პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Google-მა "მოლაპარაკე" სპორტული ფეხსაცმელი შექმნა
Google-მა "მოლაპარაკე" სპორტული ფეხსაცმელი შექმნა

კომ­პა­ნია Google-მა ტექ­ნო­ლო­გი­ურ კონ­ფე­რენ­ცია SXSW Interactive-ზე ექ­სპე­რი­მენ­ტა­ლუ­რი "მო­ლა­პა­რა­კე" სპორ­ტუ­ლი ფეხ­საც­მე­ლი (Talking Shoe) წა­რად­გი­ნა, რო­მე­ლიც პატ­რონს სი­ზარ­მა­ცის დაძ­ლე­ვა­სა და სპორ­ტუ­ლი სტი­ლით ცხოვ­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. კონ­ფე­რენ­ცია ტე­ხა­სის შტატ­ში, ქა­ლაქ ოს­ტინ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

Google-მა ფეხ­საც­მე­ლი კომ­პა­ნია Adidas-თან ერ­თად შექ­მნა. ინ­ჟინ­რე­ბის ჩა­ნა­ფიქ­რით, "ჭკვი­ან­მა" ფეხ­საც­მელ­მა ადა­მი­ანს სპორ­ტუ­ლად ცხოვ­რე­ბის მო­ტი­ვა­ცია უნდა მის­ცეს.

ფეხ­საც­მელ­მა შე­იძ­ლე­ბა იბუ­ზღუ­ნოს და პა­სი­უ­რი ცხოვ­რე­ბის წე­სის გამო პატ­რონს "ზარ­მა­ცი" ეძა­ხოს, ან პი­რი­ქით, აქ­ტი­უ­რო­ბა შე­უ­ქოს.

ფეხ­საც­მე­ლი პე­დო­მეტ­რით, გი­როს­კო­პით და აქ­სე­ლე­რო­მეტ­რით არის აღ­ჭურ­ვი­ლი. ჩა­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი დი­ნა­მი­კე­ბი პატ­რონ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და მწვრთნე­ლის ფუნ­ქცი­ის შე­თავ­სე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა.

გარ­და ამი­სა, Bluetooth-ის დახ­მა­რე­ბით ფეხ­საც­მე­ლი უერ­თდე­ბა სმარ­ტფონს ან "და­მა­ტე­ბი­თი რე­ა­ლო­ბის" სათ­ვა­ლე Google Glass-ს.

კომ­პა­ნია ამ ფეხ­საც­მლის ფარ­თო გა­მოშ­ვე­ბას არ გეგ­მავს. "ჩვე­ნი მი­ზა­ნია ახალ­გაზ­რდო­ბას სა­კუ­თა­რი მო­დე­ლე­ბის შექ­მნა შთა­ვა­გო­ნოთ: ამის­თვის სი­ახ­ლე­ებს დე­ტა­ლებს ჩვენს სა­იტ­ზე გა­მო­ვაქ­ვეყ­ნებთ და ყვე­ლა მსურ­ველს სა­კუ­თა­რი "ჭკვი­ა­ნი ფეხ­საც­მლის" შექ­მნა შე­ეძ­ლე­ბა", - ყვე­ბა Google-ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია newsru.com-ის მი­ხედ­ვით.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?

Google-მა "მოლაპარაკე" სპორტული ფეხსაცმელი შექმნა

Google-მა "მოლაპარაკე" სპორტული ფეხსაცმელი შექმნა

კომპანია Google-მა ტექნოლოგიურ კონფერენცია SXSW Interactive-ზე ექსპერიმენტალური "მოლაპარაკე" სპორტული ფეხსაცმელი (Talking Shoe) წარადგინა, რომელიც პატრონს სიზარმაცის დაძლევასა და სპორტული სტილით ცხოვრებაში ეხმარება. კონფერენცია ტეხასის შტატში, ქალაქ ოსტინში მიმდინარეობს.

Google-მა ფეხსაცმელი კომპანია Adidas-თან ერთად შექმნა. ინჟინრების ჩანაფიქრით, "ჭკვიანმა" ფეხსაცმელმა ადამიანს სპორტულად ცხოვრების მოტივაცია უნდა მისცეს.

ფეხსაცმელმა შეიძლება იბუზღუნოს და პასიური ცხოვრების წესის გამო პატრონს "ზარმაცი" ეძახოს, ან პირიქით, აქტიურობა შეუქოს.

ფეხსაცმელი პედომეტრით, გიროსკოპით და აქსელერომეტრით არის აღჭურვილი. ჩამონტაჟებული დინამიკები პატრონთან ურთიერთობისა და მწვრთნელის ფუნქციის შეთავსების შესაძლებლობას იძლევა.

გარდა ამისა, Bluetooth-ის დახმარებით ფეხსაცმელი უერთდება სმარტფონს ან "დამატებითი რეალობის" სათვალე Google Glass-ს.

კომპანია ამ ფეხსაცმლის ფართო გამოშვებას არ გეგმავს. "ჩვენი მიზანია ახალგაზრდობას საკუთარი მოდელების შექმნა შთავაგონოთ: ამისთვის სიახლეებს დეტალებს ჩვენს საიტზე გამოვაქვეყნებთ და ყველა მსურველს საკუთარი "ჭკვიანი ფეხსაცმლის" შექმნა შეეძლება", - ყვება Google-ის წარმომადგენელი.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს