მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეა თუთბერიძე - "გამოვიდა, რომ ბაჩო ახალაია გაწირეს"
თეა თუთბერიძე - "გამოვიდა, რომ ბაჩო ახალაია გაწირეს"

"თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რის ცენ­ტრის" აღ­მას­რუ­ლე­ბელ დი­რექ­ტორ თეა თუთ­ბე­რი­ძეს აინ­ტე­რე­სებს, გა­წი­რეს თუ არა "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ბაჩო ახა­ლა­ია.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თუთ­ბე­რი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ბაჩო ახა­ლა­ია ამ­დე­ნი ხა­ნია, და­კა­ვე­ბუ­ლია და ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მხრი­დან არ გა­კე­თე­ბუ­ლა არც ერთი გან­ცხა­დე­ბა, რო­დე­საც მისი მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის ერ­თა­დერ­თი მი­ნის­ტრია დღეს ცი­ხე­ში.

თუთ­ბე­რი­ძის თქმით, ასე­ვე, გა­უ­გე­ბა­რია, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სხვა ლი­დე­რე­ბის მხრი­დან რა­ტომ არ კეთ­დე­ბა გან­ცხა­დე­ბე­ბი ბაჩო ახა­ლა­ი­ას უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ასე­ვე გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ აძ­ლე­ვენ ბაჩო ახა­ლა­ი­ას წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბებს ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე­ე­ბი შალ­ვა ჯა­ნაშ­ვი­ლი და მისი უახ­ლო­ე­სი გა­რე­მოც­ვის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ზუ­რაბ არ­სოშ­ვი­ლი.

"ბევ­რი რა­მეა გა­უ­გე­ბა­რი. კი­თხვე­ბი ჩნდე­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ მო­ქა­ლა­ქე­ებ­ში. მათ შო­რის, მეც მე­კი­თხე­ბი­ან სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ზე, თუ რა­ტომ არ და­დი­ან სა­სა­მარ­თლო­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მო­რა­ო­ბის" ლი­დე­რე­ბი, რა­ტომ არ მო­დის იგი­ვე ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი, რა­ტომ არ გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა. ძა­ლი­ან ბევრ კი­თხვას მის­ვა­მენ მე პი­რა­დად და მეც ვერ ვცემ მათ ამა­ზე პა­სუხს, ანუ გა­მო­ვი­და, რომ გა­წი­რეს ეს ადა­მი­ა­ნი, თუ კიდე რამე სხვა არის ამ ყვე­ლაფ­რის უკან", - აღ­ნიშ­ნა თუთ­ბე­რი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თა­ვად ბაჩო ახა­ლა­ი­ას თუ აქვს კი­თხვე­ბი ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­თან და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სხვა ლი­დე­რებ­მა, მისი თქმით, ამ სა­კი­თხზე ყო­ფილ მი­ნის­ტრთან ჯერ არ უსა­უბ­რია.

ამას­თან, თეა თუთ­ბე­რი­ძე სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით დათა ახა­ლა­ი­ას სა­ხე­ლით გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ რო­გორც მის­თვის არის ცნო­ბი­ლი, ეს გან­ცხა­დე­ბა დათა ახა­ლა­ი­ას არ ეკუთ­ვნის.

"მე ვე­სა­უბ­რე იმ ადა­მი­ა­ნებს, რო­მელბ­საც და­თას­თან პირ­და­პი­რი კავ­ში­რი აქვთ და ისი­ნი ამას არ ადას­ტუ­რე­ბენ. თუმ­ცა მე ვერ გე­ტყვით, რა­ზეც გან­ცხა­დე­ბა­შია სა­უ­ბა­რი ეს სი­მარ­თლეა თუ სიც­რუე და რა დგას ამ ყვე­ლაფ­რის უკან", - გა­ნა­ცხა­და თეა თუთ­ბე­რი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, თუ ეს სი­მარ­თლეა ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ალ­ბათ შე­სა­ბა­მი­სი სა­მი­ნის­ტროს სპეც-სამ­სა­ხუ­რებს ექ­ნე­ბათ და სრუ­ლი­ად შე­საძ­ლე­ბე­ლია, ეს მათი მხრი­დან იყოს 19 აპ­რი­ლის აქ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხარ­დამ­ჭე­რებ­ში დაბ­ნე­უ­ლო­ბა შე­ი­ტა­ნონ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

თეა თუთბერიძე - "გამოვიდა, რომ ბაჩო ახალაია გაწირეს"

თეა თუთბერიძე - "გამოვიდა, რომ ბაჩო ახალაია გაწირეს"

"თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" აღმასრულებელ დირექტორ თეა თუთბერიძეს აინტერესებს, გაწირეს თუ არა "ნაციონალებმა" შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თუთბერიძემ განუცხადა, ბაჩო ახალაია ამდენი ხანია, დაკავებულია და ვანო მერაბიშვილის მხრიდან არ გაკეთებულა არც ერთი განცხადება, როდესაც მისი მინისტრთა კაბინეტის ერთადერთი მინისტრია დღეს ციხეში.

თუთბერიძის თქმით, ასევე, გაუგებარია, "ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერების მხრიდან რატომ არ კეთდება განცხადებები ბაჩო ახალაიას უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით, ასევე გაუგებარია, რატომ აძლევენ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენებებს ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილეები შალვა ჯანაშვილი და მისი უახლოესი გარემოცვის წარმომადგენელი ზურაბ არსოშვილი.

"ბევრი რამეა გაუგებარი. კითხვები ჩნდება ჩვეულებრივ მოქალაქეებში. მათ შორის, მეც მეკითხებიან სასამართლო პროცესებზე, თუ რატომ არ დადიან სასამართლოში "ნაციონალური მორაობის" ლიდერები, რატომ არ მოდის იგივე ვანო მერაბიშვილი, რატომ არ გააკეთა განცხადება. ძალიან ბევრ კითხვას მისვამენ მე პირადად და მეც ვერ ვცემ მათ ამაზე პასუხს, ანუ გამოვიდა, რომ გაწირეს ეს ადამიანი, თუ კიდე რამე სხვა არის ამ ყველაფრის უკან", - აღნიშნა თუთბერიძემ.

რაც შეეხება იმას, თავად ბაჩო ახალაიას თუ აქვს კითხვები ვანო მერაბიშვილთან და "ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერებმა, მისი თქმით, ამ საკითხზე ყოფილ მინისტრთან ჯერ არ უსაუბრია.

ამასთან, თეა თუთბერიძე სოციალური ქსელით დათა ახალაიას სახელით გავრცელებულ განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ როგორც მისთვის არის ცნობილი, ეს განცხადება დათა ახალაიას არ ეკუთვნის.

"მე ვესაუბრე იმ ადამიანებს, რომელბსაც დათასთან პირდაპირი კავშირი აქვთ და ისინი ამას არ ადასტურებენ. თუმცა მე ვერ გეტყვით, რაზეც განცხადებაშია საუბარი ეს სიმართლეა თუ სიცრუე და რა დგას ამ ყველაფრის უკან", - განაცხადა თეა თუთბერიძემ.

მისივე თქმით, თუ ეს სიმართლეა ამის შესახებ ინფორმაცია ალბათ შესაბამისი სამინისტროს სპეც-სამსახურებს ექნებათ და სრულიად შესაძლებელია, ეს მათი მხრიდან იყოს 19 აპრილის აქციასთან დაკავშირებით გავრცელებული, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებში დაბნეულობა შეიტანონ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა