პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალური მოძრაობიდან" "ეროვნულ მოძრაობამდე"
"ნაციონალური მოძრაობიდან" "ეროვნულ მოძრაობამდე"

მე­რაბ მეტ­რე­ვე­ლის კვი­რის ფიქ­რე­ბი

ცხრუკ­ვე­თი­დან ფხუ­კე­თამ­დე

ჩვენ რომ გვე­გო­ნა, ცხრუკ­ვე­თის იქით ფეხს არ დგამ­და, თურ­მე ფხუ­კეთ­საც არ იკ­ლებ­და. ასე­თი "ქარ­თუ­ლი" სა­ხე­ლის კუ­რორ­ტი ტა­ი­ლან­დში ყო­ფი­ლა. არა­და, შვე­ბუ­ლე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად ერთხე­ლაც არ აუ­ღია. ხან რუ­ჯის ფე­რით ვხვდე­ბო­დით და ხან თურ­ქი პა­პა­რა­ცე­ბის გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბით, რომ ჩვე­ნი პრე­ზი­დენ­ტი სა­დღაც და­სას­ვე­ნებ­ლად გაძ­ვრა. იმა­საც ვხვდე­ბო­დით, ამას სა­კუ­თა­რი ფუ­ლით რომ არ აკე­თებ­და და ჩვენს ხარ­ჯზე ის­ვე­ნებ­და, მაგ­რამ ასე კა­პიკ-კა­პიკ დათ­ვლი­ლი რომ წარ­მოგ­ვიდ­გი­ნეს, მა­ინც აღ­ვშფოთ­დით. არა­და - სულ ტყუ­ი­ლად! დღე და ღამე პრე­ზი­დენ­ტი ქვეყ­ნის ბედ­ზე რომ ფიქ­რობს და 24 სა­ა­თი ქვე­ყა­ნას აშე­ნებს, ხან­და­ხან დას­ვე­ნე­ბაც მო­უნ­დე­ბა, აბა, რა იქ­ნე­ბა! რომ იძახ­დით, მი­ლი­არ­დე­ბი აქვს მო­პა­რუ­ლიო, მი­ლი­არ­დე­ბი რომ მო­ე­პა­რა, შვილს სწავ­ლის ფულს ბი­უ­ჯე­ტი­დან ხომ არ გა­და­უ­რი­ცხავ­და? ან ქა­ლებს ბი­უ­ჯე­ტის ფუ­ლით ხომ არ აჩუ­ქებ­და რა­ღაც-რა­ღა­ცებს?! "2010 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და თბი­ლი­სის მერი წა­ვიდ­ნენ ავ­სტრი­ის ერთ-ერთ ძვი­რა­დღი­რე­ბულ კუ­რორტზე, ჩა­ი­ტა­რეს გა­სახ­დო­მი პრო­ცე­დუ­რე­ბი, რაც ასე­ვე ფა­რუ­ლი ხარ­ჯე­ბი­დან და­ფი­ნანსდა და თან­ხამ 115 ათას ლარს მი­აღ­წია," - ნათ­ქვა­მია ამ თე­მა­ზე გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში. მიშა და გიგი კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლე­ბი რომ ყო­ფი­ლიყ­ვნენ, ამას იზამ­დნენ? მიშა რომ არ იპა­რავ­და, ამი­ტო­მაც გა­ი­ღო ბი­უ­ჯე­ტი­დან დუ­ბა­ი­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი დღე­ე­ბის ხარ­ჯი. დუ­ბა­ის ვინ ჩი­ვის, მხარ­დამ­ჭე­რე­ბის­თვის სა­ჩუ­ქე­ბე­ლი ცხვრე­ბიც კი დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის ხარ­ჯით აქვს ნა­ყი­დი. ან ეს­პა­ნე­ლი მზა­რე­უ­ლის ფულს გა­დაგ­ვახ­დე­ვი­ნებ­და?

ამას იკად­რებ­და, კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო და ჯი­ბე­ში მი­ლი­ო­ნე­ბი ჩა­ე­დო? მა­შინ ხომ არ და­ხარ­ჯავ­და ჩვე­ნი ჯი­ბი­დან მზა­რე­უ­ლის­თვის ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ ლარს?

ამი­ტომ სა­ერ­თოდ არ ვბრაზ­დე­ბი ჩვენს პრე­ზი­დენ­ტსა და მისი გუნ­დის წევ­რებ­ზე. რა ექ­ნათ, პა­ტი­ო­სა­ნი და გაღ­ლე­ტი­ლი ბი­ჭე­ბი არი­ან და დას­ვე­ნე­ბაც და გარ­თო­ბაც ხომ უნ­დო­დათ! მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ხარ­ჯმა გა­მაბ­რა­ზა. აფ­თი­აქ­ში წამ­ლის ხარ­ჯი ან "გუდ­ვილ­ში" სან­დრას­თვის ნა­ყი­დი წვე­ნის ფული რამ გა­გა­ტა­რე­ბი­ნა სა­ი­დუმ­ლო ხარ­ჯებ­ში, შე კაი კაცო?! ვერც ამას გას­წვდე­ბო­და შენი ხელ­ფა­სი? ან ლობსტე­რის კუდი რო­გორ ჭამე მარ­ტომ ჩვენს ხარ­ჯზე? თან ლა­მის სა­მა­სი ლარი ამ ერთ კუდ­ში რამ გა­და­გახ­დე­ვი­ნა? არა, ლობსტე­რის კუდს ვერ გა­პა­ტი­ებ, თო­რემ იუშ­ჩენ­კო რომ აბა­ნო­ში გა­უშ­ვი, ამას არც გსაყ­ვე­დუ­რობ. ეგ კაცი ისე გვედ­გა გვერ­დით, ერთი აბა­ნო კი ეკუთ­ვნო­და. უბ­რა­ლოდ, სა­ი­დუმ­ლო ხარ­ჯი რა­ტომ იყო მისი გან­ბან­ვა, ეს ვერ გა­ვი­გეთ, თო­რემ ისე с легким паром... ბა­ტო­ნო ვიქ­ტორ!..…

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან" "ეროვ­ნულ მოძ­რა­ო­ბამ­დე"

არ ვიცი, 2007 წლის 7 ნო­ე­მერს ან 2011 წლის 26 მა­ისს, რო­დე­საც მი­ტინ­გე­ბის დარ­ბე­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებ­დნენ, მიშა და ვანო ფიქ­რობ­დნენ თუ არა, რომ ერთ მშვე­ნი­ერ დღეს მა­თაც მო­უ­წევ­დათ მიკრო­ფო­ნით ხელ­ში რუს­თა­ველ­ზე დგო­მა და მხარ­დამ­ჭე­რე­ბის­თვის მი­მარ­თვა. სა­ვა­რა­უ­დოდ, არა. მათ ხომ მა­შინ ეგო­ნათ, რომ მი­ნი­მუმ კი­დევ 30 წელი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში იქ­ნე­ბოდ­ნენ. დღეს ისი­ნი ქუ­ჩა­ში დგა­ნან და მი­ტინ­გებს ატა­რე­ბენ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მათ მხარ­დამ­ჭე­რებ­ზე ზე­წო­ლა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ და მო­უ­წო­დე­ბენ, არ გა­და­უხ­ვი­ოს და­სავ­ლუ­რი კურ­სი­დან. ეს ყვე­ლა­ფე­რი უკვე სა­სა­ცი­ლოც აღა­რაა. ზოგ­ჯერ აღარ გინ­და ადა­მი­ანს, ას­ჯერ ნათ­ქვა­მი გა­ი­მე­ო­რო, მაგ­რამ მა­ინც გი­წევს, დას­ვა რი­ტო­რი­კუ­ლი შე­კი­თხვა:

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

"ნაციონალური მოძრაობიდან" "ეროვნულ მოძრაობამდე"

"ნაციონალური მოძრაობიდან" "ეროვნულ მოძრაობამდე"

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

ცხრუკვეთიდან ფხუკეთამდე

ჩვენ რომ გვეგონა, ცხრუკვეთის იქით ფეხს არ დგამდა, თურმე ფხუკეთსაც არ იკლებდა. ასეთი "ქართული" სახელის კურორტი ტაილანდში ყოფილა. არადა, შვებულება ოფიციალურად ერთხელაც არ აუღია. ხან რუჯის ფერით ვხვდებოდით და ხან თურქი პაპარაცების გადაღებული ფოტოებით, რომ ჩვენი პრეზიდენტი სადღაც დასასვენებლად გაძვრა. იმასაც ვხვდებოდით, ამას საკუთარი ფულით რომ არ აკეთებდა და ჩვენს ხარჯზე ისვენებდა, მაგრამ ასე კაპიკ-კაპიკ დათვლილი რომ წარმოგვიდგინეს, მაინც აღვშფოთდით. არადა - სულ ტყუილად! დღე და ღამე პრეზიდენტი ქვეყნის ბედზე რომ ფიქრობს და 24 საათი ქვეყანას აშენებს, ხანდახან დასვენებაც მოუნდება, აბა, რა იქნება! რომ იძახდით, მილიარდები აქვს მოპარულიო, მილიარდები რომ მოეპარა, შვილს სწავლის ფულს ბიუჯეტიდან ხომ არ გადაურიცხავდა? ან ქალებს ბიუჯეტის ფულით ხომ არ აჩუქებდა რაღაც-რაღაცებს?! "2010 წლის ოქტომბერში მიხეილ სააკაშვილი და თბილისის მერი წავიდნენ ავსტრიის ერთ-ერთ ძვირადღირებულ კურორტზე, ჩაიტარეს გასახდომი პროცედურები, რაც ასევე ფარული ხარჯებიდან დაფინანსდა და თანხამ 115 ათას ლარს მიაღწია," - ნათქვამია ამ თემაზე გავრცელებულ ინფორმაციაში. მიშა და გიგი კორუმპირებულები რომ ყოფილიყვნენ, ამას იზამდნენ? მიშა რომ არ იპარავდა, ამიტომაც გაიღო ბიუჯეტიდან დუბაიში გატარებული დღეების ხარჯი. დუბაის ვინ ჩივის, მხარდამჭერებისთვის საჩუქებელი ცხვრებიც კი დაცვის სამსახურის ხარჯით აქვს ნაყიდი. ან ესპანელი მზარეულის ფულს გადაგვახდევინებდა?

ამას იკადრებდა, კორუმპირებული რომ ყოფილიყო და ჯიბეში მილიონები ჩაედო? მაშინ ხომ არ დახარჯავდა ჩვენი ჯიბიდან მზარეულისთვის ნახევარ მილიონ ლარს?

ამიტომ საერთოდ არ ვბრაზდები ჩვენს პრეზიდენტსა და მისი გუნდის წევრებზე. რა ექნათ, პატიოსანი და გაღლეტილი ბიჭები არიან და დასვენებაც და გართობაც ხომ უნდოდათ! მხოლოდ რამდენიმე ხარჯმა გამაბრაზა. აფთიაქში წამლის ხარჯი ან "გუდვილში" სანდრასთვის ნაყიდი წვენის ფული რამ გაგატარებინა საიდუმლო ხარჯებში, შე კაი კაცო?! ვერც ამას გასწვდებოდა შენი ხელფასი? ან ლობსტერის კუდი როგორ ჭამე მარტომ ჩვენს ხარჯზე? თან ლამის სამასი ლარი ამ ერთ კუდში რამ გადაგახდევინა? არა, ლობსტერის კუდს ვერ გაპატიებ, თორემ იუშჩენკო რომ აბანოში გაუშვი, ამას არც გსაყვედურობ. ეგ კაცი ისე გვედგა გვერდით, ერთი აბანო კი ეკუთვნოდა. უბრალოდ, საიდუმლო ხარჯი რატომ იყო მისი განბანვა, ეს ვერ გავიგეთ, თორემ ისე с легким паром... ბატონო ვიქტორ!..…

"ნაციონალური მოძრაობიდან" "ეროვნულ მოძრაობამდე"

არ ვიცი, 2007 წლის 7 ნოემერს ან 2011 წლის 26 მაისს, როდესაც მიტინგების დარბევის გადაწყვეტილებას იღებდნენ, მიშა და ვანო ფიქრობდნენ თუ არა, რომ ერთ მშვენიერ დღეს მათაც მოუწევდათ მიკროფონით ხელში რუსთაველზე დგომა და მხარდამჭერებისთვის მიმართვა. სავარაუდოდ, არა. მათ ხომ მაშინ ეგონათ, რომ მინიმუმ კიდევ 30 წელი ხელისუფლებაში იქნებოდნენ. დღეს ისინი ქუჩაში დგანან და მიტინგებს ატარებენ. ხელისუფლებას მათ მხარდამჭერებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ და მოუწოდებენ, არ გადაუხვიოს დასავლური კურსიდან. ეს ყველაფერი უკვე სასაცილოც აღარაა. ზოგჯერ აღარ გინდა ადამიანს, ასჯერ ნათქვამი გაიმეორო, მაგრამ მაინც გიწევს, დასვა რიტორიკული შეკითხვა:

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა