პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიცე მისტერ ვალენტინი" გეების შემოტევას იგერიებს
"ვიცე მისტერ ვალენტინი" გეების შემოტევას იგერიებს

მო­დე­ლი მა­მა­კა­ცი სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­პუ­ლა­რულ პრო­ფე­სი­ად ნამ­დვი­ლად არ მი­იჩ­ნე­ვა, თუმ­ცა ბოლო დროს ამ სქესს ხში­რად ვხე­დავთ პო­დი­უმ­ზე, სხვა­დას­ხვა კონ­კურ­სზე. დღეს ერთ-ერთი მათ­გა­ნი, სა­ა­გენ­ტო "ლუქ მო­დელ­სის" მო­დე­ლი, მახო მა­ჭა­რაშ­ვი­ლი მინ­და გა­გაც­ნოთ. 19 წლის მო­დელ­მა ბოლო დროს ორ კონ­კურ­სში Best model look of Georgia და "მის­ტერ ვა­ლენ­ტინ­ში" მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ორი­ვე­ში მე­ო­რე ად­გი­ლის მფლო­ბე­ლი გახ­და. ორი­ვე კონ­კურსს ვეს­წრე­ბო­დი და მინ­და გი­თხრათ, მის ყო­ველ გა­მოს­ვლას გო­გო­ნე­ბის აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი, სტვე­ნა და კი­ვი­ლი მოჰ­ყვე­ბო­და ხოლ­მე.

- მახო, ორი­ვე კონ­კურ­სზე მე­ო­რე ად­გი­ლი აიღე.

- რა­ტომ­ღაც მე­ო­რე ად­გი­ლებ­ში მი­მარ­თლებს. თან ორი­ვე კონ­კურ­სი 13 რი­ცხვში ჩა­ტარ­და. არა­და, მა­ნამ­დე ეს რი­ცხვი ჩემ­თვის იღ­ბლი­ა­ნი იყო.

- სა­მო­დე­ლო ბიზ­ნეს­ში რო­გორ მოხ­ვდი?

- სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით. მა­ნამ­დე აქ­ტი­უ­რად მივ­ყვე­ბო­დი სპორ­ტს. დავ­დი­ო­დი ტან­ვარ­ჯიშ­ზე, მერე ვჭი­და­ობ­დი. მო­დელ ძმა­კაცს გავ­ყე­ვი კას­ტინგზე. იქ მნა­ხა ნინო ცქი­ტიშ­ვილ­მა და თა­ვის სა­ა­გენ­ტო­ში მი­მიწ­ვია. ერთ კვი­რა­ში ჩვე­ნე­ბა­ზე გა­ვე­დი, მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი, მაგ­რამ კარ­გად გა­ვარ­თვი თავი.

- სწავ­ლობ სად­მე?

- არა, სკო­ლა და­ვამ­თავ­რე თუ არა, ჯარ­ში გა­მო­მი­ძა­ხეს. მა­ნამ­დე სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბის­თვის ვემ­ზა­დე­ბო­დი, ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი არ ჩა­მი­ბა­რე­ბია. თან ის პე­რი­ო­დი და­ემ­თხვა, რომ ნინო ცქი­ტიშ­ვი­ლი სა­ბუ­თებს მი­კე­თებ­და, სა­ა­გენ­ტო­დან სა­ზღვარ­გა­რეთ უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი. კი­სერ­ზე სვი­რინ­გი მქონ­და, ვარ­სკვლა­ვი. ამ სვი­რინ­გის გამო ჯარ­ში სე­ნაკ­ში მიშ­ვებ­დნენ. წე­ლი­წა­დი და სამი თვე იქ უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი.

- რა­ტომ?

