"ოპონენტს პასუხი რომ გასცე შეურაცხყოფაზე, მას შენი პასუხის, სულ ცოტა ღირსად უნდა თვლიდე",- ასე ეხმაურება "ფეისბუქზე" ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლაშა ჟვანია გადაცემა "ღია ეთერში" კახა ბენდუქიძის შეურაცხმყოფელ განცხადებას. დისკუსიისას თემაზე - "უნდა გაემართა თუ არა "ერისიონს" კონცერტები რუსეთში", ლაშა ჟვანიას კომენტარს კახა ბენდუქიძემ უცენზურო რეპლიკით უპასუხა.
გადაცემა "ღია ეთერში" ბენდუკიძის მიერ ჩემზე მოყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ გადაცემიდან დამიკავშირდნენ და მთხოვეს, იმ ტელემაყურებლებისთვის, რომლებიც ბენდუკიძის შეურაცხმყოფელი სიტყვების შემდეგ ჩემთვის გადაცემის წამყვანის მიერ კომენტარის საშუალების არ მოცემის გამო აღშფოთდნენ, ამეხსნა, რომ ასეთი საშუალება შემომთავაზეს, მაგრამ მე უარი ვთქვი, რასაც ჩემთვის ასეთ შემთხვევებში ბევრი ფაქტორი განაპირობებს:
- მე ვარ კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი, მიწვეული ვიყავი ამ სტატუსით და ჩემი ქმედების მიღმა ჩემი სულიერი მამა, მისი უწმიდესობაა;
- ბენდუკიძისთვის ამ ტელეეთერით პასუხი რომ გამეცა, ბენდუკიძე მიაღწევდა - მიზანს, უაზრო კამათში გადაეყვანა ტელე-დებატები;
- ოპონენტს პასუხი რომ გასცე შეურაცხყოფაზე, მას შენი პასუხის, სულ ცოტა ღირსად უნდა თვლიდე;
- პატივს ვცემ იმ ადამიანებს, რომლებიც მისმენდნენ და მიყურებდნენ და მათ არ ვაკადრებდი იმის მოსმენას, რასაც ბენდუკიძეზე და მის და-ძმაზე ვფიქრობ;
- ჩემს მიმართ პირადმა შეურაცხოფამ ყველას დაანახა, რომ ბენდუკიძეს არგუმენტები არ ჰქონდა ჩემს ნათქვამზე და მისი გამოხტომა თავად კომენტარი იყო. მე ჩემი პასუხით მხოლოდ გავაუბრალოებდი;
და ბოლოს, ბენდუკიძეს ვერ მოუნელებია და კიდევ დიდხანს ვერ მოინელებს:
- რომ ჩემი ეკონომიკის მინისტრად დანიშვნისთანავე მმართველი ელიტის ნების საწინააღმდეგოდ თანამდებობებიდან გავათავისუფლე ეკონომიკის სამინისტროში ჩანერგილი მის მიერ მართული [აქ ბენდუკიძის ლექსიკას, სურვილის მიუხედავად, ვერ ვიხმარ] კადრები;
- ასევე, ის რომ დავბლოკე მის მიერ ლობირებული კომპანიებზე უზარმაზარი სატყეო მასივების მიყიდვის პროცესი;
- ის, რომ ვეწინააღმდეგებოდი ლომოურის ინსტიტუტის კუთვნილი მიწების მის კომპანიაზე მიყიდვას და ეს მიწები თავად სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელთა თხოვნით გადავეცი საპატრიარქოს, მაგრამ მან მაინც მიაღწია ამ მიწების მითვისება; საეჭვოა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ახალი მთავრობის დამტკიცებამდე ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ამ მიწებთან დაკავშირებით ბენდუკიძის კომპანიას ვალდებულებების შესრულება გაუხანგრძლივა და იმედი მაქვს ამ საკითხით სამართალდამცავები დაინტერესდებიან.
ასევე ის, რომ 2009 წლის მარტში სააკაშვილს დაბეჯითებით მოვთხოვე, მოქალაქე ბენდუკიძისთვის დაეტოვებინებინა სახელმწიფო კანცელარიის შენობაში უკანონოდ დაკავებული კაბინეტი, რომელსაც ის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგაც იკავებდა და ეს იყო იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის მხრიდან კერძო პირებზე უკანონოდ მინიჭებული პრივილეგია, წინააღმდეგ შემთხვევაში გადავდგებოდი. მაშინ სააკაშვილმა ჩემი თანდასწრებით გასცა ბრძანება, რომ ბენდუკიძისთვის სახელმწიფო კანცელარიაში ოთახით სარგებლობა შეეჩერებინათ!
P.S.
ისე, ფაკულტატურად, გადაცემის წამყვანის მხრიდან თუ ჩემთვის არა, საზოგადოებისთვის ბოდიშის მოხდას ველოდი!", -წერს საქართველოს ეკონომიკური განვითარების ყოფილი მინისტრი.
ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, ვახო სანაიას საავტორო გადაცემაში "ღია ეთერი", სტუმრად მოწვეულმა კახა ბენდუქიძემ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლაშა ჟვანიას მინისტრად დანიშვნის გამო გააკრიტიკა. "ვაი, სააკაშვილო, შენ რა გითხარი, ლაშა ჟვანიასნაირი სირი რომ დანიშნე მინისტრად", - განაცხადა კახა ბენდუქიძემ.