საც სან­თლის ცვი­ლის შემ­ცვე­ლო­ბა აქვს; ის პა­ტა­რაა, ხე­ლის­გუ­ლის ზო­მის, მაგ­რამ უდი­დე­სი ძალა აქვს. არ­ქი­ე­პის­კო­პოს­მა თე­ო­ფი­ლემ ეს სიწ­მინ­დე ჩვენ გვა­ჩუ­ქა და მას შემ­დეგ, ჩემს ოჯახ­ში ინა­ხე­ბა რო­გორც უდი­დე­სი რე­ლიკ­ვია. დი­დე­ბა უფალს, რომ ამ მხრივ გა­მოგ­ვარ­ჩია და იე­რუ­სა­ლი­მი­დან ასე­თი სა­ჩუ­ქა­რი გა­მოგ­ვა­ტა­ნეს. ოც­ნე­ბად მაქვს გა­დაქ­ცე­უ­ლი, რომ იქ კვლავ ჩა­ვი­დე.

ქეთი კან­ტი­ძე, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის და­სის გამ­გე:

- ტრა­დი­ცი­უ­ლად, აღ­დგო­მას ტა­ძარ­ში ვხვდე­ბი, დი­ლით კი სო­ფელ­ში მი­ვემ­გზავ­რე­ბი და დედ-მა­მის საფ­ლავ­ზე გავ­დი­ვარ. ჩემი აზ­რით, აღ­დგო­მა ყვე­ლა­ზე დიდი დღე­სას­წა­უ­ლია და ძა­ლი­ან მიყ­ვარს. მზა­დე­ბა უკვე და­ვი­წყე - ხორ­ცი ვი­ყი­დე, სოფ­ლის კვერ­ცხი, ჯე­ჯი­ლიც და­თე­სი­ლი მაქვს და ა.შ. მარ­ხვა­საც ვი­ცავ და ალ­ბათ, ვე­ზი­ა­რე­ბი კი­დეც. კვი­რა დღის­თვის ყო­ველ­თვის ვამ­ზა­დებ "ჩა­ქა­ფულს", რო­მელ­ზეც ვგიჟ­დე­ბი და გემ­რი­ე­ლი გა­მომ­დის. პა­ს­ქა არას­დროს გა­მო­მი­ცხვია, რად­გან საკ­მა­ოდ რთუ­ლი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლია. წარ­მო­შო­ბით კას­პის რა­ი­ო­ნი­დან ვარ და მახ­სოვს, ბავ­შვო­ბი­სას დე­და­ჩე­მი აცხობ­და; მე­ზობ­ლე­ბი მთელ ღა­მეს ათე­ნებ­დნენ, ცომს ამ­ზა­დებ­დნენ, დი­ლით კი გა­მო­სა­ცხო­ბად ღუ­მელ­ში დებ­დნენ ხოლ­მე. ისიც მახ­სოვს, რომ მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ათას­ნა­ირ კო­ლოფს აგ­რო­ვებ­დნენ, რათა პა­ს­ქის ფორ­მე­ბი ჰქო­ნო­დათ (აბა, მა­შინ სად იყო ამ­დე­ნი კონ­სერ­ვი?). ჰოდა, ეს ყვე­ლა­ფე­რი რომ მახ­სოვს, პა­ს­ქის გა­მო­ცხო­ბა ამი­ტო­მაც არ მიც­დია. თუმ­ცა, ოჯახ­ში გა­მომ­ცხვარ პა­ს­ქას დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ვირ­თმევ, თუ რა თქმა უნდა, ვინ­მე მო­მარ­თმევს (იღი­მის)...

სხვა­თა შო­რის, მახ­სოვს, ბავ­შვო­ბი­სას რო­გორ გვი­ხა­რო­და "ჭი­ა­კო­კო­ნო­ბის" მო­ახ­ლო­ე­ბა. სო­ფელ­ში ერთი დან­გრე­უ­ლი ეკ­ლე­სია იყო, რო­მელ­საც საყ­დარს ვე­ძახ­დით. ჰოდა, ამ ეკ­ლე­სი­ის წინ დიდ კო­ცონს ვან­თებ­დით და გა­დავ­ხტე­ბო­დით და გად­მოვ­ხტე­ბო­დით ხოლ­მე. პა­ტა­რა­ო­ბი­სა­საც ტანსრუ­ლი ვი­ყა­ვი და ამის გა­კე­თე­ბა მი­ჭირ­და, მაგ­რამ სულ მინ­დო­და, ყვე­ლა­ზე მა­ღალ ცე­ცხლის ალზე გა­დავმხტა­რი­ყა­ვი. ჰოდა, ამას რომ ვერ ვა­ხერ­ხებ­დი, გული მწყდე­ბო­და. აღ­დგო­მის დღეს კვერ­ცხე­ბით ხელ­ში აქეთ-იქით დავ­რბო­დით; ზოგს ხის კვერ­ცხი ჰქონ­და და ერ­თმა­ნეთს ვა­ტყუ­ებ­დით. ის დრო კარ­გად მახ­სენ­დე­ბა...

დიდი სურ­ვი­ლი მაქვს, აღ­დგო­მას იუ­რუ­სა­ლიმ­ში შევ­ხვდე, მაგ­რამ ეს ოც­ნე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ ავიხ­დი­ნე. ამი­ტო­მაც, აღ­დგო­მის ღა­მეს ტე­ლე­ვი­ზო­რის წინ ვზი­ვარ და ვუ­ყუ­რებ, მო­ლო­დინ­ში ვარ და ვღე­ლავ, ცე­ცხლი რო­დის გად­მო­ვა. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ასეთ დროს შიში მი­პყრობს: ღმერ­თმა არ ქნას, არ აინ­თოს, უბ­რა­ლოდ, ში­ნა­გან და­ძა­ბუ­ლო­ბას ვგრძნობ ხოლ­მე.

ნიკა წუ­ლუ­კი­ძე, თე­ატრმ­ცოდ­ნე:

- რო­გორც წესი, აღ­დგო­მის ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­ულს ტა­ძარ­ში ვხვდე­ბი. ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა მარ­ხვა­ზეა და იქ ვიხ­სნი­ლებთ ხოლ­მე. სხვა­თა შო­რის, უმე­ტე­სო­ბა ხომ კვერ­ცხს ენ­დრო­თი ღე­ბავს, ბე­ბი­ა­ჩემს და ბა­ბუ­ა­ჩემს კი ტრა­დი­ცი­ად აქვთ, იგი სა­ნე­ლებ­ლით შე­ღე­ბონ, რო­მელ­საც მა­ნა­ნა ჰქვია და ყო­ველ­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლად წი­თე­ლი, "კვას­კვა­სა" კვერ­ცხი გვაქვს. მა­ნა­ნით ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მე­თო­დით იღე­ბე­ბა - სპე­ცი­ა­ლუ­რად კვერ­ცხის შე­სა­ღე­ბად გან­კუთ­ვნილ ქვაბ­ში ხახ­ვის ფურ­ცლებ­თან ერ­თად მა­ნა­ნას ჩაყ­რით და სულ ეს არის. სხვა­თა შო­რის, ბოლო 2-3 წე­ლია, ამ სა­ნე­ლე­ბელს თბი­ლის­ში ვერ ვშო­უ­ლობთ და ახ­ლო­ბელს ქუ­თა­ი­სი­დან ვაგ­ზავ­ნი­ნებთ ხოლ­მე. ბე­ბია და ბი­ცო­ლა სახ­ლში უგემ­რი­ე­ლეს პა­ს­ქებს აცხო­ბენ და ჩვენც გვჩუქ­ნი­ან. 15 დღით ადრე, ბუ­ზღე­ლის ფორ­მა­ზე ჯე­ჯილს ვთე­სავთ და შუ­ა­ში კვერ­ცხებს ვა­ლა­გებთ ხოლ­მე. სუფ­რა­ზე აუ­ცი­ლებ­ლად გვაქვს "ჩა­ქა­ფუ­ლი", ტარ­ხუ­ნა და მწვა­ნე ტყე­მა­ლი. აღ­დგო­მას საფ­ლავ­ზე რომ გა­დი­ან და იქ 9-სარ­თუ­ლი­ან სუფ­რას შლი­ან, ასე­თი რამ არ გვჩ­ვე­ვია. ეს ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­უ­ლი ერთი კვი­რა უნდა იზე­ი­მო და მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი წე­სით, საფ­ლავ­ზე მომ­დევ­ნო სამ­შა­ბათს გახ­ვი­დე...

ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი:

- რო­გორც წესი, წი­თე­ლი პა­რას­კე­ვის მო­ახ­ლო­ე­ბი­სას, მა­ღა­ზი­ა­ში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით კვერ­ცხს ვყი­დუ­ლობთ, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან მე და რუს­კას ასე­თი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის არას­დროს გვცა­ლია, მათ ყო­ველ­თვის დედა ღე­ბავს ხოლ­მე; ადრე კი ამ საქ­მეს ბე­ბია აგ­ვა­რებ­და. პა­ს­ქა­საც ვყი­დუ­ლობთ, რად­გან მისი გა­მო­ცხო­ბა არც ისე ად­ვი­ლი საქ­მეა და ჩვენს ოჯახ­ში ცხო­ბის­თვი­საც არა­ვის "სცხე­ლა" (იცი­ნის). თა­ნაც, მა­ღა­ზი­ებ­ში საკ­მა­ოდ გემ­რი­ე­ლი პა­ს­ქე­ბი იყი­დე­ბა და ვფიქ­რობ, სახ­ლში წვა­ლე­ბად არც ღირს. ბავ­შვებს ერთი სული აქვთ, აღ­დგო­მის დღე რო­დის გა­თენ­დე­ბა, რათა ერ­თმა­ნეთს კვერ­ცხე­ბი "და­ვა­ლე­წოთ" და შე­ჯიბ­რე­ბა მი­დის, ვისი კვერ­ცხი უფრო მა­გა­რია. მე­ო­რე დღეს, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, ბე­ბია-ბა­ბუ­ის სა­საფ­ლა­ო­ზე - მუ­ხათ­გვერ­დში ავ­დი­ვართ ხოლ­მე, მაგ­რამ ორ­შა­ბა­თო­ბით სა­საფ­ლა­ო­ებ­ზე ისე­თი სა­გი­ჟე­თია, რომ ბევ­რჯერ გა­დაგ­ვი­ფიქ­რე­ბია და იქ კვი­რას ან სამ­შა­ბათს წავ­სულ­ვართ. მე და რუს­კას გა­და­ღე­ბე­ბი და იმ­დე­ნი საქ­მე გვაქვს, რომ თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი დე­და­ჩე­მის კი­სერ­ზე გა­და­დის. მოკ­ლედ, უზ­ნეო ბავ­შვე­ბი ვართ (იცი­ნის). რაც შე­ე­ხე­ბა ტა­ძარ­ში სი­ა­რულს, როცა ვა­ხერ­ხებ, ეკ­ლე­სი­ა­ში აუ­ცი­ლებ­ლად მივ­დი­ვარ. ლი­ტა­ნი­ო­ბას არ დავ­სწრე­ბი­ვარ, თუმ­ცა დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სან­თელს ვან­თებ ხოლ­მე.

ანა ქურ­თუ­ბა­ძე, მსა­ხი­ო­ბი:

- აღ­დგო­მის დღე­სას­წა­ულს, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ტა­ძარ­ში ვხვდე­ბი. მა­გა­ლი­თად, შარ­შან გუ­რი­ა­ში ვი­ყა­ვით, ბე­ბია-ბა­ბუ­ას­თან და ღა­მით ლი­ტა­ნი­ო­ბას და­ვეს­წა­რით, მერე კი სუფ­რას­თან აღ­ვნიშ­ნეთ, მე­ზობ­ლე­ბი ჩა­მო­ვი­ა­რეთ - იქ ასე­თი ტრა­დი­ცი­აა, ყვე­ლას­თან უნდა მიხ­ვი­დე და მი­უ­ლო­ცო. შარ­შან­დე­ლი აღ­დგო­მა ნამ­დვი­ლად კარ­გად და­მა­მახ­სოვ­რდა. სამ­წუ­ხა­როდ, წელს ტა­ძარ­ში წას­ვლა­საც ვერ მო­ვა­ხერ­ხებ, რად­გან რე­პე­ტი­ცი­ე­ბი მაქვს. ალ­ბათ, ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად, ამ დღე­სას­წა­ულს შინ შევ­ხვდე­ბი. წი­ნა­სა­აღ­დგო­მო სამ­ზა­დის­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არას­დროს მი­მი­ღია და შე­სა­ბა­მი­სად, არც კვერ­ცხი შე­მი­ღე­ბავს.

- ბავ­შვო­ბი­სას აღ­დგო­მას რო­გორ აღ­ნიშ­ნავ­დი ხოლ­მე?

- "ჭი­ა­კო­კო­ნო­ბას" გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვე­ლო­დე­ბო­დი, ეს დღე ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. ვე­რა­ზე გა­ვი­ზარ­დე. სახ­ლთან დიდი ეზო გვქონ­და, სა­დაც ბი­ჭე­ბი გო­გო­ნე­ბის­თვის ან­თებ­დნენ დიდ ცე­ცხლს, გო­გო­ნე­ბი კი - ბი­ჭე­ბის­თვის. ერ­თა­დერ­თი გოგო ვი­ყა­ვი, ვინც მა­ღალ ცე­ცხლს ვახ­ტე­ბო­დი და ეს ძა­ლი­ან მი­ხა­რო­და (იცი­ნის). სამ­წუ­ხა­როდ, ასეთ ტრა­დი­ცი­ას ვე­ღარ ვხე­დავ. მარ­თა­ლია, ჩემი თა­ო­ბა გა­ი­ზარ­და, მაგ­რამ ეზო­ში ბავ­შვე­ბი ხომ არი­ან? კარ­გა ხა­ნია, ეზო­ში დან­თე­ბუ­ლი ცე­ცხლი არ შე­მიმ­ჩნე­ვია.

- იე­რუ­სა­ლიმ­ში თუ ხარ ნამ­ყო­ფი?

- სამ­წუ­ხა­როდ, არა! იქ წას­ვლა ოც­ნე­ბად რომ მაქვს ქცე­უ­ლი, ყვე­ლა ნაც­ნობ­მა იცის და ვინც მი­დის, ჩემ­თვის აუ­ცი­ლებ­ლად მო­აქვს რა­ი­მე - სან­თლე­ბით და­წყე­ბუ­ლი, ზე­თით დამ­თავ­რე­ბუ­ლი... დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ოდეს­მე იე­რუ­სა­ლიმ­ში წას­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მეც მო­მე­ცე­მა! მინ­და, აღ­დგო­მის დღე­სას­წა­უ­ლი თქვენს მკი­თხველს და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს მი­ვუ­ლო­ცო. ყვე­ლა­ფერ სა­უ­კე­თე­სოს გი­სურ­ვებთ!

ნუკი კოშ­კე­ლიშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი:

- ოჯახ­ში ტრა­დი­ცი­უ­ლად, წი­თელ პა­რას­კევს კვერ­ცხებს ვღე­ბავთ ხოლ­მე. ვფიქ­რობ, აღ­დგო­მა ისე­თი დღე­სას­წა­უ­ლია, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად უნდა აღ­ნიშ­ნო. ამ დროს მე და დე­დას სა­შუ­ა­ლე­ბა გვეძ­ლე­ვა, რა­ღა­ცე­ბი ერ­თად მო­ვამ­ზა­დოთ. გა­და­წყვე­ტი­ლი მაქვს, წელს მთლი­ა­ნად ჩა­ვერ­თო წი­ნა­სა­აღ­დგო­მო ფუს­ფუს­ში. პა­ს­ქას ყო­ველ­თვის ვყი­დუ­ლობთ. ყვე­ლა­ზე მე­ტად თეთრშო­კო­ლა­დი­ა­ნი იტა­ლი­უ­რი პა­ს­ქე­ბი მომ­წონს, რად­გან ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლია. ეს ის დროა, რო­დე­საც დი­ე­ტა­ზე უარს ვამ­ბობ და პა­ს­ქას სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ირ­თმევ.

დე­დას­თან, მა­მას­თან და ჩემს დას­თან ერ­თად, აღ­დგო­მას წელ­საც ტა­ძარ­ში შევ­ხვდე­ბი. სულ ცოტა ხნის წინ გახ­ლდით იე­რუ­სა­ლიმ­ში და დიდი სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდა, იქ აღ­დგო­მის დღე­სას­წა­ულ­საც დავ­სწრე­ბო­დი, მაგ­რამ ამ­ჯე­რად არ გა­მო­ვი­და. დიდი იმე­დი მაქვს, ოდეს­მე შევ­ძლებ!

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ცნობილების სააღდგომო წეს-ჩვეულებები და საოცნებო ქალაქი

ცნობილების სააღდგომო წეს-ჩვეულებები და საოცნებო ქალაქი

მოგეხსენებათ, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ქრისტიანული სამყაროსთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღეა და ყველა მორწმუნე ცდილობს, მას შესაბამისად მომზადებული შეხვდეს. სააღდგომო ტრადიციებზე სასაუბროდ საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს დავუკავშირდი და მათი საზეიმო განწყობილება გავიზიარე...

მარინა კახიანი, მსახიობი:

- აღდგომის დღესასწაული ძალიან მიყვარს და ამ დღეს მეც ისე აღვნიშნავ, როგორც ყველა მართლმადიდებელი ქართველი. მახსოვს, პატარა რომ ვიყავი, კვერცხებს ბებია ღებავდა და კვირა დილით ერთმანეთს "ვუჭახუნებდით", მერე კი მეზობლებთან გავდიოდი ხოლმე. ბებია და ბაბუა ოჯახში დიდ სუფრას შლიდნენ, სტუმრებს უმასპინძლდებოდნენ და ა.შ.

წლების განმავლობაში პასქას თავად ვაცხობდი. რაც შეეხება სხვა კერძებსა და ტკბილეულს, ყველაფერს "საფულის სისქიდან" გამომდინარე ვამზადებთ. ვერ მოგატყუებთ და ვერ გეტყვით, რომ ტაძარში ყოველ ლიტანიობას დავდივარ, მაგრამ შედარებით ახალგაზრდა რომ ვიყავი, წირვას ხშირად ვესწრებოდი, ახლა კი სახლში განვმარტოვდები ხოლმე და ჩემთვის წყნარად აღვნიშნავ ქრისტეს აღდგომას. სანთელს, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვანთებ...

როდესაც იერუსალიმში ვიყავი, იმ წმინდა ადგილას საოცარი გრძნობა დამეუფლა და დიდი სურვილი მაქვს, იქ ოდესმე აღდგომის დღესასწაულზეც მოვხვდე. სრულიად საქართველოს ვულოცავ ქრისტიანების ყველაზე დიდ დღესასწაულს. ყველას ბედნიერებას და პირველ რიგში, საკუთარ თავთან ჰარმონიას ვუსურვებ!

თამრიკო ჭოხონელიძე, მომღერალი:

- აღდგომის დღესასწაულს ყოველთვის გამორჩეულად აღვნიშნავ. ეს მართლაც საოცარი და განსაკუთრებული დღეა ისევე, როგორც შობა. აღდგომა მხოლოდ კვერცხის შეღებვა და საფლავზე გასვლის აუცილებლობა არ არის, ამ დღესასწაულს სულ სხვა დატვირთვა აქვს: მთავარია, სულში იგრძნო ის, რაც ამ დიდ სიბრძნეშია ჩადებული. მთელი 48 წელია, ამ დღისთვის მარხვით ვემზადები და ვცდილობ, ნაზიარები შევხვდე. წინასწარ ჯეჯილს ვთესავ, პარასკევს კი, რა თქმა უნდა, კვერცხს ვღებავ და მასში ვალაგებ. მაქვს სურვილი, პასქის ცხობა ვისწავლო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგი კულინარი გახლავართ, ეს ჯერჯერობით ვერ მოვახერხე და როგორც წესი, მაღაზიაში ვყიდულობ. იქიდან გამომდინარე, რომ ხორცს არ გეახლებით, თევზისგან არაერთი სახეობის კერძს ვამზადებ და ვინაიდან კვირა დღეს უკვე ხსნილია, სუფრაზე თითქმის ყველაფერი დევს ხოლმე. მოგეხსენებათ, აღდგომის ღამეს მე და მარიამი ტაძარში ვგალობთ და ეს ძალიან სასიამოვნოა.

- როგორც ვიცი, იერუსალიმში არაერთხელ ხართ ნამყოფი. თქვენი შთაბეჭდილებები გაგვიზიარეთ...

- დიახ, აღდგომას იერუსალიმში ბევრჯერ ვყოფილვარ, მაგრამ ხუთი წლის წინანდელი ვიზიტი არასდროს დამავიწყდება: მაშინ ებრაელმა მეგობრებმა - აბულაშვილებმა მთელი ოჯახი დაგვპატიჟეს და დიდი საჩუქარი გაგვიკეთეს: მიკროავტობუსით ექსკურსიაზე წაგვიყვანეს, სადაც ექსკურსიამძღოლიც გვყავდა და მან, დიდი ხნის ძებნის შემდეგ, არქიეპისკოპოს თეოფილეს შეგვახვედრა, რომელიც ამჟამად იერუსალიმის პატრიარქი გახლავთ. იგი ჩვენ მიმართ დიდი სიმპათიით განიმსჭვალა და როცა გაიგო, ვმღეროდით, უფლება მოგვცა, ტაძარში "ქრისტე აღდგა" გვეგალობა. ერთ-ერთ ფლიგელში შეგვიყვანა, სადაც სხვათა შორის, იმ ჯვრის პატარა ნაწილი ვნახეთ, რომელზეც იესო იყო გაკრული. ჩვენი გალობით აღფრთოვანებული დარჩა და "ღვთისმშობლის საგალობელიც" გვამღერა. მერე, ჩვენი სახელები ჩაიწერა - ერთი წლის განმავლობაში ლოცვებში მოგვიხსენიებდნენ, დამშვიდობებისას კი გვითხრა: მინდა, საჩუქარი გაგიკეთოთო. როდესაც შაბათს საღამოს მაცხოვრის საფლავიდან ცეცხლი გადმოდის, საფლავი ილუქება - მთელი წლის განმავლობაში რამდენიმე ლუქი ადევს, რომელსაც სანთლის ცვილის შემცველობა აქვს; ის პატარაა, ხელისგულის ზომის, მაგრამ უდიდესი ძალა აქვს. არქიეპისკოპოსმა თეოფილემ ეს სიწმინდე ჩვენ გვაჩუქა და მას შემდეგ, ჩემს ოჯახში ინახება როგორც უდიდესი რელიკვია. დიდება უფალს, რომ ამ მხრივ გამოგვარჩია და იერუსალიმიდან ასეთი საჩუქარი გამოგვატანეს. ოცნებად მაქვს გადაქცეული, რომ იქ კვლავ ჩავიდე.

ქეთი კანტიძე, მარჯანიშვილის თეატრის დასის გამგე:

- ტრადიციულად, აღდგომას ტაძარში ვხვდები, დილით კი სოფელში მივემგზავრები და დედ-მამის საფლავზე გავდივარ. ჩემი აზრით, აღდგომა ყველაზე დიდი დღესასწაულია და ძალიან მიყვარს. მზადება უკვე დავიწყე - ხორცი ვიყიდე, სოფლის კვერცხი, ჯეჯილიც დათესილი მაქვს და ა.შ. მარხვასაც ვიცავ და ალბათ, ვეზიარები კიდეც. კვირა დღისთვის ყოველთვის ვამზადებ "ჩაქაფულს", რომელზეც ვგიჟდები და გემრიელი გამომდის. პასქა არასდროს გამომიცხვია, რადგან საკმაოდ რთული მოსამზადებელია. წარმოშობით კასპის რაიონიდან ვარ და მახსოვს, ბავშვობისას დედაჩემი აცხობდა; მეზობლები მთელ ღამეს ათენებდნენ, ცომს ამზადებდნენ, დილით კი გამოსაცხობად ღუმელში დებდნენ ხოლმე. ისიც მახსოვს, რომ მთელი წლის განმავლობაში ათასნაირ კოლოფს აგროვებდნენ, რათა პასქის ფორმები ჰქონოდათ (აბა, მაშინ სად იყო ამდენი კონსერვი?). ჰოდა, ეს ყველაფერი რომ მახსოვს, პასქის გამოცხობა ამიტომაც არ მიცდია. თუმცა, ოჯახში გამომცხვარ პასქას დიდი სიამოვნებით მივირთმევ, თუ რა თქმა უნდა, ვინმე მომართმევს (იღიმის)...

სხვათა შორის, მახსოვს, ბავშვობისას როგორ გვიხაროდა "ჭიაკოკონობის" მოახლოება. სოფელში ერთი დანგრეული ეკლესია იყო, რომელსაც საყდარს ვეძახდით. ჰოდა, ამ ეკლესიის წინ დიდ კოცონს ვანთებდით და გადავხტებოდით და გადმოვხტებოდით ხოლმე. პატარაობისასაც ტანსრული ვიყავი და ამის გაკეთება მიჭირდა, მაგრამ სულ მინდოდა, ყველაზე მაღალ ცეცხლის ალზე გადავმხტარიყავი. ჰოდა, ამას რომ ვერ ვახერხებდი, გული მწყდებოდა. აღდგომის დღეს კვერცხებით ხელში აქეთ-იქით დავრბოდით; ზოგს ხის კვერცხი ჰქონდა და ერთმანეთს ვატყუებდით. ის დრო კარგად მახსენდება...

დიდი სურვილი მაქვს, აღდგომას იურუსალიმში შევხვდე, მაგრამ ეს ოცნება ჯერჯერობით ვერ ავიხდინე. ამიტომაც, აღდგომის ღამეს ტელევიზორის წინ ვზივარ და ვუყურებ, მოლოდინში ვარ და ვღელავ, ცეცხლი როდის გადმოვა. სიმართლე გითხრათ, ასეთ დროს შიში მიპყრობს: ღმერთმა არ ქნას, არ აინთოს, უბრალოდ, შინაგან დაძაბულობას ვგრძნობ ხოლმე.

ნიკა წულუკიძე, თეატრმცოდნე:

- როგორც წესი, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ტაძარში ვხვდები. ჩემი ოჯახის წევრების უმეტესობა მარხვაზეა და იქ ვიხსნილებთ ხოლმე. სხვათა შორის, უმეტესობა ხომ კვერცხს ენდროთი ღებავს, ბებიაჩემს და ბაბუაჩემს კი ტრადიციად აქვთ, იგი სანელებლით შეღებონ, რომელსაც მანანა ჰქვია და ყოველთვის გამორჩეულად წითელი, "კვასკვასა" კვერცხი გვაქვს. მანანით ჩვეულებრივი მეთოდით იღებება - სპეციალურად კვერცხის შესაღებად განკუთვნილ ქვაბში ხახვის ფურცლებთან ერთად მანანას ჩაყრით და სულ ეს არის. სხვათა შორის, ბოლო 2-3 წელია, ამ სანელებელს თბილისში ვერ ვშოულობთ და ახლობელს ქუთაისიდან ვაგზავნინებთ ხოლმე. ბებია და ბიცოლა სახლში უგემრიელეს პასქებს აცხობენ და ჩვენც გვჩუქნიან. 15 დღით ადრე, ბუზღელის ფორმაზე ჯეჯილს ვთესავთ და შუაში კვერცხებს ვალაგებთ ხოლმე. სუფრაზე აუცილებლად გვაქვს "ჩაქაფული", ტარხუნა და მწვანე ტყემალი. აღდგომას საფლავზე რომ გადიან და იქ 9-სართულიან სუფრას შლიან, ასეთი რამ არ გვჩვევია. ეს ბრწყინვალე დღესასწაული ერთი კვირა უნდა იზეიმო და მართლმადიდებლური წესით, საფლავზე მომდევნო სამშაბათს გახვიდე...

ნინუცა მაყაშვილი, მსახიობი, ტელეწამყვანი:

- როგორც წესი, წითელი პარასკევის მოახლოებისას, მაღაზიაში დიდი რაოდენობით კვერცხს ვყიდულობთ, მაგრამ ვინაიდან მე და რუსკას ასეთი საქმიანობისთვის არასდროს გვცალია, მათ ყოველთვის დედა ღებავს ხოლმე; ადრე კი ამ საქმეს ბებია აგვარებდა. პასქასაც ვყიდულობთ, რადგან მისი გამოცხობა არც ისე ადვილი საქმეა და ჩვენს ოჯახში ცხობისთვისაც არავის "სცხელა" (იცინის). თანაც, მაღაზიებში საკმაოდ გემრიელი პასქები იყიდება და ვფიქრობ, სახლში წვალებად არც ღირს. ბავშვებს ერთი სული აქვთ, აღდგომის დღე როდის გათენდება, რათა ერთმანეთს კვერცხები "დავალეწოთ" და შეჯიბრება მიდის, ვისი კვერცხი უფრო მაგარია. მეორე დღეს, შეძლებისდაგვარად, ბებია-ბაბუის სასაფლაოზე - მუხათგვერდში ავდივართ ხოლმე, მაგრამ ორშაბათობით სასაფლაოებზე ისეთი საგიჟეთია, რომ ბევრჯერ გადაგვიფიქრებია და იქ კვირას ან სამშაბათს წავსულვართ. მე და რუსკას გადაღებები და იმდენი საქმე გვაქვს, რომ თითქმის ყველაფერი დედაჩემის კისერზე გადადის. მოკლედ, უზნეო ბავშვები ვართ (იცინის). რაც შეეხება ტაძარში სიარულს, როცა ვახერხებ, ეკლესიაში აუცილებლად მივდივარ. ლიტანიობას არ დავსწრებივარ, თუმცა დღის განმავლობაში სანთელს ვანთებ ხოლმე.

ანა ქურთუბაძე, მსახიობი:

- აღდგომის დღესასწაულს, ხშირ შემთხვევაში, ტაძარში ვხვდები. მაგალითად, შარშან გურიაში ვიყავით, ბებია-ბაბუასთან და ღამით ლიტანიობას დავესწარით, მერე კი სუფრასთან აღვნიშნეთ, მეზობლები ჩამოვიარეთ - იქ ასეთი ტრადიციაა, ყველასთან უნდა მიხვიდე და მიულოცო. შარშანდელი აღდგომა ნამდვილად კარგად დამამახსოვრდა. სამწუხაროდ, წელს ტაძარში წასვლასაც ვერ მოვახერხებ, რადგან რეპეტიციები მაქვს. ალბათ, ოჯახის წევრებთან ერთად, ამ დღესასწაულს შინ შევხვდები. წინასააღდგომო სამზადისში მონაწილეობა არასდროს მიმიღია და შესაბამისად, არც კვერცხი შემიღებავს.

- ბავშვობისას აღდგომას როგორ აღნიშნავდი ხოლმე?

- "ჭიაკოკონობას" განსაკუთრებულად ველოდებოდი, ეს დღე ძალიან მიყვარდა. ვერაზე გავიზარდე. სახლთან დიდი ეზო გვქონდა, სადაც ბიჭები გოგონებისთვის ანთებდნენ დიდ ცეცხლს, გოგონები კი - ბიჭებისთვის. ერთადერთი გოგო ვიყავი, ვინც მაღალ ცეცხლს ვახტებოდი და ეს ძალიან მიხაროდა (იცინის). სამწუხაროდ, ასეთ ტრადიციას ვეღარ ვხედავ. მართალია, ჩემი თაობა გაიზარდა, მაგრამ ეზოში ბავშვები ხომ არიან? კარგა ხანია, ეზოში დანთებული ცეცხლი არ შემიმჩნევია.

- იერუსალიმში თუ ხარ ნამყოფი?

- სამწუხაროდ, არა! იქ წასვლა ოცნებად რომ მაქვს ქცეული, ყველა ნაცნობმა იცის და ვინც მიდის, ჩემთვის აუცილებლად მოაქვს რაიმე - სანთლებით დაწყებული, ზეთით დამთავრებული... დარწმუნებული ვარ, ოდესმე იერუსალიმში წასვლის შესაძლებლობა მეც მომეცემა! მინდა, აღდგომის დღესასწაული თქვენს მკითხველს და სრულიად საქართველოს მივულოცო. ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ!

ნუკი კოშკელიშვილი, მსახიობი:

- ოჯახში ტრადიციულად, წითელ პარასკევს კვერცხებს ვღებავთ ხოლმე. ვფიქრობ, აღდგომა ისეთი დღესასწაულია, რომელიც აუცილებლად ოჯახის წევრებთან ერთად უნდა აღნიშნო. ამ დროს მე და დედას საშუალება გვეძლევა, რაღაცები ერთად მოვამზადოთ. გადაწყვეტილი მაქვს, წელს მთლიანად ჩავერთო წინასააღდგომო ფუსფუსში. პასქას ყოველთვის ვყიდულობთ. ყველაზე მეტად თეთრშოკოლადიანი იტალიური პასქები მომწონს, რადგან ძალიან გემრიელია. ეს ის დროა, როდესაც დიეტაზე უარს ვამბობ და პასქას სიამოვნებით მიირთმევ.

დედასთან, მამასთან და ჩემს დასთან ერთად, აღდგომას წელსაც ტაძარში შევხვდები. სულ ცოტა ხნის წინ გახლდით იერუსალიმში და დიდი სურვილი გამიჩნდა, იქ აღდგომის დღესასწაულსაც დავსწრებოდი, მაგრამ ამჯერად არ გამოვიდა. დიდი იმედი მაქვს, ოდესმე შევძლებ!

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება