სპორტი
პოლიტიკა
კონფლიქტები

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის გამოსტაცა ზურა ყიფშიძემ ლალი მოროშკინა
ვის გამოსტაცა ზურა ყიფშიძემ ლალი მოროშკინა

ქარ­თულ-რუ­სუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე 1-ლი ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ სულ უფრო ხში­რად და, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში, ცხა­რე­დაც კა­მა­თო­ბენ. ამის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად მხო­ლოდ ან­სამ­ბლ "ერი­სი­ო­ნის" ქვეყ­ნის მო­ღა­ლა­ტედ შე­რა­ცხვის ამ­ბა­ვიც კმა­რა. ჯერ უც­ნო­ბია, რა ჭრილ­ში გა­ნი­ხი­ლა­ვენ ქარ­თულ-რუ­სუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ცენ­ტრ "გრო­სის" შექ­მნის ამ­ბავს პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, მაგ­რამ რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი აცხა­დე­ბენ, ეს აპო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა და ის თბი­ლის­ში მხო­ლოდ კულ­ტუ­რუ­ლი, სა­მეც­ნი­ე­რო, სპორ­ტუ­ლი და ბიზ­ნეს­წრე­ე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით და­ფუძნ­და.

ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია 22 მარტს გა­ი­მარ­თა. რეს­ტორ­ნის შე­სას­ვლელ­ში სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო "კატ­რი­ნის" მო­დე­ლე­ბი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დრო­შის ფე­რე­ბის სა­მოს­ში გა­მო­წყო­ბი­ლე­ბი ჩამ­წკრი­ვე­ბუ­ლიყ­ვნენ, ფო­ი­ე­ში კი ნაც­მოძ­რა­ო­ბის მიერ დაბ­ლო­კი­ლი, "ჩა­რე­ცხი­ლი" და "გა­მო­უ­სა­დე­გა­რი" მომ­ღერ­ლე­ბი ტრი­ა­ლებ­დნენ. პირ­ვე­ლი თვალ­ში ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლი მომ­ხვდა, იქვე იყო "ფორ­ტე", ირმა სო­ხა­ძე, ჯე­მალ სე­ფი­აშ­ვი­ლი, ნუგ­ზარ კვა­შა­ლი. ასე­ვე ზურა ყიფ­ში­ძე, გუჯა ბურ­დუ­ლი, დიმა ჯა­ი­ა­ნი, კორ­კო­ტა. ექვს სა­ათ­ზე და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი პრე­ზენ­ტა­ცია ორი სა­ა­თის დაგ­ვი­ა­ნე­ბით და­ი­წყო. სა­პა­ტიო მი­ზე­ზი კი ჰქონ­დათ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს - მოს­კო­ვი­დან სტუმ­რებს ვე­ლო­დით. მათ შო­რის ნი­კო­ლას და­დი­ანს, აკა­დე­მი­კოს ევ­გე­ნი მაქ­სი­მოვს, მსა­ხი­ობ კა­ტე­რი­ნა კრუ­პე­რი­ნას, პრო­ფე­სორ დი­მიტ­რი ალექ­სე­ევს, მსა­ხი­ობ ეკა­ტე­რი­ნა სე­მი­ო­ნო­ვას, ჟურ­ნა­ლისტსა და ტე­ლე­წამ­ყვან დი­მიტ­რი დიბ­როვს, მხატ­ვარ ანა­ტო­ლი ისა­ენ­კოს, მომ­ღე­რალ ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას და სხვებს.

სა­ღა­მოს მომ­ღე­რა­ლი ზურა მან­ჯა­ვი­ძე და სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო "კატ­რი­ნის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ეკა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი უძღვე­ბოდ­ნენ. სტუმ­რე­ბის პა­ტივ­სა­ცე­მად წამ­ყვა­ნე­ბი რუ­სუ­ლად ლა­პა­რა­კობ­დნენ და სიმ­ღე­რე­ბის უმე­ტე­სო­ბაც ამ ენა­ზე შეს­რულ­და. "ფორ­ტეს" ერ­თა­დერ­თმა მა­მა­კაც­მა წამ­ყვა­ნო­ბას­თან ერ­თად თა­მა­დო­ბაც ითა­ვა და დრო­დად­რო სა­დღეგ­რძე­ლო­ებ­საც გვთა­ვა­ზობ­და. მას რიგ­რი­გო­ბით სტუმ­რე­ბი და მას­პინ­ძლე­ბიც უერ­თდე­ბოდ­ნენ. გან­სა­კუთ­რე­ბით ენა­წყლი­ა­ნი დი­მიტ­რი დიბ­რო­ვი აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ფე­რი გვი­ამ­ბო, რაც ქარ­თვე­ლებ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს­თან აკავ­ში­რებ­და, თან გვერ­დით მა­გი­დას­თან მჯდო­მი ლალი მო­როშ­კი­ნას­კენ აპა­რებ­და თვალს. ეს ამ­ბა­ვი კი იმით დამ­თავ­რდა, რომ დიბ­როვ­მა წი­თელ კა­ბა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ლალი სა­ცეკ­ვა­ოდ გა­იწ­ვია. რო­გორც ჩანს, ეს ფაქ­ტი მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა უკვე კარ­გად შე­ზარ­ხო­შე­ბუ­ლი ზურა ყიფ­ში­ძის­თვის და მო­ცეკ­ვა­ვე წყვი­ლის­კენ აიღო გეზი. მი­უ­ახ­ლოვ­და მო­როშ­კი­ნას, უკ­ნი­დან ხე­ლე­ბი მოხ­ვია და დიდ­ხანს ჰყავ­და ჩა­ხუ­ტე­ბუ­ლი. ლალი ყვი­რო­და, მიშ­ვე­ლეთ, მო­მა­შო­რეთ ეს კაცი, რა­ღაც მინ­და ვუ­თხრა ჩემს კო­ლე­გებ­სო. მაშ­ვე­ლი ბევ­რი გა­მოჩ­ნდა, ერთ-ერ­თმა ჩან­გა­ლიც კი მი­ურ­ბე­ნი­ნა ლა­ლის. ამან დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­ამ­ხი­ა­რუ­ლა. ზურა მა­ინც არ ყრი­და ფარ-ხმალს და ცო­ცხა­ლი თა­ვით არ თმობ­და ჩა­ხუ­ტე­ბულ ლა­ლის. როცა წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს და­ა­ცალ­კე­ვეს და ლა­ლიმ სული მო­ით­ქვა, დიქ­ტო­ფო­ნით მი­ვა­დე­ქი.

- ლალი, რა უნ­დო­და ზუ­რას?

- წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს.

- ვი­ფიქ­რე, შე­ზარ­ხო­შე­ბულს ძვე­ლი გრძნო­ბე­ბი ხომ არ აე­შა­ლა-მეთ­ქი...

- არა, არა, აი, რო­გორ ვრცელ­დე­ბა ჭო­რე­ბი. ვის­თან არ და­მა­წყვი­ლეს, მაგ­რამ ზუ­რას­თან არა­ფე­რი მქო­ნია (იცი­ნის).

- კარ­გი, სე­რი­ო­ზულ სა­უ­ბარ­ზე გა­და­ვი­დეთ. რო­გორ გგო­ნია, შე­უ­წყობს ხელს ასე­თი თავ­ყრი­ლო­ბე­ბი ქარ­თულ-რუ­სუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აღ­დგე­ნას?

- ჩემ­თვის, რო­გორც ეთ­ნი­კუ­რად რუ­სის­თვის, ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლია, რომ ვერ ვნა­ხუ­ლობ რუ­სეთ­ში მცხოვ­რებ ნა­თე­სა­ვებს. არას­დროს და­მი­მა­ლავს ჩემი გვა­რი, მო­როშ­კი­ნა ვარ და სუ­ლაც არ მრცხვე­ნია ამის. იმავდრო­უ­ლად ვარ ქარ­თვე­ლე­ბის დედა. თუ დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რა წინ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა იმის­თვის, რომ სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი აღ­დგეს, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გა­ნახ­ლდეს, ეს მხო­ლოდ გა­მა­ხა­რებს. პო­ლი­ტი­კო­სებ­მა გა­ა­კე­თონ პო­ლი­ტი­კა და ადა­მი­ა­ნებ­მა იპო­ვონ ერ­თმა­ნე­თის­კენ მი­მა­ვა­ლი გზა.

კორ­კო­ტა (მსა­ხი­ო­ბი):

- ორი ერ­თმა­ნე­თი­სად­მი კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნის შეხ­ვედ­რა, რა ერის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც უნდა იყ­ვნენ ისი­ნი, მხო­ლოდ სი­კე­თის­კენ არის მი­მარ­თუ­ლი. რუ­სე­თი დიდი ქვე­ყა­ნაა, ის კარ­გიც არის და ცუ­დიც, ისე­ვე, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო. დღე­ვან­დელ სა­ღა­მო­ზე კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი შე­ვიკ­რი­ბეთ და იმის აღორ­ძი­ნე­ბას ვცდი­ლობთ, რაც ადრე იყო. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა, ცო­ტა­ო­დე­ნი ძა­ლის­ხმე­ვა სჭირ­დე­ბა იმას, რომ ისევ ჩა­ე­ხუ­ტოს კარ­გი რუ­სე­თი კარგ სა­ქარ­თვე­ლოს.

- დღე­ვან­დელ სა­ღა­მოს ალ­ბათ კრი­ტი­კო­სე­ბიც გა­მო­უჩ­ნდე­ბი­ან, რას ეტყვით მათ?

- ასე­თი კრი­ტი­კო­სე­ბი მე ან უგუ­ნუ­რე­ბი მგო­ნია, ან სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პი­ა­რის მწარ­მო­ებ­ლე­ბი.

იური მე­ჩი­თო­ვი (ფო­ტოგ­რა­ფი):

- ნე­ბის­მი­ე­რი ასე­თი ნა­ბი­ჯი სი­კე­თის­კენ არის მი­მარ­თუ­ლი. არ ვამ­ბობ, რომ ეს ნა­ბი­ჯე­ბი მთელ იმ შავ ჭირს გა­და­წო­ნის, რაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­ვი­ა­რეთ, მაგ­რამ ყვე­ლას თა­ვი­სი წილი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა ამ უბე­დუ­რე­ბა­ზე. დღეს არა­ნორ­მა­ლუ­რი ვი­თა­რე­ბაა. მე ის ახალ­გაზ­რდე­ბი მე­ცო­დე­ბი­ან, რომ­ლებ­საც რუ­სეთ­ზე მხო­ლოდ ცუდი ახ­სოვთ. რუ­სე­თის გი­ნე­ბა ტრენ­დი გახ­და, "აბე­ზა­ლოვ­კა". თით­ქოს სა­ვალ­დე­ბუ­ლოა, რომ ყვე­ლამ აგი­ნოს რუ­სეთს. ჩვენ იდე­ო­ლო­გი­უ­რი ერი გავ­ხდით. ადრე ასე­თე­ბი არ ვი­ყა­ვით. არც ვი­ცით, სად მივ­დი­ვართ. ევ­რო­კავ­შირ­ში, რო­მე­ლიც უკვე იშ­ლე­ბა?

აქვე "გრო­სის" დამ­ფუძ­ნებ­ლებ­ზეც გი­ამ­ბობთ. ესე­ნი არი­ან: ბიზ­ნეს­მე­ნი გელა ზავ­რაშ­ვი­ლი - სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ის მფლო­ბე­ლი რუ­სეთ­ში, მი­ხე­ილ მა­მი­აშ­ვი­ლი - ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი, რუ­სე­თის ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი და ეკა­ტე­რი­ნა სე­მი­ო­ნო­ვა - რუ­სუ­ლი კი­ნო­სა და თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი.

გელა ზავ­რაშ­ვი­ლი:

- ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შექ­მნის იდეა ექ­ვსი თვის წინ გაჩ­ნდა. დღეს პრე­ზენ­ტა­ცია გვაქვს. რო­გორც ხე­დავთ, სა­პა­ტიო სტუმ­რე­ბი გვყავს მოწ­ვე­უ­ლი. ეს მხო­ლოდ და­სა­წყი­სია. მსგავ­სი სა­ღა­მო­ე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა მოს­კოვ­შიც და რუ­სე­თის სხვა ქა­ლა­ქებ­შიც. ჩვე­ნი კულ­ტუ­რის მოღ­ვა­წე­ებ­საც უმას­პინ­ძლებს რუ­სე­თი. ჩვე­ნი კავ­ში­რი სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის ხალ­ხთა შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აღ­დგე­ნას შე­უ­წყობს ხელს. გა­ვაღ­რმა­ვებთ კულ­ტუ­რულ და ეკო­ნო­მი­კურ ურ­თი­ერ­თო­ბებს.

კულ­ტუ­რუ­ლი და ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის რა გი­თხრათ, მაგ­რამ მსა­ხი­ობ­მა ზურა ყიფ­ში­ძემ რომ ალ­კოჰო­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გა­აღ­რმა­ვა, ეგ ცხად­ზე ცხა­დი იყო. ყვე­ლა მა­გი­დას­თან მი­დი­ო­და, სა­თი­თა­ოდ ყვე­ლას ესიყ­ვა­რუ­ლე­ბო­და, დი­რი­ჟო­რობ­და მომ­ღერ­ლებს სცე­ნა­ზე, მუ­სი­კა­სა და სიმ­ღე­რებს მი­მი­კე­ბი­თა და მოძ­რა­ო­ბე­ბით ასა­ხი­ე­რებ­და. ბო­ლოს კი ერთ-ერთ მა­გი­დას მი­უჯ­და და და­ი­ძი­ნა. ამა­სო­ბა­ში სი­ტუ­ა­ცია ისე გა­ხურ­და, გუჯა ბურ­დულ­მაც კი იცეკ­ვა კო­ლე­გებ­თან. "ფორ­ტეს" ერთ-ერ­თმა წევ­რმა მე­ო­რეს გა­და­უ­ლა­პა­რა­კა, სა­ა­კაშ­ვი­ლი შე­მო­ა­ხე­და ახლა აქ, დახ­ვრე­ტა არ აგ­ვცდე­ბო­და არც ერ­თსო.

მე­ო­რე დღეს სტუმ­რე­ბი კა­ხეთს ეწ­ვივ­ნენ. დღის მთა­ვა­რი გმი­რე­ბი კი კვლავ ლალი და დიბ­რო­ვი იყ­ვნენ. რუ­სე­თის შო­უ­ბიზ­ნე­სის მე­გა­ვარ­სკვლა­ვი დიბ­რო­ვი აშ­კა­რად პირ­ვე­ლი­ვე წუ­თი­დან მო­ი­ხიბ­ლა "ზემ­ლი­ა­ჩკა" მო­როშ­კი­ნა­თი. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ბან­კე­ტის შემ­დეგ წყვი­ლი დი­ლის 6 სა­ათ­ზე შე­ამ­ჩნი­ეს შარ­დენ­ზე, სა­დაც დიბ­რო­ვი ხმა­მაღ­ლა უკი­თხავ­და ლა­ლის რუ­სულ პო­ე­ზი­ას. კულ­მი­ნა­ცია კი "რე­დი­სონ­ში" შედ­გა, ლა­ლიმ სტუ­მა­რი სას­ტუმ­რომ­დე მი­ა­ცი­ლა, მე-15 სარ­თულ­ზე აჰ­ყვა, სა­დაც დიბ­როვ­მა ლა­ლის "ამა­რე­ტო" შეს­თა­ვა­ზა, რო­გორც სა­უ­კე­თე­სო წლე­ბის სიმ­ბო­ლო. მერე დიდ­ხანს ეჭი­რა ლა­ლის ხელი და მთელ მსოფ­ლი­ოს ჰპირ­დე­ბო­და... ამ ამ­ბის ბოლო კი ფო­ი­ე­ში დამ­შვი­დო­ბე­ბა და სას­ტუმ­როს დაბ­ნე­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლი გახ­და. აბა, კი­დევ რო­დის ექ­ნე­ბათ სა­შუ­ა­ლე­ბა, მო­ის­მი­ნონ გა­გუ­ლი­სე­ბუ­ლი დიბ­რო­ვის ყვი­რი­ლი - უარს მე­უბ­ნე­ბი? არ რჩე­ბი? მე ხომ თვით დიბ­რო­ვი ვარ?! და პა­სუ­ხი - დიახ, უარს გე­უბ­ნე­ბი, მე ხომ თვით მო­როშ­კი­ნა ვარ და თა­ნაც სხვა მიყ­ვარს!

მოკ­ლედ, ბო­ლოს სას­ტუმ­რო­ში იყო სით­ბო, ვის­კი და დიბ­რო­ვი. გა­რეთ კი იყო წვი­მა, ქარი და ვი­ღაც სხვა, ვის­თა­ნაც ლალი ასე მი­იჩ­ქა­რო­და...

ნინო მჭედ­ლიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

ვის გამოსტაცა ზურა ყიფშიძემ ლალი მოროშკინა

ვის გამოსტაცა ზურა ყიფშიძემ ლალი მოროშკინა

ქართულ-რუსული ურთიერთობების ტემპერატურაზე 1-ლი ოქტომბრის შემდეგ სულ უფრო ხშირად და, ზოგ შემთხვევაში, ცხარედაც კამათობენ. ამის დასადასტურებლად მხოლოდ ანსამბლ "ერისიონის" ქვეყნის მოღალატედ შერაცხვის ამბავიც კმარა. ჯერ უცნობია, რა ჭრილში განიხილავენ ქართულ-რუსული საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრ "გროსის" შექმნის ამბავს პოლიტიკოსები, მაგრამ როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ეს აპოლიტიკური ორგანიზაციაა და ის თბილისში მხო­ლოდ კულტურული, სამეცნიერო, სპორტული და ბიზნესწრეების ინიციატივით დაფუძნდა.

ცენტრის პრეზენტაცია 22 მარტს გაიმართა. რესტორნის შესასვლელში სამოდელო სააგენტო "კატრინის" მოდელები "ქართული ოცნების" დროშის ფერების სამოსში გამოწყობილები ჩამწკრივებულიყვნენ, ფოიეში კი ნაცმოძრაობის მიერ დაბლოკილი, "ჩარეცხილი" და "გამოუსადეგარი" მომღერლები ტრიალებდნენ. პირველი თვალში ეკა კვალიაშვილი მომხვდა, იქვე იყო "ფორტე", ირმა სოხაძე, ჯემალ სეფიაშვილი, ნუგზარ კვაშალი. ასევე ზურა ყიფშიძე, გუჯა ბურდული, დიმა ჯაიანი, კორკოტა. ექვს საათზე დაანონსებული პრეზენტაცია ორი საათის დაგვიანებით დაიწყო. საპატიო მიზეზი კი ჰქონდათ ორგანიზატორებს - მოსკოვიდან სტუმრებს ველოდით. მათ შორის ნიკოლას დადიანს, აკადემიკოს ევგენი მაქსიმოვს, მსახიობ კატერინა კრუპერინას, პროფესორ დიმიტრი ალექსეევს, მსახიობ ეკატერინა სემიონოვას, ჟურნალისტსა და ტელეწამყვან დიმიტრი დიბროვს, მხატვარ ანატოლი ისაენკოს, მომღერალ ირაკლი ფირცხალავას და სხვებს.

საღამოს მომღერალი ზურა მანჯავიძე და სამოდელო სააგენტო "კატრინის" ხელმძღვანელი ეკა მგალობლიშვილი უძღვებოდნენ. სტუმრების პატივსაცემად წამყვანები რუსულად ლაპარაკობდნენ და სიმღერების უმეტესობაც ამ ენაზე შესრულდა. "ფორტეს" ერთადერთმა მამაკაცმა წამყვანობასთან ერთად თამადობაც ითავა და დროდადრო სადღეგრძელოებსაც გვთავაზობდა. მას რიგრიგობით სტუმრები და მასპინძლებიც უერთდებოდნენ. განსაკუთრებით ენაწყლიანი დიმიტრი დიბროვი აღმოჩნდა, რომელმაც ყველაფერი გვიამბო, რაც ქართველებსა და საქართველოსთან აკავშირებდა, თან გვერდით მაგიდასთან მჯდომი ლალი მოროშკინასკენ აპარებდა თვალს. ეს ამბავი კი იმით დამთავრდა, რომ დიბროვმა წითელ კაბაში გამოწყობილი ლალი საცეკვაოდ გაიწვია. როგორც ჩანს, ეს ფაქტი მიუღებელი აღმოჩნდა უკვე კარგად შეზარხოშებული ზურა ყიფშიძისთვის და მოცეკვავე წყვილისკენ აიღო გეზი. მიუახლოვდა მოროშკინას, უკნიდან ხელები მოხვია და დიდხანს ჰყავდა ჩახუტებული. ლალი ყვიროდა, მიშველეთ, მომაშორეთ ეს კაცი, რაღაც მინდა ვუთხრა ჩემს კოლეგებსო. მაშველი ბევრი გამოჩნდა, ერთ-ერთმა ჩანგალიც კი მიურბენინა ლალის. ამან დამსწრე საზოგადოება გაამხიარულა. ზურა მაინც არ ყრიდა ფარ-ხმალს და ცოცხალი თავით არ თმობდა ჩახუტებულ ლალის. როცა წყვილი ერთმანეთს დააცალკევეს და ლალიმ სული მოითქვა, დიქტოფონით მივადექი.

- ლალი, რა უნდოდა ზურას?

- წარმოდგენა არ მაქვს.

- ვიფიქრე, შეზარხოშებულს ძვე­ლი გრძნობები ხომ არ აეშალა-მეთქი...

- არა, არა, აი, როგორ ვრცელდება ჭორები. ვისთან არ დამაწყვილეს, მაგრამ ზურასთან არაფერი მქონია (იცინის).

- კარგი, სერიოზულ საუბარზე გადავიდეთ. როგორ გგონია, შეუწყობს ხელს ასეთი თავყრილობები ქართულ-რუსული ურთიერთობების აღდგენას?

- ჩემთვის, როგორც ეთნიკურად რუსისთვის, ძალიან მტკივნეულია, რომ ვერ ვნახულობ რუსეთში მცხოვრებ ნათესავებს. არასდროს დამიმალავს ჩემი გვარი, მოროშკინა ვარ და სულაც არ მრცხვენია ამის. იმავდროულად ვარ ქართველების დედა. თუ დღევანდელი შეხვედრა წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება იმისთვის, რომ სავაჭრო ურთიერთობები აღდგეს, შემოქმედებითი ურთიერთობები განახლდეს, ეს მხოლოდ გამახარებს. პოლიტიკოსებმა გააკეთონ პოლიტიკა და ადამიანებმა იპოვონ ერთმანეთისკენ მიმავალი გზა.

კორკოტა (მსახიობი):

- ორი ერთმანეთისადმი კეთილგანწყობილი ადამიანის შეხვედრა, რა ერის წარმომადგენლებიც უნდა იყვნენ ისინი, მხოლოდ სიკეთისკენ არის მიმართული. რუსეთი დიდი ქვეყანაა, ის კარგიც არის და ცუდიც, ისევე, როგორც საქართველო. დღევანდელ საღამოზე კარგი ადამიანები შევიკრიბეთ და იმის აღორძინებას ვცდილობთ, რაც ადრე იყო. ყველაფერი კარგად იქნება, ცოტაოდენი ძალისხმევა სჭირდება იმას, რომ ისევ ჩაეხუტოს კარგი რუსეთი კარგ საქართველოს.

- დღევანდელ საღამოს ალბათ კრიტიკოსებიც გამოუჩნდებიან, რას ეტყვით მათ?

- ასეთი კრიტიკოსები მე ან უგუნურები მგონია, ან საკუთარი პოლიტიკური პიარის მწარმოებლები.

იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი):

- ნებისმიერი ასეთი ნაბიჯი სიკეთისკენ არის მიმართული. არ ვამბობ, რომ ეს ნაბიჯები მთელ იმ შავ ჭირს გადაწონის, რაც წლების განმავლობაში გამოვიარეთ, მაგრამ ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება ამ უბედურებაზე. დღეს არანორმალური ვითარებაა. მე ის ახალგაზრდები მეცოდებიან, რომლებსაც რუსეთზე მხოლოდ ცუდი ახსოვთ. რუსეთის გინება ტრენდი გახდა, "აბეზალოვკა". თითქოს სავალდებულოა, რომ ყველამ აგინოს რუსეთს. ჩვენ იდეოლოგიური ერი გავხდით. ადრე ასეთები არ ვიყავით. არც ვიცით, სად მივდივართ. ევროკავშირში, რომელიც უკვე იშლება?

აქვე "გროსის" დამფუძნებლებზეც გიამბობთ. ესენი არიან: ბიზნესმენი გელა ზავრაშვილი - სამშენებლო კომპანიის მფლობელი რუსეთში, მიხეილ მამიაშვილი - ოლიმპიური ჩემპიონი, რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი და ეკატერინა სემიონოვა - რუსული კინოსა და თეატრის მსახიობი.

გელა ზავრაშვილი:

- ამ ორგანიზაციის შექმნის იდეა ექვსი თვის წინ გაჩნდა. დღეს პრეზენტაცია გვაქვს. როგორც ხედავთ, საპატიო სტუმრები გვყავს მოწვეული. ეს მხოლოდ დასაწყისია. მსგავსი საღამოები გაიმართება მოსკოვშიც და რუსეთის სხვა ქალაქებშიც. ჩვენი კულტურის მოღვაწეებსაც უმასპინძლებს რუსეთი. ჩვენი კავშირი საქართველო-რუსეთის ხალხთა შორის ურთიერთობების აღდგენას შეუწყობს ხელს. გავაღრმავებთ კულტურულ და ეკონომიკურ ურთიერთობებს.

კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების რა გითხრათ, მაგრამ მსახიობმა ზურა ყიფშიძემ რომ ალკოჰოლური ურთიერთობები გააღრმავა, ეგ ცხადზე ცხადი იყო. ყველა მაგიდასთან მიდიოდა, სათითაოდ ყველას ესიყვარულებოდა, დირიჟორობდა მომღერლებს სცენაზე, მუსიკასა და სიმღერებს მიმიკებითა და მოძრაობებით ასახიერებდა. ბოლოს კი ერთ-ერთ მაგიდას მიუჯდა და დაიძინა. ამასობაში სიტუაცია ისე გახურდა, გუჯა ბურდულმაც კი იცეკვა კოლეგებთან. "ფორტეს" ერთ-ერთმა წევრმა მეორეს გადაულაპარაკა, სააკაშვილი შემოახედა ახლა აქ, დახვრეტა არ აგვცდებოდა არც ერთსო.

მეორე დღეს სტუმრები კახეთს ეწვივნენ. დღის მთავარი გმირები კი კვლავ ლალი და დიბროვი იყვნენ. რუსეთის შოუბიზნესის მეგავარსკვლავი დიბროვი აშკარად პირველივე წუთიდან მოიხიბლა "ზემლიაჩკა" მოროშკინათი. ოფიციალური ბანკეტის შემდეგ წყვილი დილის 6 საათზე შეამჩნიეს შარდენზე, სადაც დიბროვი ხმამაღლა უკითხავდა ლალის რუსულ პოეზიას. კულმინაცია კი "რედისონში" შედგა, ლალიმ სტუმარი სასტუმრომდე მიაცილა, მე-15 სართულზე აჰყვა, სადაც დიბროვმა ლალის "ამარეტო" შესთავაზა, როგორც საუკეთესო წლების სიმბოლო. მერე დიდხანს ეჭირა ლალის ხელი და მთელ მსოფლიოს ჰპირდებოდა... ამ ამბის ბოლო კი ფოიეში დამშვიდობება და სასტუმროს დაბნეული მომსახურე პერსონალი გახდა. აბა, კიდევ როდის ექნებათ საშუალება, მოისმინონ გაგულისებული დიბროვის ყვირილი - უარს მეუბნები? არ რჩები? მე ხომ თვით დიბროვი ვარ?! და პასუხი - დიახ, უარს გეუბნები, მე ხომ თვით მოროშკინა ვარ და თანაც სხვა მიყვარს!

მოკლედ, ბოლოს სასტუმროში იყო სითბო, ვისკი და დიბროვი. გარეთ კი იყო წვიმა, ქარი და ვიღაც სხვა, ვისთანაც ლალი ასე მიიჩქაროდა...

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"