მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გედევან ფოფხაძემ საკრებულოს წევრს შუბლი გაუტეხა?
გედევან ფოფხაძემ საკრებულოს წევრს  შუბლი გაუტეხა?

ბორ­ჯომ­ში, რიგ­გა­რე­შედ და­ნიშ­ნულ საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მას, დღის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოჰ­ყვა, სა­ღა­მოს კი ბორ­ჯო­მის პო­ლი­ცი­ამ საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რე­ბი და­კი­თხვა­ზე და­ი­ბა­რა. სხდო­მას, რო­მელ­ზეც მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გებ­ლის კონ­კურ­სის წე­სით არ­ჩე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი უნდა გა­ნე­ხი­ლათ, პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტე­ბი, მათ შო­რის, ბორ­ჯო­მის მა­ჟო­რი­ტა­რი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან" გე­დე­ვან ფო­ფხა­ძე და "რეს­პუბ­ლი­კე­ლი" და­ვით ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი ეს­წრე­ბოდ­ნენ. გამ­გე­ო­ბის შე­ნო­ბა­ში შეკ­რე­ბილ­თა ნა­წი­ლი გამ­გებ­ლის კონ­კურ­სის წე­სით არ­ჩე­ვას, ნა­წი­ლი კი საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მის გა­და­დე­ბას ითხოვ­და. ერ­თნი ამ­ბობ­დნენ, რომ ბორ­ჯო­მის გამ­გებ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლად და­ნიშ­ნუ­ლი "რეს­პუბ­ლი­კე­ლი" და­ვით კამ­კა­მი­ძე არა­სა­სურ­ვე­ლი რე­პუ­ტა­ცი­ით სარ­გებ­ლობს. მათი თქმით, ბორ­ჯომ­ში გე­დე­ვან ფო­ფხა­ძის მმარ­თვე­ლო­ბაა, რო­მე­ლიც ცდი­ლობს თა­ვი­სი კად­რე­ბის გაყ­ვა­ნით საყ­რდე­ნი არ და­კარ­გოს. მე­ო­რე­ნი კი ამ მო­საზ­რე­ბას "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" პრო­ვო­კა­ცი­ად აფა­სებ­დნენ და აცხა­დებ­დნენ, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" მსგავ­სი არე­უ­ლო­ბი­თა და კონ­კურ­სის გა­მო­ცხა­დე­ბით გამ­გებ­ლის პოსტზე სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტუ­რის გაყ­ვა­ნას ცდი­ლობს.

გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მის და­წყე­ბამ­დე, დე­პუ­ტატ­მა, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლემ გე­დე­ვან ფო­ფხა­ძემ საკ­რე­ბუ­ლოს წევრ ვე­ფხვია გრი­გა­ლაშ­ვილს მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი ეს­რო­ლა და შუბ­ლი გა­უ­ტე­ხა. დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში, ხმა­უ­რი­ა­ნი სხდო­მის შემ­დეგ საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რებ­მა შსს-ს ბორ­ჯო­მის რა­ი­ო­ნულ სამ­მარ­თვე­ლო­ში და­კი­თხვა­ზე გა­და­ი­ნაც­ვლეს.

სრუ­ლი ვერ­სია

"სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

გედევან ფოფხაძემ საკრებულოს წევრს შუბლი გაუტეხა?

გედევან ფოფხაძემ საკრებულოს წევრს  შუბლი გაუტეხა?

ბორჯომში, რიგგარეშედ დანიშნულ საკრებულოს სხდომას, დღის პირველ ნახევარში ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, საღამოს კი ბორჯომის პოლიციამ საკრებულოს წევრები დაკითხვაზე დაიბარა. სხდომას, რომელზეც მუნიციპალიტეტის გამგებლის კონკურსის წესით არჩევასთან დაკავშირებული საკითხები უნდა განეხილათ, პარლამენტის დეპუტატები, მათ შორის, ბორჯომის მაჟორიტარი "ქართული ოცნებიდან" გედევან ფოფხაძე და "რესპუბლიკელი" დავით ბერძენიშვილი ესწრებოდნენ. გამგეობის შენობაში შეკრებილთა ნაწილი გამგებლის კონკურსის წესით არჩევას, ნაწილი კი საკრებულოს სხდომის გადადებას ითხოვდა. ერთნი ამბობდნენ, რომ ბორჯომის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნული "რესპუბლიკელი" დავით კამკამიძე არასასურველი რეპუტაციით სარგებლობს. მათი თქმით, ბორჯომში გედევან ფოფხაძის მმართველობაა, რომელიც ცდილობს თავისი კადრების გაყვანით საყრდენი არ დაკარგოს. მეორენი კი ამ მოსაზრებას "ნაციონალების" პროვოკაციად აფასებდნენ და აცხადებდნენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მსგავსი არეულობითა და კონკურსის გამოცხადებით გამგებლის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის გაყვანას ცდილობს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ საკრებულოს სხდომის დაწყებამდე, დეპუტატმა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გედევან ფოფხაძემ საკრებულოს წევრ ვეფხვია გრიგალაშვილს მობილური ტელეფონი ესროლა და შუბლი გაუტეხა.  დღის მეორე ნახევარში, ხმაურიანი სხდომის შემდეგ საკრებულოს წევრებმა შსს-ს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში დაკითხვაზე გადაინაცვლეს.

სრული ვერსია

"სამხრეთის კარიბჭე"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა