სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში მიმდინარე პროცესებზე კარნეგის ცენტრში იმსჯელეს
საქართველოში მიმდინარე პროცესებზე კარნეგის ცენტრში იმსჯელეს

სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე კარ­ნე­გის ცენ­ტრში იმ­სჯე­ლეს.

ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შეხ­ვედ­რას სამი ამე­რი­კუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის _ ჯე­იმს თა­უ­ნის ფონ­დის, ატ­ლან­ტი­კუ­რი საბ­ჭო­სა და ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ი­სა და კავ­კა­სი­ის ინ­სტი­ტუ­ტის ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ, რომ­ლებ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი მთავ­რო­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა შე­ა­ფა­სეს და ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა სის­ხლის სა­მარ­თლებ­რივ დევ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­თხვე­ბი დას­ვეს. დის­კუ­სი­ას ქარ­თუ­ლი მხრი­დან უმ­რავ­ლე­სო­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რი თინა ხი­და­შე­ლი ეს­წრე­ბო­და.

"არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებ­მა, ჩემი აზ­რით, ხაზი გა­უს­ვა სა­ხელ­მწი­ფოს მი­ტა­ცე­ბას ერთი ადა­მი­ა­ნის მიერ. ეს არის ქვეყ­ნის უმ­დიდ­რე­სი ბიზ­ნეს­მე­ნი, რომ­ლის პერ­სო­ნა­ლუ­რი აქტი სა­ქარ­თვე­ლოს მთლი­ა­ნი შიდა პრო­დუქ­ტის ნა­ხე­ვარს შე­ად­გენს. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ის არის პარ­ლა­მენ­ტის უმ­რავ­ლე­სო­ბის მფლო­ბე­ლი, რად­გან ბა­ტო­ნი ივა­ნიშ­ვი­ლის სა­პარ­ლა­მენ­ტო სიის დე­ტა­ლუ­რი ანა­ლი­ზი აჩ­ვე­ნებს, რომ დე­პუ­ტა­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ივა­ნიშ­ვი­ლის გუ­ლუხ­ვი ფი­ლანტრო­პუ­ლი და­ნა­ხარ­ჯე­ბით სარ­გებ­ლობ­და. ისი­ნი არ არი­ან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, ისი­ნი არი­ან სპორ­ტი­სა და კულ­ტუ­რის მოღ­ვა­წე­ე­ბი", - ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ცნო­ბით, ამის შე­სა­ხებ ვა­შინგტო­ნის ჯე­იმს თა­უ­ნის ფონ­დის ანა­ლი­ტი­კოს­მა ვლა­დი­მერ სო­კორ­მა გა­ნა­ცხა­და.

კრი­ტი­კუ­ლი გა­მოს­ვლა ჰქონ­და ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ი­სა და კავ­კა­სი­ის კვლე­ვის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტორ სვან­ტე კორ­ნელ­საც.

"მთავ­რო­ბის, მათ შო­რის პრე­მი­ე­რის რი­ტო­რი­კა ხან­და­ხან უჩ­ვე­ნებს, რომ და­პა­ტიმ­რე­ბე­ბი შე­წყდე­ბა, თუკი ყო­ფი­ლი მთა­რო­ბის წევ­რე­ბი უფრო მე­ტად ითა­ნამ­შრომ­ლე­ბენ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პრი­ო­რი­ტე­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ეს კი სე­რი­ო­ზულ წუ­ხი­ლებს იწ­ვევს", - აღ­ნიშ­ნა მან.

ამე­რი­კე­ლი ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის გან­ცხა­დე­ბას შეხ­ვედ­რა­ზე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა თინა ხი­და­შე­ლი, რომ­ლის თქმი­თაც, ვლა­დი­მერ სო­კო­რიც არც ერთ მო­საზ­რე­ბას არ ეთან­ხმე­ბა.

"ბა­ტო­ნი სო­კო­რი სა­უბ­რობს და გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­აქვს ყვე­ლა წი­ნა­და­დე­ბა­ში, ის შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებს ხალ­ხის მიერ არ­ჩე­ულ მთავ­რო­ბას, ამ­ბობს, რომ 1-ელი ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბი ეს იყო უკან გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. მე კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ ვე­თან­ხმე­ბი არც ერთი სი­ტყვას, რო­მე­ლიც ბა­ტონ­მა სო­კორ­მა თქვა. ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა ერთი – უნდა მი­ვი­ღოთ რაც შე­იძ­ლე­ბა ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ამ­ნი­სი­ტი­ის კა­ნო­ნი, რომ ქვე­ყა­ნა­ში მოვხსნათ შფო­თის სა­ფუძ­ვე­ლი, რაც აქვს ძა­ლი­ან ბევრ ჩი­ნოვ­ნიკს, რად­გან იცი­ან, რითი იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი მთე­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ამი­ტომ ეს უნდა მოვხსნათ, ჩვე­ნი რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ამო­ცა­ნაა, რომ სტა­ბი­ლუ­რო­ბა შე­ვუ­ნარ­ჩუ­ნოთ ამ ადა­მი­ა­ნებს და გან­ცდა იმი­სა, რომ შე­იძ­ლე­ბა მათ­თა­ნაც მი­ვი­დეს გა­მო­ძი­ე­ბა, და­ვუ­კარ­გოთ. ამას­თან, მე­ო­რე მხრივ, ის და­ნა­შა­უ­ლე­ბი, რომ­ლებ­ზეც სა­ზო­გა­დო­ებ­რის მხრი­დან მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სი არ­სე­ბობს, სწრა­ფად, თუმ­ცა ეფექ­ტუ­რად და გამჭვირ­ვა­ლედ უნდა იყოს გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი", - აღ­ნიშ­ნა თინა ხი­და­შელ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

საქართველოში მიმდინარე პროცესებზე კარნეგის ცენტრში იმსჯელეს

საქართველოში მიმდინარე პროცესებზე კარნეგის ცენტრში იმსჯელეს

საქართველოში მიმდინარე პროცესებზე კარნეგის ცენტრში იმსჯელეს.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, შეხვედრას სამი ამერიკული ორგანიზაციის _ ჯეიმს თაუნის ფონდის, ატლანტიკური საბჭოსა და ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის ანალიტიკოსები ესწრებოდნენ, რომლებმაც საქართველოს ახალი მთავრობის საქმიანობა შეაფასეს და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა სისხლის სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით კითხვები დასვეს. დისკუსიას ქართული მხრიდან უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი ესწრებოდა.

"არჩევნების შედეგებმა, ჩემი აზრით, ხაზი გაუსვა სახელმწიფოს მიტაცებას ერთი ადამიანის მიერ. ეს არის ქვეყნის უმდიდრესი ბიზნესმენი, რომლის პერსონალური აქტი საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ნახევარს შეადგენს. შეიძლება ითქვას, რომ ის არის პარლამენტის უმრავლესობის მფლობელი, რადგან ბატონი ივანიშვილის საპარლამენტო სიის დეტალური ანალიზი აჩვენებს, რომ დეპუტატების უმრავლესობა ივანიშვილის გულუხვი ფილანტროპული დანახარჯებით სარგებლობდა. ისინი არ არიან პროფესიონალი პოლიტიკოსები, ისინი არიან სპორტისა და კულტურის მოღვაწეები", - ტელეკომპანიის ცნობით, ამის შესახებ ვაშინგტონის ჯეიმს თაუნის ფონდის ანალიტიკოსმა ვლადიმერ სოკორმა განაცხადა.

კრიტიკული გამოსვლა ჰქონდა ცენტრალური აზიისა და კავკასიის კვლევის ინსტიტუტის დირექტორ სვანტე კორნელსაც.

"მთავრობის, მათ შორის პრემიერის რიტორიკა ხანდახან უჩვენებს, რომ დაპატიმრებები შეწყდება, თუკი ყოფილი მთარობის წევრები უფრო მეტად ითანამშრომლებენ ახალი ხელისუფლების პრიორიტეტებთან დაკავშირებით. ეს კი სერიოზულ წუხილებს იწვევს", - აღნიშნა მან.

ამერიკელი ანალიტიკოსების განცხადებას შეხვედრაზევე გამოეხმაურა თინა ხიდაშელი, რომლის თქმითაც, ვლადიმერ სოკორიც არც ერთ მოსაზრებას არ ეთანხმება.

"ბატონი სოკორი საუბრობს და განაჩენი გამოაქვს ყველა წინადადებაში, ის შეურაცხყოფას აყენებს ხალხის მიერ არჩეულ მთავრობას, ამბობს, რომ 1-ელი ოქტომბრის არჩევნები ეს იყო უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოსთვის. მე კატეგორიულად არ ვეთანხმები არც ერთი სიტყვას, რომელიც ბატონმა სოკორმა თქვა. ჩვენი ამოცანაა ერთი – უნდა მივიღოთ რაც შეიძლება ფართომასშტაბიანი ამნისიტიის კანონი, რომ ქვეყანაში მოვხსნათ შფოთის საფუძველი, რაც აქვს ძალიან ბევრ ჩინოვნიკს, რადგან იციან, რითი იყვნენ დაკავებულები მთელი წლების განმავლობაში. ამიტომ ეს უნდა მოვხსნათ, ჩვენი როგორც ხელისუფლების ამოცანაა, რომ სტაბილურობა შევუნარჩუნოთ ამ ადამიანებს და განცდა იმისა, რომ შეიძლება მათთანაც მივიდეს გამოძიება, დავუკარგოთ. ამასთან, მეორე მხრივ, ის დანაშაულები, რომლებზეც საზოგადოებრის მხრიდან მაღალი ინტერესი არსებობს, სწრაფად, თუმცა ეფექტურად და გამჭვირვალედ უნდა იყოს გამოძიებული", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა