პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სააკაშვილის წინააღმდეგ ოპერაცია "გველგესლა" იგეგმება!
სააკაშვილის წინააღმდეგ ოპერაცია "გველგესლა" იგეგმება!

"წა­ი­ღოს დაც­ვა, მე ჩემი ხალ­ხის­გან დაც­ვა არ მჭირ­დე­ბა", - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა პრე­ზი­დენ­ტი სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სამ­სა­ხურ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ცვლი­ლე­ბებს და 27 თე­ბერ­ვალს, პირ­ველ ლე­დის­თან ერ­თად, თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად, "ნი­სა­ნის" მარ­კის ელექტრო­მო­ბი­ლით მი­ვი­და... ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რი ირაკ­ლი წე­რე­თე­ლი "ვერ­სი­ას" სკან­და­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდის იმის შე­სა­ხებ, რომ "და­უც­ველ" პრე­ზი­დენტზე ტე­რაქ­ტი იგეგ­მე­ბა.

- ორი მე­გობ­რის­გან, რომ­ლე­ბიც ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ცხოვ­რო­ბენ, სა­ეჭ­ვო და ამაზ­რზე­ნი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვი­ღე - მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის და­ვა­ლე­ბით, კრი­მი­ნა­ლუ­რი ელე­მენ­ტე­ბი ტე­რაქტს ამ­ზა­დე­ბენ. ოპე­რა­ცი­ას სა­ხელ­წო­დე­ბაც აქვს - "გველ­გეს­ლა", რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც 26 მა­ი­სამ­დე იგეგ­მე­ბა. ერთ-ერთი წყა­რო, ჩემ­თან შე­სახ­ვედ­რად სა­ქარ­თვე­ლო­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩა­მო­ვი­და.

- იქ­ნებ ეს ინ­ფორ­მა­ცია მხო­ლოდ "შე­მოგ­დე­ბუ­ლია". გა­უ­გე­ბა­რია, რის­თვის სჭირ­დე­ბა რუ­სეთს სა­ა­კაშ­ვი­ლის ფი­ზი­კუ­რი ლიკ­ვი­და­ცია ახლა, როცა ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მას­თან უერ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნას ცდი­ლობს?

- არ გა­მოვ­რი­ცხავ, ეს ინ­ფორ­მა­ცია ბლე­ფიც იყოს, მაგ­რამ რად­გა­ნაც ის ჩე­მამ­დე მო­ვი­და, ვალ­დე­ბუ­ლი ვარ, გან­გა­შის ზარს შე­მოვკრა. სიფრ­თხი­ლეს თავი არ სტკი­ვა... რაც შე­ე­ხე­ბა ტე­რაქ­ტის მი­ზანს, პრე­ზი­დენ­ტის ფი­ზი­კუ­რი ლიკ­ვი­და­ცია ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფოს­თვის თა­ვის­მომჭრე­ლია. პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის სიკ­ვდი­ლი, რო­მე­ლიც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ლე­გი­ტი­მუ­რი პირ­ვე­ლი პირი იყო, სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი სირ­ცხვი­ლის სა­ხელ­წო­დე­ბით შევა. ქვეყ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე ავ­ტო­რი­ტე­ტის შე­ლახ­ვას­თან ერ­თად, სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ტე­რაქ­ტი, ავ­ტო­მა­ტუ­რად, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კონფრონ­ტა­ცი­ას გა­მო­იწ­ვევს. შე­საძ­ლოა, პრე­მი­ე­რიც საქ­მის კურ­სში იყოს და­გეგ­მი­ლი ბო­რო­ტე­ბის შე­სა­ხებ.

- თქვე­ნი წყა­რო გიმ­ტკი­ცებთ, რომ პრო­ცეს­ში ივა­ნიშ­ვი­ლიც ჩარ­თუ­ლია?

- არა, ტე­რაქ­ტი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გეგ­მებ­ში არ ჯდე­ბა. უბ­რა­ლოდ, მი­მაჩ­ნია, რომ პრე­მი­ე­რი ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი უნდა იყოს, რად­გან თუ რე­ა­ლუ­რად, ჩემი ინ­ფორ­მა­ცია და­დას­ტურ­დე­ბა, პრო­რუ­სუ­ლი და ან­ტი­და­სავ­ლურ-ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არე­უ­ლო­ბის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩნდე­ბით. ამი­ტომ სა­ა­კაშ­ვილ­საც და ივა­ნიშ­ვილ­საც მო­ვუ­წო­დებ, ფრთხი­ლად იყ­ვნენ და სა­ნამ ქვე­ყა­ნა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო თუ სა­ჯა­რო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი არ გაძ­ლი­ერ­დე­ბა, რა­დი­კა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვონ.

ხუთ თვე­ში სა­ა­კაშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კი­დან ისე­დაც მი­დის. არ მეს­მის, რა სა­ჭი­როა ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­ძაბ­ვა?! ივა­ნიშ­ვილს, რო­გორც ხალ­ხის მიერ არ­ჩე­ულ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას, რე­ა­ლუ­რი სა­ფუძ­ვე­ლი კი აქვს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ კრი­ტი­კუ­ლად იყოს გან­წყო­ბი­ლი, მაგ­რამ და­პი­რის­პი­რე­ბა ან­ტა­გო­ნიზმსა და დესტრუქ­ცი­ულ პო­ლი­ტი­კა­ში არ უნდა გა­და­ი­ზარ­დოს. მხო­ლოდ რუ­სეთს აწყობს სა­ქარ­თვე­ლო­ში მარ­თუ­ლი ქა­ო­სი და არა სა­ერ­თო ეროვ­ნულ-კონ­სტრუქ­ცი­ულ ჩარ­ჩო­ებ­ში მოქ­ცე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბა. ასე რომ, გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბა თუ ვი­ტყვი, რომ რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის სა­თა­ვი­სოდ გა­მო­ყე­ნე­ბას შე­ეც­დე­ბა.

- რუ­სე­თი სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბით, ივა­ნიშ­ვი­ლის იზო­ლი­რე­ბა­საც გეგ­მავს?

- დიახ, თუ ჩვენ ვთან­ხმდე­ბით, რომ რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლოს მტე­რია, რა­ტომ არ უნდა გან­ვი­ხი­ლოთ მოვ­ლე­ნე­ბის ამ სცე­ნა­რით გან­ვი­თა­რე­ბა? შე­საძ­ლოა, ეს ყვე­ლა­ფე­რი პუ­ტინს არ აწყობს, მაგ­რამ რუ­სეთ­ში, პუ­ტი­ნის გარ­და, სა­ქარ­თვე­ლო­ზე გა­ბო­რო­ტე­ბუ­ლი უამ­რა­ვი პო­ლი­ტი­კო­სია. სამ­წუ­ხა­როა, რომ ქარ­თულ­მა მხა­რემ მო­ნუ­რი რუ­სუ­ლი ბა­ზა­რი აირ­ჩია. არ მეს­მის, როცა მსოფ­ლი­ო­ში 7 მი­ლი­არ­დი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს, რა­ტომ ვის­წრაფ­ვით მა­ინ­ცდა­მა­ინც რუ­სე­თის­კენ, სა­დაც 150 მი­ლი­ო­ნი მო­სახ­ლეა.

ორი­ვე მხა­რეს ვაფრ­თხი­ლებ, მო­სა­ლოდ­ნელ ტე­რაქტთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მაქვს. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლის ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტით და­სას­რუ­ლი კი, მი­ნი­მუმ, ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს სა­ერ­თა­შო­რი­სო კონფრონ­ტა­ცი­ას გა­მო­იწ­ვევს, თა­ნაც ტე­რაქ­ტი აუ­ცი­ლებ­ლად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს დაბ­რალ­დე­ბა. გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ის ფაქ­ტო­რიც, რომ მი­ხელ სა­ა­კაშ­ვილს ჯერ კი­დევ ჰყავს თა­ვი­სი მომ­ხრე­ე­ბი შე­მორ­ჩე­ნი­ლი, თა­ნაც არა მგო­ნია, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ჯარს თა­ვი­დან ბო­ლომ­დე აკონ­ტრო­ლებ­დეს.

- ჯა­რი­დან საფრ­თხე არ­სე­ბობს? პრე­ზი­დენ­ტმა სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სამ­სა­ხურ­ზე უარი გა­ნა­ცხა­და და თქვა, ვიცი, პუ­ტი­ნი რა­საც გეგ­მავ­სო...

- მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მხრი­დან ეს მხო­ლოდ უპა­სუ­ხის­მგებ­ლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო. პო­ლი­ტი­კურ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ზე გაბ­რა­ზე­ბულ­მა პრე­ზი­დენ­ტმა სა­კუ­თარ უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე არ იზ­რუ­ნოს, არა მგო­ნია, მსგავ­სი პრე­ცე­დენ­ტი მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბობ­დეს. მა­შინ, კე­თი­ლი ინე­ბონ და, სა­ა­კაშ­ვი­ლი "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" წევ­რებ­მა და­იც­ვან. ადა­მი­ა­ნუ­რად არ მინ­და, პრე­ზი­დენ­ტმა სი­ცო­ცხლე ასე, ფა­ტა­ლუ­რად და­ას­რუ­ლოს.

- ფიქ­რობთ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად არ იზ­რუ­ნებს ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე?

- იცით, პრე­ვენ­ცი­უ­ლი ნა­ბი­ჯი უკვე გა­დად­გმუ­ლია. რო­გორც ვიცი, სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი­დან პრე­ზი­დენტს 350 ადა­მი­ა­ნი და­უ­ტო­ვეს და 7 მი­ლი­ო­ნიც გა­მო­უყ­ვეს. არ გა­მოვ­რი­ცხავ, რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდე­გაც ამუ­შა­ვებ­დნენ გარ­კვე­ულ ოპე­რა­ცი­ებს.

- თქვე­ნი წყა­რო ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ და­გეგ­მილ ფი­ზი­კურ ლიკ­ვი­და­ცი­ა­ზეც გაწ­ვდით ინ­ფორ­მა­ცი­ებს?

- ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მსგავ­სი ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს, ეს უბ­რა­ლოდ, ჩემი ვა­რა­უ­დია და არა­ფერს გა­მოვ­რი­ცხავ. მარ­თა­ლია, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს დე­ო­კუ­პა­ცი­ის პრო­ცეს­ში ბო­ლომ­დე არ ვენ­დო­ბი, მაგ­რამ არ ვფიქ­რობ, რომ ის ბო­ლომ­დე "რუ­სის კა­ცია". პუ­ტინს სა­ქარ­თვე­ლო­ში პრე­მი­ერ­ზე ბევ­რად ად­ვი­ლად მარ­თვა­დი, მა­რი­ო­ნე­ტუ­ლი ძა­ლე­ბი ჰყავს. მარ­თა­ლია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში არ ვარ, მაგ­რამ ბევრ მოქ­მედ პო­ლი­ტი­კოს­ზე მეტი კავ­ში­რი მაქვს. ამას­თან, გავ­ლე­ნი­ა­ნი პი­რე­ბი, რომ­ლებ­საც მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ებ­ზე ხელი მი­უწ­ვდე­ბათ, მენ­დო­ბი­ან. მე­ტიც, პი­რა­დად, მე, შე­იძ­ლე­ბა ისე­თი ში­ნა­არ­სის ინ­ფორ­მა­ცია მქონ­დეს, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც სა­ქარ­თვე­ლოს სპეც­სამ­სა­ხუ­რებს არც კი გა­უ­გი­ათ, ამი­ტომ ვუ­ყუ­რებ შე­საძ­ლო ტე­რაქ­ტის სა­კითხს სე­რი­ო­ზუ­ლად.

რუ­სუ­დან შე­ლია

გა­ზე­თი "ვერ­სია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

სააკაშვილის წინააღმდეგ ოპერაცია "გველგესლა" იგეგმება!

სააკაშვილის წინააღმდეგ ოპერაცია "გველგესლა" იგეგმება!

