სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

23

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გივი სიხარულიძე - ''არ მიყვარს ქალი პოლიტიკოსები!''
გივი სიხარულიძე - ''არ მიყვარს ქალი პოლიტიკოსები!''

მწე­რალ­სა და მსა­ხი­ობ გივი სი­ხა­რუ­ლი­ძეს ინ­ტერ­ვი­უ­ზე ის­რა­ელ­ში გამ­გზავ­რე­ბამ­დე ვეს­ტუმ­რეთ. ამ­ბობს, რომ მუდ­მი­ვად მოგ­ზა­უ­რობს და უცხო­ეთ­ში ხში­რად უწყო­ბენ შე­მოქ­მე­დე­ბით სა­ღა­მო­ებს. ახ­ლაც საფ­რან­გეთ­ში მისი ნო­ვე­ლე­ბის კრე­ბუ­ლი გა­მო­დის. მი­უ­ხე­და­ვად შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბი­სა და აპო­ლი­ტი­კუ­რო­ბი­სა, ყო­ველ­თვის საქ­მის კურ­სშია, რა ხდე­ბა ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ რე­ა­ლო­ბა­ში.

- ბა­ტო­ნო გივი, ამ­ჟა­მად სად საქ­მი­ა­ნობთ?

- არა­ფერს არ ვსაქ­მი­ა­ნობ, მწე­რა­ლი ვარ და მალე ჩემი ახა­ლი წიგ­ნი გა­მო­ვა - "კუდა მე­ლია". მალე საფ­რან­გეთ­ში მივფრი­ნავ, სა­დაც ფრან­გულ ენა­ზე ნა­თარ­გმნი ჩემი თორ­მე­ტი მო­თხრო­ბა გა­მო­ვა. თე­მურ ბაბ­ლუ­ა­ნი და­მეხ­მა­რა, რომ გა­მომ­ცემ­ლო­ბა მო­მე­ძებ­ნა, სა­დაც ჩემი მო­თხრო­ბე­ბი ჩა­ვა­ბა­რე. ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სამ­ხატ­ვრო საბ­ჭო გა­ნი­ხი­ლავ­და და თო­თხმე­ტი­დან თო­თხმე­ტი ხმა მი­ვი­ღე. ჩემი წიგ­ნი­დან "აწყვე­ტი­ლი სი­ცო­ცხლე" ამოკ­რი­ფეს ნო­ვე­ლე­ბი. საფ­რან­გე­თი­დან იტა­ლი­ა­შიც გა­დავ­დი­ვარ ხოლ­მე, ახ­ლა­ხან ფილმშიც გა­და­მი­ღეს, პა­ტა­რა ეპი­ზო­დი მაქვს, კა­პი­ტანს ვთა­მა­შობ. დიდი ხა­ნია, რაც თე­მურ ბაბ­ლუ­ა­ნის ფილმ "ემიგ­რანტზე" ვარ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი, მაგ­რამ გა­და­ღე­ბე­ბი გა­და­ი­დო.

- სა­ქარ­თვე­ლო­შიც ხში­რად იმარ­თე­ბა თქვე­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სა­ღა­მო­ე­ბი.

- და­ვი­წყოთ იქი­დან, რო­მელ მწე­რალს ღირ­სე­ბია ოპე­რა­ში 60 წლის სა­ი­უ­ბი­ლეო სა­ღა­მო. შარ­შან ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­მა ცხრა­ჯერ მი­მიწ­ვია სხვა­დას­ხვა ფა­კულ­ტეტ­ზე. სამდღი­ა­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სა­ღა­მო მქონ­და პროფ­კავ­ში­რე­ბის სა­სახ­ლე­ში. ახ­ლა­ხან ჩო­ხა­ტა­ურ­ში მო­მი­წყვეს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სა­ღა­მო. სულ იუ­ბი­ლე­ე­ბი მაქვს, რა ვიცი.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში თუ გიწ­ვე­ვენ ფილ­მებ­ში გა­და­სა­ღე­ბად?

- სე­რი­ალ "ცხელ ძაღლში" მთა­ვა­რი როლი ვი­თა­მა­შე. იმის შემ­დეგ არა­ვის აღარ მი­ვუწ­ვე­ვი­ვარ. არც იღე­ბენ ისეთ ფილ­მებს, რომ უფ­რო­სი კა­ცის სა­თა­მა­შო იყოს, მაგ­რამ ტე­ლე­არ­ხებ­ზე ყველ­გან მიწ­ვე­ვენ. იმ დღეს "პრო­ფილ­მა" და­მი­რე­კა, 25 რი­ცხვში ღია ეთერ­ში თა­მა­და უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ მაგ დროს ის­რა­ელ­ში კონ­ცერ­ტე­ბი მაქვს. ერ­თა­დერ­თი მწე­რა­ლი ვარ, რო­მე­ლიც ნიუ-იორკში "არ­ტი­ვი­აი"-ზე ღია ეთერ­ში ვი­ჯე­ქი და მთე­ლი მსოფ­ლიო მის­მენ­და. სულ სა­ზღვარ­გა­რეთ ვარ, ხან კა­ნა­და­ში, ვა­შინგტონ­ში კონ­გრე­სის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში დევს ჩემი წიგ­ნე­ბი.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

გივი სიხარულიძე - ''არ მიყვარს ქალი პოლიტიკოსები!''

გივი სიხარულიძე - ''არ მიყვარს ქალი პოლიტიკოსები!''

მწერალსა და მსახიობ გივი სიხარულიძეს ინტერვიუზე ისრაელში გამგზავრებამდე ვესტუმრეთ. ამბობს, რომ მუდმივად მოგზაურობს და უცხოეთში ხშირად უწყობენ შემოქმედებით საღამოებს. ახლაც საფრანგეთში მისი ნოველების კრებული გამოდის. მიუხედავად შემოქმედებითი ცხოვრებისა და აპოლიტიკურობისა, ყოველთვის საქმის კურსშია, რა ხდება ქვეყნის პოლიტიკურ რეალობაში.

- ბატონო გივი, ამჟამად სად საქმიანობთ?

- არაფერს არ ვსაქმიანობ, მწერალი ვარ და მალე ჩემი ახალი წიგნი გამოვა - ''კუდა მელია''. მალე საფრანგეთში მივფრინავ, სადაც ფრანგულ ენაზე ნათარგმნი ჩემი თორმეტი მოთხრობა გამოვა. თემურ ბაბლუანი დამეხმარა, რომ გამომცემლობა მომეძებნა, სადაც ჩემი მოთხრობები ჩავაბარე. ექვსი თვის განმავლობაში სამხატვრო საბჭო განიხილავდა და თოთხმეტიდან თოთხმეტი ხმა მივიღე. ჩემი წიგნიდან ''აწყვეტილი სიცოცხლე'' ამოკრიფეს ნოველები. საფრანგეთიდან იტალიაშიც გადავდივარ ხოლმე, ახლახან ფილმშიც გადამიღეს, პატარა ეპიზოდი მაქვს, კაპიტანს ვთამაშობ. დიდი ხანია, რაც თემურ ბაბლუანის ფილმ ''ემიგრანტზე'' ვარ დამტკიცებული, მაგრამ გადაღებები გადაიდო.

- საქართველოშიც ხშირად იმართება თქვენი შემოქმედებითი საღამოები.

- დავიწყოთ იქიდან, რომელ მწერალს ღირსებია ოპერაში 60 წლის საიუბილეო საღამო. შარშან ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტმა ცხრაჯერ მიმიწვია სხვადასხვა ფაკულტეტზე. სამდღიანი შემოქმედებითი საღამო მქონდა პროფკავშირების სასახლეში. ახლახან ჩოხატაურში მომიწყვეს შემოქმედებითი საღამო. სულ იუბილეები მაქვს, რა ვიცი.

- საქართველოში თუ გიწვევენ ფილმებში გადასაღებად?

- სერიალ ''ცხელ ძაღლში'' მთავარი როლი ვითამაშე. იმის შემდეგ არავის აღარ მივუწვევივარ. არც იღებენ ისეთ ფილმებს, რომ უფროსი კაცის სათამაშო იყოს, მაგრამ ტელეარხებზე ყველგან მიწვევენ. იმ დღეს ''პროფილმა'' დამირეკა, 25 რიცხვში ღია ეთერში თამადა უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ მაგ დროს ისრაელში კონცერტები მაქვს. ერთადერთი მწერალი ვარ, რომელიც ნიუ-იორკში ''არტივიაი''-ზე ღია ეთერში ვიჯექი და მთელი მსოფლიო მისმენდა. სულ საზღვარგარეთ ვარ, ხან კანადაში, ვაშინგტონში კონგრესის ბიბლიოთეკაში დევს ჩემი წიგნები.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"