სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მეგონა, ამ კაბას ასეთი აჟიოტაჟი თუ მოჰყვებოდა"
"არ მეგონა, ამ კაბას ასეთი აჟიოტაჟი თუ მოჰყვებოდა"

რამ­დე­ნი­მე კვი­რაა მით­ქმა-მით­ქმა არ წყდე­ბა: გა­და­ცე­მა­ში - "რა? სად? რო­დის?" მკერდმო­შიშ­ვლე­ბუ­ლი გო­გო­ნა გა­მოჩ­ნდაო. გო­გო­ნა ნა­ხევ­რად გა­და­პარ­სუ­ლი ვარ­დის­ფე­რით თმით, "მო­აზ­როვ­ნე" თამ­თა ჭა­ლი­ძეა.

რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, მას ბავ­შვო­ბი­დან გა­მორ­ჩე­უ­ლად და ექ­სტრა­ვა­გან­ტუ­რად ჩაც­მა ჰყვა­რე­ბია. თამ­თამ ისიც გვი­თხრა, - არ მე­გო­ნა, ამ კა­ბას ასე­თი აჟი­ო­ტა­ჟი თუ მოჰ­ყვე­ბო­დაო.

თამ­თა ჭა­ლი­ძე:

- 22 წლის ვარ. თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე. ერთი პე­რი­ო­დი ვმუ­შა­ობ­დი, ახლა კი აღარ ვმუ­შა­ობ და მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში ჩა­სა­ბა­რე­ბე­ლი გა­მოც­დე­ბის­თვის ვემ­ზა­დე­ბი. 2008 წელს ჩემ­მა კურ­სელ­მა და მე­გო­ბარ­მა მი­მიყ­ვა­ნა კლუბ­ში თა­მაშ­ზე - "რა? სად? რო­დის?" ამ დღემ ჩემ­ზე დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა და მას შემ­დეგ მეც ჩა­ვერ­თე. ძა­ლი­ან აზარ­ტუ­ლი ვარ, დღემ­დე არც ერთ თა­მაშს არ ვაც­დენ. ბევ­რი მე­გო­ბა­რი შე­ვი­ძი­ნე. სა­კუ­თა­რი ცოდ­ნის გა­მო­სავ­ლე­ნად და ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად, ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო გზაა. ჩემ­ზე ასა­კობ­რი­ვი შე­ზღუდ­ვა მოქ­მე­დებს და ჯერ არ დავ­მჯდარ­ვარ სარ­კი­სებრ მა­გი­დას­თან. ამ­ჟა­მად სუ­პერ­ლი­გა­ში ვთა­მა­შობ. სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მე­ბის ჩა­წე­რას კი, მხო­ლოდ ვეს­წრე­ბი. მე­გობ­რებს ვგულ­შე­მატ­კივ­რობ. ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ კლუბ­ში ჩემი გა­რეგ­ნო­ბა სხვე­ბი­სა­გან გან­სხვავ­დე­ბა. ხში­რად ვიც­ვლი ხოლ­მე რო­გორც ვარ­ცხნი­ლო­ბას, ასე­ვე სტილს. ამ ბოლო დროს თმის ფერი ხში­რად შე­ვიც­ვა­ლე. გუ­შინ კი თმა სა­ერ­თოდ გა­და­ვი­პარ­სე.

- ბავ­შვო­ბი­დან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გე­მოვ­ნე­ბა გქონ­და თუ ახლა შე­გეც­ვა­ლა?

- ბავ­შვო­ბა­ში იმ­დე­ნად არა. ყო­ველ­თვის სპორ­ტულ სტილს ვა­ნი­ჭებ­დი უპი­რა­ტე­სო­ბას. მიყ­ვარ­და მოკ­ლე შორ­ტე­ბი და კე­დე­ბი. სტუ­დენ­ტო­ბის სა­წყის ეტაპ­ზე კი "პან­კო­ბის" პე­რი­ო­დიც მქონ­და.

- ალ­ბათ პირ­სინ­გი და სვი­რინ­გი ბლო­მად გაქვს, არა?

- თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, პირ­სინ­გი არ მაქვს. ყუ­რე­ბიც კი გვი­ან, 14 წლი­სამ გა­ვიხვრი­ტე. ცოტა მე­ში­ნო­და და ალ­ბათ მა­გი­ტომ. სურ­ვი­ლი მაქვს, რომ გა­ვი­კე­თო. ალ­ბათ ოდეს­მე ამიხ­დე­ბა. ტა­ტუ­ე­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ჯერ­ჯე­რო­ბით ორი მაქვს. კი­დევ რამ­დე­ნი­მეს გა­კე­თე­ბას ვა­პი­რებ.

- შენი მშობ­ლე­ბის­თვის არას­დროს ყო­ფი­ლა მი­უ­ღე­ბე­ლი შენი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გა­რეგ­ნო­ბა?

- ჩემს ოჯახ­ში ამ თე­მის გამო პრობ­ლე­მა არას­დროს ყო­ფი­ლა. ყო­ველ­თვის კარ­გად ვსწავ­ლობ­დი, ვცეკ­ვავ­დი, ვცუ­რავ­დი. ეს იყო მათ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და არა ის, თუ რა ფე­რის თმა მექ­ნე­ბო­და.

ქუ­ჩა­ში თვა­ლის გა­მო­ყო­ლე­ბა კი - ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია. აპარ­სუ­ლი თა­ვის გამო ჩემი გუნ­დის კა­პი­ტა­ნი "ჯა­რის ძმა­კაცს" მე­ძახ­და. ჩემი გა­რეგ­ნო­ბის გამო მძაფ­რი რე­აქ­ცია არას­დროს არა­ვის ჰქო­ნია გა­და­ცე­მის - "რა? სად? რო­დის?" გას­ვლამ­დე.

- "რა? სად? რო­დის?" გას­ვლის შემ­დეგ ყვე­ლა შენ­ზე ლა­პა­რა­კობ­და: რო­გორც წესი, მო­აზ­როვ­ნე­ებ­სა და დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბას მკაც­რი სა­მო­სი აც­ვი­ათ, შენ კი რამ­დე­ნი­მე გა­და­ცე­მა­ში მკერ­დი გი­ჩან­და. ხალ­ხს ვერ გა­ერ­კვია, ვინ იყა­ვი.

- დიახ. რამ­დე­ნი­მე დღე სხვა სა­ჭო­რაო თემა მგო­ნი, არ ყო­ფი­ლა. ინ­ტერ­ნე­ტი ჩემი სუ­რა­თე­ბით იყო გა­დაჭ­რე­ლე­ბუ­ლი. გულ­წრფე­ლად გე­ტყვით, რომ უკვე შევ­წუხ­დი ამა­ზე ლა­პა­რა­კით. არ ვთვლი, რომ იმ კა­ბას ასე­თი აჟი­ო­ტა­ჟის ასა­ტე­ხი რა­ი­მე სჭირ­და. შე­იძ­ლე­ბა, ვი­ღა­ცა თვლის, რომ იმ გა­რე­მოს­თან, სა­დაც ის კაბა მეც­ვა, შე­უ­თავ­სე­ბე­ლი იყო, მაგ­რამ მე ასე არ ვფიქ­რობ. ძა­ლი­ან ლა­მა­ზი კა­ბაა. და­ვი­ნა­ხე თუ არა, მო­მე­წო­ნა და მა­შინ­ვე ვი­ყი­დე. თა­ნაც მგო­ნია, რომ მიხ­დე­ბა. მათ კი, ვინც ჩემ­მა ჩაც­მუ­ლო­ბამ გა­ა­ღი­ზი­ა­ნა, მინ­და ვუ­თხრა - გა­და­ცე­მის ყუ­რე­ბი­სას "მო­აზ­როვ­ნე­ებ­ზე" გა­და­ერ­თონ, კი­თხვე­ბის გა­მოც­ნო­ბა სცა­დონ. ჩემი აზ­რით, ამ შო­უ­ში მთა­ვა­რი - ინ­ტე­ლექ­ტია და ხალ­ხი ვი­ღა­ცის დე­კოლ­ტეს ვერც უნდა ამ­ჩნევ­დეს. თა­მა­შებს რომ ვუ­ყუ­რებ­დი ხოლ­მე, იმ­დე­ნად კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი მო­თა­მა­შე­ებ­ზე, უკან მდგო­მი ხალ­ხი არც შე­მიმ­ჩნე­ვია. თა­ნაც, ჩემ­თვის და ჩემ გარ­შე­მო მყოფ­თათ­ვის სუ­ლაც არ არის ეს კაბა "თა­მა­მი". მაგ­რამ ამის შემ­დეგ მე­ცო­დი­ნე­ბა, რო­გორ უნდა ჩა­ვიც­ვა (იცი­ნის).

- თმაც ძა­ლი­ან ექ­სტრა­ვა­გან­ტუ­რად გქონ­და - ვარ­დის­ფრად შე­ღე­ბი­ლი და ნა­ხევ­რად გა­და­პარ­სუ­ლი...

- თა­ვის გა­და­პარსვა ჩემი მე­გობ­რის იდეა იყო, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. თმის ფერი ამ ბოლო დროს იმ­დენ­ჯერ შე­ვიც­ვა­ლე, რა გი­თხრათ. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ლურ­ჯი ფერი. ამ ფე­რის თმა კი არას­დროს მქო­ნია. რომ გა­მეზ­რდე­ბა, ალ­ბათ შე­ვი­ღე­ბავ. ვუფრ­თხილ­დე­ბი ხოლ­მე, არ და­მი­ზი­ან­დეს, მაგ­რამ გა­და­პარსვაც არ არის მერე პრობ­ლე­მა.

- სა­მო­მავ­ლოდ რა გეგ­მე­ბი გაქვს?

- რო­გორც გი­თხა­რით, მა­გის­ტრა­ტუ­რის­თვის ვემ­ზა­დე­ბი. რა თქმა უნდა, გან­ვაგ­რძობ თა­მაშს - "რა? სად? რო­დის?" სწავ­ლის გა­საგ­რძე­ლებ­ლად სა­ზღვარ­გა­რეთ მინ­და წას­ვლა და ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა.

ჟანა გო­გი­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?

"არ მეგონა, ამ კაბას ასეთი აჟიოტაჟი თუ მოჰყვებოდა"

"არ მეგონა, ამ კაბას ასეთი აჟიოტაჟი თუ მოჰყვებოდა"

რამდენიმე კვირაა მითქმა-მითქმა არ წყდება: გადაცემაში - "რა? სად? როდის?" მკერდმოშიშვლებული გოგონა გამოჩნდაო. გოგონა ნახევრად გადაპარსული ვარდისფერით თმით, "მოაზროვნე" თამთა ჭალიძეა.

როგორც გავარკვიეთ, მას ბავშვობიდან გამორჩეულად და ექსტრავაგანტურად ჩაცმა ჰყვარებია. თამთამ ისიც გვითხრა, - არ მეგონა, ამ კაბას ასეთი აჟიოტაჟი თუ მოჰყვებოდაო.

თამთა ჭალიძე:

- 22 წლის ვარ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე. ერთი პერიოდი ვმუშაობდი, ახლა კი აღარ ვმუშაობ და მაგისტრატურაში ჩასაბარებელი გამოცდებისთვის ვემზადები. 2008 წელს ჩემმა კურსელმა და მეგობარმა მიმიყვანა კლუბში თამაშზე - "რა? სად? როდის?" ამ დღემ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მას შემდეგ მეც ჩავერთე. ძალიან აზარტული ვარ, დღემდე არც ერთ თამაშს არ ვაცდენ. ბევრი მეგობარი შევიძინე. საკუთარი ცოდნის გამოსავლენად და ახალი ინფორმაციის მისაღებად, ყველაზე საუკეთესო გზაა. ჩემზე ასაკობრივი შეზღუდვა მოქმედებს და ჯერ არ დავმჯდარვარ სარკისებრ მაგიდასთან. ამჟამად სუპერლიგაში ვთამაშობ. სატელევიზიო გადაცემების ჩაწერას კი, მხოლოდ ვესწრები. მეგობრებს ვგულშემატკივრობ. ინტელექტუალურ კლუბში ჩემი გარეგნობა სხვებისაგან განსხვავდება. ხშირად ვიცვლი ხოლმე როგორც ვარცხნილობას, ასევე სტილს. ამ ბოლო დროს თმის ფერი ხშირად შევიცვალე. გუშინ კი თმა საერთოდ გადავიპარსე.

- ბავშვობიდან განსხვავებული გემოვნება გქონდა თუ ახლა შეგეცვალა?

- ბავშვობაში იმდენად არა. ყოველთვის სპორტულ სტილს ვანიჭებდი უპირატესობას. მიყვარდა მოკლე შორტები და კედები. სტუდენტობის საწყის ეტაპზე კი "პანკობის" პერიოდიც მქონდა.

- ალბათ პირსინგი და სვირინგი ბლომად გაქვს, არა?

- თქვენ წარმოიდგინეთ, პირსინგი არ მაქვს. ყურებიც კი გვიან, 14 წლისამ გავიხვრიტე. ცოტა მეშინოდა და ალბათ მაგიტომ. სურვილი მაქვს, რომ გავიკეთო. ალბათ ოდესმე ამიხდება. ტატუები ძალიან მიყვარს. ჯერჯერობით ორი მაქვს. კიდევ რამდენიმეს გაკეთებას ვაპირებ.

- შენი მშობლებისთვის არასდროს ყოფილა მიუღებელი შენი განსხვავებული გარეგნობა?

- ჩემს ოჯახში ამ თემის გამო პრობლემა არასდროს ყოფილა. ყოველთვის კარგად ვსწავლობდი, ვცეკვავდი, ვცურავდი. ეს იყო მათთვის მნიშვნელოვანი და არა ის, თუ რა ფერის თმა მექნებოდა.

ქუჩაში თვალის გამოყოლება კი - ჩვეულებრივი ამბავია. აპარსული თავის გამო ჩემი გუნდის კაპიტანი "ჯარის ძმაკაცს" მეძახდა. ჩემი გარეგნობის გამო მძაფრი რეაქცია არასდროს არავის ჰქონია გადაცემის - "რა? სად? როდის?" გასვლამდე.

- "რა? სად? როდის?" გასვლის შემდეგ ყველა შენზე ლაპარაკობდა: როგორც წესი, მოაზროვნეებსა და დამსწრე საზოგადოებას მკაცრი სამოსი აცვიათ, შენ კი რამდენიმე გადაცემაში მკერდი გიჩანდა. ხალხს ვერ გაერკვია, ვინ იყავი.

- დიახ. რამდენიმე დღე სხვა საჭორაო თემა მგონი, არ ყოფილა. ინტერნეტი ჩემი სურათებით იყო გადაჭრელებული. გულწრფელად გეტყვით, რომ უკვე შევწუხდი ამაზე ლაპარაკით. არ ვთვლი, რომ იმ კაბას ასეთი აჟიოტაჟის ასატეხი რაიმე სჭირდა. შეიძლება, ვიღაცა თვლის, რომ იმ გარემოსთან, სადაც ის კაბა მეცვა, შეუთავსებელი იყო, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. ძალიან ლამაზი კაბაა. დავინახე თუ არა, მომეწონა და მაშინვე ვიყიდე. თანაც მგონია, რომ მიხდება. მათ კი, ვინც ჩემმა ჩაცმულობამ გააღიზიანა, მინდა ვუთხრა - გადაცემის ყურებისას "მოაზროვნეებზე" გადაერთონ, კითხვების გამოცნობა სცადონ. ჩემი აზრით, ამ შოუში მთავარი - ინტელექტია და ხალხი ვიღაცის დეკოლტეს ვერც უნდა ამჩნევდეს. თამაშებს რომ ვუყურებდი ხოლმე, იმდენად კონცენტრირებული ვიყავი მოთამაშეებზე, უკან მდგომი ხალხი არც შემიმჩნევია. თანაც, ჩემთვის და ჩემ გარშემო მყოფთათვის სულაც არ არის ეს კაბა "თამამი". მაგრამ ამის შემდეგ მეცოდინება, როგორ უნდა ჩავიცვა (იცინის).

- თმაც ძალიან ექსტრავაგანტურად გქონდა - ვარდისფრად შეღებილი და ნახევრად გადაპარსული...

- თავის გადაპარსვა ჩემი მეგობრის იდეა იყო, რომელიც ძალიან მომეწონა. თმის ფერი ამ ბოლო დროს იმდენჯერ შევიცვალე, რა გითხრათ. ძალიან მიყვარს ლურჯი ფერი. ამ ფერის თმა კი არასდროს მქონია. რომ გამეზრდება, ალბათ შევიღებავ. ვუფრთხილდები ხოლმე, არ დამიზიანდეს, მაგრამ გადაპარსვაც არ არის მერე პრობლემა.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

- როგორც გითხარით, მაგისტრატურისთვის ვემზადები. რა თქმა უნდა, განვაგრძობ თამაშს - "რა? სად? როდის?" სწავლის გასაგრძელებლად საზღვარგარეთ მინდა წასვლა და ვნახოთ, რა იქნება.

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"