- სა­დაც ახლა ვარ, ელი­ტუ­რი ქვე­და­ნა­ყო­ფია. მი­ნის­ტრი, ატა­შე მო­დი­ან ხში­რად და ჯა­რის­კა­ცის კის­რი­დან ვარ­სკვლა­ვი ძა­ლი­ან ანა­თებ­და (იცი­ნის). მომ­თხო­ვეს, მო­ი­შო­რეო. მო­ვი­შო­რე, ლა­ზე­რით ამო­ვიწ­ვი. ნინო ცქი­ტიშ­ვი­ლის მე­უღ­ლემ, ვატო ნაც­ვლიშ­ვილ­მა გა­მი­წია რე­კო­მენ­და­ცია და ახლა კარგ ად­გილ­ზე ვარ. სა­ა­ვი­ა­ციო ბრი­გა­და­ში, სამ­ხედ­რო აე­რო­პორ­ტში.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში არც ისე პო­პუ­ლა­რუ­ლი პრო­ფე­სია აგირ­ჩე­ვია, არამ­ხო­ლოდ ფი­ნან­სუ­რი თვალ­საზ­რი­სით.

- მა­ნამ­დე მო­დელ მა­მა­კა­ცებ­თან მეც იგი­ვე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მქონ­და, რო­გორც დღეს უმ­რავ­ლე­სო­ბას. როცა ყვე­ლა­ფერ­ში გა­ვერ­კვიე, სა­სირ­ცხვი­ლო არა­ფე­რია. რა არის მო­დე­ლის პრო­ფე­სია? რო­მე­ლი­მე ბრენ­დს ან დი­ზა­ი­ნერს რეკ­ლა­მას უკე­თებ. თა­ვის წარ­მო­ჩე­ნაც არ მე­თა­კი­ლე­ბა. ამ სფე­რო­დან არა­ერ­თი შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! მქონ­და, ვიდ­რე მო­დე­ლი გავ­ხდე­ბო­დი და ყო­ველ­თვის უარს ვამ­ბობ­დი. მერე მივ­ხვდი, რომ ხალ­ხის თვა­ლით არ უნდა ვი­ცხოვ­რო. უნდა გა­მო­ვი­ყე­ნო ყვე­ლა შან­სი, რა­საც ღმერ­თი მაძ­ლევს. ცუდს არა­ფერს ვა­კე­თებ. ვინც მიც­ნობს და ვინც იცის, რო­გორ ვცხოვ­რობ, ცუ­დად არ მა­ფა­სე­ბენ.

- მე­გობ­რებს, ოჯა­ხის წევ­რებს, ახ­ლობ­ლებს რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ შენს პრო­ფე­სი­ას­თან?

- ნორ­მა­ლუ­რი. ვი­საც ცუდი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს, მათ არ ვიც­ნობ და არც მა­ინ­ტე­რე­სებს მათი აზრი. სა­ზღვარ­გა­რეთ მო­დელ ბი­ჭებს ასე არ უყუ­რე­ბენ. მე თან ჯა­რის­კა­ცი ვარ, თან მო­დე­ლი, ჩემ­თვის ორ­მა­გად ძნე­ლია იმ სტე­რე­ო­ტი­პის დან­გრე­ვა, რო­მე­ლიც მო­დე­ლე­ბის გარ­შე­მოა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი.

- რო­გორ მოხ­ვდი კონ­კურ­სზე Best model look of Georgia?

- ზა­ლი­კო ბერ­გე­რი შემ­ხვდა და მკი­თხა, ამა და ამ კონ­კურ­სზე არ გა­დი­ხა­რო? კას­ტინ­გე­ბი უკვე და­წყე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა. გა­გი­წევ რე­კო­მენ­და­ცი­ას და მი­დიო, მი­თხრა. მი­ვე­დი. ჩემ თავ­ზე ლა­პა­რა­კი არ მიყ­ვარს, მირ­ჩევ­ნია, სხვებ­მა შე­მა­ფა­სონ, მაგ­რამ არ შე­მიძ­ლია, არ აღ­ვნიშ­ნო, რა თვა­ლე­ბით მი­ყუ­რებ­დნენ კონ­კურ­სან­ტე­ბი. არ ესი­ა­მოვ­ნათ, კონ­კუ­რენ­ტი რომ გა­მო­უჩ­ნდათ. კუ­ლუ­ა­რებ­ში თა­ვი­დან­ვე ლა­პა­რა­კობ­დნენ, რომ გა­მარ­ჯვე­ბის ორი რე­ა­ლუ­რი კან­დი­და­ტი ვი­ყა­ვით მე და ბესო ქრის­ტე­სი­აშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც გა­ი­მარ­ჯვა კი­დეც. რა ვუ­ყოთ, ჟი­უ­რიმ ასე გა­და­წყვი­ტა. თან ბე­სომ კონ­ტრაქ­ტი გა­ა­ფორ­მა კონ­კურ­სის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­თან და... ასე ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, სამ­წუ­ხა­როდ.

- მა­შინ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა არ გა­მო­გი­ხა­ტავს.

- არ მი­ღირ­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში პრე­ტენ­ზი­ის გა­მო­ხატ­ვა არ ღირს. ვიცი, რა დო­ნეც არის და გული არ მწყდე­ბა არა­ფერ­ზე. არა­ფერს მომ­ცემ­და სკან­და­ლე­ბი, რის­თვის გა­ვი­ფუ­ჭო ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. აქ მო­დელს, რო­გორც ხორ­ცის ნა­ჭერს, ისე უყუ­რე­ბენ. ძა­ლი­ან ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავს, რომ­ლე­ბიც სა­ზღვარ­გა­რეთ ამ ბიზ­ნეს­ში მუ­შა­ო­ბენ და ისე­თი კონ­ტრაქ­ტე­ბი და პი­რო­ბე­ბი აქვთ, აქა­ურს რომ ვა­და­რებ, სა­სა­ცი­ლო­დაც არ მყოფ­ნის. "მის­ტერ ვა­ლენ­ტინ­ზეც" რომ გა­ვე­დი, ამა­საც ვნა­ნობ. არ იყო იმ დო­ნის კონ­კურ­სი, რომ ვინ­მე ჩემი სა­ა­გენ­ტო­დან გა­სუ­ლი­ყო. ნი­ნომ იცის, რა დო­ნეა სა­ქარ­თვე­ლო­ში და აქ თა­ვის მო­დე­ლებს არ ამუ­შა­ვებს. არც ტყუ­ილ და­პი­რე­ბებს იძ­ლე­ვა, რომ გა­პი­არ­დე­ბი, ცნო­ბი­ლი სახე გახ­დე­ბი და ა.შ. ცქი­ტიშ­ვილს ევ­რო­პულ სა­ა­გენ­ტო­ებ­თან აქვს კავ­ში­რე­ბი და იქ უშ­ვებს სა­მუ­შა­ოდ თა­ვის მო­დე­ლებს. ჯა­რის დამ­თავ­რე­ბას ვე­ლო­დე­ბი და აქე­დან წა­ვალ.

- "მის­ტერ ვა­ლენ­ტი­ნის" მო­ნა­წი­ლე­ებ­ზე, შენს კონ­კუ­რენ­ტებ­ზე რას იტყვი?

- სა­კუ­თარ თავს ყო­ველ­თვის მი­ნი­მა­ლუ­რად ვა­ფა­სებ, მაგ­რამ მო­ნა­წი­ლე­ე­ბი თვი­თონ მე­უბ­ნე­ბი­ან, ჩვე­ნი კონ­კუ­რენ­ტი ხარო. ბევ­რი არ მომ­წონ­და, ბავ­შვუ­რე­ბი იყ­ვნენ. სხვა მხრივ არ იყო ცუდი სი­ტუ­ა­ცია, წინა კონ­კურ­სის­გან გან­სხვა­ვე­ბით, კონ­კურ­სან­ტებ­ში და­ძა­ბუ­ლო­ბა არ შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და.

- გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მო­გე­წო­ნა?

- ბერ­დია თო­ფუ­რია არ არის ცუდი ბიჭი, მაგ­რამ უკ­მა­ყო­ფი­ლო იცი, რით ვარ, მე რომ არა­ფე­რი ვთქვა, ხალ­ხმა ნახა, იქ რაც მოხ­და.

- მე იქ ვი­ყა­ვი და ვერ ვნა­ხე. იქ­ნებ, და­ა­კონ­კრე­ტო, რას გუ­ლის­ხმობ?

