სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რისი რეცეპტი გააცნო თეა წულუკიანმა ბიძინა ივანიშვილს
რისი რეცეპტი გააცნო თეა წულუკიანმა ბიძინა ივანიშვილს

ბე­ბი­ა­სა და ბა­ბუ­ას­თან გა­ი­ზარ­და. დიდ­ხანს ფიქ­რობ­და პრო­ფე­სი­ის შერ­ჩე­ვა­ზე, ამა­სო­ბა­ში დიპ­ლო­მა­ტო­ბაც გა­და­ი­ფიქ­რა. რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი სწავ­ლის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში სამ­სა­ხუ­რი რომ ვერ იშო­ვა, თეა წუ­ლუ­კი­ან­მა კონ­კურ­სში გა­ი­მარ­ჯვა და სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ში იუ­რის­ტად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. ათი წელი ერთ კა­ბი­ნეტ­ში გა­ა­ტა­რა და ერთ დღეს მიხ­ვდა, თუ არ დაბ­რუნ­დე­ბო­და სამ­შობ­ლო­ში, წლე­ბის შემ­დეგ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა უფრო გა­უ­ჭირ­დე­ბო­და. "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას გუნ­დი­დან მოხ­ვდა, ნა­ძა­ლა­დე­ვის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი გახ­და, ახლა იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის პოს­ტი უკა­ვია.

- თეა, თქვენ შე­სა­ხებ მოგ­ვი­ყე­ვით...

- თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე, იუ­რის­ტი­სა და პე­და­გო­გის ოჯახ­ში. ჩემ­ზე ორი წლით უმ­ცრო­სი ძმა მყავს, ბათუ წუ­ლუ­კი­ა­ნი. ბე­ბია-ბა­ბუ­ას­თან ვიზ­რდე­ბო­დი, დე­დის მშობ­ლებ­თან. ბა­ბუა, ალექ­სან­დრე შა­ნი­ძე, პო­ე­ტი გახ­ლდათ. ბე­ბია ლოტ­კი­ნე­ლი იყო და ახლა, რო­დე­საც ახ­ლოს გა­ვი­ცა­ნი ლოტ­კი­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა, მივხდი, რომ ყვე­ლას ერთი ხაზი გას­დევს, სი­მარ­თლის თქმა უყ­ვართ. ბე­ბი­აც სი­მარ­თლის­თვის მებ­რძო­ლი ქალი იყო.

- პრო­ფე­სია თა­ვად შე­არ­ჩი­ეთ?

- ცხოვ­რე­ბამ შე­მირ­ჩია. სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში ბოლო წელს საფ­რან­გეთ­ში ვსწავ­ლობ­დი და აქ დაბ­რუ­ნე­ბულ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლი­სა და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე. დიპ­ლო­მა­ტო­ბა მინ­დო­და და შემ­დეგ და­მა­ტე­ბით დიპ­ლო­მა­ტი­ის აკა­დე­მი­ა­ში ვის­წავ­ლე. ერთი წელი სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ო­ბი­სას მივ­ხვდი, რომ ეს როლი ვერ მო­ვირ­გე. არ შე­მიძ­ლია ფორ­მე­ბის მუდ­მი­ვი დაც­ვა, პირ­და­პი­რო­ბა მა­ხა­სი­ა­თებს და ეს დიპ­ლო­მა­ტის­თვის არც ისე კარ­გია. ძა­ლი­ან მი­ტა­ცებ­და თვით­მმარ­თვე­ლო­ბის სა­კი­თხე­ბი, რო­გორ იმარ­თე­ბო­და სა­ხელ­მწი­ფო და ოც­ნე­ბად მექ­ცა, საფ­რან­გეთ­ში დე გო­ლის მიერ და­არ­სე­ბულ სა­ხელ­წი­ფო მარ­თვის სკო­ლა­ში მეს­წავ­ლა. საფ­რან­გე­თის სა­ელ­ჩო­ში კონ­კურ­სი ჩა­ტარ­და, სა­დაც გა­ვი­მარ­ჯვე და პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ვი­ყა­ვი, ვინც ამ სკო­ლა­ში სას­წავ­ლებ­ლად წა­ვე­დი. იქ სწავ­ლი­სას მივ­ხვდი, რომ ჩემი პრო­ფე­სია ვი­პო­ვე. ეს სკო­ლა ამ­ზა­დებს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ მო­სა­მარ­თლე­ებს, მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს, რომ­ლე­ბიც ად­გი­ლობ­რივ ჩი­ნოვ­ნი­კებს კუ­რი­რე­ბენ, პრე­ფექ­ტებს და მათი კა­ბი­ნე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლებს. ორი წელი ვსწავ­ლობ­დი და სას­წავ­ლო პრო­ცე­სი მთლი­ა­ნად პრაქ­ტი­კულ კურ­სზე იყო დამ­ყა­რე­ბუ­ლი. ლექ­ტო­რე­ბი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი და მო­სა­მარ­თლე­ე­ბი გახ­ლდნენ. გარ­და ამი­სა, სამ­თვი­ა­ნი სამ­სა­ხუ­რი უნდა გა­გევ­ლო პრე­ფექ­ტუ­რა­ში. მე სარ­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტის პრე­ფექტთან მოვ­ხვდი და მისი კა­ბი­ნე­ტის წევ­რი ვი­ყა­ვი. სამი თვე დღე და ღამე ვაკ­ვირ­დე­ბო­დი, რო­გორ მარ­თავ­და თა­ვის რა­ი­ონს. პი­რა­დად მე პენ­სი­ო­ნერ­თა სახ­ლებ­ში, ბავ­შვთა სახ­ლებ­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხე­ბის დაც­ვა მე­ვა­ლე­ბო­და. რამ­დე­ნი­მე კვი­რა ერთ-ერთ რთულ უბან­ში ან­ტიკ­რი­მი­ნა­ლურ ჯგუფ­თან ერ­თად ვი­მუ­შა­ვე.

- შე­გიძ­ლი­ათ, ერთი ის­ტო­რია გა­იხ­სე­ნოთ იმ პე­რი­ო­დი­დან?

- ყო­ველ ღამე ჩემს ბრი­გა­დას­თან ერ­თად წეს­რიგს ვი­ცავ­დი. ერთხელ, გვი­ან სა­ღა­მოს, სამ­სა­ხუ­რი­დან სუ­პერ­მარ­კეტ­ში წა­ვე­დი, იქი­დან დაბ­რუ­ნე­ბი­სას მათი პატ­რუ­ლი­რე­ბის არე­ალ­ში სა­ბუ­რა­ვი გა­მის­კდა და ხეს შე­ვე­ჯა­ხე. უცებ ვხე­დავ, ჩემი ეკი­პა­ჟი მო­დის. შო­რი­დან ვერ მიც­ნეს, რად­გან ჩემი პი­რა­დი მან­ქა­ნით არ ვყავ­დი ნა­ნა­ხი. გად­მოხ­ტნენ და გარ­შე­მო შე­მო­მეხ­ვივ­ნენ. ნელ-ნელა გად­მო­ვე­დი მან­ქა­ნი­დან, რომ მიც­ნეს, გა­ოც­დნენ. ვი­ღაც მთვრა­ლი მო­ზარ­დი ვე­გო­ნე, რო­მე­ლიც სა­შიშ უბან­ში და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნას აპი­რებ­და და შემ­თხვე­ვით ხეს შე­ე­ჯა­ხა. მერე ხუმ­რობ­დნენ, რო­გორ გა­ვაც­დე­ნი­ნე დრო ჩემი სა­ბუ­რა­ვის შეც­ვლა­ზე.

- ეს სამ­სა­ხუ­რი ალ­ბათ დიდ ენერ­გი­ას მო­ი­თხოვ­და.

- ალ­ბათ უფრო სუ­ლი­ერ ძა­ლას. მე მოვ­ხვდი სხვა სამ­ყა­რო­ში, სა­დაც რე­ა­ლუ­რად სა­ხელ­მწი­ფოს მარ­თავ­დნენ. ორ­მა­გი პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბა მქონ­და. გარ­და იმი­სა, რომ საქ­მეს ვა­კე­თებ­დი, ქარ­თვე­ლი ვი­ყა­ვი. თორ­მე­ტი წელი ვცხოვ­რობ­დი საფ­რან­გეთ­ში და სულ მქონ­და ავად­მყო­ფუ­რი გან­ცდა, რომ არა­ფე­რი შემ­შლო­და.

- სწავ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სად და­ი­წყეთ მუ­შა­ო­ბა?

- 2000 წლის თე­ბერ­ვალ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დი იმ მო­ტი­ვა­ცი­ით, რომ სა­ხელ­წი­ფო სტრუქ­ტუ­რა­ში სამ­სა­ხურს ვი­შო­ვი­დი. პირ­ვე­ლად სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­ვა­კი­თხე, აღ­მოჩ­ნდა, რომ ჩემ­თვის საქ­მე აღარ ჰქონ­დათ. შემ­დეგ ყო­ველ­გვა­რი ნაც­ნო­ბო­ბის გა­რე­შე პარ­ლა­მენტს მი­ვა­კი­თხე. და­ვინ­ტე­რეს­დი, ხომ არ სჭირ­დე­ბო­დათ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის დარ­გში სპე­ცი­ა­ლის­ტი. მი­თხრეს, თუ გინ­და, იარე, შეგ­ვხე­დე რო­გორ ვმუ­შა­ობთ და მერე ვი­ლა­პა­რა­კო­თო. მა­შინ მივ­ხვდი, რომ ხელი მო­მე­ცა­რა და ტყუ­ი­ლად სი­ა­რუ­ლი არ მინ­დო­და. სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე არ მი­ფიქ­რია, მეც­ნი­ე­რე­ბა­ში არ წა­ვი­დო­დი და მა­გის­ტრის წო­დე­ბა მაკ­მა­ყო­ფი­ლებ­და.

ამა­სო­ბა­ში ევ­რო­საბ­ჭო­ში კონ­კურ­სი გა­მო­ცხად­და, სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ში იუ­რის­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. მუ­შა­ო­ბა 2000 წლის პირ­ვე­ლი სექ­ტემ­ბრი­დან და­ვი­წყე. მე ვი­ყა­ვი სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს მიერ შერ­ჩე­უ­ლი კად­რი, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს არ წარ­მო­ვად­გენ­დი. მათ სჭირ­დე­ბო­დათ იუ­რის­ტი, რო­მე­ლიც ქარ­თულ საქ­მე­ებ­ზე იმუ­შა­ვებ­და. მუ­შა­ო­ბა რომ და­ვი­წყე, სულ ორი საქ­მე იყო შე­მო­სუ­ლი, ჯაბა იო­სე­ლი­ა­ნის და გუ­რამ აბ­სნა­ძის. ამი­ტომ რუ­სუ­ლი და ფრან­გუ­ლი საქ­მე­ე­ბი და­მი­მა­ტეს. ასე გაგ­რძელ­და ათი თვე და შემ­დეგ ნელ-ნელა და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლო­დან საქ­მე­ე­ბის შე­მოს­ვლა. ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ საქ­მე­თა ოდე­ნო­ბა საგ­რძნობ­ლად გა­ი­ზარ­და.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

რისი რეცეპტი გააცნო თეა წულუკიანმა ბიძინა ივანიშვილს

რისი რეცეპტი გააცნო თეა წულუკიანმა ბიძინა ივანიშვილს

ბებიასა და ბაბუასთან გაიზარდა. დიდხანს ფიქრობდა პროფესიის შერჩევაზე, ამასობაში დიპლომატობაც გადაიფიქრა. რამდენიმეწლიანი სწავლის შემდეგ საქართველოში სამსახური რომ ვერ იშოვა, თეა წულუკიანმა კონკურსში გაიმარჯვა და სტრასბურგის სასამართლოში იურისტად დაიწყო მუშაობა. ათი წელი ერთ კაბინეტში გაატარა და ერთ დღეს მიხვდა, თუ არ დაბრუნდებოდა სამშობლოში, წლების შემდეგ გადაწყვეტილების მიღება უფრო გაუჭირდებოდა. ''ქართულ ოცნებაში'' ირაკლი ალასანიას გუნდიდან მოხვდა, ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა, ახლა იუსტიციის მინისტრის პოსტი უკავია.

- თეა, თქვენ შესახებ მოგვიყევით...

- თბილისში დავიბადე, იურისტისა და პედაგოგის ოჯახში. ჩემზე ორი წლით უმცროსი ძმა მყავს, ბათუ წულუკიანი. ბებია-ბაბუასთან ვიზრდებოდი, დედის მშობლებთან. ბაბუა, ალექსანდრე შანიძე, პოეტი გახლდათ. ბებია ლოტკინელი იყო და ახლა, როდესაც ახლოს გავიცანი ლოტკინის მოსახლეობა, მივხდი, რომ ყველას ერთი ხაზი გასდევს, სიმართლის თქმა უყვართ. ბებიაც სიმართლისთვის მებრძოლი ქალი იყო.

- პროფესია თავად შეარჩიეთ?

- ცხოვრებამ შემირჩია. საშუალო სკოლაში ბოლო წელს საფრანგეთში ვსწავლობდი და აქ დაბრუნებულმა საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტზე ჩავაბარე. დიპლომატობა მინდოდა და შემდეგ დამატებით დიპლომატიის აკადემიაში ვისწავლე. ერთი წელი საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობისას მივხვდი, რომ ეს როლი ვერ მოვირგე. არ შემიძლია ფორმების მუდმივი დაცვა, პირდაპირობა მახასიათებს და ეს დიპლომატისთვის არც ისე კარგია. ძალიან მიტაცებდა თვითმმართველობის საკითხები, როგორ იმართებოდა სახელმწიფო და ოცნებად მექცა, საფრანგეთში დე გოლის მიერ დაარსებულ სახელწიფო მართვის სკოლაში მესწავლა. საფრანგეთის საელჩოში კონკურსი ჩატარდა, სადაც გავიმარჯვე და პირველი ქართველი ვიყავი, ვინც ამ სკოლაში სასწავლებლად წავედი. იქ სწავლისას მივხვდი, რომ ჩემი პროფესია ვიპოვე. ეს სკოლა ამზადებს ადმინისტრაციულ მოსამართლეებს, მაღალჩინოსნებს, რომლებიც ადგილობრივ ჩინოვნიკებს კურირებენ, პრეფექტებს და მათი კაბინეტის ხელმძღვანელებს. ორი წელი ვსწავლობდი და სასწავლო პროცესი მთლიანად პრაქტიკულ კურსზე იყო დამყარებული. ლექტორები მაღალჩინოსნები და მოსამართლეები გახლდნენ. გარდა ამისა, სამთვიანი სამსახური უნდა გაგევლო პრეფექტურაში. მე სარტის დეპარტამენტის პრეფექტთან მოვხვდი და მისი კაბინეტის წევრი ვიყავი. სამი თვე დღე და ღამე ვაკვირდებოდი, როგორ მართავდა თავის რაიონს. პირადად მე პენსიონერთა სახლებში, ბავშვთა სახლებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში უსაფრთხოების საკითხების დაცვა მევალებოდა. რამდენიმე კვირა ერთ-ერთ რთულ უბანში ანტიკრიმინალურ ჯგუფთან ერთად ვიმუშავე.

- შეგიძლიათ, ერთი ისტორია გაიხსენოთ იმ პერიოდიდან?

- ყოველ ღამე ჩემს ბრიგადასთან ერთად წესრიგს ვიცავდი. ერთხელ, გვიან საღამოს, სამსახურიდან სუპერმარკეტში წავედი, იქიდან დაბრუნებისას მათი პატრულირების არეალში საბურავი გამისკდა და ხეს შევეჯახე. უცებ ვხედავ, ჩემი ეკიპაჟი მოდის. შორიდან ვერ მიცნეს, რადგან ჩემი პირადი მანქანით არ ვყავდი ნანახი. გადმოხტნენ და გარშემო შემომეხვივნენ. ნელ-ნელა გადმოვედი მანქანიდან, რომ მიცნეს, გაოცდნენ. ვიღაც მთვრალი მოზარდი ვეგონე, რომელიც საშიშ უბანში დანაშაულის ჩადენას აპირებდა და შემთხვევით ხეს შეეჯახა. მერე ხუმრობდნენ, როგორ გავაცდენინე დრო ჩემი საბურავის შეცვლაზე.

- ეს სამსახური ალბათ დიდ ენერგიას მოითხოვდა.

- ალბათ უფრო სულიერ ძალას. მე მოვხვდი სხვა სამყაროში, სადაც რეალურად სახელმწიფოს მართავდნენ. ორმაგი პასუხიმგებლობა მქონდა. გარდა იმისა, რომ საქმეს ვაკეთებდი, ქართველი ვიყავი. თორმეტი წელი ვცხოვრობდი საფრანგეთში და სულ მქონდა ავადმყოფური განცდა, რომ არაფერი შემშლოდა.

- სწავლის დამთავრების შემდეგ სად დაიწყეთ მუშაობა?

- 2000 წლის თებერვალში საქართველოში დავბრუნდი იმ მოტივაციით, რომ სახელწიფო სტრუქტურაში სამსახურს ვიშოვიდი. პირველად საგარეო საქმეთა სამინისტროს მივაკითხე, აღმოჩნდა, რომ ჩემთვის საქმე აღარ ჰქონდათ. შემდეგ ყოველგვარი ნაცნობობის გარეშე პარლამენტს მივაკითხე. დავინტერესდი, ხომ არ სჭირდებოდათ თვითმმართველობის დარგში სპეციალისტი. მითხრეს, თუ გინდა, იარე, შეგვხედე როგორ ვმუშაობთ და მერე ვილაპარაკოთო. მაშინ მივხვდი, რომ ხელი მომეცარა და ტყუილად სიარული არ მინდოდა. სწავლის გაგრძელებაზე არ მიფიქრია, მეცნიერებაში არ წავიდოდი და მაგისტრის წოდება მაკმაყოფილებდა.

ამასობაში ევროსაბჭოში კონკურსი გამოცხადდა, სტრასბურგის სასამართლოში იურისტის თანამდებობაზე. მუშაობა 2000 წლის პირველი სექტემბრიდან დავიწყე. მე ვიყავი სტრასბურგის სასამართლოს მიერ შერჩეული კადრი, მაგრამ საქართველოს არ წარმოვადგენდი. მათ სჭირდებოდათ იურისტი, რომელიც ქართულ საქმეებზე იმუშავებდა. მუშაობა რომ დავიწყე, სულ ორი საქმე იყო შემოსული, ჯაბა იოსელიანის და გურამ აბსნაძის. ამიტომ რუსული და ფრანგული საქმეები დამიმატეს. ასე გაგრძელდა ათი თვე და შემდეგ ნელ-ნელა დაიწყო საქართველოდან საქმეების შემოსვლა. ვარდების რევოლუციის შემდეგ საქმეთა ოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"