კონფლიქტები
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ ვიღუპებით იმისთვის, რისთვისაც ღირს ცხოვრება"
"ჩვენ ვიღუპებით იმისთვის, რისთვისაც ღირს ცხოვრება"

აფო­რიზ­მად ქცე­უ­ლი ეს გა­მო­ნათ­ქვა­მი ან­ტუ­ან დე სენტ-ეგ­ზი­უ­პე­რის ეკუთ­ვნის. ამ გვა­რის გა­გო­ნე­ბა­ზე ბევ­რს მო­თხრო­ბა "პა­ტა­რა უფ­ლის­წუ­ლი" ახ­სენ­დე­ბა, რო­მელ­ზეც არა­ერ­თი თა­ო­ბა აღიზ­რდა. თუმ­ცა ბევ­რმა არ იცის, რომ ამ ფრან­გმა მწე­რალ­მა თა­ვი­სი სი­ცო­ცხლე ფრე­ნის ოც­ნე­ბას შეს­წი­რა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ის დღემ­დე მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე კი­თხვად მწერ­ლად რჩე­ბა.

ან­ტუ­ან მარი ჟან-ბა­ტისტ როჟე დე სენტ ეგ­ზი­უ­პე­რი 1900 წელს, ქა­ლაქ ლი­ონ­ში და­ი­ბა­და. მისი მთე­ლი შემ­დგო­მი ცხოვ­რე­ბა 1912 წელს მომ­ხდარ­მა მოვ­ლე­ნამ გან­სა­ზღვრა, რო­დე­საც 12 წლის ასაკ­ში მან პირ­ვე­ლად თვითმფრი­ნა­ვით იფ­რი­ნა.

სკო­ლი­სა და კო­ლე­ჯის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ეგ­ზი­უ­პე­რიმ სწავ­ლა სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ლი­ცე­უმ­ში გა­აგ­რძე­ლა. თუმ­ცა მე­ზღვა­უ­რის პრო­ფე­სი­ას გული ვერ და­უ­დო და 1919 წელს ხელი არ­ქი­ტექ­ტუ­რას მოჰ­კი­და.

1921 წელს მო­მა­ვა­ლი მწე­რა­ლი და მფრი­ნა­ვი ჯარ­ში გა­იწ­ვი­ეს. ეგ­ზი­უ­პე­რიმ შან­სი არ გა­უშ­ვა და სა­გა­მა­ნად­გუ­რებ­ლო ავი­ა­პოლკ­ში ჩა­ე­წე­რა. მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი კურ­სე­ბის შემ­დეგ უმ­ცრო­სი ლე­ი­ტე­ნან­ტის წო­დე­ბით რე­გუ­ლა­რულ სა­ა­ვი­ა­ციო ნა­წილ­ში გა­ამ­წე­სეს. 1923 წელს ავი­ა­შემ­თხვე­ვი­სას მი­ღე­ბუ­ლი მძი­მე ტრავ­მის გამო მის სამ­ხედ­რო კა­რი­ე­რას წერ­ტი­ლი და­ეს­ვა. თუმ­ცა მხო­ლოდ დრო­ე­ბით. თა­ვი­სი სი­ცო­ცხლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეგ­ზი­უ­პე­რი თვითმფრი­ნა­ვით 15-ჯერ ჩა­მო­ვარ­და. მაგ­რამ სას­წა­უ­ლებ­რი­ვი ძა­ლით სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში ტრავ­მე­ბი არას­დროს მი­უ­ღია.

სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურს ჩა­მო­შო­რე­ბულ­მა და ავი­ა­ცი­ა­ზე შეყ­ვა­რე­ბულ­მა ეგ­ზი­უ­პე­რიმ კა­რი­ე­რა კერ­ძო ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის მფრი­ნა­ვად გა­აგ­რძე­ლა. დაფ­რი­ნავ­და ტუ­რინ­ში, კა­საბ­ლან­კა­ში, მა­რო­კო­ში, სა­ჰა­რა­ში. 1926 წელს ეგ­ზი­უ­პე­რიმ თა­ვის პირ­ვე­ლი ნაშ­რო­მი "სამ­ხრე­თის წე­რი­ლე­ბი" და­წე­რა.

ახალ­გაზ­რდა მფრი­ნავს საფ­რან­გე­თის რეს­პუბ­ლი­კამ გა­წე­უ­ლი შრო­მა სა­თა­ნა­დოდ და­უ­ფა­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის 1929 წელს სა­პა­ტიო ლე­გი­ო­ნის კა­ვა­ლე­რის წო­დე­ბით და­ა­ჯილ­დო­ვა. ეგ­ზი­უ­პე­რის თქმით, ავი­ა­ცია და მწერ­ლო­ბა მას ერ­თნა­ი­რად იტა­ცებ­და და მათ შო­რის არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლებ­ლად მი­აჩ­ნდა. თა­ვი­სი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მან მფრი­ნავ-გა­მომ­ცდე­ლა­დაც და "ეირ ფრან­სეს" მრჩევ­ლა­დაც იმუ­შა­ვა.

1939 წლის 4 სექ­ტემ­ბერს, რო­დე­საც გერ­მა­ნი­ამ საფ­რან­გეთს ომი გა­მო­უც­და, ეგ­ზი­უ­პე­რი მე­ო­რე დღეს­ვე თა­ვის სამ­ხედ­რო ნა­წილ­ში მი­ვი­და. მე­გობ­რე­ბის ძა­ლის­ხმე­ვის მი­უ­ხე­და­ვად, მან თა­ვი­სი მა­ინც გა­ი­ტა­ნა და საბ­რძო­ლო მფრი­ნა­ვე­ბის რი­გებ­ში მოხ­ვდა. საფ­რან­გე­თის და­ცე­მამ­დე მან რამ­დე­ნი­მე სა­დაზ­ვე­რო ფრე­ნაც შე­ას­რუ­ლა და ჯილ­დოც - საფ­რან­გე­თის სამ­ხედ­რო ჯვა­რი მი­ი­ღო. რეს­პუბ­ლი­კის და­ცე­მის შემ­დეგ ის ჯერ ქვეყ­ნის არა­ო­კუ­პი­რე­ბულ ნა­წილ­ში, შემ­დგომ კი ნიუ-იორკში გა­ემ­გზავ­რა. სწო­რედ აქ და­წე­რა "პა­ტა­რა უფ­ლის­წუ­ლი", რო­მელ­მაც მას მსოფ­ლიო აღი­ა­რე­ბა მო­უ­ტა­ნა. დღეს ეს წიგ­ნი მსოფ­ლი­ოს 180 ენა­ზეა თარ­გმნი­ლი.

1943 წელს ეგ­ზი­უ­პე­რი ემიგ­რა­ცი­ა­ში მყოფ გე­ნე­რალ დე გო­ლის და­არ­სე­ბუ­ლი მოძ­რა­ო­ბა "მებ­რძო­ლი საფ­რან­გე­თის" წევ­რი გახ­და. დიდი ძა­ლის­ხმე­ვით კვლავ სამ­ხედ­რო ავი­ა­ცი­ა­ში დაბ­რუნ­და და P-38-ის ტი­პის გა­მა­ნად­გუ­რებ­ლის მარ­თვა აით­ვი­სა.

"ჩემი სამ­სა­ხუ­რი უზარ­მა­ზარ ენერ­გი­ას მო­ი­თხოვს, მაგ­რამ უკან არას­დროს ვი­ხევ. კარ­გი იქ­ნე­ბო­და, რომ ეს სა­ში­ნე­ლი ომი ჩემი ჟანგბა­დის ჭავლში მოხ­ვედ­რი­ლი სან­თე­ლი­ვით დაწ­ვამ­დე დას­რულ­დე­ბო­დეს. ისე კი ომის შემ­დე­გაც ვიცი რა ვა­კე­თო", - წერ­და ის 1944 წლის 10 ივ­ლისს თა­ვის მე­გო­ბარს. 31 ივ­ლისს ან­ტუ­ან ეგ­ზი­უ­პე­რი და­ვა­ლე­ბა­ზე გაფ­რინ­და და უკან არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა.

მისი და­ღუპ­ვის ამ­ბა­ვი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ბუ­რუ­სით იყო მო­ცუ­ლი. 1998 წელს მარ­სელ­თან ახ­ლოს მე­თევ­ზემ ზღვა­ში წარ­წე­რე­ბი­ა­ნი სა­მა­ჯუ­რი იპო­ვა. მას­ზე Consuelo (ასე ერ­ქვა ეგ­ზი­უ­პე­რის მე­უღ­ლეს) და c/o Reynal & Hitchcock, 386, 4th Ave. NYC USA ეწე­რა. ეს იმ გა­მომ­ცემ­ლო­ბის მი­სა­მარ­თია, სა­დაც მწერ­ლის წიგ­ნე­ბი იბეჭ­დე­ბო­და. 2000 წლის მა­ის­ში ფრან­გმა მყვინ­თავ­მა 70 მ-ის სიღ­რმე­ზე თვითმფრი­ნა­ვის ფრაგ­მენ­ტებს მი­აგ­ნო, რომ­ლე­ბიც ვა­რა­უ­დით ეგ­ზი­უ­პე­რის თვითმფრი­ნა­ვი­სა უნდა ყო­ფი­ლი­ყო. სამი წლის შემ­დეგ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა ნი­ჟა­რე­ბი­თა და ზღვის წყალმცე­ნა­რე­ე­ბით და­ფა­რუ­ლი თვითმფრი­ნა­ვის ნა­წი­ლე­ბი ზე­და­პირ­ზე ამო­ი­ტა­ნეს. ამე­რი­კულ სა­არ­ქი­ვო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­ში გა­და­მოწ­მე­ბულ­მა სა­ქარ­ხნო ნო­მერ­მა 2734-L სა­ბო­ლოო სი­ტყვა თქვა - თვითმფრი­ნა­ვი ეგ­ზი­უ­პე­რის ეკუთ­ვნო­და.

2008 წლის მარ­ტში პრე­სა­ში გა­ჩე­ნილ­მა პუბ­ლი­კა­ცი­ამ, ავი­ა­ცი­ის ის­ტო­რი­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი მფრი­ნა­ვის და­ღუპ­ვის 64 წლი­ან სა­ი­დუმ­ლოს ნა­თე­ლი მოჰ­ფი­ნა. 86 წლის გერ­მა­ნელ­მა პი­ლოტ­მა ჰორსტ რი­პერ­მა აღი­ა­რა, რომ 1944 წლის 31 ივ­ლისს, ხმელ­თა­შუა ზღვის თავ­ზე ეგ­ზი­უ­პე­რი მან ჩა­მო­აგ­დო. თუმ­ცა იმ მო­მენ­ტში გერ­მა­ნელ პი­ლოტს აზ­რა­დაც არ მოს­ვლია, რომ მან სწო­რედ ის ადა­მი­ა­ნი ჩა­მო­აგ­დო, რომ­ლის წიგ­ნებ­საც ყმაწ­ვი­ლო­ბა­ში დიდი ინ­ტე­რე­სით კი­თხუ­ლობ­და.

"მფრი­ნა­ვი არ და­მი­ნა­ხავს. კი­დე­ვაც რომ და­მე­ნა­ხა, მას­ში ეგ­ზი­უ­პე­რის ვერ ამო­ვიც­ნობ­დი. თუმ­ცა, რომ მცოდ­ნო­და რომ ეს ეგ­ზი­უ­პე­რი იყო, მერ­წმუ­ნეთ არ ვეს­რო­დი", - ამ­ბობს რი­პე­რი თა­ვის ინ­ტერ­ვი­უ­ში.

გერ­მა­ნუ­ლი სამ­ხედ­რო ავი­ა­ცი­ის ჟურ­ნა­ლე­ბის ჩა­ნა­წე­რის თა­ნახ­მად, ეგ­ზი­უ­პე­რის ჩა­მოგ­დე­ბის რა­ი­ონ­ში რი­პე­რის გარ­და არა­ვის უფ­რე­ნია. სა­ინ­ტრე­სოა ის ფაქ­ტი, რომ მოწ­მე­ე­ბის არარ­სე­ბო­ბის გამო, გერ­მა­ნელ პი­ლოტს ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი თვითმფრი­ნა­ვი არ ჩა­უთ­ვა­ლეს.

"უცებ მის ფე­ხებ­თან ყვით­ლად გა­ი­ელ­ვა რა­ღა­ცამ. პა­ტა­რა უფ­ლის­წუ­ლი ერთ წამს უძ­რა­ვად იდგა, არ და­უკვნე­სია. მერე კი ნელა წა­იქ­ცა, რო­გორც ხე". ასე მთავ­რდე­ბა პა­ტა­რა უფ­ლის­წუ­ლის ის­ტო­რია, ან­ტუ­ან დე სენტ-ეგ­ზი­უ­პე­რის ერთ-ერთი წიგ­ნი­სა იმ 28-დან, რომ­ლე­ბიც მან თა­ვის მოკ­ლე ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­წე­რა. სწო­რედ ამ წიგ­ნებ­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჰორსტ რი­პე­რი სამ­ხედ­რო ავი­ა­ცი­ა­ში წა­ვი­და და 1944 წლის ივ­ლის­ში ეგ­ზი­უ­პე­რის თვითმფრი­ნა­ვის ჩა­მოგ­დე­ბით თა­ვი­სი ბოლო - 28-ე სა­ჰა­ე­რო გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

"ჩვენ ვიღუპებით იმისთვის, რისთვისაც ღირს ცხოვრება"

"ჩვენ ვიღუპებით იმისთვის, რისთვისაც ღირს ცხოვრება"

აფორიზმად ქცეული ეს გამონათქვამი ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ეკუთვნის. ამ გვარის გაგონებაზე ბევრს მოთხრობა "პატარა უფლისწული" ახსენდება, რომელზეც არაერთი თაობა აღიზრდა. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ამ ფრანგმა მწერალმა თავისი სიცოცხლე ფრენის ოცნებას შესწირა. მიუხედავად ამისა, ის დღემდე მსოფლიოში ყველაზე კითხვად მწერლად რჩება.

ანტუან მარი ჟან-ბატისტ როჟე დე სენტ ეგზიუპერი 1900 წელს, ქალაქ ლიონში დაიბადა. მისი მთელი შემდგომი ცხოვრება 1912 წელს მომხდარმა მოვლენამ განსაზღვრა, როდესაც 12 წლის ასაკში მან პირველად თვითმფრინავით იფრინა.

სკოლისა და კოლეჯის დასრულების შემდეგ, ეგზიუპერიმ სწავლა სამხედრო-საზღვაო ლიცეუმში გააგრძელა. თუმცა მეზღვაურის პროფესიას გული ვერ დაუდო და 1919 წელს ხელი არქიტექტურას მოჰკიდა.

1921 წელს მომავალი მწერალი და მფრინავი ჯარში გაიწვიეს. ეგზიუპერიმ შანსი არ გაუშვა და საგამანადგურებლო ავიაპოლკში ჩაეწერა. მოსამზადებელი კურსების შემდეგ უმცროსი ლეიტენანტის წოდებით რეგულარულ საავიაციო ნაწილში გაამწესეს. 1923 წელს ავიაშემთხვევისას მიღებული მძიმე ტრავმის გამო მის სამხედრო კარიერას წერტილი დაესვა. თუმცა მხოლოდ დროებით. თავისი სიცოცხლის განმავლობაში ეგზიუპერი თვითმფრინავით 15-ჯერ ჩამოვარდა. მაგრამ სასწაულებრივი ძალით სიცოცხლისთვის საშიში ტრავმები არასდროს მიუღია.

სამხედრო სამსახურს ჩამოშორებულმა და ავიაციაზე შეყვარებულმა ეგზიუპერიმ კარიერა კერძო ავიაკომპანიების მფრინავად გააგრძელა. დაფრინავდა ტურინში, კასაბლანკაში, მაროკოში, საჰარაში. 1926 წელს ეგზიუპერიმ თავის პირველი ნაშრომი "სამხრეთის წერილები" დაწერა.

ახალგაზრდა მფრინავს საფრანგეთის რესპუბლიკამ გაწეული შრომა სათანადოდ დაუფასა და სამოქალაქო ავიაციის განვითარებისთვის 1929 წელს საპატიო ლეგიონის კავალერის წოდებით დააჯილდოვა. ეგზიუპერის თქმით, ავიაცია და მწერლობა მას ერთნაირად იტაცებდა და მათ შორის არჩევანის გაკეთება შეუძლებლად მიაჩნდა. თავისი კარიერის განმავლობაში მან მფრინავ-გამომცდელადაც და "ეირ ფრანსეს" მრჩევლადაც იმუშავა.

1939 წლის 4 სექტემბერს, როდესაც გერმანიამ საფრანგეთს ომი გამოუცდა, ეგზიუპერი  მეორე დღესვე თავის სამხედრო ნაწილში მივიდა. მეგობრების ძალისხმევის მიუხედავად, მან თავისი მაინც გაიტანა და საბრძოლო მფრინავების რიგებში მოხვდა. საფრანგეთის დაცემამდე მან რამდენიმე სადაზვერო ფრენაც შეასრულა და ჯილდოც - საფრანგეთის სამხედრო ჯვარი მიიღო. რესპუბლიკის დაცემის შემდეგ ის ჯერ ქვეყნის არაოკუპირებულ ნაწილში, შემდგომ კი ნიუ-იორკში გაემგზავრა. სწორედ აქ დაწერა "პატარა უფლისწული", რომელმაც მას მსოფლიო აღიარება მოუტანა. დღეს ეს წიგნი მსოფლიოს 180 ენაზეა თარგმნილი.

1943 წელს ეგზიუპერი ემიგრაციაში მყოფ გენერალ დე გოლის დაარსებული მოძრაობა "მებრძოლი საფრანგეთის" წევრი გახდა. დიდი ძალისხმევით კვლავ სამხედრო ავიაციაში დაბრუნდა და P-38-ის ტიპის გამანადგურებლის მართვა აითვისა.

"ჩემი სამსახური უზარმაზარ ენერგიას მოითხოვს, მაგრამ უკან არასდროს ვიხევ. კარგი იქნებოდა, რომ ეს საშინელი ომი ჩემი ჟანგბადის ჭავლში მოხვედრილი სანთელივით დაწვამდე დასრულდებოდეს. ისე კი ომის შემდეგაც ვიცი რა ვაკეთო", - წერდა ის 1944 წლის 10 ივლისს თავის მეგობარს. 31 ივლისს ანტუან ეგზიუპერი დავალებაზე გაფრინდა და უკან არ დაბრუნებულა.

მისი დაღუპვის ამბავი დიდი ხნის განმავლობაში ბურუსით იყო მოცული. 1998 წელს მარსელთან ახლოს მეთევზემ ზღვაში წარწერებიანი სამაჯური იპოვა. მასზე Consuelo (ასე ერქვა ეგზიუპერის მეუღლეს) და c/o Reynal & Hitchcock, 386, 4th Ave. NYC USA ეწერა. ეს იმ გამომცემლობის მისამართია, სადაც მწერლის წიგნები იბეჭდებოდა. 2000 წლის მაისში ფრანგმა მყვინთავმა 70 მ-ის სიღრმეზე თვითმფრინავის ფრაგმენტებს მიაგნო, რომლებიც ვარაუდით ეგზიუპერის თვითმფრინავისა უნდა ყოფილიყო. სამი წლის შემდეგ სპეციალისტებმა ნიჟარებითა და ზღვის წყალმცენარეებით დაფარული თვითმფრინავის ნაწილები ზედაპირზე ამოიტანეს. ამერიკულ საარქივო დოკუმენტაციაში გადამოწმებულმა საქარხნო ნომერმა 2734-L საბოლოო სიტყვა თქვა - თვითმფრინავი ეგზიუპერის ეკუთვნოდა.

2008 წლის მარტში პრესაში გაჩენილმა პუბლიკაციამ, ავიაციის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მფრინავის დაღუპვის 64 წლიან საიდუმლოს ნათელი მოჰფინა. 86 წლის გერმანელმა პილოტმა ჰორსტ რიპერმა აღიარა, რომ 1944 წლის 31 ივლისს, ხმელთაშუა ზღვის თავზე ეგზიუპერი მან ჩამოაგდო. თუმცა იმ მომენტში გერმანელ პილოტს აზრადაც არ მოსვლია, რომ მან სწორედ ის ადამიანი ჩამოაგდო, რომლის წიგნებსაც ყმაწვილობაში დიდი ინტერესით კითხულობდა.

"მფრინავი არ დამინახავს. კიდევაც რომ დამენახა, მასში ეგზიუპერის ვერ ამოვიცნობდი. თუმცა, რომ მცოდნოდა რომ ეს ეგზიუპერი იყო, მერწმუნეთ არ ვესროდი", - ამბობს რიპერი თავის ინტერვიუში.

გერმანული სამხედრო ავიაციის ჟურნალების ჩანაწერის თანახმად, ეგზიუპერის ჩამოგდების რაიონში რიპერის გარდა არავის უფრენია. საინტრესოა ის ფაქტი, რომ მოწმეების არარსებობის გამო, გერმანელ პილოტს ჩამოგდებული თვითმფრინავი არ ჩაუთვალეს.

"უცებ მის ფეხებთან ყვითლად გაიელვა რაღაცამ. პატარა უფლისწული ერთ წამს უძრავად იდგა, არ დაუკვნესია. მერე კი ნელა წაიქცა, როგორც ხე". ასე მთავრდება პატარა უფლისწულის ისტორია, ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ერთ-ერთი წიგნისა იმ 28-დან, რომლებიც მან თავის მოკლე ცხოვრების განმავლობაში დაწერა. სწორედ ამ წიგნებზე შეყვარებული ჰორსტ რიპერი სამხედრო ავიაციაში წავიდა და 1944 წლის ივლისში ეგზიუპერის თვითმფრინავის ჩამოგდებით თავისი ბოლო - 28-ე საჰაერო გამარჯვება მოიპოვა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე