მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თავდაცვის უწყებაში დათხოვნილი კადრები ბრუნდებიან
თავდაცვის უწყებაში დათხოვნილი კადრები ბრუნდებიან

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის უწყე­ბა­ში და­თხოვ­ნი­ლი კად­რე­ბი ბრუნ­დე­ბი­ან. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2012 წლის 25 ოქ­ტომ­ბრი­დან 12 თე­ბერ­ვლის ჩათ­ვლით თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში აღ­დგე­ნი­სა და და­საქ­მე­ბის თხოვ­ნით 3 323 პირ­მა მი­მარ­თა. მათ შო­რის 443 უფ­რო­სი ოფი­ცე­რია, 409 უმ­ცრო­სი ოფი­ცე­რი, 1 976 კაპ­რა­ლი და სერ­ჟან­ტი და 495 სა­მო­ქა­ლა­ქო პირი. დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, მი­ღე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი­დან 435 სამ­ხედ­რო და სა­მო­ქა­ლა­ქო პირი უკვე აღ­დგე­ნი­ლია, ხოლო 500-მდე პირი და­ნიშ­ვნის პრო­ცე­დუ­რებს გა­დის.

მი­ღე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ შტაბ­ში შექ­მნი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­მუ­შაო ჯგუ­ფი გა­ნი­ხი­ლავს. მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­მო­ქა­ლა­ქო ოფი­სი­სა და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შე­დი­ან.

"სა­მუ­შაო ჯგუ­ფი შე­მო­სულ გან­ცხა­დე­ბებს წო­დე­ბის, და­თხოვ­ნის სა­ფუძ­ვლის და ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბის მი­ხედ­ვით ახა­რის­ხებს და მათ და­მა­ტე­ბი­თი შე­სას­წავ­ლად სტრუქ­ტუ­რულ ქვე­და­ნა­ყო­ფებს უგ­ზავ­ნის. თუ განმცხა­დებ­ლის წო­დე­ბა და კვა­ლი­ფი­კა­ცია შე­ე­სა­ბა­მე­ბა სტრუქ­ტუ­რულ ქვე­და­ნა­ყოფ­ში არ­სე­ბულ ვა­კან­სი­ას, ის გა­დის სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბას და სტრუქ­ტუ­რუ­ლი ქვე­და­ნა­ყო­ფის და­დე­ბი­თი რე­კო­მენ­და­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, ინიშ­ნე­ბა შე­სა­ბა­მის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. 22 თე­ბერ­ვლი­დან სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­მუ­შაო ჯგუ­ფი შე­წყვეტს აღ­დგე­ნებ­სა და და­საქ­მე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის მი­ღე­ბას. ასეთ გან­ცხა­დე­ბებს მო­მა­ვალ­ში თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბით შექ­მნი­ლი თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო კო­მი­სია გა­ნი­ხი­ლავს. ის ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლად იმუ­შა­ვებს, და­საქ­მე­ბის მსურ­ვე­ლებს სპე­ცი­ა­ლურ ტეს­ტი­რე­ბას და შე­მოწ­მე­ბას ჩა­უ­ტა­რებს და ამის შემ­დეგ მო­ამ­ზა­დებს სარ­ე­კო­მენ­და­ციო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს მათი და­ნიშ­ვნი­სა თუ და­ნიშ­ვნა­ზე უა­რის თქმის შე­სა­ხებ",-ნათ­ქვა­მია თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

თავდაცვის უწყებაში დათხოვნილი კადრები ბრუნდებიან

თავდაცვის უწყებაში დათხოვნილი კადრები ბრუნდებიან

საქართველოს თავდაცვის უწყებაში დათხოვნილი კადრები ბრუნდებიან. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 12 თებერვლის ჩათვლით თავდაცვის სამინისტროს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში აღდგენისა და დასაქმების თხოვნით 3 323 პირმა მიმართა. მათ შორის 443 უფროსი ოფიცერია, 409 უმცროსი ოფიცერი, 1 976 კაპრალი და სერჟანტი და 495 სამოქალაქო პირი. დღევანდელი მდგომარეობით, მიღებული განცხადებებიდან 435 სამხედრო და სამოქალაქო პირი უკვე აღდგენილია, ხოლო 500-მდე პირი დანიშვნის პროცედურებს გადის.

მიღებულ განცხადებებს გაერთიანებულ შტაბში შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფი განიხილავს. მის შემადგენლობაში თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლები შედიან.

"სამუშაო ჯგუფი შემოსულ განცხადებებს წოდების, დათხოვნის საფუძვლის და ქვედანაყოფების მიხედვით ახარისხებს და მათ დამატებითი შესასწავლად სტრუქტურულ ქვედანაყოფებს უგზავნის. თუ განმცხადებლის წოდება და კვალიფიკაცია შეესაბამება სტრუქტურულ ქვედანაყოფში არსებულ ვაკანსიას, ის გადის სამედიცინო შემოწმებას და სტრუქტურული ქვედანაყოფის დადებითი რეკომენდაციის საფუძველზე, ინიშნება შესაბამის თანამდებობაზე. 22 თებერვლიდან სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეწყვეტს აღდგენებსა და დასაქმებასთან დაკავშირებული განცხადებების მიღებას. ასეთ განცხადებებს მომავალში თავდაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილი თანამდებობრივი საკვალიფიკაციო კომისია განიხილავს. ის ცენტრალიზებულად იმუშავებს, დასაქმების მსურველებს სპეციალურ ტესტირებას და შემოწმებას ჩაუტარებს და ამის შემდეგ მოამზადებს სარეკომენდაციო გადაწყვეტილებებს მათი დანიშვნისა თუ დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ",-ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე