მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქენდის ბუშნელი სარა ჯესიკა პარკერს დაუპირისპირდა
ქენდის ბუშნელი სარა ჯესიკა პარკერს დაუპირისპირდა

ცნო­ბილ მსა­ხი­ობს სარა ჯე­სი­კა პარ­კერს არას­დროს და­უ­მა­ლავს თა­ვი­სი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა სე­რი­ალ "ქე­რის დღი­უ­რე­ბის" თა­ო­ბა­ზე, სა­დაც ქერი ბრედ­შო­უს ახალ­გაზ­რდო­ბას ანა სო­ფია რობი გა­ნა­სა­ხი­ე­რებს. სა­რამ გა­ნა­ცხა­და, რომ "ქე­რის დღი­უ­რე­ბი" მას­ში უც­ნა­ურ გრძნო­ბას იწ­ვევს.

"ზუს­ტად ვერ გე­ტყვით... ეს ერ­თგვარ ტესტს ჰგავს - რამ­დე­ნად შე­გიძ­ლია სულ­გრძე­ლო­ბის გა­მოვ­ლე­ნა. ანა სო­ფია რობი საყ­ვა­რე­ლი გო­გო­ნაა და მინ­და, რომ გა­ვამ­ხნე­ვო, მაგ­რამ... ეს უც­ნა­უ­რია. ჩემი გმი­რის ახა­ლი სახე ჩემ­თვის ერ­თგვა­რი გა­მოც­დაა. მე უნდა გა­მო­ვავ­ლი­ნო სულ­გრძე­ლო­ბა და ჩემი როლი სხვა ადა­მი­ანს ვუ­წი­ლა­დო", - გა­ნა­ცხა­და სარა ჯე­სი­კა პარ­კერ­მა.

სა­რას ეს კო­მენ­ტა­რი არ გა­მორ­ჩე­ნია წიგნ "სექ­სი დიდ ქა­ლაქ­შის" ავ­ტორს, ქენ­დის ბუშ­ნელს. მწე­რალ­მა გა­და­წყვი­ტა, სარა ჯე­სი­კა პარ­კე­რის­თვის გა­ეხ­სე­ნე­ბი­ნა, რე­ა­ლუ­რად ვის ეკუთ­ვნის ქერი ბრედ­შო­უს პერ­სო­ნა­ჟი და ვინ უნდა გა­და­წყვი­ტოს მისი ბედი.

"შე­გახ­სე­ნებთ, რომ მე მო­ვი­გო­ნე ქერი ბრედ­შოუ და სარა ჯე­სი­კას კარ­გად უნდა ეს­მო­დეს შოუ-ბიზ­ნე­სის ყვე­ლა აქ­სი­ო­მა. ქე­რის ის­ტო­რი­ის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი ასე­თი იყო, ახა­ლი ნა­წი­ლი სხვა­ნა­ი­რი იქ­ნე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად ის სხვა მსა­ხი­ობ­მა უნდა გა­ნა­სა­ხი­ე­როს", - გა­ნა­ცხა­და ბუშ­ნელ­მა.

მწე­რალ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ სა­რამ ამო­წუ­რა თა­ვი­სი თავი ამ როლ­ში.

"შე­ხე­დეთ. სარა ჯე­სი­კა პარ­კე­რი 47 წლი­საა. მე­ო­რე ფილ­მის შემ­დეგ ქერი ბრედ­შოუ ვე­ღარ იქ­ნე­ბო­და უფრო გულ­წრფე­ლი. ამ ასა­კის ქალი უფრო კა­რი­ე­რა­ზე იქ­ნე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და ნაკ­ლე­ბად იქ­ნე­ბა კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი კი­თხვებ­ზე: "ვუყ­ვარ­ვარ მის­ტერ ბიგს თუ არა? ვფიქ­რობ, მათ უბ­რა­ლოდ ამო­წუ­რეს ეს პერ­სო­ნა­ჟი", - გა­ნა­ცხა­და ქენ­დის ბუშ­ნელ­მა.

პო­პუ­ლა­რუ­ლი წიგ­ნის ავ­ტორ­მა ახალ­გაზ­რდა ანა სო­ფია რობი შე­ა­ქო კი­დეც:

"ანა სო­ფია ქე­რის როლ­ში იდე­ა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა! შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ის ახალ­გაზ­რდა სარა ჯე­სი­კა პარ­კერს, თა­ვად სარა ჯე­სი­კა­ზე უკეთ გა­ნა­სა­ხი­ე­რებს! სა­ერ­თო ჯამ­ში ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მომ­წონს. ანა ძა­ლი­ან მიმ­ზიდ­ვე­ლი გო­გო­ნაა. ეს მისი რო­ლია. მან "ქე­რის გა­სა­ღე­ბი" მო­უ­ძებ­ნა", - აღ­ნიშ­ნა ქენ­დის ბუშ­ნელ­მა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია The Sun-ის მი­ხედ­ვით.

sponsored by ContentRoom

ქენდის ბუშნელი სარა ჯესიკა პარკერს დაუპირისპირდა

ქენდის ბუშნელი სარა ჯესიკა პარკერს დაუპირისპირდა

ცნობილ მსახიობს სარა ჯესიკა პარკერს არასდროს დაუმალავს თავისი გაღიზიანება სერიალ "ქერის დღიურების" თაობაზე, სადაც ქერი ბრედშოუს ახალგაზრდობას ანა სოფია რობი განასახიერებს. სარამ განაცხადა, რომ "ქერის დღიურები" მასში უცნაურ გრძნობას იწვევს.

"ზუსტად ვერ გეტყვით... ეს ერთგვარ ტესტს ჰგავს - რამდენად შეგიძლია სულგრძელობის გამოვლენა. ანა სოფია რობი საყვარელი გოგონაა და მინდა, რომ გავამხნევო, მაგრამ... ეს უცნაურია. ჩემი გმირის ახალი სახე ჩემთვის ერთგვარი გამოცდაა. მე უნდა გამოვავლინო სულგრძელობა და ჩემი როლი სხვა ადამიანს ვუწილადო", - განაცხადა სარა ჯესიკა პარკერმა.

სარას ეს კომენტარი არ გამორჩენია წიგნ "სექსი დიდ ქალაქშის" ავტორს, ქენდის ბუშნელს. მწერალმა გადაწყვიტა, სარა ჯესიკა პარკერისთვის გაეხსენებინა, რეალურად ვის ეკუთვნის ქერი ბრედშოუს პერსონაჟი და ვინ უნდა გადაწყვიტოს მისი ბედი.

"შეგახსენებთ, რომ მე მოვიგონე ქერი ბრედშოუ და სარა ჯესიკას კარგად უნდა ესმოდეს შოუ-ბიზნესის ყველა აქსიომა. ქერის ისტორიის პირველი ნაწილი ასეთი იყო, ახალი ნაწილი სხვანაირი იქნება და შესაბამისად ის სხვა მსახიობმა უნდა განასახიეროს", - განაცხადა ბუშნელმა.

მწერალმა აღნიშნა, რომ სარამ ამოწურა თავისი თავი ამ როლში.

"შეხედეთ. სარა ჯესიკა პარკერი 47 წლისაა. მეორე ფილმის შემდეგ ქერი ბრედშოუ ვეღარ იქნებოდა უფრო გულწრფელი. ამ ასაკის ქალი უფრო კარიერაზე იქნება ორიენტირებული და ნაკლებად იქნება კონცენტრირებული კითხვებზე: "ვუყვარვარ მისტერ ბიგს თუ არა? ვფიქრობ, მათ უბრალოდ ამოწურეს ეს პერსონაჟი", - განაცხადა ქენდის ბუშნელმა.

პოპულარული წიგნის ავტორმა ახალგაზრდა ანა სოფია რობი შეაქო კიდეც:

"ანა სოფია ქერის როლში იდეალური გადაწყვეტილებაა! შეიძლება ითქვას, ის ახალგაზრდა სარა ჯესიკა პარკერს, თავად სარა ჯესიკაზე უკეთ განასახიერებს! საერთო ჯამში ყველაფერი ძალიან მომწონს. ანა ძალიან მიმზიდველი გოგონაა. ეს მისი როლია. მან "ქერის გასაღები" მოუძებნა", - აღნიშნა ქენდის ბუშნელმა.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება