მართალია რიანას ნათესავები, მეგობრები და თაყვანისმცემლები ყველანაირად ცდილობდნენ მომღერალი კრის ბრაუნთან დაეშორებინათ, თუმცა ამაოდ. რიანას ბოიფრენდთან დაშორებაზე არც კი უფიქრია - უფრო მეტიც, ვარსკვლავი უახლოეს მომავალში კრისზე დაქორწინებას აპირებს.
გავრცელებული ხმებით, რიანა და კრის ბრაუნი დაქორწინებას ზაფხულში აპირებენ. ცერემონია ეგზოტიკური იქნება.
"რიანას არ სურს მოსაწყენი და ტრადიციული ქორწინების ცერემონია და ფაშფაშა კაბა. მას გაცილებით უფრო იზიდავს ბიკინებში გათხოვება და კარნავალის ატმოსფერო. ამის წინააღმდეგი არც კრისია. ორივეს მოსწონს იდეა", - აცხადებს წყარო.
წყაროს თქმით, წყვილს სურს, რომ მათ ქორწილში მხოლოდ ახლო მეგობრები იყვნენ.
"გართობა და მხიარულება უნდათ და მხოლოდ ახლობლების მოწვევას გეგმავენ. სავარაუდოდ არ დაპატიჟებენ იმ ადამიანებს, ვინც რიანას გამუდმებით კიცხავს კრისთან დაბრუნებისთვის", - აცხადებს წყარო.
ქორწილი რიანას მშობლიურ ბარბადოსში გაიმართება. ცერემონია ივნისშია დაგეგმილი.
მომზადებულია Huffington Post-ის მიხედვით.