სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეცნიერებმა ქალების ხასიათის კალენდარი შეადგინეს
მეცნიერებმა ქალების ხასიათის კალენდარი შეადგინეს

ევ­რო­პე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ ქა­ლე­ბის ხა­სი­ა­თი დიდ­წი­ლა­დაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი კვი­რის დღე­ებ­ზე. ამის შე­სა­ხებ გა­მო­ცე­მა Focus-ი წერს.

ბრი­ტა­ნუ­ლი კოს­მე­ტი­კუ­რი ფირ­მის St. Tropez-ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა 2000-ზე მეტი ქალი გა­მო­კი­თხეს, რათა და­ედ­გი­ნათ, რო­გორ იც­ვლე­ბა ქა­ლე­ბის ხა­სი­ა­თი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, გა­მო­კი­თხულ­თა უმე­ტე­სო­ბა ორ­შა­ბათს თავს და­ბე­რე­ბუ­ლად გრძნობს. კოს­მე­ტო­ლო­გე­ბის თქმით, ეს გა­საკ­ვი­რი არაა, თუ შა­ბათს და კვი­რას ალ­კოჰო­ლი მი­ი­ღეთ და მთე­ლი ღამე ერ­თო­ბო­დით. დღე-ღა­მე­ში ძილს 7-8 სა­ა­თი უნდა და­ეთ­მოს, ხოლო ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლი ორ­გა­ნიზ­მში სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რჩე­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ყვე­ლა­ზე მავ­ნე დღე ქა­ლე­ბის­თვის ოთხშა­ბა­თია. სა­მუ­შაო კვი­რის და­სა­წყი­სი­დან ოთხშა­ბა­თამ­დე სამ­სა­ხურ­ში ქა­ლე­ბი სტრესს გა­ნიც­დი­ან.

გა­მო­კი­თხულ­თა­გან ყო­ველ­მა მე­ა­თემ აღი­ა­რა, რომ მათ­თვის ოთხშა­ბა­თი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი დღეა. დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში თით­ქმის ყვე­ლა მათ­გა­ნის ქმე­დი­თუ­ნა­რი­ა­ნო­ბა მცირ­დე­ბა. ხა­სი­ა­თის ასა­მაღ­ლებ­ლად ქა­ლე­ბი ხში­რად ტკბი­ლე­ულს მი­ირ­თმე­ვენ, რაც ასე­ვე უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა სა­ხის კან­ზე.

კვი­რის რო­მე­ლი დღეა ქა­ლე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე კარ­გი? რო­გორც აღ­მოჩ­ნდა სა­უ­კე­თე­სო დღე პა­რას­კე­ვია. გა­მო­კი­თხულ­თა 60% სა­მუ­შაო კვი­რის ბოლო დღეს თავს შე­სა­ნიშ­ნა­ვად გრძნობს. ქა­ლის ორ­გა­ნიზ­მი მო­მა­ვა­ლი შა­ბათ-კვი­რის მო­ლო­დინ­ში პა­რას­კევს ენ­დორ­ფი­ნის დიდ დო­ზას გა­მო­ი­მუ­შა­ვებს, რაც მათ ბედ­ნი­ე­რე­ბის გან­ცდა­ში ეხ­მა­რე­ბათ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Focus-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

მეცნიერებმა ქალების ხასიათის კალენდარი შეადგინეს

მეცნიერებმა ქალების ხასიათის კალენდარი შეადგინეს

ევროპელი მეცნიერები ფიქრობენ, რომ ქალების ხასიათი დიდწილადაა დამოკიდებული კვირის დღეებზე. ამის შესახებ გამოცემა Focus-ი წერს.

ბრიტანული კოსმეტიკური ფირმის St. Tropez-ის თანამშრომლებმა 2000-ზე მეტი ქალი გამოკითხეს, რათა დაედგინათ, როგორ იცვლება ქალების ხასიათი კვირის განმავლობაში.

როგორც აღმოჩნდა, გამოკითხულთა უმეტესობა ორშაბათს თავს დაბერებულად გრძნობს. კოსმეტოლოგების თქმით, ეს გასაკვირი არაა, თუ შაბათს და კვირას ალკოჰოლი მიიღეთ და მთელი ღამე ერთობოდით. დღე-ღამეში ძილს 7-8 საათი უნდა დაეთმოს, ხოლო ალკოჰოლური სასმელი ორგანიზმში სამი დღის განმავლობაში რჩება.

მიუხედავად ამისა, ყველაზე მავნე დღე ქალებისთვის ოთხშაბათია. სამუშაო კვირის დასაწყისიდან ოთხშაბათამდე სამსახურში ქალები სტრესს განიცდიან.

გამოკითხულთაგან ყოველმა მეათემ აღიარა, რომ მათთვის ოთხშაბათი ყველაზე რთული დღეა. დღის მეორე ნახევარში თითქმის ყველა მათგანის ქმედითუნარიანობა მცირდება. ხასიათის ასამაღლებლად ქალები ხშირად ტკბილეულს მიირთმევენ, რაც ასევე უარყოფითად აისახება სახის კანზე.

კვირის რომელი დღეა ქალებისთვის ყველაზე კარგი? როგორც აღმოჩნდა საუკეთესო დღე პარასკევია. გამოკითხულთა 60% სამუშაო კვირის ბოლო დღეს თავს შესანიშნავად გრძნობს. ქალის ორგანიზმი მომავალი შაბათ-კვირის მოლოდინში პარასკევს ენდორფინის დიდ დოზას გამოიმუშავებს, რაც მათ ბედნიერების განცდაში ეხმარებათ.

მომზადებულია Focus-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს