მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Foreign Policy - საქართველოს პოლიტიკური დაპირისპირება უფრო ღრმავდება
Foreign Policy - საქართველოს პოლიტიკური დაპირისპირება უფრო ღრმავდება

ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მა Foreign Policy აქ­ვეყ­ნებს ანა ნემ­ცო­ვას სტა­ტი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ზე სა­თა­უ­რით - "სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა უფრო ღრმავ­დე­ბა".

ამ დღე­ებ­ში, - წერს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი, - სა­ქარ­თვე­ლო პირ­ქუშ ზღა­პარს ჰგავს. მე­ტო­ქე პრო­ტა­გო­ნის­ტე­ბის სა­სახ­ლე­ე­ბი ავის მო­მას­წა­ვებ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა თბი­ლი­სის თავ­ზე. ერთ გო­რაკ­ზე პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე დგას, სა­დაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ბი­ნად­რობს, რო­მელ­შიც კვლავ რჩე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად შე­მოდ­გო­მის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ოპო­ზი­ცი­ის გა­მარ­ჯვე­ბი­სა და მისი პარ­ტი­ის და­მარ­ცხე­ბი­სა. ღა­მით სა­სახ­ლე თით­ქმის უხი­ლა­ვია, სიბ­ნე­ლე­შია ჩაფ­ლუ­ლი, რად­გან პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ახა­ლარ­ჩე­ულ­მა მთავ­რო­ბამ გა­და­წყვი­ტა – არ ღირს გა­ნა­თე­ბის გა­და­სა­ხად­ზე ფუ­ლის ხარ­ჯვა. მე­ო­რე გო­რაკ­ზე ივა­ნიშ­ვი­ლის შუ­შის სა­სახ­ლეა მდიდ­რუ­ლად გა­ნა­თე­ბუ­ლი, რად­გან ის ჯე­რაც ზე­ი­მობს ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ში მიღ­წე­ულ ტრი­უმფს.

რო­გორც Foreign Policy-ში ჟურ­ნა­ლის­ტი წერს, ორი ლი­დე­რის მხარ­დამ­ჭე­რებს შო­რის და­ძა­ბუ­ლო­ბა დე­და­ქა­ლაქს ღრუ­ბე­ლი­ვით დას­ტრი­ა­ლებს თავს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ, ივა­ნიშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი ქმე­დე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის რამ­დე­ნი­მე მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი პო­ლი­ცი­ე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა იყო, მას მერე ორი მხა­რე ერ­თმა­ნეთს და­უ­პი­რის­პირ­და.

პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლეს­თან მო­მი­ტინ­გე­ე­ბი სა­ა­კაშ­ვი­ლის (ქარ­თვე­ლე­ბის­თვის უბ­რა­ლოდ "მიშა") გა­დად­გო­მას მო­ი­თხო­ვენ. მის­მა ოპო­ნენ­ტებ­მა ამის თა­ო­ბა­ზე პე­ტი­ცია შე­ი­მუ­შა­ვეს, ათა­სო­ბით ხელ­მო­წე­რა შე­აგ­რო­ვეს და პრე­ზი­დენ­ტო­ბის ვა­დის ამო­წურ­ვამ­დე მო­ი­თხო­ვენ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­დად­გო­მას. პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებ­მა, რომ­ლის უმ­რავ­ლე­სო­ბას ახლა ივა­ნიშ­ვი­ლის მო­კავ­ში­რე­ე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ, მი­შას ყო­ველ­წლი­უ­რი სი­ტყვით გა­მოს­ვლა გა­და­დეს და კონ­სტი­ტუ­ცი­ურ ცვლი­ლე­ბებს გა­ნი­ხი­ლა­ვენ, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენტს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას შე­უ­ზღუ­დავს. ცოტა ხნის წინ, ივა­ნიშ­ვილ­მა წარ­მა­ტე­ბა­საც კი მი­აღ­წია მი­შას მრა­ვალ­წლი­ან მტერ­თან, კრემლთან ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბა­ში – ბოლო მო­უ­ღო რუ­სეთ­ში ქარ­თუ­ლი ღვი­ნი­სა და მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბის იმ­პორ­ტის აკ­რძალ­ვას. მაგ­რამ, ამ კარ­გმა ამ­ბავ­მაც კი ვერ შეძ­ლო არ­სე­ბუ­ლი ატ­მოს­ფე­როს შემ­სუ­ბუ­ქე­ბა.

"გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის პარ­ტია შუ­რის­ძი­ე­ბის წყურ­ვი­ლით არის შე­პყრო­ბი­ლი. სა­მი­ნის­ტრო­დან სა­მი­ნის­ტრო­ში სი­ა­რუ­ლი­სას ცუდ ამ­ბებს და­სას­რუ­ლი არ უჩანს. ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა გა­დად­გა თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან ან და­ა­კა­ვეს. ახა­ლი მი­ნის­ტრე­ბი სა­ა­კაშ­ვილს ექ­სცენ­ტრი­უ­ლი რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ – პო­ლი­ცი­ის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში, მაგ­რამ არა – სა­პა­ტიმ­რო­ე­ბის. "თით­ქმის ყვე­ლა ოჯახს ჰყავს ცი­ხე­ში პა­ტი­მა­რი", - მი­თხრა თავ­დაც­ვის ახალ­მა მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ. გა­ირ­კვა, რომ მი­შას სა­ი­დუმ­ლო პო­ლი­ცია ქვე­ყა­ნა­ში ჩა­მო­სულ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უცხო­ე­ლი ვი­ზი­ტო­რე­ბის მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ზე სა­უ­ბარს უს­მენ­და, მათ შო­რის, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­საც. "ჩემი ტე­ლე­ფო­ნიც ის­მი­ნე­ბო­და?", - ვკი­თხე ერთ-ერთ მა­ღალ­ჩი­ნო­სანს ნა­ხევ­რად ხუმ­რო­ბით. მან და­მარ­წმუ­ნა, რომ - კი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა ახ­ლან­დე­ლი მი­ნის­ტრი, 30 წლის ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი პა­რი­ზის პან­თე­ონ-სორ­ბო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურ­სამ­თავ­რე­ბუ­ლი და ივა­ნიშ­ვი­ლის საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდ "ქარ­თუს" ყო­ფი­ლი თავ­კა­ცია",-წერს ავ­ტო­რი.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­გორც ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ამ­ბობს, სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა და­კა­ვე­ბა ქარ­თველ­მა ხალ­ხმა მო­ი­თხო­ვა. "ყო­ველ­დღი­უ­რად ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი მო­დის და სა­მარ­თლის აღ­დგე­ნას გვთხოვს. ვეჭ­ვობთ, რომ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლა­რი მო­ი­პა­რეს. მალე ისეთ სამ­ხილს წარ­მო­ვად­გენთ, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან გა­გა­ო­ცებთ", - ცი­ტი­რებს ანა ნემ­ცო­ვა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის კო­მენ­ტარს.

"პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მშვი­დი და თვითკმა­ყო­ფი­ლი გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და, როცა რამ­დე­ნი­მე ხნის წინ ვეს­ტუმ­რე სახ­ლში, მბრწყი­ნავ კერ­ძო რე­ზი­დენ­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც 47 მი­ლი­ო­ნი ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რი ღირს. ბევ­რმა ქარ­თველ­მა არ იცო­და, რომ მდი­და­რი ფი­ლანტრო­პის­ტი, რო­გო­რიც ის მა­ნამ­დე იყო, სა­ა­კაშ­ვი­ლის პარ­ტი­ის წი­ნა­აღ­მდეგ კამ­პა­ნი­ას წა­მო­ი­წყებ­და 2011 წელს. მათ მხო­ლოდ მისი მო­ციმ­ცი­მე შუ­ში­სა და ფო­ლა­დის სა­სახ­ლე იცოდ­ნენ და უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლის კოს­მი­უ­რი ხო­მალ­დი, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის შუ­ა­გულ­ში ეშ­ვე­ბა. დღეს­დღე­ო­ბით, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ადა­მი­ა­ნია, არა­მედ ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი. მისი რე­ი­ტინ­გი თით­ქმის 80%-ია", - წერს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი.

რო­გორც ანა ნემ­ცო­ვა წერს, "რო­გორც კი დავ­სხე­დით ივა­ნიშ­ვი­ლის კერ­ძო ოფის­ში, რო­მელ­საც ლუ­სი­ან ფრო­ი­დის ნა­მუ­შე­ვა­რი ამ­შვე­ნებს, ვკი­თხე, მარ­თლა სჯე­რა თუ არა, რომ ჟურ­ნა­ლის­ტებს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს ვა­შუ­ქებთ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მი­შას მის­წრა­ფე­ბე­ბის არას­წო­რად გვეს­მო­და? ბო­ლოს და ბო­ლოს, მსოფ­ლიო ბან­კმა სა­ა­კაშ­ვი­ლის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი რე­ფორ­მა მსოფ­ლი­ო­ში და არა მხო­ლოდ ექსსაბ­ჭო­თა კავ­შირ­ში, სა­უ­კე­თე­სოდ აღი­ა­რა".

"ნუ და­ა­და­ნა­შა­უ­ლებთ სა­კუ­თარ თავს, ორი თუ სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მეც კი ვერ გა­ვი­გე, სი­ნამ­დვი­ლე­ში რას წარ­მო­ად­გენ­დნენ ისი­ნი", - პა­სუ­ხობს ივა­ნიშ­ვი­ლი ნემ­ცო­ვას - "მი­თხრა, რო­გორ მო­ახ­დი­ნა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თან­ხე­ბის ინ­ვეს­ტი­რე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ფორ­მის პრო­ექ­ტებ­ში, თუმ­ცა მხო­ლოდ მერე აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ მისი ელი­ტუ­რი კო­რუფ­ცი­ის­თვის ეს პრო­ექ­ტე­ბი ფუ­ლის შოვ­ნის მე­ქა­ნიზ­მი იყო.

"სა­უ­ბა­რი სხვა პრობ­ლე­მის გან­ხილ­ვით გა­ვაგ­რძე­ლეთ, რო­მელ­საც სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბა წა­ა­წყდა. რო­გორ გა­აგ­რძე­ლებს სა­ქარ­თვე­ლო ნა­ტო­სა-და ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის­კენ სვლას? რო­გორ შე­უძ­ლია დარ­ჩეს მოს­კო­ვის მე­გობ­რად მა­შინ, როცა ცდი­ლობს უკან შე­ტყუ­ოს რუ­სე­თის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყო­ფი სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი აფხა­ზე­თი­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის რე­გი­ო­ნე­ბი? და პირ­ველ რიგ­ში, რო­გორ შექ­მნის სა­მუ­შაო ად­გი­ლებს სო­ფელ­ში მცხოვ­რე­ბი ათა­სო­ბით ადა­მი­ნის­თვის, რომ­ლე­ბიც ერთ დროს საბ­ჭო­თა კო­ლექ­ტი­ურ ფერ­მებ­ში მუ­შა­ობ­დნენ?" – წერს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი.

იგი ასე­ვე წერს, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი სა­კუ­თა­რი ქო­ნე­ბი­დან ყო­ველ­წლი­უ­რად 100 მი­ლი­ონ აშშ დო­ლარს გას­ცემს შე­წი­რუ­ლო­ბის სა­ხით ის­ტო­რი­უ­ლი შე­ნო­ბე­ბის აღ­სად­გე­ნად და სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი­სე­ბის­თვის, თე­ატ­რის რე­ჟი­სო­რე­ბი­სა და მსა­ხი­ო­ბე­ბის ხელ­ფა­სე­ბის­თვის. "ერ­თა­დერ­თი, რაც სა­ა­კაშ­ვი­ლის ხალ­ხმა არ გა­ა­კე­თა ჩვენს შე­სა­ჩე­რებ­ლად, ჩვენ­თვის სრო­ლა იყო", - ცი­ტი­რებს ანა ნემ­ცო­ვა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან პი­რად სა­უ­ბარ­ში გა­კე­თე­ბულ კო­მენ­ტარს და დას­ძენს, - ჩემს კი­თხვა­ზე, ფიქ­რობს თუ არა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი ფულს იპა­რავ­და, ივა­ნიშ­ვილ­მა მი­პა­სუ­ხა: "ბი­უ­როკ­რა­ტი­ის და­ბალ და შუა სა­ფე­ხუ­რებ­ზე კო­რუფ­ცია არ არ­სე­ბობ­და, თუმ­ცა არ­სე­ბობ­და ელი­ტუ­რი კო­რუფ­ცია, რო­მე­ლიც ასო­ბით მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის მი­ტა­ცე­ბას ით­ვლის".

. . . იმის გა­სა­გე­ბად, რომ გა­მე­გო, - წერს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი, - რო­გორც შე­იგ­რძნეს ჩვე­უ­ლებ­რივ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლა, ივა­ნიშ­ვი­ლის მშობ­ლი­ურ სო­ფელ ჭორ­ვი­ლა­ში ჩა­ვე­დი. რო­გორც იქა­უ­რებ­მა მი­თხრს, მათ სო­ფელ­ში უმუ­შევ­რო­ბა 100%-ს აღ­წევს. "ივა­ნიშ­ვილს ქვეყ­ნის ბი­უ­ჯეტ­ზე მეტი ფული აქვს. მან და­ა­მარ­ცხა მიშა, ასე რომ, ახლა უნდა იფიქ­როს, რო­გორც შექ­მნას სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი", - მოჰ­ყავს ანა ნემ­ცო­ვას ჭორ­ვი­ლას ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ცხოვ­რებ­ლის კო­მენ­ტა­რი. ივა­ნიშ­ვი­ლის ახა­ლად ადა­არ­სე­ბუ­ლი ფონ­დი, რო­მე­ლიც 606 მი­ლი­ონ აშშ დო­ლარს ით­ვლის, და­ბალპ­რო­ცენ­ტი­ა­ნი კრე­დი­ტის გა­ცე­მას ჰპირ­დე­ბა ფერ­მე­რებს და სა­ქარ­თვე­ლო­ში ორ­გა­ნუ­ლი ბოსტნე­უ­ლი­სა და ხი­ლის აყ­ვა­ვე­ბას.

როცა სა­ა­კაშ­ვილს თა­ვის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში ვეს­ტუმ­რე, - აღ­ნიშ­ნავს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი, - შე­ვა­ტყვე, რომ დი­დად არ იზი­ა­რებს ივა­ნიშ­ვი­ლის ძა­ლის­ხმე­ვის – ააყ­ვა­ვოს სა­ქარ­თვე­ლოს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა. სა­უბ­რის ერთ მო­მენ­ტში, პრე­ზი­დენ­ტი გა­ჩერ­და და ტე­ლე­ვი­ზორ­ში ახა­ლი ამ­ბე­ბის გა­მოშ­ვე­ბას შე­ხე­და, სა­დაც მის მიერ სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტის გახ­სნას აშუ­ქებ­დნენ. ტუ­რიზ­მი ყო­ველ­თვის იყო სა­ა­კაშ­ვი­ლის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი მის­წრა­ფე­ბა. ის მი­ის­წრა­ფის სა­კუ­თა­რი რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბის­კენ, ვი­ზი­ტო­რე­ბის გაზ­რდის მიზ­ნით, რო­მე­ლიც 120 ათა­სი იყო წე­ლი­წად­ში, როცა ის ქვე­ყა­ნას ჩა­უდ­გა სა­თა­ვე­ში. ახლა ივა­ნიშ­ვი­ლი ცვლის პრი­ო­რი­ტე­ტებს. "მათ შე­ა­ჩე­რეს ხუთი დიდი სას­ტუმ­როს მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ექ­ტი აჭა­რა­ში და სამ­ჯერ შე­ამ­ცი­რეს რე­გი­ო­ნის ბი­უ­ჯე­ტი", - მოჰ­ყავს სტა­ტი­ის ავ­ტორს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მას­თან პი­რად სა­უ­ბარ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა და დას­ძენს, რომ რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლი აცხა­დებს, ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა ექ­ვსი პრო­ცენ­ტი­დან ნულ­ზე და­ე­ცა, ახა­ლი მთავ­რო­ბის მოს­ვლის შემ­დეგ. "ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ პირ­ვე­ლი წელი რთუ­ლი იქ­ნე­ბა, თუმ­ცა ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ შე­ჩერ­და ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა", - ცი­ტი­რებს ავ­ტო­რი პრე­ზი­დენ­ტის სი­ტყვებს.

უნდა ით­ქვას, - წერს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი, - რომ სა­ა­კაშ­ვილ­მაც თა­ვის წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა და­ძა­ბუ­ლო­ბის გაღ­ვი­ვე­ბა­ში. გა­სულ თვეს, როცა ათა­სო­ბით ქარ­თვე­ლი თბი­ლი­სის მთა­ვარ მო­ე­დან­ზე პრე­ზი­დენ­ტის გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნით შე­იკ­რი­ბა, სა­ა­კაშ­ვი­ლი სი­ტყვით გა­მო­ვი­და ევ­რო­საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლზეა, სა­დაც მან და­ა­და­ნა­შა­უ­ლა ივა­ნიშ­ვი­ლის მთავ­რო­ბა მისი პარ­ტი­ის წევ­რე­ბის და­პა­ტიმ­რე­ბა­ში. სა­ერ­თა­შო­რი­სო კრი­ზი­სე­ბის ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლი ლო­რენს შით­სი სხვა სუ­რათს გვთა­ვა­ზობს, რო­მე­ლიც ზუს­ტად ასა­ხავს ახ­ლან­დელ მდგო­მა­რე­ო­ბას. სა­ქარ­თვე­ლოს ორ­მხრი­ვად მტრუ­ლი ლი­დე­რე­ბის კო­ჰა­ბი­ტა­ცია, რო­გორც ლო­რენს შით­სი აღ­ნიშ­ნავს, "გა­ლი­ა­ში გა­მო­კე­ტი­ლი ორი მტრუ­ლი მე­ტო­ქის იძუ­ლე­ბით ქორ­წი­ნე­ბას გვახ­სე­ნებს".

სამ­წუ­ხა­როდ, თბი­ლი­სი­დან ჩემი წა­მოს­ვლის შემ­დეგ, ძა­ლი­ან მალე, - აღ­ნიშ­ნავს ანა ნემ­ცო­ვა, - და­ძა­ბუ­ლო­ბა კონ­ფლიქ­ტში გა­და­ი­ზარ­და, როცა ივა­ნიშ­ვი­ლის მომ­ხრე­ე­ბი მი­შას მო­კავ­ში­რე­ებს და­ესხნენ თავს და რამ­დე­ნი­მე და­შა­ვე­ბუ­ლია. ივა­ნიშ­ვი­ლის აქ­ტი­ვის­ტე­ბი ახლა იმუქ­რე­ბი­ან, ალყა შე­მო­არ­ტყან პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ას და ის სა­კუ­თარ სა­სახ­ლე­ში­ვე აქ­ცი­ონ პა­ტიმ­რად. შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს ერ­თა­დერ­თი ზღა­პა­რია, რო­მელ­საც, რო­გორც ჩანს, ბედ­ნი­ე­რი და­სას­რუ­ლი არ ექ­ნე­ბა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Foreign Policy-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

Foreign Policy - საქართველოს პოლიტიკური დაპირისპირება უფრო ღრმავდება

Foreign Policy - საქართველოს პოლიტიკური დაპირისპირება უფრო ღრმავდება

ამერიკული გამოცემა Foreign Policy აქვეყნებს ანა ნემცოვას სტატიას საქართველოზე სათაურით - "საქართველოს პოლიტიკური დაპირისპირება უფრო ღრმავდება".

ამ დღეებში, - წერს სტატიის ავტორი, - საქართველო პირქუშ ზღაპარს ჰგავს. მეტოქე პროტაგონისტების სასახლეები ავის მომასწავებლად გამოიყურება თბილისის თავზე. ერთ გორაკზე პრეზიდენტის სასახლე დგას, სადაც მიხეილ სააკაშვილი ბინადრობს, რომელშიც კვლავ რჩება, მიუხედავად შემოდგომის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვებისა და მისი პარტიის დამარცხებისა. ღამით სასახლე თითქმის უხილავია, სიბნელეშია ჩაფლული, რადგან პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ახალარჩეულმა მთავრობამ გადაწყვიტა – არ ღირს განათების გადასახადზე ფულის ხარჯვა. მეორე გორაკზე ივანიშვილის შუშის სასახლეა მდიდრულად განათებული, რადგან ის ჯერაც ზეიმობს ოქტომბრის არჩევნებში მიღწეულ ტრიუმფს.

როგორც Foreign Policy-ში ჟურნალისტი წერს, ორი ლიდერის მხარდამჭერებს შორის დაძაბულობა დედაქალაქს ღრუბელივით დასტრიალებს თავს. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ივანიშვილის პირველი ქმედება სააკაშვილის ადმინისტრაციის რამდენიმე მაღალჩინოსანი პოლიციელის თანამდებობიდან გათავისუფლება იყო, მას მერე ორი მხარე ერთმანეთს დაუპირისპირდა.

პრეზიდენტის სასახლესთან მომიტინგეები სააკაშვილის (ქართველებისთვის უბრალოდ "მიშა") გადადგომას მოითხოვენ. მისმა ოპონენტებმა ამის თაობაზე პეტიცია შეიმუშავეს, ათასობით ხელმოწერა შეაგროვეს და პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე მოითხოვენ სააკაშვილის გადადგომას. პარლამენტის წევრებმა, რომლის უმრავლესობას ახლა ივანიშვილის მოკავშირეები წარმოადგენენ, მიშას ყოველწლიური სიტყვით გამოსვლა გადადეს და კონსტიტუციურ ცვლილებებს განიხილავენ, რომელიც პრეზიდენტს უფლებამოსილებას შეუზღუდავს. ცოტა ხნის წინ, ივანიშვილმა წარმატებასაც კი მიაღწია მიშას მრავალწლიან მტერთან, კრემლთან ურთიერთობის დამყარებაში – ბოლო მოუღო რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტის აკრძალვას. მაგრამ, ამ კარგმა ამბავმაც კი ვერ შეძლო არსებული ატმოსფეროს შემსუბუქება.

"გამარჯვებულის პარტია შურისძიების წყურვილით არის შეპყრობილი. სამინისტროდან სამინისტროში სიარულისას ცუდ ამბებს დასასრული არ უჩანს. ყოფილი მაღალჩინოსნების უმრავლესობა გადადგა თანამდებობიდან ან დააკავეს. ახალი მინისტრები სააკაშვილს ექსცენტრიული რეფორმების გატარებაში ადანაშაულებენ – პოლიციის გაუმჯობესებაში, მაგრამ არა – საპატიმროების. "თითქმის ყველა ოჯახს ჰყავს ციხეში პატიმარი", - მითხრა თავდაცვის ახალმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ. გაირკვა, რომ მიშას საიდუმლო პოლიცია ქვეყანაში ჩამოსულ მნიშვნელოვანი უცხოელი ვიზიტორების მობილურ ტელეფონზე საუბარს უსმენდა, მათ შორის, ჟურნალისტებისაც. "ჩემი ტელეფონიც ისმინებოდა?", - ვკითხე ერთ-ერთ მაღალჩინოსანს ნახევრად ხუმრობით. მან დამარწმუნა, რომ - კი.

შინაგან საქმეთა ახლანდელი მინისტრი, 30 წლის ირაკლი ღარიბაშვილი პარიზის პანთეონ-სორბონის უნივერსიტეტის კურსამთავრებული და ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" ყოფილი თავკაცია",-წერს ავტორი.

მისივე ინფორმაციით, როგორც ღარიბაშვილი ამბობს, სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენელთა დაკავება ქართველმა ხალხმა მოითხოვა. "ყოველდღიურად ათასობით ადამიანი მოდის და სამართლის აღდგენას გვთხოვს. ვეჭვობთ, რომ მაღალჩინოსნებმა მილიონობით დოლარი მოიპარეს. მალე ისეთ სამხილს წარმოვადგენთ, რომელიც ძალიან გაგაოცებთ", - ციტირებს ანა ნემცოვა ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარს.

"პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის მშვიდი და თვითკმაყოფილი გამოიყურებოდა, როცა რამდენიმე ხნის წინ ვესტუმრე სახლში, მბრწყინავ კერძო რეზიდენციაში, რომელიც 47 მილიონი ამერიკული დოლარი ღირს. ბევრმა ქართველმა არ იცოდა, რომ მდიდარი ფილანტროპისტი, როგორიც ის მანამდე იყო, სააკაშვილის პარტიის წინააღმდეგ კამპანიას წამოიწყებდა 2011 წელს. მათ მხოლოდ მისი მოციმციმე შუშისა და ფოლადის სასახლე იცოდნენ და უცხოპლანეტელის კოსმიური ხომალდი, რომელიც თბილისის ბოტანიკური ბაღის შუაგულში ეშვება. დღესდღეობით, პრემიერ-მინისტრი არა მხოლოდ საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანია, არამედ ყველაზე გავლენიანი. მისი რეიტინგი თითქმის 80%-ია", - წერს სტატიის ავტორი.

როგორც ანა ნემცოვა წერს, "როგორც კი დავსხედით ივანიშვილის კერძო ოფისში, რომელსაც ლუსიან ფროიდის ნამუშევარი ამშვენებს, ვკითხე, მართლა სჯერა თუ არა, რომ ჟურნალისტებს, რომლებიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ვაშუქებთ წლების განმავლობაში, მიშას მისწრაფებების არასწორად გვესმოდა? ბოლოს და ბოლოს, მსოფლიო ბანკმა სააკაშვილის ანტიკორუფციული რეფორმა მსოფლიოში და არა მხოლოდ ექსსაბჭოთა კავშირში, საუკეთესოდ აღიარა".

"ნუ დაადანაშაულებთ საკუთარ თავს, ორი თუ სამი წლის განმავლობაში მეც კი ვერ გავიგე, სინამდვილეში რას წარმოადგენდნენ ისინი", - პასუხობს ივანიშვილი ნემცოვას - "მითხრა, როგორ მოახდინა მნიშვნელოვანი თანხების ინვესტირება სააკაშვილის რეფორმის პროექტებში, თუმცა მხოლოდ მერე აღმოაჩინა, რომ მისი ელიტური კორუფციისთვის ეს პროექტები ფულის შოვნის მექანიზმი იყო.

"საუბარი სხვა პრობლემის განხილვით გავაგრძელეთ, რომელსაც სააკაშვილის მთავრობა წააწყდა. როგორ გააგრძელებს საქართველო ნატოსა-და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სვლას? როგორ შეუძლია დარჩეს მოსკოვის მეგობრად მაშინ, როცა ცდილობს უკან შეტყუოს რუსეთის დაქვემდებარებაში მყოფი სეპარატისტული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონები? და პირველ რიგში, როგორ შექმნის სამუშაო ადგილებს სოფელში მცხოვრები ათასობით ადამინისთვის, რომლებიც ერთ დროს საბჭოთა კოლექტიურ ფერმებში მუშაობდნენ?" – წერს სტატიის ავტორი.

იგი ასევე წერს, რომ ივანიშვილი საკუთარი ქონებიდან ყოველწლიურად 100 მილიონ აშშ დოლარს გასცემს შეწირულობის სახით ისტორიული შენობების აღსადგენად და საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორისებისთვის, თეატრის რეჟისორებისა და მსახიობების ხელფასებისთვის. "ერთადერთი, რაც სააკაშვილის ხალხმა არ გააკეთა ჩვენს შესაჩერებლად, ჩვენთვის სროლა იყო", - ციტირებს ანა ნემცოვა პრემიერ-მინისტრთან პირად საუბარში გაკეთებულ კომენტარს და დასძენს, - ჩემს კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ სააკაშვილი ფულს იპარავდა, ივანიშვილმა მიპასუხა: "ბიუროკრატიის დაბალ და შუა საფეხურებზე კორუფცია არ არსებობდა, თუმცა არსებობდა ელიტური კორუფცია, რომელიც ასობით მილიონი დოლარის მიტაცებას ითვლის".

. . . იმის გასაგებად, რომ გამეგო, - წერს სტატიის ავტორი, - როგორც შეიგრძნეს ჩვეულებრივმა ადამიანებმა ხელისუფლების ცვლა, ივანიშვილის მშობლიურ სოფელ ჭორვილაში ჩავედი. როგორც იქაურებმა მითხრს, მათ სოფელში უმუშევრობა 100%-ს აღწევს. "ივანიშვილს ქვეყნის ბიუჯეტზე მეტი ფული აქვს. მან დაამარცხა მიშა, ასე რომ, ახლა უნდა იფიქროს, როგორც შექმნას სამუშაო ადგილები", - მოჰყავს ანა ნემცოვას ჭორვილას ადგილობრივი მაცხოვრებლის კომენტარი. ივანიშვილის ახალად ადაარსებული ფონდი, რომელიც 606 მილიონ აშშ დოლარს ითვლის, დაბალპროცენტიანი კრედიტის გაცემას ჰპირდება ფერმერებს და საქართველოში ორგანული ბოსტნეულისა და ხილის აყვავებას.

როცა სააკაშვილს თავის რეზიდენციაში ვესტუმრე, - აღნიშნავს სტატიის ავტორი, - შევატყვე, რომ დიდად არ იზიარებს ივანიშვილის ძალისხმევის – ააყვავოს საქართველოს სოფლის მეურნეობა. საუბრის ერთ მომენტში, პრეზიდენტი გაჩერდა და ტელევიზორში ახალი ამბების გამოშვებას შეხედა, სადაც მის მიერ სათხილამურო კურორტის გახსნას აშუქებდნენ. ტურიზმი ყოველთვის იყო სააკაშვილის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მისწრაფება. ის მიისწრაფის საკუთარი რეფორმების გატარებისკენ, ვიზიტორების გაზრდის მიზნით, რომელიც 120 ათასი იყო წელიწადში, როცა ის ქვეყანას ჩაუდგა სათავეში. ახლა ივანიშვილი ცვლის პრიორიტეტებს. "მათ შეაჩერეს ხუთი დიდი სასტუმროს მშენებლობის პროექტი აჭარაში და სამჯერ შეამცირეს რეგიონის ბიუჯეტი", - მოჰყავს სტატიის ავტორს მიხეილ სააკაშვილის მასთან პირად საუბარში გაკეთებული განცხადება და დასძენს, რომ როგორც სააკაშვილი აცხადებს, ეკონომიკური ზრდა ექვსი პროცენტიდან ნულზე დაეცა, ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ. "ივანიშვილმა განაცხადა, რომ პირველი წელი რთული იქნება, თუმცა ჩემთვის გაუგებარია, რატომ შეჩერდა ეკონომიკური ზრდა", - ციტირებს ავტორი პრეზიდენტის სიტყვებს.

უნდა ითქვას, - წერს სტატიის ავტორი, - რომ სააკაშვილმაც თავის წვლილი შეიტანა დაძაბულობის გაღვივებაში. გასულ თვეს, როცა ათასობით ქართველი თბილისის მთავარ მოედანზე პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით შეიკრიბა, სააკაშვილი სიტყვით გამოვიდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლზეა, სადაც მან დაადანაშაულა ივანიშვილის მთავრობა მისი პარტიის წევრების დაპატიმრებაში. საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის ხელმძღვანელი ლორენს შითსი სხვა სურათს გვთავაზობს, რომელიც ზუსტად ასახავს ახლანდელ მდგომარეობას. საქართველოს ორმხრივად მტრული ლიდერების კოჰაბიტაცია, როგორც ლორენს შითსი აღნიშნავს, "გალიაში გამოკეტილი ორი მტრული მეტოქის იძულებით ქორწინებას გვახსენებს".

სამწუხაროდ, თბილისიდან ჩემი წამოსვლის შემდეგ, ძალიან მალე, - აღნიშნავს ანა ნემცოვა, - დაძაბულობა კონფლიქტში გადაიზარდა, როცა ივანიშვილის მომხრეები მიშას მოკავშირეებს დაესხნენ თავს და რამდენიმე დაშავებულია. ივანიშვილის აქტივისტები ახლა იმუქრებიან, ალყა შემოარტყან პრეზიდენტის რეზიდენციას და ის საკუთარ სასახლეშივე აქციონ პატიმრად. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ეს ერთადერთი ზღაპარია, რომელსაც, როგორც ჩანს, ბედნიერი დასასრული არ ექნება.

მომზადებულია Foreign Policy-ს მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა