მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ია ფარულავამ ფადი ასლის ახალი რომანის გახმაურება ურჩია
ია ფარულავამ ფადი ასლის ახალი რომანის გახმაურება ურჩია

ია ფა­რუ­ლა­ვა ინ­ტერ­ვი­უს დროს ხა­ლი­სი­ა­ნი და ენერ­გი­უ­ლი იყო. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, მთლი­ა­ნად ახალ გა­და­ცე­მა­ზეა გა­დარ­თუ­ლი და არც კი ემ­ჩნე­ვა, რომ ცოტა ხნის წინ საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს და­შორ­და. ჭო­რე­ბის მოყ­ვა­რულ თბი­ლის­ში უკვე ლა­პა­რა­კო­ბენ იმა­ზე, რომ ფადი ას­ლიმ ახა­ლი რო­მა­ნი გა­ა­ჩა­ღა ანა ონი­ან­თან. ანა ბოლო თო­თხმე­ტი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობ­და და ბიზ­ნე­სი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი. იას­თან სა­უბ­რი­სას წარ­სუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის თე­მას გვერ­დი ვერ ავუ­ა­რეთ.

- ია, თქვე­ნი ახა­ლი გა­და­ცე­მის ანონ­სი ბოლო დროს აღარ გა­დის ეთერ­ში...

- გა­და­ცე­მის და­წყე­ბა დაგ­ვიგ­ვი­ან­და, მაგ­რამ ეს ტექ­ნი­კუ­რი მი­ზე­ზე­ბის გამო მოხ­და. უკვე მალე გა­ვალთ ეთერ­ში. რე­ჟი­სო­რი და პრო­დი­უ­სე­რი შეგ­ვეც­ვა­ლა, თუმ­ცა მე, დოდო ხურ­ცი­ლა­ვა და ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძე დიდი შე­მარ­თე­ბით მზად ვართ ეთერ­ში გა­სას­ვლე­ლად. გვყავს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ჯგუ­ფი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, "ჟურ­ნა­ლის­ტის დღი­უ­რი" და­ი­ხუ­რა და იქ მო­მუ­შა­ვე სამი უძ­ლი­ე­რე­სი ჟურ­ნა­ლის­ტი - ეკა ქა­და­გიშ­ვი­ლი, თიკო ფე­იქ­რიშ­ვი­ლი და თა­მარ ღვი­ნი­ა­ნი­ძე შე­მოგ­ვი­ერ­თდნენ. ისი­ნი გვეხ­მა­რე­ბი­ან, რომ სა­უ­კე­თე­სო შოუ გა­ვა­კე­თოთ.

- თქვე­ნი გა­და­ცე­მა "სა­მო­თხის ვაშ­ლებს" ხომ არ და­ემ­სგავ­სე­ბა?

- "სა­მო­თხის ვაშ­ლებს" არა­ნა­ი­რად არ და­ემ­სგავ­სე­ბა. ის ძა­ლი­ან კარ­გი გა­და­ცე­მაა და ბევ­რი მა­ყუ­რე­ბე­ლიც ჰყავს, მაგ­რამ ჩვე­ნი გა­და­ცე­მის ფორ­მა­ტი სხვა­ნა­ი­რი იქ­ნე­ბა. ჩვე­ნი შოუ ეთერ­ში დღის სა­მის ნა­ხევ­რი­დან ოთხის ნა­ხევ­რამ­დე გავა.

- ახალ­მა ძა­ლამ რა შეც­ვა­ლა გა­და­ცე­მა­ში?

- ტე­ლე­ვი­ზი­ის ბორდს არ მო­ე­წო­ნა ჩვე­ნი თავ­და­პირ­ვე­ლი დე­კო­რა­ცი­ე­ბი და ეს მარ­თე­ბუ­ლიც იყო. ახა­ლი დე­კო­რა­ცი­ე­ბი გა­ცი­ლე­ბით კარ­გია. რე­ჟი­სო­რი გია გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი ჩა­ა­ნაც­ვლა თა­მარ ღვი­ნი­ა­ნი­ძემ და ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლა­დაც.

- გა­მო­დის, რომ ზა­ფხულ­ში დას­ვე­ნე­ბას ვერ მო­ა­ხერ­ხებთ...

- ეს სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა, ასე­თი სი­ცხეა და ვერ და­ვის­ვე­ნებ. თუმ­ცა, როცა რა­ი­მეს გა­კე­თე­ბა გინ­და, უნდა იწ­ვა­ლო კი­დეც.

- უკვე მო­ას­წა­რით დას­ვე­ნე­ბა?

- წელს ვერ­სად ვერ გა­ვე­დი, არა­და, სა­ფუძ­ვლი­ა­ნი და­სვე­ნე­ბა მიყ­ვარს. ზღვა იმ­დე­ნად არ მიყ­ვარს, რო­გორც მთა. წელს ვერ მო­ვა­ხერ­ხე მთა­ში დას­ვე­ნე­ბა და ალ­ბათ დიდ­ხანს ვერ მო­ვა­ხერ­ხებ.

- მთა­ში დას­ვე­ნე­ბა მიყ­ვარ­სო, რომ თქვით, ცოტა გა­მიკ­ვირ­და...

- არ მიყ­ვარს არც ზღვა, არც "ზა­გა­რი" და არც მზე. ჩემ­თვის სა­უ­კე­თე­სო დას­ვე­ნე­ბა მთა­ში ხე­ტი­ა­ლია. მიყ­ვარს წყა­რო, მდი­ნა­რე, ტყე. სი­ა­მოვ­ნე­ბით ვეს­ტუმ­რე­ბო­დი რა­ჭას, სვა­ნეთს, ხევ­სუ­რეთ­სა და მთა-თუ­შეთს.

- ყო­ფილ­ხართ რო­მე­ლი­მე ად­გი­ლას?

- რა­ჭა­ში და მთა-თუ­შეთ­ში ვარ ნამ­ყო­ფი და ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა.

- რო­მე­ლი­მე დას­ვე­ნე­ბას ხომ არ გა­მო­არ­ჩევ­დით? ალ­ბათ მთა­ში ხე­ტი­ა­ლის დროს ბევრ ხი­ფათს გა­დაყ­რი­ხართ...

- ალ­პი­ნიზ­მით არ ვარ გა­ტა­ცე­ბუ­ლი, ხი­ფა­თი რომ შემმ­თხვე­ო­და. მა­გა­ლი­თად, შარ­შან რა­ჭა­ში ვი­ყა­ვი. დავ­დი­ო­დი მჟა­ვე წყლებ­ზე, ტყე­ში. ერთხელ და­ვი­კარ­გე კი­დეც. იქ სო­კოც და­მიკ­რე­ფია. რა­ჭა­ში იქა­უ­რი მცხოვ­რე­ბი წა­მოგ­ვყვა, რო­მე­ლიც ცნობ­და სო­კოს. ხი­ფა­თი იყო, რა თქმა უნდა, იმ სო­კოს მომ­ზა­დე­ბა და ჭამა, მაგ­რამ მა­ინც გავ­რის­კე. ხი­ფა­თი­ა­ნი დას­ვე­ნე­ბე­ბი არ მაქვს ხოლ­მე. ძა­ლი­ან ადრე და­მის­ვე­ნია შვე­ი­ცა­რი­ა­ში, საფ­რან­გე­თის ალ­პებ­ში, მაგ­რამ მივ­ხვდი, რომ ჩვენ­თან არა­ნაკ­ლე­ბი ბუ­ნე­ბაა, თუ უკე­თე­სი არა, შე­იძ­ლე­ბა დას­ვე­ნე­ბის პი­რო­ბე­ბი ისე­თი­ვე არ იყოს, მაგ­რამ მე ძა­ლი­ან მიყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლოს მთე­ბი. თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს ზღვაც ძა­ლი­ან მომ­წონს. ცოტა ხნის წინ ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის გა­და­ცე­მის ჩა­წე­რა­ზე ბა­თუმ­ში ვი­ყა­ვი სამი დღით. ეს დას­ვე­ნე­ბად ვერ ჩა­ით­ვლე­ბა, მაგ­რამ ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ბა­თუ­მი.

- ცურ­ვა იცით?

- ბავ­შვო­ბა­ში დავ­დი­ო­დი ცურ­ვა­ზე. შე­მიძ­ლია ვი­ცუ­რაო, მაგ­რამ წყალ­ში ღრმად ვერ შევ­დი­ვარ, არც ღრმა "ბა­სე­ი­ნე­ბი" მიყ­ვარს.

- ასე­თი შიში რა­ტომ გა­გიჩ­ნდათ?

- ერთხელ ბავ­შვო­ბა­ში ვიხ­რჩო­ბო­დი და ჩემ­მა ძმამ გა­და­მარ­ჩი­ნა. მა­შინ პა­ტა­რე­ბი ვი­ყა­ვით და მას მერე სიღ­რმის მე­ში­ნია.

- სა­კუ­რორ­ტო რო­მა­ნებ­ზე რა აზ­რის ხართ, გჯე­რათ, რომ ასე­თი რო­მა­ნი შე­იძ­ლე­ბა, ქორ­წი­ნე­ბით დას­რულ­დეს?

- სა­კუ­რორ­ტო სიყ­ვა­რუ­ლი, უბ­რა­ლოდ, ვნე­ბაა. რო­დე­საც ორი ადა­მი­ა­ნი ხვდე­ბა ერ­თმა­ნეთს და მათ შო­რის არა­ვი­თა­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს. მე ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლი არას­დროს მქო­ნია.

- ალ­ბათ გა­მო­ნაკ­ლი­სი შემ­თხვე­ვე­ბიც არ­სე­ბობს...

- შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობს, მაგ­რამ მე არ გა­მი­გია, რომ კუ­რორტზე და­წყე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი ოჯა­ხის შექ­მნით დამ­თავ­რე­ბუ­ლი­ყო. მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ასე­თი ოჯა­ხე­ბიც არ­სე­ბო­ბენ. ძა­ლი­ან კარ­გი თე­მაა, დიდი მად­ლო­ბა, რომ მო­მა­წო­დე. ამ თე­მა­ზე ჩვენს გა­და­ცე­მა­ში აუ­ცი­ლებ­ლად ვი­სა­უბ­რებთ.

- თბი­ლის­ში რო­გორ ატა­რებთ ცხელ ზა­ფხულს?

- კონ­დი­ცი­ო­ნე­რი­ა­ნი ოთა­ხი­დან კონ­დი­ცი­ო­ნე­რი­ან ოთა­ხამ­დე დავ­დი­ვარ. მან­ქა­ნა­შიც კონ­დი­ცი­ო­ნე­რი მაქვს და ამ­დე­ნი კონ­დი­ცი­ო­ნე­რის­გან შე­იძ­ლე­ბა გა­ვაფ­რი­ნო, ჰა­ე­რი აღარ მყოფ­ნის ხოლ­მე. ხან­და­ხან მირ­ჩევ­ნია, სი­ცხე­ში ვიყო ცოტა ხანი მა­ინც, რომ სუფ­თა ჰა­ე­რი ჩავყლა­პო. დი­ლით ადრე ბო­ტა­ნი­კურ ბაღ­ში მივ­დი­ვარ, ბალ­ნე­ო­ლო­გი­ურ კუ­რორტზე ვი­ტა­რებ პრო­ცე­დუ­რებს, ეს ყვე­ლა­ფე­რი მეხ­მა­რე­ბა, რომ ად­ვი­ლად გა­და­ვი­ტა­ნო სი­ცხე.

- სა­ზა­ფხუ­ლოდ გარ­დე­რო­ბის გა­ნახ­ლე­ბა ალ­ბათ უკვე მო­ას­წა­რით...

- გარ­დე­რობს ჩვე­ნი გა­და­ცე­მის დი­ზა­ი­ნე­რე­ბი გან­მი­ახ­ლე­ბენ, რომ­ლე­ბიც ჩემს ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე იზ­რუ­ნე­ბენ. ეთერ­ში ყო­ველ­დღე უნდა ვიჯ­დე, ბუ­ნებ­რი­ვია, უნდა ვიყო ძა­ლი­ან ლა­მა­ზი და მომ­ხიბ­ვლე­ლი და ამას ყო­ველ­ნა­ი­რად შე­ვეც­დე­ბი. რა თქმა უნდა, ჯო­ბია, შო­პინგზე მი­ლან­ში ან ფლო­რენ­ცი­ა­ში წახ­ვი­დე, სა­დაც ცოტა ხნის წინ ვი­ყა­ვი და ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ჩა­მო­ვე­დი. ახლა ვეც­დე­ბი, თბი­ლის­ში და­ვიკ­მა­ყო­ფი­ლო შო­პინ­გებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სურ­ვი­ლე­ბი. ჩვენ­თა­ნაც არის კარ­გი მა­ღა­ზი­ე­ბი, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა, მშვე­ნივ­რად შე­ი­მო­სო. სე­ზონ­ზე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გქონ­დეს ახა­ლი ფეხ­საც­მე­ლი, ახა­ლი ჩან­თა და ქა­მა­რი. გა­და­ცე­მის­თვის, რა თქმა უნდა, ჩემი გე­მოვ­ნე­ბით შე­ვარ­ჩევ სა­მოსს. დი­ზა­ი­ნერ­მა რაც უნდა შე­მომ­თა­ვა­ზოს, თუ არ მო­მიხ­და, რა­ტომ უნდა ჩა­ვიც­ვა...

- მო­დით, სიყ­ვა­რულ­ზეც ვი­სა­უბ­როთ, ფადი ას­ლის ახა­ლი რო­მა­ნი თქვენ­თვის რამ­დე­ნად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო?

- რა­ტომ უნდა ყო­ფი­ლი­ყო მო­უ­ლოდ­ნე­ლი. ფა­დის მე თვი­თონ ვურ­ჩიე, თა­ვის ახალ რო­მან­ზე ელა­პა­რა­კა, ვუ­თხა­რი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი მა­ინც არ მო­გეშ­ვე­ბი­ან-მეთ­ქი და ფა­დიც და­მე­თან­ხმა.

- ძლი­ე­რი ქალ­ბა­ტო­ნი ყო­ფილ­ხართ. ცოტა ხნის წინ ეს ადა­მი­ა­ნი ხომ გიყ­ვარ­დათ...

- რა პრობ­ლე­მაა. მე და ფადი ახლა ვმე­გობ­რობთ, ჩვენ შო­რის რაც იყო, უკვე დამ­თავ­რდა. ფა­დის ყო­ველ­თვის გვერ­დით და­ვუდ­გე­ბი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ანა­ლო­გი­უ­რად მო­იქ­ცე­ვა ფა­დიც, თუ ამას გა­რე­მო­ე­ბა მო­ი­თხოვს.

- რო­გორ დას­ვე­ნე­ბას ინატ­რებ­დით?

- სა­ოც­ნე­ბო დას­ვე­ნე­ბა წარ­მო­მიდ­გე­ნია კა­ნა­და­ში. ნამ­ყო­ფი ვარ ვან­კუ­ვერ­ში, იქ ფან­ტას­ტი­კუ­რი ბუ­ნე­ბა და ტყე­ე­ბია. კა­ნა­დის უღ­რან ტყე­ში ქოხ­ში დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით და­ვის­ვე­ნებ­დი. ოღონდ ეს ქოხი ძა­ლი­ან კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი უნდა იყოს. ამ ქო­ხის გარ­შე­მო აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს სხვა­დას­ხვა სირ­თუ­ლის ბი­ლი­კე­ბი, რომ ბევ­რი ვი­ა­რო. ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვა და სუფ­თა ჰა­ე­რი ერ­თად ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა. რა თქმა უნდა, სა­სურ­ვე­ლია, იქ ჩემს საყ­ვა­რელ მა­მა­კაც­თან ერ­თად ვიყო. თუ ოც­ნე­ბაა, მა­შინ ბო­ლომ­დე ვი­ოც­ნე­ბოთ.

- სა­კუ­რორ­ტო რო­მა­ნე­ბის არ მჯე­რაო, ხომ მი­თხა­რით...

- მე ის კაცი უღ­რან ტყე­ში კი არ უნდა გა­ვიც­ნო, იქ ერ­თად უნდა წა­ვი­დეთ. ტყე­ში ადა­მი­ა­ნის ჭა­ჭა­ნე­ბა არ უნდა იყოს. მე ბუ­ნე­ბა­ში ყოფ­ნა მინ­და. ხალ­ხის ნახ­ვას თბი­ლის­შიც ვა­ხერ­ხებ.

- ახლა თუ არის თქვენ გვერ­დით მა­მა­კა­ცი, ვის­თან ერ­თა­დაც შე­იძ­ლე­ბა კა­ნა­და­ში უღ­რან ტყე­ში გამ­გზავ­რე­ბა­ზე იფიქ­როთ?

- ამ კი­თხვას უპა­სუ­ხოდ და ღიად დავ­ტო­ვებ.

- ანუ, არის, არ გაგ­ვიმ­ხელთ ვი­ნაა?

- არა­ფერს არც ვა­დას­ტუ­რებ და არც უარ­ვყოფ.

- იმე­დია, კა­ნა­დის უღ­რა­ნი ტყის ქოხ­ში გამ­გზავ­რე­ბამ­დე გაგ­ვაც­ნობთ.

- (იცი­ნის) ვნა­ხოთ.

მერი კო­ბი­აშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

ია ფარულავამ ფადი ასლის ახალი რომანის გახმაურება ურჩია

ია ფარულავამ ფადი ასლის ახალი რომანის გახმაურება ურჩია

ია ფარულავა ინტერვიუს დროს ხალისიანი და ენერგიული იყო. როგორც თავად ამბობს, მთლიანად ახალ გადაცემაზეა გადართული და არც კი ემჩნევა, რომ ცოტა ხნის წინ საყვარელ ადამიანს დაშორდა. ჭორების მოყვარულ თბილისში უკვე ლაპარაკობენ იმაზე, რომ ფადი ასლიმ ახალი რომანი გააჩაღა ანა ონიანთან. ანა ბოლო თოთხმეტი წლის განმავლობაში ამერიკაში ცხოვრობდა და ბიზნესითაა დაკავებული. იასთან საუბრისას წარსული სიყვარულის თემას გვერდი ვერ ავუარეთ.

- ია, თქვენი ახალი გადაცემის ანონსი ბოლო დროს აღარ გადის ეთერში...

- გადაცემის დაწყება დაგვიგვიანდა, მაგრამ ეს ტექნიკური მიზეზების გამო მოხდა. უკვე მალე გავალთ ეთერში. რეჟისორი და პროდიუსერი შეგვეცვალა, თუმცა მე, დოდო ხურცილავა და ნანიკო ხაზარაძე დიდი შემართებით მზად ვართ ეთერში გასასვლელად. გვყავს ძალიან სერიოზული ჯგუფი. მოგეხსენებათ, "ჟურნალისტის დღიური" დაიხურა და იქ მომუშავე სამი უძლიერესი ჟურნალისტი - ეკა ქადაგიშვილი, თიკო ფეიქრიშვილი და თამარ ღვინიანიძე შემოგვიერთდნენ. ისინი გვეხმარებიან, რომ საუკეთესო შოუ გავაკეთოთ.

- თქვენი გადაცემა "სამოთხის ვაშლებს" ხომ არ დაემსგავსება?

- "სამოთხის ვაშლებს" არანაირად არ დაემსგავსება. ის ძალიან კარგი გადაცემაა და ბევრი მაყურებელიც ჰყავს, მაგრამ ჩვენი გადაცემის ფორმატი სხვანაირი იქნება. ჩვენი შოუ ეთერში დღის სამის ნახევრიდან ოთხის ნახევრამდე გავა.

- ახალმა ძალამ რა შეცვალა გადაცემაში?

- ტელევიზიის ბორდს არ მოეწონა ჩვენი თავდაპირველი დეკორაციები და ეს მართებულიც იყო. ახალი დეკორაციები გაცილებით კარგია. რეჟისორი გია გაფრინდაშვილი ჩაანაცვლა თამარ ღვინიანიძემ და ძალიან წარმატებულადაც.

- გამოდის, რომ ზაფხულში დასვენებას ვერ მოახერხებთ...

- ეს სერიოზული პრობლემაა, ასეთი სიცხეა და ვერ დავისვენებ. თუმცა, როცა რაიმეს გაკეთება გინდა, უნდა იწვალო კიდეც.

- უკვე მოასწარით დასვენება?

- წელს ვერსად ვერ გავედი, არადა, საფუძვლიანი და­სვენება მიყვარს. ზღვა იმდენად არ მიყვარს, როგორც მთა. წელს ვერ მოვახერხე მთაში დასვენება და ალბათ დიდხანს ვერ მოვახერხებ.

- მთაში დასვენება მიყვარსო, რომ თქვით, ცოტა გამიკვირდა...

- არ მიყვარს არც ზღვა, არც "ზაგარი" და არც მზე. ჩემთვის საუკეთესო დასვენება მთაში ხეტიალია. მიყვარს წყარო, მდინარე, ტყე. სიამოვნებით ვესტუმრებოდი რაჭას, სვანეთს, ხევსურეთსა და მთა-თუშეთს.

- ყოფილხართ რომელიმე ადგილას?

- რაჭაში და მთა-თუშეთში ვარ ნამყოფი და ძალიან მომეწონა.

- რომელიმე დასვენებას ხომ არ გამოარჩევდით? ალბათ მთაში ხეტიალის დროს ბევრ ხიფათს გადაყრიხართ...

- ალპინიზმით არ ვარ გატაცებული, ხიფათი რომ შემმთხვეოდა. მაგალითად, შარშან რაჭაში ვიყავი. დავდიოდი მჟავე წყლებზე, ტყეში. ერთხელ დავიკარგე კიდეც. იქ სოკოც დამიკრეფია. რაჭაში იქაური მცხოვრები წამოგვყვა, რომელიც ცნობდა სოკოს. ხიფათი იყო, რა თქმა უნდა, იმ სოკოს მომზადება და ჭამა, მაგრამ მაინც გავრისკე. ხიფათიანი დასვენებები არ მაქვს ხოლმე. ძალიან ადრე დამისვენია შვეიცარიაში, საფრანგეთის ალპებში, მაგრამ მივხვდი, რომ ჩვენთან არანაკლები ბუნებაა, თუ უკეთესი არა, შეიძლება დასვენების პირობები ისეთივე არ იყოს, მაგრამ მე ძალიან მიყვარს საქართველოს მთები. თუმცა საქართველოს ზღვაც ძალიან მომწონს. ცოტა ხნის წინ ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემის ჩაწერაზე ბათუმში ვიყავი სამი დღით. ეს დასვენებად ვერ ჩაითვლება, მაგრამ ძალიან მომეწონა განახლებული ბათუმი.

- ცურვა იცით?

- ბავშვობაში დავდიოდი ცურვაზე. შემიძლია ვიცურაო, მაგრამ წყალში ღრმად ვერ შევდივარ, არც ღრმა "ბასეინები" მიყვარს.

- ასეთი შიში რატომ გაგიჩნდათ?

- ერთხელ ბავშვობაში ვიხრჩობოდი და ჩემმა ძმამ გადამარჩინა. მაშინ პატარები ვიყავით და მას მერე სიღრმის მეშინია.

- საკურორტო რომანებზე რა აზრის ხართ, გჯერათ, რომ ასეთი რომანი შეიძლება, ქორწინებით დასრულდეს?

- საკურორტო სიყვარული, უბრალოდ, ვნებაა. როდესაც ორი ადამიანი ხვდება ერთმანეთს და მათ შორის არავითარი ვალდებულება არ არსებობს. მე ასეთი სიყვარული არასდროს მქონია.

- ალბათ გამონაკლისი შემთხვევებიც არსებობს...

- შეიძლება არსებობს, მაგრამ მე არ გამიგია, რომ კურორტზე დაწყებული სიყვარული ოჯახის შექმნით დამთავრებულიყო. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ასეთი ოჯახებიც არსებობენ. ძალიან კარგი თემაა, დიდი მადლობა, რომ მომაწოდე. ამ თემაზე ჩვენს გადაცემაში აუცილებლად ვისაუბრებთ.

- თბილისში როგორ ატარებთ ცხელ ზაფხულს?

- კონდიციონერიანი ოთახიდან კონდიციონერიან ოთახამდე დავდივარ. მანქანაშიც კონდიციონერი მაქვს და ამდენი კონდიციონერისგან შეიძლება გავაფრინო, ჰაერი აღარ მყოფნის ხოლმე. ხანდახან მირჩევნია, სიცხეში ვიყო ცოტა ხანი მაინც, რომ სუფთა ჰაერი ჩავყლაპო. დილით ადრე ბოტანიკურ ბაღში მივდივარ, ბალნეოლოგიურ კურორტზე ვიტარებ პროცედურებს, ეს ყველაფერი მეხმარება, რომ ადვილად გადავიტანო სიცხე.

- საზაფხულოდ გარდერობის განახლება ალბათ უკვე მოასწარით...

- გარდერობს ჩვენი გადაცემის დიზაინერები განმიახლებენ, რომლებიც ჩემს ჩაცმულობაზე იზრუნებენ. ეთერში ყოველდღე უნდა ვიჯდე, ბუნებრივია, უნდა ვიყო ძალიან ლამაზი და მომხიბვლელი და ამას ყოველნაირად შევეცდები. რა თქმა უნდა, ჯობია, შოპინგზე მილანში ან ფლორენციაში წახვიდე, სადაც ცოტა ხნის წინ ვიყავი და ძალიან კმაყოფილი ჩამოვედი. ახლა ვეცდები, თბილისში დავიკმაყოფილო შოპინგებთან დაკავშირებული სურვილები. ჩვენთანაც არის კარგი მაღაზიები, სადაც შეიძლება, მშვენივრად შეიმოსო. სეზონზე აუცილებლად უნდა გქონდეს ახალი ფეხსაცმელი, ახალი ჩანთა და ქამარი. გადაცემისთვის, რა თქმა უნდა, ჩემი გემოვნებით შევარჩევ სამოსს. დიზაინერმა რაც უნდა შემომთავაზოს, თუ არ მომიხდა, რატომ უნდა ჩავიცვა...

- მოდით, სიყვარულზეც ვისაუბროთ, ფადი ასლის ახალი რომანი თქვენთვის რამდენად მოულოდნელი იყო?

- რატომ უნდა ყოფილიყო მოულოდნელი. ფადის მე თვითონ ვურჩიე, თავის ახალ რომანზე ელაპარაკა, ვუთხარი, ჟურნალისტები მაინც არ მოგეშვებიან-მეთქი და ფადიც დამეთანხმა.

- ძლიერი ქალბატონი ყოფილხართ. ცოტა ხნის წინ ეს ადამიანი ხომ გიყვარდათ...

- რა პრობლემაა. მე და ფადი ახლა ვმეგობრობთ, ჩვენ შორის რაც იყო, უკვე დამთავრდა. ფადის ყოველთვის გვერდით დავუდგები. დარწმუნებული ვარ, ანალოგიურად მოიქცევა ფადიც, თუ ამას გარემოება მოითხოვს.

- როგორ დასვენებას ინატრებდით?

- საოცნებო დასვენება წარმომიდგენია კანადაში. ნამყოფი ვარ ვანკუვერში, იქ ფანტასტიკური ბუნება და ტყეებია. კანადის უღრან ტყეში ქოხში დიდი სიამოვნებით დავისვენებდი. ოღონდ ეს ქოხი ძალიან კეთილმოწყობილი უნდა იყოს. ამ ქოხის გარშემო აუცილებლად უნდა იყოს სხვადასხვა სირთულის ბილიკები, რომ ბევრი ვიარო. ფიზიკური დატვირთვა და სუფთა ჰაერი ერთად ძალიან კარგი იქნება. რა თქმა უნდა, სასურველია, იქ ჩემს საყვარელ მამაკაცთან ერთად ვიყო. თუ ოცნებაა, მაშინ ბოლომდე ვიოცნებოთ.

- საკურორტო რომანების არ მჯერაო, ხომ მითხარით...

- მე ის კაცი უღრან ტყეში კი არ უნდა გავიცნო, იქ ერთად უნდა წავიდეთ. ტყეში ადამიანის ჭაჭანება არ უნდა იყოს. მე ბუნებაში ყოფნა მინდა. ხალხის ნახვას თბილისშიც ვახერხებ.

- ახლა თუ არის თქვენ გვერდით მამაკაცი, ვისთან ერთადაც შეიძლება კანადაში უღრან ტყეში გამგზავრებაზე იფიქროთ?

- ამ კითხვას უპასუხოდ და ღიად დავტოვებ.

- ანუ, არის, არ გაგვიმხელთ ვინაა?

- არაფერს არც ვადასტურებ და არც უარვყოფ.

- იმედია, კანადის უღრანი ტყის ქოხში გამგზავრებამდე გაგვაცნობთ.

- (იცინის) ვნახოთ.

მერი კობიაშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება