სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩინელ გენერლებს რიგითებამდე ჩამოაქვეითებენ
ჩინელ გენერლებს რიგითებამდე ჩამოაქვეითებენ

ჩი­ნე­თის ახა­ლი ლი­დე­რი სი ცზინ­პი­ნი სა­კუ­თა­რი არ­მი­ის რე­ფორ­მი­რე­ბას შე­უდ­გა. მისი ბრძა­ნე­ბით, არ­მი­ის ყვე­ლა გე­ნე­რა­ლი და უფ­რო­სი ოფი­ცე­რი ორი კვი­რა რი­გი­თის წო­დე­ბით იმ­სა­ხუ­რებს. ბრძა­ნე­ბა ვიცე-პოლ­კოვ­ნიკ­სა და ყვე­ლა ზემ­დგომ სამ­ხედ­რო წო­დე­ბას ეხე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩი­ნე­თის არ­მი­ა­ში საბ­რძო­ლო სუ­ლის­კვე­თე­ბის ამაღ­ლე­ბის კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში მოქ­მე­დებს.

მსგავ­სი მე­თო­დის­თვის ჩი­ნეთ­ში უკვე 55 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ მი­უ­მარ­თავთ. მა­ღა­ლი წო­დე­ბე­ბის მქო­ნე სამ­ხედ­რო პი­რე­ბის დრო­ე­ბი­თი ჩა­მოქ­ვე­ი­თე­ბის იდეა მაო ძე­დუნს ეკუთ­ვნის. 1958 წელს მაოს ბრძა­ნე­ბით გე­ნერ­ლე­ბი და უფ­როს ოფი­ცერ­თა შე­მად­გენ­ლო­ბა ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში რი­გი­თე­ბამ­დე უნდა ჩა­მო­ექ­ვე­ი­თე­ბი­ნათ. მსგავ­სი პო­ლი­ტი­კით მაო შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ზე კონ­ტრო­ლის გამ­ყა­რე­ბას ცდი­ლობ­და. თუმ­ცა "წო­დებ­რივ როქს" ბევ­რი გე­ნერ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა შე­ე­წი­რა.

სი ცზინ­პი­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ჩი­ნე­თის სამ­ხედ­რო და სა­მო­ქა­ლა­ქო წრე­ებ­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. პირ­ველ რიგ­ში ყვე­ლას აინ­ტე­რე­სებს, რო­გორ მო­ერ­გე­ბი­ან ფუ­ფუ­ნე­ბა­სა და გან­ცხრო­მას შეჩ­ვე­უ­ლი ჩი­ნე­ლი მხე­დარ­მთავ­რე­ბი ყო­ველ­დღი­ურ სამ­წყობ­რო მომ­ზა­დე­ბას, ყა­ზარ­მე­ბის და­ლა­გე­ბა-და­სუფ­თა­ვე­ბას და ვარ­ჯიშს.

დღეს ჩი­ნურ არ­მი­ა­ში კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლა უპირ­ვე­ლე­სად ნაც­ნო­ბო­ბა­სა და ოჯა­ხის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, არ­მი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბის გარ­კვე­ულ­მა ნა­წილ­მა კა­რი­ე­რულ კი­ბე­ზე ისე სწრა­ფად აირ­ბი­ნა, რომ ჯა­რის სირ­თუ­ლე­ე­ბი არ უგ­რძვნია. დის­ციპ­ლი­ნა, კო­რუფ­ცია და ოფიც­რებ­სა და რი­გი­თებს შო­რის არ­სე­ბუ­ლი "უფსკრუ­ლი" ჩი­ნურ არ­მი­ა­ში სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებს ქმნის.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ topwar.ru-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?

ჩინელ გენერლებს რიგითებამდე ჩამოაქვეითებენ

ჩინელ გენერლებს რიგითებამდე ჩამოაქვეითებენ

ჩინეთის ახალი ლიდერი სი ცზინპინი საკუთარი არმიის რეფორმირებას შეუდგა. მისი ბრძანებით, არმიის ყველა გენერალი და უფროსი ოფიცერი ორი კვირა რიგითის წოდებით იმსახურებს. ბრძანება ვიცე-პოლკოვნიკსა და ყველა ზემდგომ სამხედრო წოდებას ეხება. აღნიშნული გადაწყვეტილება ჩინეთის არმიაში საბრძოლო სულისკვეთების ამაღლების კამპანიის ფარგლებში მოქმედებს.

მსგავსი მეთოდისთვის ჩინეთში უკვე 55 წლის განმავლობაში არ მიუმართავთ. მაღალი წოდებების მქონე სამხედრო პირების დროებითი ჩამოქვეითების იდეა მაო ძედუნს ეკუთვნის. 1958 წელს მაოს ბრძანებით გენერლები და უფროს ოფიცერთა შემადგენლობა ერთი თვის განმავლობაში რიგითებამდე უნდა ჩამოექვეითებინათ. მსგავსი პოლიტიკით მაო შეიარაღებულ ძალებზე კონტროლის გამყარებას ცდილობდა. თუმცა "წოდებრივ როქს" ბევრი გენერლის თანამდებობა შეეწირა.

სი ცზინპინის გადაწყვეტილებას ჩინეთის სამხედრო და სამოქალაქო წრეებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პირველ რიგში ყველას აინტერესებს, როგორ მოერგებიან ფუფუნებასა და განცხრომას შეჩვეული ჩინელი მხედარმთავრები ყოველდღიურ სამწყობრო მომზადებას, ყაზარმების დალაგება-დასუფთავებას და ვარჯიშს.

დღეს ჩინურ არმიაში კარიერული წინსვლა უპირველესად ნაცნობობასა და ოჯახის საზოგადოებრივ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, არმიის ხელმძღვანელი პირების გარკვეულმა ნაწილმა კარიერულ კიბეზე ისე სწრაფად აირბინა, რომ ჯარის სირთულეები არ უგრძვნია. დისციპლინა, კორუფცია და ოფიცრებსა და რიგითებს შორის არსებული "უფსკრული" ჩინურ არმიაში სერიოზულ პრობლემებს ქმნის.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ topwar.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე