სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ექიმები კვირაში მხოლოდ ორჯერ დაბანას გვირჩევენ
ექიმები კვირაში მხოლოდ ორჯერ დაბანას გვირჩევენ

ხში­რად და­ბა­ნა ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ზი­ა­ნოა, გან­სა­კუთ­რე­ბით ისე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, რო­გო­რი­ცაა თხე­ვა­დი სა­პო­ნი. ამის შე­სა­ხებ ებ­რა­ელ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა გა­ნა­ცხა­დეს. ექიმ რა­ხელ ლუ­ცა­ტის თქმით, ზა­ფხულ­შიც კი კვი­რა­ში მაქ­სი­მუმ 2-3-ჯერ არის სა­სურ­ვე­ლის შხა­პის მი­ღე­ბა.

რო­გორც ექი­მი ლუ­ცა­ტი აღ­ნიშ­ნავს, გან­სა­კუთ­რე­ბით არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი თა­ვის ყო­ველ­დღი­უ­რად და­ბა­ნა. სპე­ცი­ა­ლის­ტის თქმით, და­სავ­ლეთ­ში დამ­კვიდ­რე­ბულ ჰი­გი­ე­ნის სტან­დარ­ტებს (მა­გა­ლი­თად, შხა­პის ყო­ველ­დღი­უ­რი მი­ღე­ბა) უპი­რა­ტე­სად არა სა­მე­დი­ცი­ნო, არა­მედ სო­ცი­ა­ლუ­რი მი­ზე­ზე­ბი უდევს სა­ფუძ­ვლად.

სი­ნამ­დვი­ლე­ში ტა­ნის ყო­ველ­დღი­უ­რი და­ბა­ნა, მით უფრო სა­პო­ნი ხსნა­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლო სუ­ლაც არ არის. საქ­მე ისაა, რომ ხში­რი და­ბა­ნის დროს კა­ნის სა­ფარ­ში მჟა­ვი­სა და ტუ­ტის ბა­ლან­სი ირ­ღვე­ვა, რაც კა­ნის გა­მოშ­რო­ბას იწ­ვევს, გარ­და ამი­სა, სხე­ულს სცილ­დე­ბა ბუ­ნებ­რი­ვი "სა­ცხი", რაც კანს სო­კო­სა და ბაქ­ტე­რი­ე­ბის­გან იცავს.

კან­ზე ყვე­ლა­ზე უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას თა­ვად და­სა­ბა­ნი თხე­ვა­დი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ახ­დენს, რო­მელ­თა ბო­ლომ­დე ჩა­მო­ბა­ნაც ად­ვი­ლი არ არის. არ­სე­ბობს მეც­ნი­ე­რუ­ლი კვლე­ვე­ბი, რო­მელ­თა თა­ნახ­მად, კა­ნის ზედა შრის მუდ­მი­ვი ჩა­მო­ბან­ვით ზი­ან­დე­ბა ზონა, რო­მე­ლიც D ვი­ტა­მი­ნის სინ­თეზ­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, რაც ორ­გა­ნიზ­მში მის დე­ფი­ციტს იწ­ვევს.

ექიმ ლუ­ცა­ტის თქმით, ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის უმ­ჯო­ბე­სია შხა­პი კვი­რა­ში მხო­ლოდ ორ­ჯერ მი­ი­ღოთ, ყო­ველ­დღი­უ­რად კი ლო­კა­ლუ­რი ჰი­გი­ე­ნუ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბა არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია newsru.co.il-ის მი­ხედ­ვით.

ექიმები კვირაში მხოლოდ ორჯერ დაბანას გვირჩევენ

ექიმები კვირაში მხოლოდ ორჯერ დაბანას გვირჩევენ

ხშირად დაბანა ჯანმრთელობისთვის საზიანოა, განსაკუთრებით ისეთი პოპულარული საშუალებების გამოყენებით, როგორიცაა თხევადი საპონი. ამის შესახებ ებრაელმა სპეციალისტებმა განაცხადეს. ექიმ რახელ ლუცატის თქმით, ზაფხულშიც კი კვირაში მაქსიმუმ 2-3-ჯერ არის სასურველის შხაპის მიღება.

როგორც ექიმი ლუცატი აღნიშნავს, განსაკუთრებით არ არის რეკომენდებული თავის ყოველდღიურად დაბანა. სპეციალისტის თქმით, დასავლეთში დამკვიდრებულ ჰიგიენის სტანდარტებს (მაგალითად, შხაპის ყოველდღიური მიღება) უპირატესად არა სამედიცინო, არამედ სოციალური მიზეზები უდევს საფუძვლად.

სინამდვილეში ტანის ყოველდღიური დაბანა, მით უფრო საპონი ხსნარების გამოყენებით, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო სულაც არ არის. საქმე ისაა, რომ ხშირი დაბანის დროს კანის საფარში მჟავისა და ტუტის ბალანსი ირღვევა, რაც კანის გამოშრობას იწვევს, გარდა ამისა, სხეულს სცილდება ბუნებრივი "საცხი", რაც კანს სოკოსა და ბაქტერიებისგან იცავს.

კანზე ყველაზე უარყოფით გავლენას თავად დასაბანი თხევადი საშუალებები ახდენს, რომელთა ბოლომდე ჩამობანაც ადვილი არ არის. არსებობს მეცნიერული კვლევები, რომელთა თანახმად, კანის ზედა შრის მუდმივი ჩამობანვით ზიანდება ზონა, რომელიც D ვიტამინის სინთეზზეა პასუხისმგებელი, რაც ორგანიზმში მის დეფიციტს იწვევს.

ექიმ ლუცატის თქმით, ჯანმრთელობისთვის უმჯობესია შხაპი კვირაში მხოლოდ ორჯერ მიიღოთ, ყოველდღიურად კი ლოკალური ჰიგიენური პროცედურების შესრულება არის რეკომენდებული.

მომზადებულია newsru.co.il-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს