მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაია ფანჯიკიძე - აშშ-ის მიერ საქართველოსთვის დახმარების შემცირების მიზეზი მათი საბიუჯეტო პრობლემებია
 მაია ფანჯიკიძე - აშშ-ის მიერ საქართველოსთვის დახმარების შემცირების მიზეზი მათი საბიუჯეტო პრობლემებია

სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, მაია ფან­ჯი­კი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის დახ­მა­რე­ბის შემ­ცი­რე­ბის მი­ზე­ზი მათი სა­ბი­უ­ჯე­ტო პრობ­ლე­მე­ბია. რო­გორც ფან­ჯი­კი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის გან­ცხა­დე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და, ეს ინ­ფორ­მა­ცია არის ერთი წლის წი­ნან­დე­ლი და შარ­შან აპ­რილ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა.

"ამა­ში ახა­ლი არა­ფე­რი არ არის. რა­ტომ შე­ამ­ჩნია ეს მე­დი­ამ მხო­ლოდ ახლა, ვერ გე­ტყვით. ეს არის ძვე­ლი პრო­ექ­ტი. ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი სამი წლის პრო­ექტს აქ­ვეყ­ნებს და ამ სამი წლის გეგ­მა­ში იყო შემ­ცი­რე­ბა", - გან­მარ­ტა მაია ფან­ჯი­კი­ძემ.

მისი თქმით, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა სა­ქარ­თვე­ლო არის მა­ინც ყვე­ლა­ზე დიდი დახ­მა­რე­ბის მიმ­ღე­ბი ქვე­ყა­ნა.

ფან­ჯი­კი­ძის გან­მარ­ტე­ბით, აშშ-მ სა­ერ­თოდ შე­ამ­ცი­რა გარ­კვე­ულ სფე­რო­ებ­ში და­ფი­ნან­სე­ბა სა­კუ­თა­რი ბი­უ­ჯე­ტის პრობ­ლე­მე­ბის გამო და ეს ინ­ფორ­მა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ცნო­ბი­ლი ერთი წლის წინ იყო.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვა­შინგტო­ნი სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის ქვეყ­ნებს დახ­მა­რე­ბას 24 პრო­ცენ­ტით უმ­ცი­რებს. ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტის შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლო ინარ­ჩუ­ნებს იმ ქვეყ­ნის სტა­ტუსს, რო­მე­ლიც რე­გი­ონ­ში ყვე­ლა­ზე დიდ დახ­მა­რე­ბას მი­ი­ღებს, თუმ­ცა დახ­მა­რე­ბის მო­ცუ­ლო­ბა 85-დან 68.7 მლნ დო­ლა­რამ­დე შემ­ცირ­დე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

მაია ფანჯიკიძე - აშშ-ის მიერ საქართველოსთვის დახმარების შემცირების მიზეზი მათი საბიუჯეტო პრობლემებია

 მაია ფანჯიკიძე - აშშ-ის მიერ საქართველოსთვის დახმარების შემცირების მიზეზი მათი საბიუჯეტო პრობლემებია

საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის დახმარების შემცირების მიზეზი მათი საბიუჯეტო პრობლემებია. როგორც ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების კომენტირებისას განუცხადა, ეს ინფორმაცია არის ერთი წლის წინანდელი და შარშან აპრილში გამოქვეყნდა.

"ამაში ახალი არაფერი არ არის. რატომ შეამჩნია ეს მედიამ მხოლოდ ახლა, ვერ გეტყვით. ეს არის ძველი პროექტი. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი სამი წლის პროექტს აქვეყნებს და ამ სამი წლის გეგმაში იყო შემცირება", - განმარტა მაია ფანჯიკიძემ.

მისი თქმით, მიუხედავად ამისა საქართველო არის მაინც ყველაზე დიდი დახმარების მიმღები ქვეყანა.

ფანჯიკიძის განმარტებით, აშშ-მ საერთოდ შეამცირა გარკვეულ სფეროებში დაფინანსება საკუთარი ბიუჯეტის პრობლემების გამო და ეს ინფორმაცია საქართველოსთვის ცნობილი ერთი წლის წინ იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ვაშინგტონი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს დახმარებას 24 პროცენტით უმცირებს. ბიუჯეტის პროექტის შესაბამისად, საქართველო ინარჩუნებს იმ ქვეყნის სტატუსს, რომელიც რეგიონში ყველაზე დიდ დახმარებას მიიღებს, თუმცა დახმარების მოცულობა 85-დან 68.7 მლნ დოლარამდე შემცირდება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა