ვარსკვლავებს შორის ამერიკელებს ყველაზე მეტად 91 წლის მსახიობი ბეტი უაიტი უყვართ. აშშ-ში ყოველწლიურად ტარდება გამოკითხვა ყველაზე საყვარელი ცნობილების გამოსავლენად. ბეტი ამერიკელებმა უკვე მესამედ აირჩიეს.
კომედიური ჟანრის მსახიობმა და ტელეწამყვანმა, ბეტი უაიტმა მოღვაწეობა 1930-იანი წლების ბოლოს დაიწყო. 20 წლის შემდეგ მას უკვე საკუთარი შოუ ჰქონდა. მას მიღებული აქვს არაერთი ჯილდო და ჰოლივუდის დიდების ხეივანში საკუთარი სახელობის ვარსკვლავიც გაუხსნეს.
ახლა ბეტი სერიალ "ოქროს გოგონებში" მონაწილეობს, აქტიურადაა დაკავებული ქველმოქმედებით და ცხოველთა უფლებებსაც იცავს.
მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.