კონფლიქტები
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Facebook-ში მეგობრობა ბედნიერებას ვერ მოგიტანთ
Facebook-ში მეგობრობა ბედნიერებას ვერ მოგიტანთ

გა­დატ­ვირ­თუ­ლი სა­მუ­შაო გრა­ფი­კის გამო, ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ამ­ყა­რე­ბენ.

ერთი შე­ხედ­ვით ყვე­ლა­ფე­რი მარ­ტი­ვა­დაა: ახა­ლი ფო­ტო­სუ­რა­თე­ბით გა­ი­გებთ, რას აკე­თებს თქვე­ნი მე­გო­ბა­რი, სტა­ტუ­სი მის გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბი­ლე­ბას აჩ­ვე­ნებს, შე­გიძ­ლი­ათ დიდი ხნის უნა­ხავ მე­გო­ბარს მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბა გა­უგ­ზავ­ნოთ, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში თავს ვი­ტყუ­ებთ, რად­გა­ნაც აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ დრო­ის კარ­გვაა.

ჩეს­ტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფსი­ქო­ლო­გებ­მა რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რი დას­კვნა წა­რად­გი­ნეს. ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­უბ­რი­სას ერ­თმა­ნეთს თვა­ლებ­ში უყუ­რე­ბენ, 50%-ით უფრო ბედ­ნი­ე­რე­ბი არი­ან, ვიდ­რე ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთს Facebook-ში ესა­უბ­რე­ბი­ან.

პრო­ფე­სო­რი სემ რო­ბერტსი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი ადა­მი­ა­ნებს და­მე­გობ­რე­ბა­ში ვერ და­ეხ­მა­რე­ბა. ფსი­ქო­ლო­გე­ბის თქმით, მსგავ­სი ტი­პის ურ­თი­ერ­თო­ბა მხო­ლოდ გარ­კვე­ულ ეტაპ­ზეა სა­ინ­ტე­რე­სო. ეს ეხე­ბა მო­ბი­ლურ­ზე სა­უ­ბარ­სა და მე­სი­ჯო­ბა­საც. თუმ­ცა, ფსი­ქო­ლო­გე­ბის თქმით, სხვა დატ­ვირ­თვა აქვს Skype-ს. ვებ-კა­მე­რა­ში სა­უ­ბა­რი უფრო "ახ­ლო­საა" რე­ა­ლო­ბას­თან, ვიდ­რე სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ურ­თი­ერ­თო­ბა.

"ადა­მი­ა­ნებს სურთ, მსოფ­ლი­ოს ეკონ­ტაქ­ტონ და ამის­თვის Facebook-ს იყე­ნე­ბენ. თუმ­ცა, უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­რონ, რომ იმე­დი გა­უც­რუვ­დე­ბათ. სა­ინ­ტე­რე­სო ექ­სპე­რი­მენ­ტი ჩა­ვა­ტა­რეთ: ადა­მი­ა­ნე­ბი შევ­კრი­ბეთ და ორ ჯგუ­ფად დავ­ყა­ვით. ერთ ნა­წილს 14 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში პი­რის­პირ ურ­თი­ერ­თო­ბა და Skype-ში ვებ-კა­მე­რით სა­უ­ბა­რი უწევ­დათ, ნა­წი­ლი კი ერ­თმა­ნეთს მხო­ლოდ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი­თა და მო­ბი­ლუ­რით ესა­უბ­რე­ბოდ­ნენ. შე­დე­გი ასე­თია: პირ­ვე­ლი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი, რომ­ლებ­საც რე­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ 50%-ით უფრო ბედ­ნი­ე­რე­ბი იყ­ვნენ, ვიდ­რე მე­ო­რე ჯგუ­ფის მო­ნა­წი­ლე­ნი", - გა­ნა­ცხა­დეს ჩეს­ტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფსი­ქო­ლო­გებ­მა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

ასე­ვე იხი­ლეთ:

Facebook-ზე შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი ფა­სი­ა­ნი იქ­ნე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა

Facebook-ში მეგობრობა ბედნიერებას ვერ მოგიტანთ

Facebook-ში მეგობრობა ბედნიერებას ვერ მოგიტანთ

გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობას სოციალური ქსელების მეშვეობით ამყარებენ.

ერთი შეხედვით ყველაფერი მარტივადაა: ახალი ფოტოსურათებით გაიგებთ, რას აკეთებს თქვენი მეგობარი, სტატუსი მის გუნება-განწყობილებას აჩვენებს, შეგიძლიათ დიდი ხნის უნახავ მეგობარს მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნოთ, მაგრამ სინამდვილეში თავს ვიტყუებთ, რადგანაც აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ დროის კარგვაა.

ჩესტერის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ კონფერენციაზე ოფიციალური დასკვნა წარადგინეს. ის ადამიანები, რომლებიც საუბრისას ერთმანეთს თვალებში უყურებენ, 50%-ით უფრო ბედნიერები არიან, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს Facebook-ში ესაუბრებიან.

პროფესორი სემ რობერტსი ირწმუნება, რომ სოციალური ქსელები ადამიანებს დამეგობრებაში ვერ დაეხმარება. ფსიქოლოგების თქმით, მსგავსი ტიპის ურთიერთობა მხოლოდ გარკვეულ ეტაპზეა საინტერესო. ეს ეხება მობილურზე საუბარსა და მესიჯობასაც. თუმცა, ფსიქოლოგების თქმით, სხვა დატვირთვა აქვს Skype-ს. ვებ-კამერაში საუბარი უფრო "ახლოსაა" რეალობასთან, ვიდრე სოციალურ ქსელებში ურთიერთობა.

"ადამიანებს სურთ, მსოფლიოს ეკონტაქტონ და ამისთვის Facebook-ს იყენებენ. თუმცა, უნდა გააცნობიერონ, რომ იმედი გაუცრუვდებათ. საინტერესო ექსპერიმენტი ჩავატარეთ: ადამიანები შევკრიბეთ და ორ ჯგუფად დავყავით. ერთ ნაწილს 14 დღის განმავლობაში პირისპირ ურთიერთობა და Skype-ში ვებ-კამერით საუბარი უწევდათ, ნაწილი კი ერთმანეთს მხოლოდ სოციალური ქსელებითა და მობილურით ესაუბრებოდნენ. შედეგი ასეთია: პირველი ჯგუფის წევრები, რომლებსაც რეალური ურთიერთობა ჰქონდათ 50%-ით უფრო ბედნიერები იყვნენ, ვიდრე მეორე ჯგუფის მონაწილენი", - განაცხადეს ჩესტერის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

ასევე იხილეთ:

Facebook-ზე შეტყობინებები ფასიანი იქნება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს