პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი იუმორისტები რუსულ "კავეენს" დაუბრუნდნენ
ქართველი იუმორისტები რუსულ "კავეენს" დაუბრუნდნენ

ექ­ვსწლი­ა­ნი შეს­ვე­ნე­ბის მერე სოჭ­ში "კა­ვე­ე­ნის" შე­ჯიბ­რე­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლო­დან ოც­კა­ცი­ა­ნი გუნ­დი წა­ვი­და. მათ შო­რის იყ­ვნენ ლე­ვან გო­გო­რე­ლი­ა­ნი, იგი­ვე ფაქო, ამი­კო ჩო­ხა­რა­ძე და კაკი ჭან­კუ­რი­ძე. ბი­ჭებს სტუ­დი­ა­ში ვეს­ტუმ­რეთ და რუ­სუ­ლი ვო­ი­ა­ჟის ამ­ბე­ბი დაწ­ვრი­ლე­ბით გა­მოვ­კი­თხეთ.

- სოფო ბან­ძა­ვამ, გოჩა თან­და­რაშ­ვილ­მა და ზვი­ად ბლი­ა­ძემ შეკ­რი­ბეს გუნ­დი, რო­მე­ლიც უნდა წა­სუ­ლი­ყო სოჭ­ში "კა­ვე­ენ­ზე". ცოტა დრო გვქონ­და მო­სამ­ზა­დებ­ლად, ნაჩ­ქა­რე­ვად გა­კე­თე­ბუ­ლი ნომ­რე­ბი წა­ვი­ღეთ, სა­ბედ­ნი­ე­როდ, გა­ა­მარ­თლა. გვქონ­და მუ­სი­კა­ლუ­რი ნომ­რე­ბი, - თა­ნა­მედ­რო­ვე სიმ­ღე­რე­ბი ქარ­თუ­ლი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით, ქარ­თულ ხმებ­ში გაშ­ლი­ლი უცხო­უ­რი სიმ­ღე­რე­ბი. გვქონ­და ვი­ზუ­ა­ლუ­რი ნომ­რე­ბი, ფილ­მის პა­რო­დია - "ტრანსფორ­მე­რე­ბი".

- რო­მე­ლი ნომ­რე­ბი მო­ე­წო­ნათ ყვე­ლა­ზე მე­ტად?

- ყვე­ლა­ზე მე­ტად "ტრანსფორ­მე­რე­ბი" მო­ე­წო­ნათ. ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნეს კი­დეც, ბი­ჭე­ბი ისეთ იუ­მორ­ზე არი­ან გა­სუ­ლი, ჩვე­ნი ფან­ტა­ზია რომ ვერ სწვდე­ბაო, ბევ­რი ვი­ცი­ნეთ, ოღონდ რაზე გვე­ცი­ნე­ბო­და, ვერ ვხვდე­ბო­დი­თო. ჩვენ­გან ასეთ კრე­ა­ტივს არ ელოდ­ნენ, ეგო­ნათ, სიმ­ღე­რით შე­მო­ვი­ფარ­გლე­ბო­დით.

კაკი:

- თა­მა­შის ხაზი გვქონ­და ასე­თი - "გრუ­ზი­ნუ­ლი" ქარ­თვე­ლე­ბიც ვი­ყა­ვით და თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თვე­ლე­ბიც. ორი­ვე ტი­პა­ჟი­დან სა­უ­კე­თე­სო მხა­რე­ე­ბი გვქონ­და აღე­ბუ­ლი.

ფაქო:

- ისი­ნი ხომ დი­დღი­პი­ან მსმელ ქარ­თვე­ლებს იც­ნო­ბენ მარ­ტო, ქართ­ველს, რო­მე­ლიც გა­მო­დის სცე­ნა­ზე და თა­მა­დურ ხუმ­რო­ბებს ამ­ბობს, არ ცეკ­ვავს, არ მოძ­რა­ობს, ქარ­თუ­ლი აქ­ცენ­ტით ლა­პა­რა­კობს რუ­სულ ენა­ზე. ჩვენ მშობ­ლი­უ­რად სხვა­ნა­ი­რე­ბი ვი­ყა­ვით. ამას უს­ვამ­დნენ ხაზს, არც ვი­ცო­დით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მწვა­ნე შარ­ვა­ლი სა­ერ­თოდ თუ იყი­დე­ბო­დაო (იცი­ნი­ან).

- მწვა­ნე შარ­ვლე­ბი გეც­ვათ?

- არა, ყვე­ლას არა, ერთ-ერთს ეცვა. უბ­რა­ლოდ, სხვა­ნა­ი­რი წარ­მოდ­გე­ნა აქვთ ჩვენ­ზე. აქ რა ხდე­ბა, არ იცი­ან. არა­და, ჩვენ­თან შე­და­რე­ბით ბევ­რად გო­ი­მე­ბი არი­ან. აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა, ვინც იქ იყო, ბევ­რად გო­ი­მია იმ ხალ­ხთან შე­და­რე­ბით, ვინც სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს. ბევ­რად გე­მოვ­ნე­ბი­ან მუ­სი­კას ვუს­მენთ ჩვენ და ბევ­რად კარ­გად ვერ­თო­ბით, ვიდ­რე ისი­ნი, ვინც იქ ვნა­ხეთ.

- რამ­დე­ნი ქვე­ყა­ნა მო­ნა­წი­ლე­ობ­და?

- პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბი და ის­რა­ე­ლის გუნ­დი იყო ჩა­მო­სუ­ლი.

- ვინ მო­გე­წო­ნათ, ვის მი­იჩ­ნევ­დით კონ­კუ­რენ­ტე­ბად?

- ჩვენს ლი­გა­ში ვინც მოხ­ვდნენ, დიდი ვე­რა­ფე­რი კონ­კუ­რენ­ტე­ბი იყ­ვნენ. მაგ­რამ იყო გუნ­დი - "რუ­დენ", რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად მო­მე­წო­ნა, არა­და ჩვენ­ზე და­ბალ რან­გში გა­ვიდ­ნენ. და­ღეს­ტანს ჰყავ­და კი­დევ კარ­გი გუნ­დი ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი, მო­მე­წო­ნა "ლას-ვე­გა­სი", თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. ჩვენ ეს გვაკ­ლია, სწო­რედ თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა.

- ენის პრობ­ლე­მა იყო?

- რა თქმა უნდა, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ინ­გლი­სურ ენა­ზეა გა­და­სუ­ლი, რუ­სულს ყუ­რა­დღე­ბა აღარ ექ­ცე­ვა, თუმ­ცა ისე ვა­კე­თებ­დით ნომ­რებს და ისე ვა­კო­წი­წებ­დით სათ­ქმელს, რომ უცო­დინ­რო­ბა არ გა­მოგ­ვემ­ჟღავ­ნე­ბი­ნა.

ამი­კო:

- ენა ყვე­ლამ ვი­ცით, უბ­რა­ლოდ, რუ­სუ­ლად აზ­როვ­ნე­ბაა რთუ­ლი ჩვენ­თვის, ხუმ­რო­ბის სწრა­ფად მო­ფიქ­რე­ბა. იყო ასე­თი კონ­კურ­სი, რო­მელ­საც ჩვენ "კი­თხვა-პა­სუ­ხი" და­ვარ­ქვით, სა­დაც დას­მულ შე­კი­თხვებ­ზე უნდა გე­პა­სუ­ხა. აქ ცოტა რთუ­ლი იყო სწრა­ფად სა­სა­ცი­ლო პა­სუ­ხის მო­ფიქ­რე­ბა.

კაკი:

- ენას­თან და­კავ­ში­რე­ბით ერთ-ერთ თა­ნა­გუნ­დელს ასე­თი კუ­რი­ო­ზიც გა­დახ­და თავს, გო­გოს­თან მი­ვი­და, თა­ვის მო­წო­ნე­ბა სცა­და, უნ­დო­და ეთ­ქვა, რა სა­ხი­ფა­თო გოგო ხარო და "კა­კა­ია ტი სტრაშ­ნა­ი­აო", უთხრა (იცი­ნი­ან).

- შე­დე­გით კმა­ყო­ფი­ლი დაბ­რუნ­დით?

ფაქო:

- ისე­თი შე­დე­გი იყო, რო­გორ­ზეც ვოც­ნე­ბობ­დით. 600 გუნ­დი­დან 60 გუნდს შო­რის მოვ­ხვდით, უმაღ­ლეს ლი­გა­ში. მარ­ტის ბო­ლოს გა­ი­მარ­თე­ბა შე­ჯიბ­რე­ბა, სა­დაც სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის გუნ­დებს შე­ვერ­კი­ნე­ბით. ეს იყო საჩ­ვე­ნე­ბე­ლი ტური, რო­მელ­ზეც ერ­თმა­ნეთს ვუჩ­ვე­ნებ­დით, რა შეგ­ვიძ­ლია. მარ­ტში კი შე­ფა­სე­ბა იქ­ნე­ბა. გვე­ყო­ლე­ბა ჟი­უ­რი. გა­მოვ­ლინ­დე­ბი­ან მო­გე­ბუ­ლი და წა­გე­ბუ­ლი. ამის­თვის მზა­დე­ბას დღე­ი­დან ვი­წყებთ. შოუს ფორ­მა უკვე შეკ­რუ­ლი გვაქვს.

- რო­გო­რი იყო იქა­უ­რი მა­ყუ­რე­ბე­ლი?

ამი­კო:

- მა­ყუ­რებ­ლე­ბი იყ­ვნენ "კა­ვე­ენ­ში­კე­ბი", რომ­ლე­ბიც გა­მა­დი­დე­ბე­ლი შუ­შით აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ ყვე­ლა­ფერს, კრი­ტი­კუ­ლი თვა­ლით, ისე, რო­გორც ჩვენ შევ­ხე­დავთ სხვა გუნ­დებს.

ფაქო:

- იქ ყვე­ლა ერ­თმა­ნეთს იც­ნობს, ერ­თმა­ნე­თის ხუმ­რო­ბებ­საც ასე თუ ისე იც­ნობ­დნენ. ჩვენ მათ­თვის ახა­ლი სა­ხე­ე­ბი ვი­ყა­ვით. მი­ვე­დით და გა­მარ­ჯო­ბა ვთქვით. თა­ვი­დან ზოგ­მა მიგ­ვი­ღო, ბევ­რმა - არა. იყ­ვნენ ისე­თე­ბი, ვინც ჩვენს გაც­ნო­ბა­ზე უარი თქვა, იმი­ტომ რომ ეში­ნო­დათ. ცუდი წარ­მოდ­გე­ნა აქვთ ჩვენ­ზე, თუმ­ცა ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თეთ, რომ სტე­რე­ო­ტი­პი დაგ­ვენგრია.

- გო­გო­ნებ­საც ეში­ნო­დათ თქვე­ნი?

ამი­კო:

- რა გი­თხრათ, ჩვენ გა­სარ­თო­ბად არ ჩავ­სულ­ვართ. თა­მაშ­ზე ვი­ყა­ვით ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ათი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არ დაგ­ვის­ვე­ნია. დი­ლი­დან რე­პე­ტი­ცი­ებს ვი­წყებ­დით, შემ­დეგ კი ტუ­რებს გავ­დი­ო­დით. რაც შე­ე­ხე­ბა გარ­თო­ბას, ქვე­მოთ იყო ღა­მის კლუ­ბი, სა­დაც "კა­ვე­ენ­ში­კე­ბი" ჩა­დი­ოდ­ნენ. ჩვენც ჩავ­დი­ო­დით, ვუს­მენ­დით მუ­სი­კას, ვსვამ­დით ლუდს ან ენერ­გე­ტი­კულ სას­მელს.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ვა­ნი და მა­ვა­ნი თქვენს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას რუ­სულ "კა­ვე­ენ­ზე" ცი­ნიზ­მით უყუ­რებს...

ამი­კო:

- იყო ასე­თი რამ­დე­ნი­მე ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი, მათ ვი­ნა­ო­ბას არ და­ვა­სა­ხე­ლებ, მაგ­რამ მათ თა­მა­მად შე­მიძ­ლია, ცუდი სი­ტყვე­ბი ვუ­თხრა, უბ­რა­ლოდ, თქვენ­თან არ ვი­ტყვი, ვი­ნა­ი­დან და­წერთ და სა­ჯა­როდ არ მინ­და, უზ­რდე­ლი ვიყო.

ფაქო:

- კრი­ტი­კას ძი­რი­თა­დად წო­ნი­ა­ნი იუ­მო­რის­ტე­ბი წერ­დნენ. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მა­ღი­ზი­ა­ნე­ბენ. ვინ­მეს თუ რა­მის ტრა­კი ჰქონ­და, მო­სუ­ლი­ყო ჩვენ­თან და ჩვენს ნომ­რებ­ში კო­რექ­ტი­ვე­ბი შე­ე­ტა­ნა.

- წო­ნი­ან იუ­მო­რის­ტებ­ში ფი­ზი­კურ წო­ნას გუ­ლის­ხმობ თუ გა­მოც­დი­ლე­ბას?

- ორი­ვეს. არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც გუნ­დე­ბი ჰყავთ წაყ­ვა­ნი­ლი სოჭ­ში, უკ­რა­ი­ნა­ში და გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ. მათ გა­სა­გო­ნად მინ­და ვთქვა, ჩვენ იქ არ გვში­ო­და და არც სამ ნა­ჭერ ძეხვს გვი­დებ­დნენ თეფ­შზე. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­ტი­ვის­ცე­მა იყო. ისე დაგ­ვა­ფა­სეს, რომ ჩვე­ნი ტე­ლე­ვი­ზი­ის ჟურ­ნა­ლისტს მას­ლი­ა­კოვ­მა ინ­ტერ­ვიუ მის­ცა. პუ­ტი­ნის მერე მე­ო­რე კა­ცია მას­ლი­ა­კო­ვი. ასე რომ, ყვე­ლამ თა­ვის წარ­სულს გა­და­ხე­დოს და ცი­ნიზ­მის­გან თავი შე­ი­კა­ვონ.

ამი­კო:

- იცი, რა არის სა­წყე­ნი, შე­ნი­ა­ნი რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრებს არ­ღვევს და იქ შენი სა­ხე­ლი გა­აქვს, რა­ტომ კბენ, იმის მა­გივ­რად, რომ მხარ­ში ამო­უდ­გე, გა­ამ­ხნე­ვო?!

ფაქო:

- თვითკრი­ტი­კუ­ლე­ბი თა­ვად ვართ. ერ­თმა­ნეთს ყო­ველ­თვის ვაკ­რი­ტი­კებთ. რე­ა­ლუ­რი კრი­ტი­კა არა­ვის­გან მო­მის­მე­ნია, ეს იყო მხო­ლოდ და­ცინ­ვა და ქი­ლი­კი. მო­სუ­ლიყ­ვნენ და ენა­ხათ, რას ვა­კე­თებ­დით, მო­ე­ცათ შე­ნიშ­ვნე­ბი, სა­ნამ წა­ვი­დო­დით. ფუ­ჩე­ჩე­ბი არი­ან. ჩვენ გა­ვა­კე­თეთ მაქ­სი­მუ­მი, რაც ამ დრო­ში მო­ხერ­ხდა.

ამი­კო:

- ძი­რი­თა­დად ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი იკ­ბი­ნე­ბი­ან, რო­მელ­თაც ცხოვ­რე­ბა­ში ჩვენს ასაკ­ში და თუნ­დაც მერე ვე­რა­ფერს მი­აღ­წი­ეს. თავს აჩ­ვე­ნე­ბენ, რომ ჩვენს ასაკ­ში ძა­ლი­ან მაგ­რე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ მერე მათი გუნ­დე­ლე­ბის­გან ვი­გებთ, რომ ისე­თი მაგ­რე­ბიც არ ყო­ფი­ლან, რო­გო­რა­დაც თავს გვაჩ­ვე­ნებ­დნენ. რაც უნდა ძლი­ე­რი იყოს, ასე­თი ადა­მი­ა­ნი ყო­ველ­თვის ჩემ­ზე დაბ­ლა იდ­გე­ბა. როცა სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ არის გა­სუ­ლი და მით უმე­ტეს რუ­სეთ­ში, ნე­ბის­მი­ე­რი ქარ­თვე­ლი, პი­რი­ქით, უნდა ამ­ხნე­ვებ­დეს.

ფაქო:

- გულ­და­სა­წყვე­ტია უბ­რა­ლოდ, იქა­უ­რი ქარ­თვე­ლე­ბი უფრო გვედგნენ გვერ­დით, ვიდ­რე ესე­ნი. "რუს­თა­ვი 2"-ის გუნდში იყო კი­დევ ერთი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც წარ­მა­ტე­ბე­ბი გვი­სურ­ვა, ჩვე­ნი ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი, ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო იყო მისი მხრი­დან. სა­ხელ­სა და გვარს არ ვი­ტყვი, მე­ში­ნია, არ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით გა­მო­ვე­დით, "ჯი­დი­ე­სის" სა­ხე­ლით ხომ არა?!

- ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც ის­მის კი­თხვე­ბი, ამ­ბო­ბენ, თქვენ ყო­ფი­ლი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბის კრი­ტი­კით ხართ და­კა­ვე­ბუ­ლი და ამი­ტომ ვერ ქმნით ახალ გა­და­ცე­მებს.

ამი­კო:

- ძა­ლი­ან ცდე­ბი­ან. კარ­გი პრო­ექ­ტის გა­კე­თე­ბას დრო სჭირ­დე­ბა, ეს მა­თაც კარ­გად იცი­ან.

ფაქო:

- არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ხელ-ფეხი გვქონ­და შეკ­რუ­ლი, მათი მე­გობ­რე­ბი გვიშ­ლიდ­ნენ ხელს, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­თან ერ­თა­დაც ქე­ი­ფობ­დნენ. არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ვე­რა­ფერს ვა­კე­თებ­დით, გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ივა­ნიშ­ვი­ლის ხალ­ხი ხართ და წა­დი­თო. არ­ჩევ­ნე­ბის მერე ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა, უცებ კაი ტი­პე­ბი გავ­ხდით. ცოტა და­ფიქ­რდნენ, სა­ნამ რა­მეს იტყვი­ან. ჩვენ მზამ­ზა­რე­უ­ლი არა­ფე­რი დაგ­ვხვედ­რია, თვი­თონ და­ვი­წყეთ ახა­ლი. ვი­ღა­ცე­ბი­ვით არ გად­მოგ­ვი­ბა­რე­ბია. ზო­გი­ერ­თებს სხვი­სი და­წყე­ბუ­ლი საქ­მე, აწყო­ბი­ლი ქარ­ხა­ნა გა­და­ე­ბა­რათ თუ გა­და­ი­ბა­რეს. ჩვენ ნუ­ლი­დან და­ვი­წყეთ ყვე­ლა­ფე­რი. პა­ტა­რე­ბი ვართ, ნელ-ნელა ვსწავ­ლობთ, დამ­ლა­გებ­ლის ხელ­ფას­ზეც კი თა­ვად ვზრუ­ნავთ...

ამი­კო:

- მალე ნა­ხავთ ახალ კარგ პრო­ექ­ტებს და ამა­ზე ლა­პა­რა­კიც დამ­თავ­რდე­ბა.

- "კა­ვე­ენს" და­ვუბ­რუნ­დეთ...

კაკი:

- სხვა­თა შო­რის, "კა­ვე­ენ­ში­კებს" შო­რის ჩა­ტარ­და "ვო­ი­სი". ჟი­უ­რი­ში ის­ხდნენ ისი­ნი, ვინც იქა­ურ ნამ­დვილ "ვო­ის­ში" სხე­დან და 600 გუნ­დი­დან ამი­კო გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და. თან ერ­თა­დერ­თი მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი მო­ნა­წი­ლე იყო, მი­ნუს­ფო­ნოგ­რა­მა არ ჰქონ­და წა­ღე­ბუ­ლი. აკა­პე­ლა­თი იმ­ღე­რა. პირ­ველ ტურ­ში "სუ­ლი­კო" შე­ას­რუ­ლა, მე­ო­რე ტურ­ში კი­თხვა-პა­სუ­ხი იყო, სა­დაც მუ­სი­კა­ლუ­რად უნდა და­გემ­თავ­რე­ბი­ნა ფრა­ზა, მე­სა­მე ტურ­ში უნდა გემ­ღე­რა, ოღონდ ხე­ლის­შემ­შლე­ლი ფაქ­ტო­რე­ბის თან­ხლე­ბით.

ამი­კო:

- ჩემ­თვის ხელი არ შე­უშ­ლი­ათ, სტრიპ­ტი­ზი­ო­რი არ შე­მო­იყ­ვა­ნეს, სხვებს ის უშ­ლი­და ხელს ცეკ­ვით. ჟი­უ­რიმ გა­და­წყვი­ტა ასე იმი­ტომ, რომ ისე­დაც ხელი მქონ­და შეშ­ლი­ლი, მი­ნუს­ფო­ნოგ­რა­მა არ მქონ­და. მე­სა­მე ტურ­ში ლუ­ჩა­ნო პა­ვა­რო­ტის სიმ­ღე­რა ვიმ­ღე­რე, სა­ბო­ლო­ოდ პირ­ვე­ლი ად­გი­ლის მფლო­ბე­ლი გავ­ხდი.

ფაქო:

- სუ­პერპრი­ზი სიმ­ბო­ლუ­რი იყო, ამი­კოს სა­თა­მა­შო მიკრო­ფო­ნი და სა­თა­მა­შო "ია­მა­ჰას" სინ­თე­ზა­ტო­რი გა­დას­ცეს.

ნინო მჭედ­ლიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

ასე­ვე იხი­ლეთ: ქარ­თვე­ლი იუ­მო­რის­ტე­ბის არც ისე სა­სა­ცი­ლო დაბ­რუ­ნე­ბა რუ­სულ "კა­ვე­ენ­ში"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?

ქართველი იუმორისტები რუსულ "კავეენს" დაუბრუნდნენ

ქართველი იუმორისტები რუსულ "კავეენს" დაუბრუნდნენ

ექვსწლიანი შესვენების მერე სოჭში "კავეენის" შეჯიბრებაზე საქართველოდან ოცკაციანი გუნდი წავიდა. მათ შორის იყვნენ ლევან გოგორელიანი, იგივე ფაქო, ამიკო ჩოხარაძე და კაკი ჭანკურიძე. ბიჭებს სტუდიაში ვესტუმრეთ და რუსული ვოიაჟის ამბები დაწვრილებით გამოვკითხეთ.

-  სოფო ბანძავამ, გოჩა თანდარაშვილმა და ზვიად ბლიაძემ შეკრიბეს გუნდი, რომელიც უნდა წასულიყო სოჭში "კავეენზე". ცოტა დრო გვქონდა მოსამზადებლად, ნაჩქარევად გაკეთებული ნომრები წავიღეთ, საბედნიეროდ, გაამართლა. გვქონდა მუსიკალური ნომრები, - თანამედროვე სიმღერები ქართული ინტერპრეტაციით, ქართულ ხმებში გაშლილი უცხოური სიმღერები. გვქონდა ვიზუალური ნომრები, ფილმის პაროდია - "ტრანსფორმერები".

-  რომელი ნომრები მოეწონათ ყველაზე მეტად?

-  ყველაზე მეტად "ტრანსფორმერები" მოეწონათ. ინტერვიუში აღნიშნეს კიდეც, ბიჭები ისეთ იუმორზე არიან გასული, ჩვენი ფანტაზია რომ ვერ სწვდებაო, ბევრი ვიცინეთ, ოღონდ რაზე გვეცინებოდა, ვერ ვხვდებოდითო. ჩვენგან ასეთ კრეატივს არ ელოდნენ, ეგონათ, სიმღერით შემოვიფარგლებოდით.

კაკი:

-  თამაშის ხაზი გვქონდა ასეთი - "გრუზინული" ქართველებიც ვიყავით და თანამედროვე ქართველებიც. ორივე ტიპაჟიდან საუკეთესო მხარეები გვქონდა აღებული.

ფაქო:

-  ისინი ხომ დიდღიპიან მსმელ ქართველებს იცნობენ მარტო, ქართ­ველს, რომელიც გამოდის სცენაზე და თამადურ ხუმრობებს ამბობს, არ ცეკვავს, არ მოძრაობს, ქართული აქცენტით ლაპარაკობს რუსულ ენაზე. ჩვენ მშობლიურად სხვანაირები ვიყავით. ამას უსვამდნენ ხაზს, არც ვიცოდით, საქართველოში მწვანე შარვალი საერთოდ თუ იყიდებოდაო (იცინიან).

-  მწვანე შარვლები გეცვათ?

-  არა, ყველას არა, ერთ-ერთს ეცვა. უბრალოდ, სხვანაირი წარმოდგენა აქვთ ჩვენზე. აქ რა ხდება, არ იციან. არადა, ჩვენთან შედარებით ბევრად გოიმები არიან. აბსოლუტურად ყველა, ვინც იქ იყო, ბევრად გოიმია იმ ხალხთან შედარებით, ვინც საქართველოში ცხოვრობს. ბევრად გემოვნებიან მუსიკას ვუსმენთ ჩვენ და ბევრად კარგად ვერთობით, ვიდრე ისინი, ვინც იქ ვნახეთ.

-  რამდენი ქვეყანა მონაწილეობდა?

-  პოსტსაბჭოთა ქვეყნები და ისრაელის გუნდი იყო ჩამოსული.

-  ვინ მოგეწონათ, ვის მიიჩნევდით კონკურენტებად?

-  ჩვენს ლიგაში ვინც მოხვდნენ, დიდი ვერაფერი კონკურენტები იყვნენ. მაგრამ იყო გუნდი - "რუდენ", რომელიც ყველაზე მეტად მომეწონა, არადა ჩვენზე დაბალ რანგში გავიდნენ. დაღესტანს ჰყავდა კიდევ კარგი გუნდი ჩამოყვანილი, მომეწონა "ლას-ვეგასი", თავდაჯერებულები იყვნენ. ჩვენ ეს გვაკლია, სწორედ თავდაჯერებულობა.

-  ენის პრობლემა იყო?

-  რა თქმა უნდა, მთელი საქართველო ინგლისურ ენაზეა გადასული, რუსულს ყურადღება აღარ ექცევა, თუმცა ისე ვაკეთებდით ნომრებს და ისე ვაკოწიწებდით სათქმელს, რომ უცოდინრობა არ გამოგვემჟღავნებინა.

ამიკო:

-  ენა ყველამ ვიცით, უბრალოდ, რუსულად აზროვნებაა რთული ჩვენთვის, ხუმრობის სწრაფად მოფიქრება. იყო ასეთი კონკურსი, რომელსაც ჩვენ "კითხვა-პასუხი" დავარქვით, სადაც დასმულ შეკითხვებზე უნდა გეპასუხა. აქ ცოტა რთული იყო სწრაფად სასაცილო პასუხის მოფიქრება.

კაკი:

-  ენასთან დაკავშირებით ერთ-ერთ თანაგუნდელს ასეთი კურიოზიც გადახდა თავს, გოგოსთან მივიდა, თავის მოწონება სცადა, უნდოდა ეთქვა, რა სახიფათო გოგო ხარო და "კაკაია ტი სტრაშნაიაო", უთხრა (იცინიან).

-  შედეგით კმაყოფილი დაბრუნდით?

ფაქო:

-  ისეთი შედეგი იყო, როგორზეც ვოცნებობდით. 600 გუნდიდან 60 გუნდს შორის მოვხვდით, უმაღლეს ლიგაში. მარტის ბოლოს გაიმართება შეჯიბრება, სადაც სხვადასხვა ქვეყნის გუნდებს შევერკინებით. ეს იყო საჩვენებელი ტური, რომელზეც ერთმანეთს ვუჩვენებდით, რა შეგვიძლია. მარტში კი შეფასება იქნება. გვეყოლება ჟიური. გამოვლინდებიან მოგებული და წაგებული. ამისთვის მზადებას დღეიდან ვიწყებთ. შოუს ფორმა უკვე შეკრული გვაქვს.

-  როგორი იყო იქაური მაყურებელი?

ამიკო:

-  მაყურებლები იყვნენ "კავეენშიკები", რომლებიც გამადიდებელი შუშით აკვირდებოდნენ ყველაფერს, კრიტიკული თვალით, ისე, როგორც ჩვენ შევხედავთ სხვა გუნდებს.

ფაქო:

-  იქ ყველა ერთმანეთს იცნობს, ერთმანეთის ხუმრობებსაც ასე თუ ისე იცნობდნენ. ჩვენ მათთვის ახალი სახეები ვიყავით. მივედით და გამარჯობა ვთქვით. თავიდან ზოგმა მიგვიღო, ბევრმა - არა. იყვნენ ისეთები, ვინც ჩვენს გაცნობაზე უარი თქვა, იმიტომ რომ ეშინოდათ. ცუდი წარმოდგენა აქვთ ჩვენზე, თუმცა ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ სტერეოტიპი დაგვენგრია.

-  გოგონებსაც ეშინოდათ თქვენი?

ამიკო:

-  რა გითხრათ, ჩვენ გასართობად არ ჩავსულვართ. თამაშზე ვიყავით ორიენტირებული. ათი დღის განმავლობაში არ დაგვისვენია. დილიდან რეპეტიციებს ვიწყებდით, შემდეგ კი ტურებს გავდიოდით. რაც შეეხება გართობას, ქვემოთ იყო ღამის კლუბი, სადაც "კავეენშიკები" ჩადიოდნენ. ჩვენც ჩავდიოდით, ვუსმენდით მუსიკას, ვსვამდით ლუდს ან ენერგეტიკულ სასმელს.

-  საქართველოში მავანი და მავანი თქვენს მონაწილეობას რუსულ "კავეენზე" ცინიზმით უყურებს...

ამიკო:

-  იყო ასეთი რამდენიმე ცნობილი ადამიანი, მათ ვინაობას არ დავასახელებ, მაგრამ მათ თამამად შემიძლია, ცუდი სიტყვები ვუთხრა, უბრალოდ, თქვენთან არ ვიტყვი, ვინაიდან დაწერთ და საჯაროდ არ მინდა, უზრდელი ვიყო.

ფაქო:

-  კრიტიკას ძირითადად წონიანი იუმორისტები წერდნენ. ეს ადამიანები მაღიზიანებენ. ვინმეს თუ რამის ტრაკი ჰქონდა, მოსულიყო ჩვენთან და ჩვენს ნომრებში კორექტივები შეეტანა.

-  წონიან იუმორისტებში ფიზიკურ წონას გულისხმობ თუ გამოცდილებას?

-  ორივეს. არსებობენ ადამიანები, რომელთაც გუნდები ჰყავთ წაყვანილი სოჭში, უკრაინაში და გამოცდილება აქვთ. მათ გასაგონად მინდა ვთქვა, ჩვენ იქ არ გვშიოდა და არც სამ ნაჭერ ძეხვს გვიდებდნენ თეფშზე. განსაკუთრებული პატივისცემა იყო. ისე დაგვაფასეს, რომ ჩვენი ტელევიზიის ჟურნალისტს მასლიაკოვმა ინტერვიუ მისცა. პუტინის მერე მეორე კაცია მასლიაკოვი. ასე რომ, ყველამ თავის წარსულს გადახედოს და ცინიზმისგან თავი შეიკავონ.

ამიკო:

-  იცი, რა არის საწყენი, შენიანი რომ საქართველოს საზღვრებს არღვევს და იქ შენი სახელი გააქვს, რატომ კბენ, იმის მაგივრად, რომ მხარში ამოუდგე, გაამხნევო?!

ფაქო:

-  თვითკრიტიკულები თავად ვართ. ერთმანეთს ყოველთვის ვაკრიტიკებთ. რეალური კრიტიკა არავისგან მომისმენია, ეს იყო მხოლოდ დაცინვა და ქილიკი. მოსულიყვნენ და ენახათ, რას ვაკეთებდით, მოეცათ შენიშვნები, სანამ წავიდოდით. ფუჩეჩები არიან. ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი, რაც ამ დროში მოხერხდა.

ამიკო:

-  ძირითადად ისეთი ადამიანები იკბინებიან, რომელთაც ცხოვრებაში ჩვენს ასაკში და თუნდაც მერე ვერაფერს მიაღწიეს. თავს აჩვენებენ, რომ ჩვენს ასაკში ძალიან მაგრები იყვნენ, მაგრამ მერე მათი გუნდელებისგან ვიგებთ, რომ ისეთი მაგრებიც არ ყოფილან, როგორადაც თავს გვაჩვენებდნენ. რაც უნდა ძლიერი იყოს, ასეთი ადამიანი ყოველთვის ჩემზე დაბლა იდგება. როცა საქართველოს ნაკრები საქართველოს ფარგლებს გარეთ არის გასული და მით უმეტეს რუსეთში, ნებისმიერი ქართველი, პირიქით, უნდა ამხნევებდეს.

ფაქო:

-  გულდასაწყვეტია უბრალოდ, იქაური ქართველები უფრო გვედგნენ გვერდით, ვიდრე ესენი. "რუსთავი 2"-ის გუნდში იყო კიდევ ერთი ადამიანი, რომელმაც წარმატებები გვისურვა, ჩვენი ყოფილი თანამშრომელი, ძალიან სასიამოვნო იყო მისი მხრიდან. სახელსა და გვარს არ ვიტყვი, მეშინია, არ გაათავისუფლონ. საქართველოს სახელით გამოვედით, "ჯიდიესის" სახელით ხომ არა?!

-  ტელევიზიასთან დაკავშირებითაც ისმის კითხვები, ამბობენ, თქვენ ყოფილი თანაგუნდელების კრიტიკით ხართ დაკავებული და ამიტომ ვერ ქმნით ახალ გადაცემებს.

ამიკო:

-  ძალიან ცდებიან. კარგი პრო­ექტის გაკეთებას დრო სჭირდება, ეს მათაც კარგად იციან.

ფაქო:

-  არჩევნებამდე ხელ-ფეხი გვქონდა შეკრული, მათი მეგობრები გვიშლიდნენ ხელს, ადამიანები, რომლებთან ერთადაც ქეიფობდნენ. არჩევნებამდე ვერაფერს ვაკეთებდით, გვეუბნებოდნენ, ივანიშვილის ხალხი ხართ და წადითო. არჩევნების მერე ბევრი რამ შეიცვალა, უცებ კაი ტიპები გავხდით. ცოტა დაფიქრდნენ, სანამ რამეს იტყვიან. ჩვენ მზამზარეული არაფერი დაგვხვედრია, თვითონ დავიწყეთ ახალი. ვიღაცებივით არ გადმოგვიბარებია. ზოგიერთებს სხვისი დაწყებული საქმე, აწყობილი ქარხანა გადაებარათ თუ გადაიბარეს. ჩვენ ნულიდან დავიწყეთ ყველაფერი. პატარები ვართ, ნელ-ნელა ვსწავლობთ, დამლაგებლის ხელფასზეც კი თავად ვზრუნავთ...

ამიკო:

-  მალე ნახავთ ახალ კარგ პროექტებს და ამაზე ლაპარაკიც დამთავრდება.

-  "კავეენს" დავუბრუნდეთ...

კაკი:

-  სხვათა შორის, "კავეენშიკებს" შორის ჩატარდა "ვოისი". ჟიურიში ისხდნენ ისინი, ვინც იქაურ ნამდვილ "ვოისში" სხედან და 600 გუნდიდან ამიკო გამარჯვებული გახდა. თან ერთადერთი მოუმზადებელი მონაწილე იყო, მინუსფონოგრამა არ ჰქონდა წაღებული. აკაპელათი იმღერა. პირველ ტურში "სულიკო" შეასრულა, მეორე ტურში კითხვა-პასუხი იყო, სადაც მუსიკალურად უნდა დაგემთავრებინა ფრაზა, მესამე ტურში უნდა გემღერა, ოღონდ ხელისშემშლელი ფაქტორების თანხლებით.

ამიკო:

-  ჩემთვის ხელი არ შეუშლიათ, სტრიპტიზიორი არ შემოიყვანეს, სხვებს ის უშლიდა ხელს ცეკვით. ჟიურიმ გადაწყვიტა ასე იმიტომ, რომ ისედაც ხელი მქონდა შეშლილი, მინუსფონოგრამა არ მქონდა. მესამე ტურში ლუჩანო პავაროტის სიმღერა ვიმღერე, საბოლოოდ პირველი ადგილის მფლობელი გავხდი.

ფაქო:

-  სუპერპრიზი სიმბოლური იყო, ამიკოს სათამაშო მიკროფონი და სათამაშო "იამაჰას" სინთეზატორი გადასცეს.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ასევე იხილეთ: ქართველი იუმორისტების არც ისე სასაცილო დაბრუნება რუსულ "კავეენში"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება