Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
სპორტი
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრაიენ ვაითმორი - საქართველო რუსეთისადმი პოლიტიკას ცვლის
ბრაიენ ვაითმორი - საქართველო რუსეთისადმი პოლიტიკას ცვლის

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ რუ­სეთ­თან მისი ქვეყ­ნის კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბა მისი "დიდი ოც­ნე­ბაა". თუმ­ცა, ამ ოც­ნე­ბამ ის პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და მის მო­კავ­ში­რე­ებ­თან სი­ტყვი­ერ ომში ჩა­ა­ბა. ამის შე­სა­ხებ წერს ბრა­ი­ენ ვა­ით­მო­რი რა­დიო "თა­ვი­სუფ­ლე­ბის" ევ­რო­პის ბი­უ­როს სტა­ტი­ა­ში, სა­თა­უ­რით - "სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თი­სად­მი პო­ლი­ტი­კას ცვლის".

რო­გორც სტა­ტი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სა­ა­კაშ­ვილ­მა ივა­ნიშ­ვი­ლი ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას ნათ­ქვა­მის­თვის გა­აკ­რი­ტი­კა, როცა პრე­მი­ერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ "სა­ქარ­თვე­ლომ ბევ­რი შეც­დო­მა და­უშ­ვა პრო­რუ­სულ სე­პა­რა­ტის­ტულ რე­გი­ო­ნებ­თან - აფხა­ზეთ­თან და ე.წ. სამ­ხრეთ ოსეთ­თან მი­მარ­თე­ბა­ში".

"ვისი გული მო­გე­ბას ცდი­ლობს? ამას სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის­თვის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის, მო­მავ­ლი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის­თვის ექ­ნე­ბა შე­დე­გი", - ცი­ტი­რებს ავ­ტო­რი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სი­ტყვებს.

ეს ყო­ვე­ლი­ვე, - წერს ბრა­ი­ენ ვა­ით­მო­რი, - ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბის გარ­შე­მო ატე­ხი­ლი უთან­ხმო­ე­ბის მცი­რე მა­გა­ლი­თია. არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ პრე­ზი­დენ­ტის ძა­ლა­უფ­ლე­ბა, მათ შო­რის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე კონ­ტრო­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ივა­ნიშ­ვი­ლის ხელ­ში გა­და­ვი­და. ანა­ლი­ტი­კოს­თა გან­ცხა­დე­ბით, ივა­ნიშ­ვი­ლის მთავ­რო­ბა­სა და სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას შო­რის და­ძა­ბუ­ლო­ბა რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კის გარ­შე­მო ასა­ხავს სა­ქარ­თვე­ლოს ფუნ­და­მენ­ტურ დი­ლე­მას, თუ რო­გორ უმკლავ­დე­ბა ის თა­ვის დიდ და ძლი­ერ ჩრდი­ლო­ელ მე­ზო­ბელს, რო­მე­ლიც ჯე­რაც ის­წრაფ­ვის, ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კე­ბი თა­ვის ვირ­ტუ­ა­ლურ ვა­სა­ლე­ბად იხი­ლოს.

ივა­ნიშ­ვი­ლი და მისი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის მი­ნის­ტრე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ არ შეც­ვლი­ან სა­ქარ­თვე­ლოს პრო­და­სავ­ლურ კურსს – ნატო-სა და ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას, - აღ­ნიშ­ნავს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი, - სა­ა­კაშ­ვი­ლის და­რად, ისი­ნიც აცხა­დე­ბენ, რომ აფხა­ზე­თი­ცა და ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თიც სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია და უარს ამ­ბო­ბენ რუ­სეთს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნა­ზე, ვიდ­რე რუ­სე­თი არ გა­ა­უქ­მებს სა­და­ვო ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბას და ამ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე გან­ლა­გე­ბულ 10 ათას ჯა­რის­კაცს არ გა­იყ­ვანს. თუმ­ცა, ამავდრო­უ­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი მთავ­რო­ბა აცხა­დებს, რომ რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დათ­ბო­ბას ეძებს და მას­თან ისეთ სა­კი­თხში თა­ნამ­შრომ­ლო­ბას აპი­რებს, რო­გო­რიც ვაჭ­რო­ბაა.

რო­გორც სტა­ტი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ამ მიდ­გო­მას მხარს უჭერს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბაც. NDI-ის გა­მო­კი­თხვე­ბით, ქარ­თვე­ლე­ბის 68%-ი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ "ქარ­თუ­ლი კო­ა­ლი­ცია" სა­უ­კე­თე­სოდ გა­უმკლავ­დე­ბა რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, 54% კი ნდო­ბას უცხა­დებს მას, რომ ქვე­ყა­ნას ნატო-ში გა­ა­წევ­რი­ა­ნებს.

თუმ­ცა, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" 19 აპ­რი­ლის აქ­ცი­ა­ზე რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხზე მღელ­ვა­რე­ბა იგ­რძნო­ბო­და, - წერს ბრა­ი­ენ ვა­ით­მო­რი, - 21 წლის გი­ორ­გი სი­ბაშ­ვი­ლი დე­მონ­სტრა­ცი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შე­ბით სა­ხე­მო­ხა­ტუ­ლი მი­ვი­და. მისი გან­ცხა­დე­ბით, შე­წუ­ხე­ბუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო უახ­ლოვ­დე­ბა რუ­სეთს და შორ­დე­ბა და­სავ­ლეთს.

"რუ­სულ ბა­ზარ­ზე ქარ­თუ­ლი ღვი­ნო ბრუნ­დე­ბა. თუმ­ცა, რა ხე­ი­რი აქვს ამას ჩვენ­თვის? ვფიქ­რობ, მათ პირ­ველ რიგ­ში, ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი უნდა დაგ­ვიბ­რუ­ნონ, მერე კი ღვი­ნო­ზე ვი­ლა­პა­რა­კოთ", - ცი­ტი­რებს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლის სი­ტყვებს.

რო­გორც სტა­ტი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ვიდ­რე სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­ურ­ბო­და დე-ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, ივა­ნიშ­ვი­ლის მთავ­რო­ბა აცხა­დებს, რომ აფხა­ზეთ­თან და ე.წ. სამ­ხრეთ ოსეთ­თან უფრო მეტ კონ­ტაქტს გეგ­მავს.

"ჩვენ უნდა მივ­ცეთ მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, აირ­ჩი­ონ ახალ, დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ქარ­თვე­ლოს, რო­მე­ლიც ევ­რო­პის ნა­წი­ლი იქ­ნე­ბა და რუ­სეთს შო­რის, რო­გო­რიც ის ახლა არის", - ცი­ტი­რებს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი სა­ქარ­თვე­ლოს რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­ნის­ტრის პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლის სი­ტყვებს.

"სა­ა­კაშ­ვი­ლის კრი­ტი­კის სა­პა­სუ­ხოდ ახა­ლი მთავ­რო­ბა აცხა­დებს, რომ მი­უ­ხე­და­ვად მისი ან­ტი­რუ­სუ­ლი რი­ტო­რი­კი­სა, სა­ა­კაშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბი­სას რუ­სულ კომ­პა­ნი­ებს სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თობ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ობი­ექ­ტე­ბი მიჰ­ყი­დეს. ისი­ნი ასე­ვე აცხა­დე­ბენ, რომ სა­ა­კაშ­ვილ­მა არ აღ­კვე­თა რუ­სე­თის მსოფ­ლიო სა­ვაჭ­რო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა", - აღ­ნიშ­ნავს ბრა­ი­ენ ვა­ით­მო­რი.

სტა­ტი­ა­ში ასე­ვე მოყ­ვა­ნი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის სი­ტყვე­ბი, რო­მე­ლიც აცხა­დებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ახალ პო­ლი­ტი­კას მხარს უჭერს ნატო, ევ­რო­კავ­ში­რი­ცა და აშშ-იც.

"ჩვენ ვა­კე­თებთ საქ­მეს, რომ­ლის კე­თე­ბა­საც ევ­რო­პე­ლე­ბი, ამე­რი­კე­ლე­ბი და ნატო-ს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ყო­ველ­თვის ურ­ჩევ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს. ერთი მხრივ, ჩვენ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, რომ ეს საქ­მე უნდა გა­ვა­კე­თოთ. მე­ო­რე მხრივ, ამის გა­კე­თე­ბას ყო­ველ­თვის გვირ­ჩევ­დნენ", - ცი­ტი­რებს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის სი­ტყებს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია rferl.org-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"თუ ჯართს არ ჩავაბარებ საჭმლის გარეშე დავრჩებით" - 11 წლის ალექსანდრე ალავერდაშვილი

ბრაიენ ვაითმორი - საქართველო რუსეთისადმი პოლიტიკას ცვლის

ბრაიენ ვაითმორი - საქართველო რუსეთისადმი პოლიტიკას ცვლის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ რუსეთთან მისი ქვეყნის კონფლიქტის მოგვარება მისი "დიდი ოცნებაა". თუმცა, ამ ოცნებამ ის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და მის მოკავშირეებთან სიტყვიერ ომში ჩააბა. ამის შესახებ წერს ბრაიენ ვაითმორი რადიო "თავისუფლების" ევროპის ბიუროს სტატიაში, სათაურით - "საქართველო რუსეთისადმი პოლიტიკას ცვლის".

როგორც სტატიაშია აღნიშნული, სააკაშვილმა ივანიშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ნათქვამისთვის გააკრიტიკა, როცა პრემიერმა განაცხადა, რომ "საქართველომ ბევრი შეცდომა დაუშვა პრორუსულ სეპარატისტულ რეგიონებთან - აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში".

"ვისი გული მოგებას ცდილობს? ამას საქართველოს სუვერენიტეტისთვის, თავისუფლებისთვის, მომავლისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ექნება შედეგი", - ციტირებს ავტორი მიხეილ სააკაშვილის სიტყვებს.

ეს ყოველივე, - წერს ბრაიენ ვაითმორი, - ოქტომბრის არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" დამარცხების შემდეგ, საქართველო-რუსეთის ურთიერთობის გარშემო ატეხილი უთანხმოების მცირე მაგალითია. არჩევნების შემდეგ პრეზიდენტის ძალაუფლება, მათ შორის საგარეო ურთიერთობებზე კონტროლი პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის ხელში გადავიდა. ანალიტიკოსთა განცხადებით, ივანიშვილის მთავრობასა და სააკაშვილის ადმინისტრაციას შორის დაძაბულობა რუსეთის პოლიტიკის გარშემო ასახავს საქართველოს ფუნდამენტურ დილემას, თუ როგორ უმკლავდება ის თავის დიდ და ძლიერ ჩრდილოელ მეზობელს, რომელიც ჯერაც ისწრაფვის, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები თავის ვირტუალურ ვასალებად იხილოს.

ივანიშვილი და მისი საგარეო პოლიტიკის მინისტრები აცხადებენ, რომ არ შეცვლიან საქართველოს პროდასავლურ კურსს – ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას, - აღნიშნავს სტატიის ავტორი, - სააკაშვილის დარად, ისინიც აცხადებენ, რომ აფხაზეთიცა და ე.წ. სამხრეთ ოსეთიც საქართველოს განუყოფელი ნაწილია და უარს ამბობენ რუსეთს დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე, ვიდრე რუსეთი არ გააუქმებს სადავო ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას და ამ ტერიტორიებზე განლაგებულ 10 ათას ჯარისკაცს არ გაიყვანს. თუმცა, ამავდროულად, საქართველოს ახალი მთავრობა აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობის დათბობას ეძებს და მასთან ისეთ საკითხში თანამშრომლობას აპირებს, როგორიც ვაჭრობაა.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ამ მიდგომას მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობაც. NDI-ის გამოკითხვებით, ქართველების 68%-ი დარწმუნებულია, რომ "ქართული კოალიცია" საუკეთესოდ გაუმკლავდება რუსეთთან ურთიერთობას, 54% კი ნდობას უცხადებს მას, რომ ქვეყანას ნატო-ში გააწევრიანებს.

თუმცა, "ნაციონალური მოძრაობის" 19 აპრილის აქციაზე რუსეთთან ურთიერთობის საკითხზე მღელვარება იგრძნობოდა, - წერს ბრაიენ ვაითმორი, - 21 წლის გიორგი სიბაშვილი დემონსტრაციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სახემოხატული მივიდა. მისი განცხადებით, შეწუხებულია, რომ საქართველო უახლოვდება რუსეთს და შორდება დასავლეთს.

"რუსულ ბაზარზე ქართული ღვინო ბრუნდება. თუმცა, რა ხეირი აქვს ამას ჩვენთვის? ვფიქრობ, მათ პირველ რიგში, ჩვენი ტერიტორიები უნდა დაგვიბრუნონ, მერე კი ღვინოზე ვილაპარაკოთ", - ციტირებს სტატიის ავტორი ახალგაზრდა ქართველის სიტყვებს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ვიდრე სააკაშვილი გაურბოდა დე-ფაქტო ხელისუფლებთან ურთიერთობას, ივანიშვილის მთავრობა აცხადებს, რომ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან უფრო მეტ კონტაქტს გეგმავს.

"ჩვენ უნდა მივცეთ მათ შესაძლებლობა, აირჩიონ ახალ, დემოკრატიულ საქართველოს, რომელიც ევროპის ნაწილი იქნება და რუსეთს შორის, როგორიც ის ახლა არის", - ციტირებს სტატიის ავტორი საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის სიტყვებს.

"სააკაშვილის კრიტიკის საპასუხოდ ახალი მთავრობა აცხადებს, რომ მიუხედავად მისი ანტირუსული რიტორიკისა, სააკაშვილის მმართველობისას რუსულ კომპანიებს საქართველოს ერთობ მნიშვნელოვანი ობიექტები მიჰყიდეს. ისინი ასევე აცხადებენ, რომ სააკაშვილმა არ აღკვეთა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება", - აღნიშნავს ბრაიენ ვაითმორი.

სტატიაში ასევე მოყვანილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის სიტყვები, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოს ახალ პოლიტიკას მხარს უჭერს ნატო, ევროკავშირიცა და აშშ-იც.

"ჩვენ ვაკეთებთ საქმეს, რომლის კეთებასაც ევროპელები, ამერიკელები და ნატო-ს წარმომადგენლები ყოველთვის ურჩევდნენ საქართველოს. ერთი მხრივ, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს საქმე უნდა გავაკეთოთ. მეორე მხრივ, ამის გაკეთებას ყოველთვის გვირჩევდნენ", - ციტირებს სტატიის ავტორი დავით უსუფაშვილის სიტყებს.

მომზადებულია rferl.org-ის მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა