ქართულ ავიაბაზარზე ახალი მოთამაშეები შემოდიან. ამის შესახებ "ტავ ჯორჯიაში" განაცხადეს. საუბარია რამდენიმე ახალ ავიაგადამზიდ კომპნიაზე. მათ შორისაა უკრაინული "ეარ ონიქს ეარლაინსი" და "ისრ ეარ ეარლაინსი". ამასთან, მიმდინარეობს მოლაპარაკება ავიაკომპანია "ნოველეართან", რომელიც ჩარტერულ რეისებს, ტუნისის მიმართულებით განახორციელებს.
"ტავ ჯორჯია" მზადაა, ხელი შეუწყოს ყველა ავიაკომპანიას, რომელიც თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში ოპერირებს. "გაზრდილი სიხშირეები, ახალი მიმართულებები და ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა, განაპირობებს ქართული ავიაბაზრის განვითარებას", - აცხადებს "ტავ ჯორჯიას" გენერალური მენეჯერი, მეთე ერქალი.
გარდა ამისა, უახლოეს მომავალში პირველად შესრულდება ბარსელონას, ბრიუსელის, სტოკჰოლმისა და ვარნას პირდაპირი რეისები.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ "რადიო მარკეტში"
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო "პალიტრის" ეთერში - FM 103.9