მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცნობისმოყვარეობამ" მარსზე ზღვის კვალი აღმოაჩინა
"ცნობისმოყვარეობამ" მარსზე ზღვის კვალი აღმოაჩინა

14 აპ­რილს ვა­შინგტონ­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მარსმა­ვალ Curiosity-ის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი­სა და ინ­ჟინ­რე­ბის ჯგუფ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის წინ მარსზე სი­ცო­ცხლის­თვის ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბე­ბი არ­სე­ბობ­და. ამ დას­კვნის გა­კე­თე­ბის სა­ფუძ­ველს Curiosity-ის ("ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა") აღ­მო­ჩე­ნე­ბი იძ­ლე­ვა.

მარ­სი ადა­მი­ანს ყო­ველ­თვის იზი­დავ­და. მეც­ნი­ე­რე­ბის ინ­ტე­რე­სი წი­თელ პლა­ნე­ტა­ზე სი­ცო­ცხლის არ­სე­ბო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. მზის სის­ტე­მის სხვა პლა­ნე­ტე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მარ­სი დე­და­მი­წას ყვე­ლა­ზე მე­ტად ჰგავს. კოს­მო­სის ათ­ვი­სე­ბის პირ­ვე­ლი­ვე ეტაპ­ზე მარ­სის­კენ ხე­ლოვ­ნუ­რი თა­ნამ­გზავ­რე­ბის გაშ­ვე­ბა და­ი­წყეს. ტექ­ნი­კუ­რი პროგ­რე­სის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად ადა­მი­ან­მა წი­თელ პლა­ნე­ტა­ზე მარსმავ­ლე­ბი გაგ­ზავ­ნა. ამე­რი­კუ­ლი "ვი­კინ­გი" პირ­ვე­ლი იყო, რო­მე­ლიც მარსზე წარ­მა­ტე­ბით და­ეშ­ვა.

მისი გა­მო­ყე­ნე­ბით "ნა­სას" მეც­ნი­ე­რე­ბი მარსზე სი­ცო­ცხლის კვა­ლის აღ­მო­ჩე­ნას ცდი­ლობ­დნენ. თუმ­ცა მო­პო­ვე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბი ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი აღ­მოჩ­ნდა და ამე­რი­კე­ლე­ბი ბი­ო­ლო­გი­ი­დან გე­ო­ლო­გი­ა­ზე გა­და­ერ­თვნენ. ლო­გი­კა მარ­ტი­ვი იყო - ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის სი­ცო­ცხლე წყალს სა­ჭი­რო­ებს. ამი­ტო­მაც სი­ცო­ცხლის კვა­ლის ძი­ე­ბას მეც­ნი­ე­რებ­მა წყლის მო­ძებ­ნა ამ­ჯო­ბი­ნეს. მარსზე გაშ­ვე­ბუ­ლი შემ­დე­გი თა­ო­ბის მარსმავ­ლებს - "სოდ­ჟერ­ნე­რი", "სპი­რი­ტი", "ოპორ­ტუ­ნი­ტი" და "ფე­ნიქ­სი" სწო­რედ ეს ფუნ­ქცია ჰქონ­დათ და­კის­რე­ბუ­ლი. მრა­ვალ­წლი­ა­ნი კვლე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე დად­გინ­და, რომ მრვა­ლი მი­ლი­ო­ნი წლის წინ, მარსს ზღვე­ბი და მდი­ნა­რე­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქსე­ლი ჰქონ­და. მაგ­რამ სკეპ­ტი­კოს­თა აზ­რით, წყლის რა­ო­დე­ნო­ბა მის სი­ცო­ცხლის­თვის ვარ­გი­სი­ა­ნო­ბას­თან არა­ნა­ირ კავ­შირ­შია. წყალ­ში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მა­რი­ლის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბის აღ­მო­ჩე­ნა­ზე ფიქ­რიც კი ზედ­მე­ტია. ამი­ტო­მაც Curiosity-ის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა მარსზე ოდეს­ღაც არ­სე­ბუ­ლი წლის შე­მად­გენ­ლო­ბის დად­გე­ნა­ში მდგო­მა­რე­ობს.

ამის­თვის მეც­ნი­ე­რე­ბი მარ­სის ქა­ნებს იკ­ვლე­ვენ. 5 სან­ტი­მეტ­რის სიგ­რძის ბურ­ღით აღ­ჭურ­ვი­ლი "ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა" ქა­ნე­ბი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ნი­ა­და­გის ნი­მუ­შე­ბის შემ­ცვლე­ლო­ბას დე­ტა­ლუ­რად აა­ნა­ლი­ზებს და დე­და­მი­წა­ზე შე­სა­ბა­მის ფო­ტო­ებ­საც აგ­ზავ­ნის. მეც­ნი­ერ­თა აზ­რით, გე­ი­ლის კრა­ტე­რი, სა­დაც მარსმა­ვა­ლი და­ეშ­ვა, რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი წლის წინ წყლით იყო სავ­სე. შემ­დგომ და­უდ­გე­ნე­ლი მი­ზე­ზე­ბით წყა­ლი გაქ­რა. კრა­ტე­რის ცენ­ტრში კი ქა­ნე­ბის ჩა­მო­წო­ლის შე­დე­გად შარ­პის მთა წარ­მო­იშ­ვა. ქა­ნე­ბის ათე­უ­ლო­ბით ფე­ნის­გან შემ­დგა­რი მთა, მარ­სის მი­ლი­ო­ნო­ბით წლი­ან გე­ო­ლო­გი­ურ ის­ტო­რი­ას ინა­ხავს.

თა­ვი­სი პირ­ვე­ლი აღ­მო­ჩე­ნა "ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბამ" წი­თელ პლა­ნე­ტა­ზე დაშ­ვე­ბი­დან ორ თვე­ში გა­ა­კე­თა. 2012 წლის 27 სექ­ტემ­ბერს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მარსმა­ვალ­მა დამ­შრა­ლი ნა­კა­დუ­ლის კა­ლა­პო­ტი აღ­მო­ა­ჩი­ნა. მათი არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ მეც­ნი­ე­რებ­მა ად­რეც იცოდ­ნენ. თუმ­ცა "ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის" დამ­სა­ხუ­რე­ბა წვრი­ლი ხრე­შის აღ­მო­ჩე­ნა­ში მდგო­მა­რე­ობ­და, რო­მე­ლიც ჩვენს პლა­ნე­ტა­ზე არ­სე­ბუ­ლის­გან პრაქ­ტი­კუ­ლად არ გან­სხვავ­დე­ბა (ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ვი­ზუ­ა­ლუ­რად). სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა ამ ნა­კა­დულ­ში ოდეს­ღაც მი­მა­ვა­ლი წყლის სიჩ­ქა­რეც გან­სა­ზღვრეს - და­ახ­ლო­ე­ბით 1 მ/წმ-ში. ამ აღ­მო­ჩე­ნამ, მარსმავ­ლის დაშ­ვე­ბის ად­გი­ლის შერ­ჩე­ვის სის­წო­რე კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რა. თუმ­ცა მარ­სის წყლის შე­მად­გენ­ლო­ბა კვლავ უც­ნო­ბი დარ­ჩა.

სა­ინ­ტე­რე­სო ობი­ექ­ტებს "ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა" თა­ნა­მედ­რო­ვე ხელ­სა­წყო­ე­ბით იკ­ვლევს. მის არ­სე­ნალ­ში CheamCam, APXS, CheMin მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი შე­დის. პირ­ვე­ლი ქვე­ბის და ქა­ნე­ბის ქი­მი­ურ შე­მად­გენ­ლო­ბას, მათ­ზე მი­მარ­თუ­ლი ლა­ზე­რის სხი­ვის შე­დე­გად წარ­მოქ­მნი­ლი ანა­რეკ­ლით ად­გენს. APXS სის­ტე­მა მი­ნე­რა­ლე­ბის სტრუქ­ტუ­რას მათი ალფა-ნა­წი­ლა­კე­ბით დას­ხი­ვე­ბით და მი­ღე­ბუ­ლი ანა­რეკ­ლით გან­სა­ზღვრავს. სპექტრო­მე­ტი CheMin რო­გორც ქი­მი­ურ, ასე­ვე კრის­ტა­ლურ სტრუქ­ტუ­რებს იკ­ვლევს.

2013 წლის იან­ვრის ბო­ლოს, "ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბამ" გა­ბურ­ღვის­თვის პირ­ვე­ლი ობი­ექ­ტი ამო­არ­ჩია. ქვით, რო­მელ­საც "ჯონ კლე­ი­ნი" უწო­დეს, მეც­ნი­ე­რე­ბი თა­ვი­დან­ვე და­ინ­ტე­რეს­დნენ. ის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით წვრილ თეთრ ძარ­ღვებს შე­ი­ცავ­და. გე­ო­ლოგ­თა აზ­რით, ეს კალ­ცი­უ­მის სულ­ფა­ტი ანუ იგი­ვე თა­ბა­ში­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ანა­ლო­გი­უ­რი თეთ­რი ძარ­ღვე­ბი დე­და­მი­წა­ზე მი­ნე­რა­ლებ­სა და ქვებ­შიც გვხვდე­ბა. ისი­ნი ბზა­რებ­ში წყლის მოძ­რა­ო­ბი­სას წარ­მო­იქ­მნე­ბი­ან. გა­ბურ­ღვის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი ნი­მუ­შე­ბის ანა­ლი­ზის პა­სუ­ხებს მი­წა­ზე ერთი თვე ელოდ­ნენ.

და­ახ­ლო­ე­ბით 20%-ით "ჯონ კლე­ი­ნი" წვრილ­დის­პერ­სი­უ­ლი ნა­ლე­ქი ქა­ნე­ბის­გან შედ­გე­ბა. და­ნარ­ჩე­ნი შე­მად­გენ­ლო­ბა ვულ­კა­ნუ­რი მი­ნე­რა­ლე­ბია. წვრილ­დის­პერ­სი­უ­ლი ნა­წი­ლი, ფაქ­ტობ­რი­ვად, დაპ­რე­სი­ლი თი­ხაა, რო­მე­ლიც დე­და­მი­წა­ზე დამ­შრალ მდი­ნა­რე­ებ­ში არ­სე­ბუ­ლის­გან არაფ­რით გან­სხვავ­დე­ბა. ამა­ვე ქა­ნებ­ში მეც­ნე­რებ­მა სხვა­დას­ხვა ქი­მი­უ­რი შე­მად­გენ­ლო­ბის გო­გირ­დიც აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რო­მე­ლიც ბაქ­ტე­რი­ე­ბი­სა და მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბის­თვის ენერ­გი­ის წყა­რო შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო.მაგ­რამ აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სი­ცო­ცხლის­თვის მი­სა­ღე­ბი პი­რო­ბე­ბის აღ­მო­ჩე­ნა, თა­ვად სი­ცო­ცხლის აღ­მო­ჩე­ნას სრუ­ლე­ბი­თაც არ ნიშ­ნავს.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ lenta.ru-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

"ცნობისმოყვარეობამ" მარსზე ზღვის კვალი აღმოაჩინა

"ცნობისმოყვარეობამ" მარსზე ზღვის კვალი აღმოაჩინა

14 აპრილს ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე მარსმავალ Curiosity-ის სპეციალისტებისა და ინჟინრების ჯგუფმა განაცხადა, რომ გარკვეული პერიოდის წინ მარსზე სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობები არსებობდა. ამ დასკვნის გაკეთების საფუძველს Curiosity-ის ("ცნობისმოყვარეობა") აღმოჩენები იძლევა.

მარსი ადამიანს ყოველთვის იზიდავდა. მეცნიერების ინტერესი წითელ პლანეტაზე სიცოცხლის არსებობის შესაძლებლობითაა განპირობებული. მზის სისტემის სხვა პლანეტებისგან განსხვავებით, მარსი დედამიწას ყველაზე მეტად ჰგავს. კოსმოსის ათვისების პირველივე ეტაპზე მარსისკენ ხელოვნური თანამგზავრების გაშვება დაიწყეს. ტექნიკური პროგრესის განვითარებასთან ერთად ადამიანმა წითელ პლანეტაზე მარსმავლები გაგზავნა. ამერიკული "ვიკინგი" პირველი იყო, რომელიც მარსზე წარმატებით დაეშვა.

მისი გამოყენებით "ნასას" მეცნიერები მარსზე სიცოცხლის კვალის აღმოჩენას ცდილობდნენ. თუმცა მოპოვებული ცნობები ურთიერთგამომრიცხავი აღმოჩნდა და ამერიკელები ბიოლოგიიდან გეოლოგიაზე გადაერთვნენ. ლოგიკა მარტივი იყო - ნებისმიერი სახის სიცოცხლე წყალს საჭიროებს. ამიტომაც სიცოცხლის კვალის ძიებას მეცნიერებმა წყლის მოძებნა ამჯობინეს. მარსზე გაშვებული შემდეგი თაობის მარსმავლებს - "სოდჟერნერი", "სპირიტი", "ოპორტუნიტი" და "ფენიქსი" სწორედ ეს ფუნქცია ჰქონდათ დაკისრებული. მრავალწლიანი კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ მრვალი მილიონი წლის წინ, მარსს ზღვები და მდინარეების განვითარებული ქსელი ჰქონდა. მაგრამ სკეპტიკოსთა აზრით, წყლის რაოდენობა მის სიცოცხლისთვის ვარგისიანობასთან არანაირ კავშირშია. წყალში დიდი რაოდენობით მარილის არსებობის შემთხვევაში, მიკროორგანიზმების აღმოჩენაზე ფიქრიც კი ზედმეტია. ამიტომაც Curiosity-ის მთავარი ამოცანა მარსზე ოდესღაც არსებული წლის შემადგენლობის დადგენაში მდგომარეობს.

ამისთვის მეცნიერები მარსის ქანებს იკვლევენ. 5 სანტიმეტრის სიგრძის ბურღით აღჭურვილი "ცნობისმოყვარეობა" ქანებიდან ამოღებული ნიადაგის ნიმუშების შემცვლელობას დეტალურად აანალიზებს და დედამიწაზე შესაბამის ფოტოებსაც აგზავნის. მეცნიერთა აზრით, გეილის კრატერი, სადაც მარსმავალი დაეშვა, რამდენიმე მილიონი წლის წინ წყლით იყო სავსე. შემდგომ დაუდგენელი მიზეზებით წყალი გაქრა. კრატერის ცენტრში კი ქანების ჩამოწოლის შედეგად შარპის მთა წარმოიშვა. ქანების ათეულობით ფენისგან შემდგარი მთა, მარსის მილიონობით წლიან გეოლოგიურ ისტორიას ინახავს.

თავისი პირველი აღმოჩენა "ცნობისმოყვარეობამ" წითელ პლანეტაზე დაშვებიდან ორ თვეში გააკეთა. 2012 წლის 27 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ მარსმავალმა დამშრალი ნაკადულის კალაპოტი აღმოაჩინა. მათი არსებობის შესახებ მეცნიერებმა ადრეც იცოდნენ. თუმცა "ცნობისმოყვარეობის" დამსახურება წვრილი ხრეშის აღმოჩენაში მდგომარეობდა, რომელიც ჩვენს პლანეტაზე არსებულისგან პრაქტიკულად არ განსხვავდება (ყოველ შემთხვევაში, ვიზუალურად). სპეციალისტებმა ამ ნაკადულში ოდესღაც მიმავალი წყლის სიჩქარეც განსაზღვრეს - დაახლოებით 1 მ/წმ-ში. ამ აღმოჩენამ, მარსმავლის დაშვების ადგილის შერჩევის სისწორე კიდევ ერთხელ დაადასტურა. თუმცა მარსის წყლის შემადგენლობა კვლავ უცნობი დარჩა.

საინტერესო ობიექტებს "ცნობისმოყვარეობა" თანამედროვე ხელსაწყოებით იკვლევს. მის არსენალში CheamCam, APXS, CheMin მოწყობილობები შედის. პირველი ქვების და ქანების ქიმიურ შემადგენლობას, მათზე მიმართული ლაზერის სხივის შედეგად წარმოქმნილი ანარეკლით ადგენს. APXS სისტემა მინერალების სტრუქტურას მათი ალფა-ნაწილაკებით დასხივებით და მიღებული ანარეკლით განსაზღვრავს. სპექტრომეტი CheMin როგორც ქიმიურ, ასევე კრისტალურ სტრუქტურებს იკვლევს.

2013 წლის იანვრის ბოლოს, "ცნობისმოყვარეობამ" გაბურღვისთვის პირველი ობიექტი ამოარჩია. ქვით, რომელსაც "ჯონ კლეინი" უწოდეს, მეცნიერები თავიდანვე დაინტერესდნენ. ის დიდი რაოდენობით წვრილ თეთრ ძარღვებს შეიცავდა. გეოლოგთა აზრით, ეს კალციუმის სულფატი ანუ იგივე თაბაშირი უნდა ყოფილიყო. ანალოგიური თეთრი ძარღვები დედამიწაზე მინერალებსა და ქვებშიც გვხვდება. ისინი ბზარებში წყლის მოძრაობისას წარმოიქმნებიან. გაბურღვის შედეგად მიღებული ნიმუშების ანალიზის პასუხებს მიწაზე ერთი თვე ელოდნენ.

დაახლოებით 20%-ით "ჯონ კლეინი" წვრილდისპერსიული ნალექი ქანებისგან შედგება. დანარჩენი შემადგენლობა ვულკანური მინერალებია. წვრილდისპერსიული ნაწილი, ფაქტობრივად, დაპრესილი თიხაა, რომელიც დედამიწაზე დამშრალ მდინარეებში არსებულისგან არაფრით განსხვავდება. ამავე ქანებში მეცნერებმა სხვადასხვა ქიმიური შემადგენლობის გოგირდიც აღმოაჩინეს, რომელიც ბაქტერიებისა და მიკროორგანიზმებისთვის ენერგიის წყარო შეიძლება ყოფილიყო.მაგრამ აღსანიშნავია, რომ სიცოცხლისთვის მისაღები პირობების აღმოჩენა, თავად სიცოცხლის აღმოჩენას სრულებითაც არ ნიშნავს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ lenta.ru-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა