მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლატვია ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის მხარდამჭერად რჩება
ლატვია ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის მხარდამჭერად რჩება

ლატ­ვია ჩრდი­ლო-ატ­ლან­ტი­კურ ალი­ან­სში სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტეგ­რა­ცი­ის მხარ­დამ­ჭე­რად რჩე­ბა, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლის­ში ვი­ზი­ტად მყოფ­მა ლატ­ვი­ის სე­ი­მის დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა ოი­არს ერიკს კარ­ნინსმა გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც კო­ლე­გებ­თან ერ­თად ცოტა ხნის წინ სას­ტუმ­რო "ქორ­თი­არდ მა­რი­ოტ­ში" სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებს შეხ­ვდა.

მან კი­დევ ერთხელ და­ა­ფიქ­სი­რა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სივ­რცე­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის მხარ­და­ჭე­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ და­გეგ­მი­ლია კონ­ფე­რენ­ცია, რო­მე­ლიც ბალ­ტი­ის­პი­რე­თის ქვეყ­ნე­ბი­სა და სუამ-ის ეგი­დით და­ი­გეგ­მე­ბა, სა­დაც სა­უბ­რის ერთ-ერთი თემა აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხი იქ­ნე­ბა.

ამას­თან, ლატ­ვი­ის სე­ი­მის დე­პუ­ტა­ცი­ამ ქარ­თვე­ლი კო­ლე­გე­ბი სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტი­დან სა­პა­სუ­ხო ვი­ზი­ტად ლატ­ვი­ა­ში მი­იწ­ვია.

რაც შე­ე­ხე­ბა შეხ­ვედ­რის მთა­ვარ თე­მას, გან­ხილ­ვის სა­განს წარ­მო­ად­გენს ორ­მხრი­ვი სა­პარ­ლა­მენ­ტო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფორ­მატ­ში და­გეგ­მი­ლი სა­კი­თხე­ბი, ასე­ვე სა­მე­ზობ­ლო თე­მა­ტი­კა.

"ჩვენ ვი­სა­უბ­რეთ კარგ მე­ზობ­ლებ­ზე, ცუდ მე­ზობ­ლებ­ზე, სა­ინ­ტე­რე­სო მე­ზობ­ლებ­ზე. ასე­ვე გან­ვი­ხი­ლეთ ნატო-სა და ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის პერ­სპექ­ტი­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი და კონ­კრე­ტუ­ლად ის, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს ლატ­ვია ამ თვალ­საზ­რი­სით სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­დამ­ჭე­რი, - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა თედო ჯა­ფა­რი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ზო­გა­დად, ბალ­ტი­ის­პი­რე­თის რე­გი­ო­ნი და მათ შო­რის ლატ­ვია არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პარტნი­ო­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მისი მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს თა­ნად­გო­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

ლატვია ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის მხარდამჭერად რჩება

ლატვია ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის მხარდამჭერად რჩება

ლატვია ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის მხარდამჭერად რჩება, - ამის შესახებ თბილისში ვიზიტად მყოფმა ლატვიის სეიმის დელეგაციის ხელმძღვანელმა ოიარს ერიკს კარნინსმა განაცხადა, რომელიც კოლეგებთან ერთად ცოტა ხნის წინ სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.

მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე საკუთარი ქვეყნის მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ დაგეგმილია კონფერენცია, რომელიც ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და სუამ-ის ეგიდით დაიგეგმება, სადაც საუბრის ერთ-ერთი თემა აღნიშნული საკითხი იქნება.

ამასთან, ლატვიის სეიმის დეპუტაციამ ქართველი კოლეგები საგარეო ურთიერთობათა კომიტეტიდან საპასუხო ვიზიტად ლატვიაში მიიწვია.

რაც შეეხება შეხვედრის მთავარ თემას, განხილვის საგანს წარმოადგენს ორმხრივი საპარლამენტო თანამშრომლობის ფორმატში დაგეგმილი საკითხები, ასევე სამეზობლო თემატიკა.

"ჩვენ ვისაუბრეთ კარგ მეზობლებზე, ცუდ მეზობლებზე, საინტერესო მეზობლებზე. ასევე განვიხილეთ ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივებთან დაკავშირებული საკითხები და კონკრეტულად ის, თუ როგორ შეიძლება აღმოჩნდეს ლატვია ამ თვალსაზრისით საქართველოს მხარდამჭერი, - განუცხადა ჟურნალისტებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა თედო ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ზოგადად, ბალტიისპირეთის რეგიონი და მათ შორის ლატვია არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი და მნიშვნელოვანია მისი მხრიდან საქართველოს თანადგომა საერთაშორისო ორგანიზაციებში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა