შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვანით ვაჭრობის ფაქტი გახსნა.
როგორც უწყებაში დღეს გამართულ ბრიფინგზე შს სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, 2013 წლის თებერვლიდან შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს მიერ მიწოდებული ინფრმაციის საფუძველზე, მიმდინარეობდა გამოძიება არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ხასიათის სურათებისა და ვიდეოჩანაწერებისა და უკანონო დამზადების, გავრცელებისა და გასაღების ფაქტზე.
გიორგობიანის ინფორმაციით, გამოძიება პარალელურად მიმიდნარეობდა ამერიკის შეერთებული შტატების, ისრაელისა და ავსტრალიის სპეცსამსახურების მიერ. ინფორმაციული უზრუნველყოფის მხრივ, გამოძიებას აქტიურად ეხმარებოდა აშშ-ის საელჩო საქართველოში და ინტერპოლის გენერალური სამდივნო.
მისივე თქმით, ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებისა და ქვეყნებს შორის კოორდინირებული მუშაობის შედეგად სამართალდამცავი ორგანოებისთვის ცნობილი გახდა მსხვრპლისა და ბრალდებულების ვინაობა. კერძოდ, გამოძიებამ დაადგინა, რომ მსხვერპლი არის საქართველოს მოქალაქე, 11 წლის მცირეწლოვანი გოგონა, რომელსაც ორი წლის განმავლობაში აიძულებდა დედა, მონაწილეობა მიეღო პორნოგრაფიული სურათებისა და ვიდეოების გადაღებაში. მცირეწლოვანის პრონოგრაფიულ მასალებს ეს უკანასკნელი მატერიალური გამორჩენის მიზნით გარკვეული თანხის სანაცვლოდ ყიდდა ქართული წარმოშობის ისრაელის მოქალაქე მამაკაცზე.
ნინო გიორგობიანის განცხადებით, აღნიშნული პიროვნება არაერთხელ იმყოფებოდა საქართველოში და თანამზრახველ დედასთან ერთად მონაწილეობდა ფოტომასალის დამზადებაში. თავის მხრივ, იგი ისარელაში IT მისამართიდან ტვირთავდა აღნიშნულ ფოტო და ვიდეომასალას სხვადასხვა ინტერნეტსაიტებზე და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ახდებდა გარკვეული თანხის სანაცვლოდ მათ რეალიზაციას.
როგორც ნინო გიორგობიანმა აღნიშნა, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით შეგროვდა უამრავი მტკიცებულება, რამაც უტყუარი გახადა დედისა და მისი თანამონაწილის ბრალეულობა. დანაშაულის სენსიტიურობიდან გამომდინარე და იმისთვის, რათა არ მომხდარიყო მტკიცებულების განადგურება, დაუყოვნებლივ იქნა მიღებული ზომები, როგორც შს სამინსიტროს ცენტრალური კრიმინალური პოლციის ასევე ისრაელის სამართალდაცავი ორგანოების მიერ და ორივე ქვეყანაში დაიგეგმა ბრალდებულების დაკავების ერთდროული ოპერაცია.
"მიმდინარე წლის 8 აპრილს, საქართველოში დააკავეს მსხვერპლის დედა 45 წლის საქართველოს მოსაქალაქე, ხოლო ისარაელში წარსულში ყაჩაღობისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაქცევისთვის ნასამართლევი 42 წლის ისრაელის მოქალაქე მამაკაცი. არასრულწლოვნის დაკავებული დედა მოთავსებულია თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში და მის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 153-ე მუხლით, რაც გულისხმობს არასრულწოვნით ვაჭრობას, ანუ ტრეფიკინგს. აღნიშნული დანაშაული 8- დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება", -აღნიშნა შს სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა.
ნინო გიორგობიანის თქმით, დაზარალებული 11 წლის გოგონა გადაყვანიალია ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის თავშესაფარში. ამჟამად მას რესოციალიზაციის მიზნით გამოცდილი ფსიქოლოგები სარეაბილიტაციო კურსს უტარებენ.