"წაიღოს დაცვა, მე ჩემი ხალხისგან დაცვა არ მჭირდება", - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი სახელმწიფო დაცვის სამსახურში განხორციელებულ ცვლილებებს და 27 თებერვალს, პირველ ლედისთან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დემონსტრაციულად, "ნისანის" მარკის ელექტრომობილით მივიდა... ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი წერეთელი "ვერსიას" სკანდალურ ინფორმაციას აწვდის იმის შესახებ, რომ "დაუცველ" პრეზიდენტზე ტერაქტი იგეგმება.

- ორი მეგობრისგან, რომლებიც ამჟამად საქართველოში არ ცხოვრობენ, საეჭვო და ამაზრზენი ინფორმაცია მივიღე - მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით, კრიმინალური ელემენტები ტერაქტს ამზადებენ. ოპერაციას სახელწოდებაც აქვს - "გველგესლა", რომლის განხორციელებაც 26 მაისამდე იგეგმება. ერთ-ერთი წყარო, ჩემთან შესახვედრად საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდა.

- იქნებ ეს ინფორმაცია მხოლოდ "შემოგდებულია". გაუგებარია, რისთვის სჭირდება რუსეთს სააკაშვილის ფიზიკური ლიკვიდაცია ახლა, როცა ახალი ხელისუფლება მასთან უერთიერთობის აღდგენას ცდილობს?

- არ გამოვრიცხავ, ეს ინფორმაცია ბლეფიც იყოს, მაგრამ რადგანაც ის ჩემამდე მოვიდა, ვალდებული ვარ, განგაშის ზარს შემოვკრა. სიფრთხილეს თავი არ სტკივა... რაც შეეხება ტერაქტის მიზანს, პრეზიდენტის ფიზიკური ლიკვიდაცია ნებისმიერი სახელმწიფოსთვის თავისმომჭრელია. პირველი პრეზიდენტის სიკვდილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებით, ლეგიტიმური პირველი პირი იყო, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირცხვილის სახელწოდებით შევა. ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე ავტორიტეტის შელახვასთან ერთად, სააკაშვილის წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტი, ავტომატურად, ბიძინა ივანიშვილის კონფრონტაციას გამოიწვევს. შესაძლოა, პრემიერიც საქმის კურსში იყოს დაგეგმილი ბოროტების შესახებ.

- თქვენი წყარო გიმტკიცებთ, რომ პროცესში ივანიშვილიც ჩართულია?

- არა, ტერაქტი ბიძინა ივანიშვილის გეგმებში არ ჯდება. უბრალოდ, მიმაჩნია, რომ პრემიერი ამის შესახებ ინფორმირებული უნდა იყოს, რადგან თუ რეალურად, ჩემი ინფორმაცია დადასტურდება, პრორუსული და ანტიდასავლურ-ანტიდემოკრატიული არეულობის წინაშე აღმოვჩნდებით. ამიტომ სააკაშვილსაც და ივანიშვილსაც მოვუწოდებ, ფრთხილად იყვნენ და სანამ ქვეყანაში სამოქალაქო თუ საჯარო ინსტიტუტები არ გაძლიერდება, რადიკალური განცხადებებისგან თავი შეიკავონ.

ხუთ თვეში სააკაშვილი პოლიტიკიდან ისედაც მიდის. არ მესმის, რა საჭიროა ერთმანეთთან ურთიერთობის დაძაბვა?! ივანიშვილს, როგორც ხალხის მიერ არჩეულ პოლიტიკურ ძალას, რეალური საფუძველი კი აქვს, რომ სააკაშვილის მიმართ კრიტიკულად იყოს განწყობილი, მაგრამ დაპირისპირება ანტაგონიზმსა და დესტრუქციულ პოლიტიკაში არ უნდა გადაიზარდოს. მხოლოდ რუსეთს აწყობს საქართველოში მართული ქაოსი და არა საერთო ეროვნულ-კონსტრუქციულ ჩარჩოებში მოქცეული პოლიტიკური ცხოვრება. ასე რომ, გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ რუსეთი საქართველოში მიმდინარე პროცესების სათავისოდ გამოყენებას შეეცდება.

- რუსეთი სააკაშვილის განეიტრალებით, ივანიშვილის იზოლირებასაც გეგმავს?

- დიახ, თუ ჩვენ ვთანხმდებით, რომ რუსეთი საქართველოს მტერია, რატომ არ უნდა განვიხილოთ მოვლენების ამ სცენარით განვითარება? შესაძლოა, ეს ყველაფერი პუტინს არ აწყობს, მაგრამ რუსეთში, პუტინის გარდა, საქართველოზე გაბოროტებული უამრავი პოლიტიკოსია. სამწუხაროა, რომ ქართულმა მხარემ მონური რუსული ბაზარი აირჩია. არ მესმის, როცა მსოფლიოში 7 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს, რატომ ვისწრაფვით მაინცდამაინც რუსეთისკენ, სადაც 150 მილიონი მოსახლეა.

ორივე მხარეს ვაფრთხილებ, მოსალოდნელ ტერაქტთან დაკავშირებული ინფორმაცია მაქვს. მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის ტერორისტული აქტით დასასრული კი, მინიმუმ, ქართული სახელმწიფოს საერთაშორისო კონფრონტაციას გამოიწვევს, თანაც ტერაქტი აუცილებლად ბიძინა ივანიშვილს დაბრალდება. გავითვალისწინოთ ის ფაქტორიც, რომ მიხელ სააკაშვილს ჯერ კიდევ ჰყავს თავისი მომხრეები შემორჩენილი, თანაც არა მგონია, ბიძინა ივანიშვილი ჯარს თავიდან ბოლომდე აკონტროლებდეს.

- ჯარიდან საფრთხე არსებობს? პრეზიდენტმა სახელმწიფო დაცვის სამსახურზე უარი განაცხადა და თქვა, ვიცი, პუტინი რასაც გეგმავსო...

- მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ეს მხოლოდ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება იყო. პოლიტიკურ მოწინააღმდეგეზე გაბრაზებულმა პრეზიდენტმა საკუთარ უსაფრთხოებაზე არ იზრუნოს, არა მგონია, მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოში არსებობდეს. მაშინ, კეთილი ინებონ და, სააკაშვილი "ნაცმოძრაობის" წევრებმა დაიცვან. ადამიანურად არ მინდა, პრეზიდენტმა სიცოცხლე ასე, ფატალურად დაასრულოს.

- ფიქრობთ, ხელისუფლება მაქსიმალურად არ იზრუნებს ქვეყნის პირველი პირის უსაფრთხოებაზე?

- იცით, პრევენციული ნაბიჯი უკვე გადადგმულია. როგორც ვიცი, სახელმწიფო დაცვის სამსახურიდან პრეზიდენტს 350 ადამიანი დაუტოვეს და 7 მილიონიც გამოუყვეს. არ გამოვრიცხავ, რუსეთის სპეცსამსახურებში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგაც ამუშავებდნენ გარკვეულ ოპერაციებს.

- თქვენი წყარო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაგეგმილ ფიზიკურ ლიკვიდაციაზეც გაწვდით ინფორმაციებს?

- ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, მსგავსი ინფორმაცია არ მაქვს, ეს უბრალოდ, ჩემი ვარაუდია და არაფერს გამოვრიცხავ. მართალია, ბიძინა ივანიშვილს დეოკუპაციის პროცესში ბოლომდე არ ვენდობი, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ის ბოლომდე "რუსის კაცია". პუტინს საქართველოში პრემიერზე ბევრად ადვილად მართვადი, მარიონეტული ძალები ჰყავს. მართალია, ხელისუფლებაში არ ვარ, მაგრამ ბევრ მოქმედ პოლიტიკოსზე მეტი კავშირი მაქვს. ამასთან, გავლენიანი პირები, რომლებსაც მნიშვნელოვან ინფორმაციებზე ხელი მიუწვდებათ, მენდობიან. მეტიც, პირადად, მე, შეიძლება ისეთი შინაარსის ინფორმაცია მქონდეს, რომლის შესახებაც საქართველოს სპეცსამსახურებს არც კი გაუგიათ, ამიტომ ვუყურებ შესაძლო ტერაქტის საკითხს სერიოზულად.

რუსუდან შელია

გაზეთი "ვერსია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა