მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი მარგველაშვილი - შეძრწუნებული ვარ, არ ვიცოდი, რომ რუსთავის სკოლებში სახელმძღვანელოების ქსეროასლებით სწავლობენ
გიორგი მარგველაშვილი - შეძრწუნებული ვარ, არ ვიცოდი, რომ რუსთავის სკოლებში სახელმძღვანელოების ქსეროასლებით სწავლობენ

გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი და რუს­თა­ვის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი ზვი­ად ძი­ძი­გუ­რი დღეს რუს­თა­ვის #21 სა­ჯა­რო სკო­ლის პე­და­გო­გებ­სა და მშობ­ლებს შეხ­ვდნენ.

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა მათ უფა­სო სას­კო­ლო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სი­ახ­ლე გა­აც­ნო და მშობ­ლე­ბი­სა და პე­და­გო­გე­ბის მიერ დას­მულ შე­კი­თხვებს უპა­სუ­ხა.

სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში წელს უფა­სო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი რუს­თა­ვის #21 სა­ჯა­რო სკო­ლის მხო­ლოდ 137 მოს­წავ­ლეს და­უ­რიგ­და, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კი აღ­ნიშ­ნულ სკო­ლა­ში 500-ზე მეტი მოს­წავ­ლეა ხელ­მოკ­ლე ოჯა­ხი­დან.

შეხ­ვედ­რა­ზე გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა და ზვი­ად ძი­ძი­გურ­მა შე­ი­ტყვეს, რომ 17 მოს­წავ­ლეს დღემ­დე სკო­ლა ეხ­მა­რე­ბა და ყო­ველ­დღი­უ­რად თი­თო­ე­ულ მათ­განს ყვე­ლა საგ­ნის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­სა და სას­კო­ლო მა­სა­ლის ქსე­რო­ას­ლებს უმ­ზა­დებს.

"მე შეძრწუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და არ ვი­ცო­დი, რომ რუს­თა­ვის სკო­ლებ­ში სას­კო­ლო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის ქსე­რო­ას­ლე­ბით სწავ­ლო­ბენ. რუს­თავ­ში 13 ათა­სი მოს­წავ­ლეა და 3 ათასს აქვს ასე­თი ქსე­რო­ას­ლე­ბი. ამ ქსე­რო­ას­ლე­ბი­სათ­ვის მშო­ბელს ცალ­კე ქა­ღალ­დის შოვ­ნა სჭირ­დე­ბა, ცალ­კე ქსე­რო­ქ­სი. ამ სკო­ლის შემ­თხვე­ვა­ში, მათ უფა­სოდ უკე­თე­ბენ ქსე­რო­ას­ლებს. აი, ეს არის რე­ა­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც მე ვსა­უბ­რობ­დი, რომ სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუმ­სა და სა­შუ­ა­ლო შე­მო­სა­ვალს შო­რის გან­სხვა­ვე­ბა არის სულ 8 ლარი და ბუ­ნებ­რი­ვია წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ წიგ­ნე­ბი და­უ­რი­გოთ უფა­სოდ მოს­წავ­ლე­ებს? ელე­მენ­ტა­რუ­ლად, აქ არის უბ­რა­ლოდ არ­ჩე­ვა­ნი", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, რუს­თა­ვის პე­და­გო­გებ­მა და მშობ­ლებ­მა მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უ­ცხა­დებს ინი­ცი­ა­ტი­ვას სას­კო­ლო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის უფა­სოდ და­რი­გე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

მი­ნის­ტრის თქმით, მხო­ლოდ 10 მი­ლი­ო­ნი ლა­რია სა­ჭი­რო იმი­სათ­ვის, რომ სას­კო­ლო წიგ­ნე­ბი და­ი­ბეჭ­დოს და უფა­სოდ და­უ­რიგ­დეს სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს. წიგ­ნებს სკო­ლას გა­დას­ცე­მენ, მოს­წავ­ლე ისარ­გებ­ლებს და ისევ სკო­ლას და­უბ­რუ­ნებს. იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ მოს­წავ­ლე სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს გა­ა­ფუ­ჭებს, ზა­რა­ლის ანა­ზღა­უ­რე­ბა მშო­ბელს და­ე­კის­რე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

გიორგი მარგველაშვილი - შეძრწუნებული ვარ, არ ვიცოდი, რომ რუსთავის სკოლებში სახელმძღვანელოების ქსეროასლებით სწავლობენ

გიორგი მარგველაშვილი - შეძრწუნებული ვარ, არ ვიცოდი, რომ რუსთავის სკოლებში სახელმძღვანელოების ქსეროასლებით სწავლობენ

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი და რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად ძიძიგური დღეს რუსთავის #21 საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მშობლებს შეხვდნენ.

გიორგი მარგველაშვილმა მათ უფასო სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებული სიახლე გააცნო და მშობლებისა და პედაგოგების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

სოციალური პროგრამის ფარგლებში წელს უფასო სახელმძღვანელოები რუსთავის #21 საჯარო სკოლის მხოლოდ 137 მოსწავლეს დაურიგდა, არსებული ინფორმაციით, კი აღნიშნულ სკოლაში 500-ზე მეტი მოსწავლეა ხელმოკლე ოჯახიდან.

შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა და ზვიად ძიძიგურმა შეიტყვეს, რომ 17 მოსწავლეს დღემდე სკოლა ეხმარება და ყოველდღიურად თითოეულ მათგანს ყველა საგნის სახელმძღვანელოსა და სასკოლო მასალის ქსეროასლებს უმზადებს.

"მე შეძრწუნებული ვიყავი და არ ვიცოდი, რომ რუსთავის სკოლებში სასკოლო სახელმძღვანელოების ქსეროასლებით სწავლობენ. რუსთავში 13 ათასი მოსწავლეა და 3 ათასს აქვს ასეთი ქსეროასლები. ამ ქსეროასლებისათვის მშობელს ცალკე ქაღალდის შოვნა სჭირდება, ცალკე ქსეროქსი. ამ სკოლის შემთხვევაში, მათ უფასოდ უკეთებენ ქსეროასლებს. აი, ეს არის რეალობა საქართველოში, რომლის შესახებაც მე ვსაუბრობდი, რომ საარსებო მინიმუმსა და საშუალო შემოსავალს შორის განსხვავება არის სულ 8 ლარი და ბუნებრივია წინააღმდეგობა იმასთან დაკავშირებით, რომ წიგნები დაურიგოთ უფასოდ მოსწავლეებს? ელემენტარულად, აქ არის უბრალოდ არჩევანი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, რუსთავის პედაგოგებმა და მშობლებმა მხარდაჭერა გამოუცხადებს ინიციატივას სასკოლო სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგებასთან დაკავშირებით.

მინისტრის თქმით, მხოლოდ 10 მილიონი ლარია საჭირო იმისათვის, რომ სასკოლო წიგნები დაიბეჭდოს და უფასოდ დაურიგდეს საჯარო სკოლის მოსწავლეებს. წიგნებს სკოლას გადასცემენ, მოსწავლე ისარგებლებს და ისევ სკოლას დაუბრუნებს. იმ შემთხვევაში თუ მოსწავლე სახელმძღვანელოს გააფუჭებს, ზარალის ანაზღაურება მშობელს დაეკისრება.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"