- არ მინ­და ამ თე­მა­ზე ლა­პა­რა­კი. სკან­და­ლე­ბი არ მიყ­ვარს. უკ­მა­ყო­ფი­ლო ვარ და ამით და­ვამ­თავ­როთ. ამ­ბობ­დნენ, კონ­კურ­სი ჩა­წყო­ბი­ლია, მახო მა­ჭა­რაშ­ვი­ლი იგებ­სო. ხომ ნა­ხეთ, ასე არ იყო. ჩა­წყო­ბა მარ­თლა არ ვიცი, რო­გორ ხდე­ბა. ფული უნდა გა­და­მე­ხა­და?

- ჩა­წყო­ბა მა­გას ნიშ­ნავს.

- მე­ო­რე ვა­რი­ან­ტიც არის, კონ­ტრაქ­ტზე იმ სა­ა­გენ­ტოს უნდა მო­უ­წე­რო ხელი, რო­მე­ლიც კონ­კურსს ატა­რებს. მე არც ერთი არ გა­მი­კე­თე­ბია. ასე­თი ტი­ტუ­ლის დე­დაც ვა­ტი­რე!

- რისი თქმა გინ­და, ბერ­დია თო­ფუ­რია კონ­კურ­სის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის, კახი ხა­ბე­იშ­ვი­ლის სა­ა­გენ­ტოს მო­დე­ლია?

- არა, ბერ­დია თა­ვი­სუ­ფა­ლი მო­დე­ლია.

- აბა, ფული გა­და­ი­ხა­და?

- არა მგო­ნია. ბერ­დია მარ­თლაც ძლი­ე­რი კონ­კუ­რენ­ტი იყო. კარ­გი ბი­ჭია, სიმ­პა­თი­უ­რი. უბ­რა­ლოდ, სა­მო­დე­ლო სფე­რო­ში გა­მოც­დი­ლე­ბა არ ჰქონ­და. ბი­ჭე­ბი და­ვეხ­მა­რეთ. ჩვენ ვახ­ლობ­ლობთ, ჩემ­თა­ნაც იყო სახ­ლში სტუმ­რად. ნამ­დვი­ლად კარ­გი ადა­მი­ა­ნია.

- ამ ორი კონ­კურ­სის შემ­დეგ ალ­ბათ შენი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის, "ფე­ის­ბუქ­ზე" მე­გობ­რო­ბის მსურ­ველ­თა რი­ცხვმა იმა­ტა.

- "მის­ტერ ვა­ლენ­ტი­ნის" მე­ო­რე დღეს ჯარ­ში ვი­ყა­ვი, მე­სა­მე დღეს "ფე­ის­ბუქ­ზე" რომ შე­ვე­დი, გა­და­წით­ლე­ბუ­ლი დამ­ხვდა იქა­უ­რო­ბა. წე­რი­ლებს მწერ­დნენ. გე­ე­ბის რი­ცხვმაც იმა­ტა. გო­გოს ფო­ტო­ე­ბით მი­მა­ტებ­დნენ და ბო­ლოს მი­ტყდე­ბოდ­ნენ, რომ ბი­ჭე­ბი იყ­ვნენ და ამ კონ­კურ­სზე მნა­ხეს. დიდი ძა­ლის­ხმე­ვა დამ­ჭირ­და, რომ მათი შე­მო­ტე­ვა მო­მე­გე­რი­ე­ბი­ნა (იცი­ნის), მაგ­რამ ჩემი "ფე­ის­ბუ­ქი" "და­ვა­ლა­გე".

- შენს თაყ­ვა­ნის­მცე­მელ გო­გო­ნებს, ალ­ბათ და­ა­ინ­ტე­რე­სებთ, თა­ვი­სუ­ფა­ლია თუ არა მახო მა­ჭა­რაშ­ვი­ლის გული.

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ მყავს. სა­ცო­ლე მყავ­და, მაგ­რამ... ბოლო დროს ერ­თმა­ნეთს ვერ ვუ­გებ­დით. ხში­რად ვჩხუ­ბობ­დით. დავ­შორ­დე­ბო­დით, მერე ისევ შევ­რიგ­დე­ბო­დით. ჩემი პრო­ფე­სია არ მოს­წონ­და, ის, რომ ბევრ გო­გო­ნას­თან ვტრი­ა­ლებ­დი, რომ ვი­ღაც თბი­ლად მკოც­ნი­და მი­სალ­მე­ბის დროს. ეჭ­ვი­ა­ნი მეც ვარ, თუ სა­ბა­ბი მექ­ნე­ბა. მო­სა­ბეზ­რებ­ლად ეჭ­ვი­ა­ნი არ ვარ, ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მთა­ვა­რი ნდო­ბაა.

- რას მე­ტყვი გეგ­მებ­ზე?

- ოთხ თვე­ში ჯარს ვამ­თავ­რებ. ახლა პორ­ტფო­ლი­ოს ვა­კე­თებ. სექ­ტემ­ბერ-ოქ­ტომ­ბერ­ში აქ აღარ ვიქ­ნე­ბი. სა­მო­დე­ლო ბიზ­ნესს უნდა გავ­ყვე, ოღონდ არა სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ნინო მჭედ­ლიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

"ვიცე მისტერ ვალენტინი" გეების შემოტევას იგერიებს

"ვიცე მისტერ ვალენტინი" გეების შემოტევას იგერიებს

მოდელი მამაკაცი საქართველოში პოპულარულ პროფესიად ნამდვილად არ მიიჩნევა, თუმცა ბოლო დროს ამ სქესს ხშირად ვხედავთ პოდიუმზე, სხვადასხვა კონკურსზე. დღეს ერთ-ერთი მათგანი, სააგენტო "ლუქ მოდელსის" მოდელი, მახო მაჭარაშვილი მინდა გაგაცნოთ. 19 წლის მოდელმა ბოლო დროს ორ კონკურსში Best model look of Georgia და "მისტერ ვალენტინში" მიიღო მონაწილეობა და ორივეში მეორე ადგილის მფლობელი გახდა. ორივე კონკურსს ვესწრებოდი და მინდა გითხრათ, მის ყოველ გამოსვლას გოგონების აპლოდისმენტები, სტვენა და კივილი მოჰყვებოდა ხოლმე.

-  მახო, ორივე კონკურსზე მეორე ადგილი აიღე.

-  რატომღაც მეორე ადგილებში მიმართლებს. თან ორივე კონკურსი 13 რიცხვში ჩატარდა. არადა, მანამდე ეს რიცხვი ჩემთვის იღბლიანი იყო.

-  სამოდელო ბიზნესში როგორ მოხვდი?

-  სრულიად შემთხვევით. მანამდე აქტიურად მივყვებოდი სპორტს. დავდიოდი ტანვარჯიშზე, მერე ვჭიდაობდი. მოდელ ძმაკაცს გავყევი კასტინგზე. იქ მნახა ნინო ცქიტიშვილმა და თავის სააგენტოში მიმიწვია. ერთ კვირაში ჩვენებაზე გავედი, მოუმზადებელი, მაგრამ კარგად გავართვი თავი.

-  სწავლობ სადმე?

-  არა, სკოლა დავამთავრე თუ არა, ჯარში გამომიძახეს. მანამდე საატესტატო გამოცდებისთვის ვემზადებოდი, ეროვნული გამოცდები არ ჩამიბარებია. თან ის პერიოდი დაემთხვა, რომ ნინო ცქიტიშვილი საბუთებს მიკეთებდა, სააგენტოდან საზღვარგარეთ უნდა წავსულიყავი. კისერზე სვირინგი მქონდა, ვარსკვლავი. ამ სვირინგის გამო ჯარში სენაკში მიშვებდნენ. წელიწადი და სამი თვე იქ უნდა ვყოფილიყავი.

-  რატომ?

-  სადაც ახლა ვარ, ელიტური ქვედანაყოფია. მინისტრი, ატაშე მოდიან ხშირად და ჯარისკაცის კისრიდან ვარსკვლავი ძალიან ანათებდა (იცინის). მომთხოვეს, მოიშორეო. მოვიშორე, ლაზერით ამოვიწვი. ნინო ცქიტიშვილის მეუღლემ, ვატო ნაცვლიშვილმა გამიწია რეკომენდაცია და ახლა კარგ ადგილზე ვარ. საავიაციო ბრიგადაში, სამხედრო აეროპორტში.

-  საქართველოში არც ისე პოპულარული პროფესია აგირჩევია, არამხოლოდ ფინანსური თვალსაზრისით.

-  მანამდე მოდელ მამაკაცებთან მეც იგივე დამოკიდებულება მქონდა, როგორც დღეს უმრავლესობას. როცა ყველაფერში გავერკვიე, სასირცხვილო არაფერია. რა არის მოდელის პროფესია? რომელიმე ბრენდს ან დიზაინერს რეკლამას უკეთებ. თავის წარმოჩენაც არ მეთაკილება. ამ სფეროდან არაერთი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მქონდა, ვიდრე მოდელი გავხდებოდი და ყოველთვის უარს ვამბობდი. მერე მივხვდი, რომ ხალხის თვალით არ უნდა ვიცხოვრო. უნდა გამოვიყენო ყველა შანსი, რასაც ღმერთი მაძლევს. ცუდს არაფერს ვაკეთებ. ვინც მიცნობს და ვინც იცის, როგორ ვცხოვრობ, ცუდად არ მაფასებენ.

-  მეგობრებს, ოჯახის წევრებს, ახლობლებს რა დამოკიდებულება აქვთ შენს პროფესიასთან?

-  ნორმალური. ვისაც ცუდი დამოკიდებულება აქვს, მათ არ ვიცნობ და არც მაინტერესებს მათი აზრი. საზღვარგარეთ მოდელ ბიჭებს ასე არ უყურებენ. მე თან ჯარისკაცი ვარ, თან მოდელი, ჩემთვის ორმაგად ძნელია იმ სტერეოტიპის დანგრევა, რომელიც მოდელების გარშემოა ჩამოყალიბებული.

-  როგორ მოხვდი კონკურსზე Best model look of Georgia?

-  ზალიკო ბერგერი შემხვდა და მკითხა, ამა და ამ კონკურსზე არ გადიხარო? კასტინგები უკვე დაწყებული ყოფილა. გაგიწევ რეკომენდაციას და მიდიო, მითხრა. მივედი. ჩემ თავზე ლაპარაკი არ მიყვარს, მირჩევნია, სხვებმა შემაფასონ, მაგრამ არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რა თვალებით მიყურებდნენ კონკურსანტები. არ ესიამოვნათ, კონკურენტი რომ გამოუჩნდათ. კულუარებში თავიდანვე ლაპარაკობდნენ, რომ გამარჯვების ორი რეალური კანდიდატი ვიყავით მე და ბესო ქრისტესიაშვილი, რომელმაც გაიმარჯვა კიდეც. რა ვუყოთ, ჟიურიმ ასე გადაწყვიტა. თან ბესომ კონტრაქტი გააფორმა კონკურსის ორგანიზატორთან და... ასე ხდება საქართველოში, სამწუხაროდ.

-  მაშინ უკმაყოფილება არ გამოგიხატავს.

-  არ მიღირდა. საქართველოში პრეტენზიის გამოხატვა არ ღირს. ვიცი, რა დონეც არის და გული არ მწყდება არაფერზე. არაფერს მომცემდა სკანდალები, რისთვის გავიფუჭო ადამიანებთან ურთიერთობები. აქ მოდელს, როგორც ხორცის ნაჭერს, ისე უყურებენ. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, რომლებიც საზღვარგარეთ ამ ბიზნესში მუშაობენ და ისეთი კონტრაქტები და პირობები აქვთ, აქაურს რომ ვადარებ, სასაცილოდაც არ მყოფნის. "მისტერ ვალენტინზეც" რომ გავედი, ამასაც ვნანობ. არ იყო იმ დონის კონკურსი, რომ ვინმე ჩემი სააგენტოდან გასულიყო. ნინომ იცის, რა დონეა საქართველოში და აქ თავის მოდელებს არ ამუშავებს. არც ტყუილ დაპირებებს იძლევა, რომ გაპიარდები, ცნობილი სახე გახდები და ა.შ. ცქიტიშვილს ევროპულ სააგენტოებთან აქვს კავშირები და იქ უშვებს სამუშაოდ თავის მოდელებს. ჯარის დამთავრებას ველოდები და აქედან წავალ.

-  "მისტერ ვალენტინის" მონაწილეებზე, შენს კონკურენტებზე რას იტყვი?

-  საკუთარ თავს ყოველთვის მინიმალურად ვაფასებ, მაგრამ მონაწილეები თვითონ მეუბნებიან, ჩვენი კონკურენტი ხარო. ბევრი არ მომწონდა, ბავშვურები იყვნენ. სხვა მხრივ არ იყო ცუდი სიტუაცია, წინა კონკურსისგან განსხვავებით, კონკურსანტებში დაძაბულობა არ შეინიშნებოდა.

-  გამარჯვებული მოგეწონა?

-  ბერდია თოფურია არ არის ცუდი ბიჭი, მაგრამ უკმაყოფილო იცი, რით ვარ, მე რომ არაფერი ვთქვა, ხალხმა ნახა, იქ რაც მოხდა.

-  მე იქ ვიყავი და ვერ ვნახე. იქნებ, დააკონკრეტო, რას გულისხმობ?

-  არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი. სკანდალები არ მიყვარს. უკმაყოფილო ვარ და ამით დავამთავროთ. ამბობდნენ, კონკურსი ჩაწყობილია, მახო მაჭარაშვილი იგებსო. ხომ ნახეთ, ასე არ იყო. ჩაწყობა მართლა არ ვიცი, როგორ ხდება. ფული უნდა გადამეხადა?

-  ჩაწყობა მაგას ნიშნავს.

-  მეორე ვარიანტიც არის, კონტრაქტზე იმ სააგენტოს უნდა მოუწერო ხელი, რომელიც კონკურსს ატარებს. მე არც ერთი არ გამიკეთებია. ასეთი ტიტულის დედაც ვატირე!

-  რისი თქმა გინდა, ბერდია თოფურია კონკურსის ორგანიზატორის, კახი ხაბეიშვილის სააგენტოს მოდელია?

-  არა, ბერდია თავისუფალი მოდელია.

-  აბა, ფული გადაიხადა?

-  არა მგონია. ბერდია მართლაც ძლიერი კონკურენტი იყო. კარგი ბიჭია, სიმპათიური. უბრალოდ, სამოდელო სფეროში გამოცდილება არ ჰქონდა. ბიჭები დავეხმარეთ. ჩვენ ვახლობლობთ, ჩემთანაც იყო სახლში სტუმრად. ნამდვილად კარგი ადამიანია.

-  ამ ორი კონკურსის შემდეგ ალბათ შენი თაყვანისმცემლების, "ფეისბუქზე" მეგობრობის მსურველთა რიცხვმა იმატა.

-  "მისტერ ვალენტინის" მეორე დღეს ჯარში ვიყავი, მესამე დღეს "ფეისბუქზე" რომ შევედი, გადაწითლებული დამხვდა იქაურობა. წერილებს მწერდნენ. გეების რიცხვმაც იმატა. გოგოს ფოტოებით მიმატებდნენ და ბოლოს მიტყდებოდნენ, რომ ბიჭები იყვნენ და ამ კონკურსზე მნახეს. დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ მათი შემოტევა მომეგერიებინა (იცინის), მაგრამ ჩემი "ფეისბუქი" "დავალაგე".

-  შენს თაყვანისმცემელ გოგონებს, ალბათ დააინტერესებთ, თავისუფალია თუ არა მახო მაჭარაშვილის გული.

-  შეყვარებული არ მყავს. საცოლე მყავდა, მაგრამ... ბოლო დროს ერთმანეთს ვერ ვუგებდით. ხშირად ვჩხუბობდით. დავშორდებოდით, მერე ისევ შევრიგდებოდით. ჩემი პროფესია არ მოსწონდა, ის, რომ ბევრ გოგონასთან ვტრიალებდი, რომ ვიღაც თბილად მკოცნიდა მისალმების დროს. ეჭვიანი მეც ვარ, თუ საბაბი მექნება. მოსაბეზრებლად ეჭვიანი არ ვარ, ურთიერთობაში მთავარი ნდობაა.

-  რას მეტყვი გეგმებზე?

-  ოთხ თვეში ჯარს ვამთავრებ. ახლა პორტფოლიოს ვაკეთებ. სექტემბერ-ოქტომბერში აქ აღარ ვიქნები. სამოდელო ბიზნესს უნდა გავყვე, ოღონდ არა საქართველოში.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება