პოლიტიკა
სამართალი

14

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 17:36-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 13:16-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯინა ლოლობრიჯიდას ქმარი მსახიობს ცილისწამებაში ადანაშაულებს
ჯინა ლოლობრიჯიდას ქმარი მსახიობს ცილისწამებაში ადანაშაულებს

ეს­პა­ნე­ლი მე­წარ­მე ხა­ვერ რიგო ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლავ ჯინა ლო­ლობ­რი­ჯი­დას სა­სა­მარ­თლო­ში უჩივ­ლებს. მე­წარ­მის თქმით, მსა­ხი­ობ­მა მას სა­ქორ­წი­ნო აფე­რა­ში დას­დო ბრა­ლი და ამით "ჩირ­ქი მოს­ცხო".

რიგო, რომ­ლის ქო­ნე­ბა ათე­უ­ლო­ბით მი­ლი­ონ დო­ლარს შე­ად­გენს, ადას­ტუ­რებს, რომ მო­ხუც მსა­ხი­ობ­ზეა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. იგი ასე­ვე აცხა­დებს, რომ მე­უღ­ლეს­თან გან­ქორ­წი­ნე­ბას აპი­რებს.

გა­სულ კვი­რას გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ 85 წლის მსა­ხი­ობ­მა, გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 50-60-იანი წლე­ბის სექს-სიმ­ბო­ლომ ლო­ლობ­რი­ჯი­დამ ყო­ფილ საყ­ვა­რელს, 51 წლის ეს­პა­ნელ ხა­ვერ რიგო-ი-რა­ფოლსს სა­სა­მარ­თლო­ში უჩივ­ლა. მსა­ხი­ო­ბი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ რიგო მას­ზე ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი პი­რის დახ­მა­რე­ბით და­ქორ­წინ­და და ამით მისი ქო­ნე­ბის გან­კარ­გვის უფ­ლე­ბა მო­ი­პო­ვა.

ლო­ლობ­რი­ჯი­დას თქმით, სა­ქორ­წი­ნო ცე­რე­მო­ნია, რომ­ლის შე­სა­ხებ მან არც კი იცო­და, ბარ­სე­ლო­ნა­ში 2010 წელს შედ­გა. ქორ­წი­ნე­ბის მოწ­მო­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ რიგო კი­ნო­ვარ­სკვლა­ვის მთა­ვა­რი მემ­კვიდ­რეა. "ეს უსინ­დი­სო მა­მა­კა­ცი, ჩემი ფუ­ლის და­სა­კუთ­რე­ბის მიზ­ნით, ჩემ­ზე და­ქორ­წინ­და, ისე რომ არც კი ვი­ცო­დი. ეს ბინ­ძუ­რი აფე­რა სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ცი­ამ უნდა გა­მო­ი­ძი­ოს, მინ­და ამ ამ­ბავს ნა­თე­ლი მოვ­ფი­ნო და ვამ­ხი­ლო ისი­ნი, ვინც მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ",- გა­ნა­ცხა­და მხცო­ვან­მა კი­ნო­ვარ­სკვლავ­მა.

ლო­ლობ­რი­ჯი­და ირ­წმუ­ნე­ბა, რომ რი­გოს ხელთ ჰქონ­და მისი მინ­დო­ბი­ლო­ბა, რათა იუ­რი­დი­უ­ლი სა­კი­თხე­ბი მო­ეგ­ვა­რე­ბი­ნა, რა­მაც მსა­ხი­ო­ბის აზ­რით, მას ყალ­ბი სა­ქორ­წი­ნო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა, რო­მელ­საც მხო­ლოდ 8 ადა­მი­ა­ნი და­ეს­წრო.

ამ თაღ­ლი­თო­ბის შე­სა­ხებ მსა­ხი­ობ­მა მხო­ლოდ მას შემ­დეგ გა­ი­გო, რაც ინ­ტერ­ნეტ­ში მისი ქორ­წი­ნე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­ბუ­თე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნა. სა­ბუ­თე­ბის მი­ხედ­ვით, 2010 წლი­დან ის ეს­პა­ნელ­ზე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი.

"ვფიქ­რობ იმით ისარ­გებ­ლა, რომ არ მეს­მის ეს­პა­ნუ­რი", - აცხა­დებს აღ­შფო­თე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბი.

რი­გო­სა და ლო­ლობ­რი­ჯი­დას მარ­თლაც ჰქონ­დათ რო­მა­ნი 20 წლის წინ. წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს მონ­ტე-კარ­ლო­ში, ერთ-ერთ წვე­უ­ლე­ბა­ზე შეხ­ვდა. 2006 წელს მსა­ხი­ო­ბი მარ­თლაც ფიქ­რობ­და მას­ზე გა­თხო­ვე­ბას, თუმ­ცა შემ­დეგ გა­და­ი­ფიქ­რა.

რიგო თა­ვის მხრივ, ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ლო­ლობ­რი­ჯი­და მას­თან ქორ­წი­ნე­ბას შუ­ა­მავ­ლის მეშ­ვე­ო­ბით და­თან­ხმდა. შუ­ა­მავ­ლად კი მათი სა­ერ­თო მე­გო­ბა­რი მა­რია პი­ლარ გუ­მე­რა გა­ბი­ლონ­დო შე­ირ­ჩა.

ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნის წინ ჯინა ლო­ლობ­რი­ჯი­და ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი იტა­ლი­ე­ლი ლა­მაზ­მა­ნი იყო. ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი ქა­ლის ტი­ტუ­ლი მსა­ხი­ობ­მა ვი­ტო­რიო გას­მა­ნის ფილმში La donna piu bella del mondo ("მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი ქალი") მომ­ღე­რალ ლინა კა­ვა­ლე­რის რო­ლის შეს­რუ­ლე­ბით მო­ი­პო­ვა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია NEWSru Israel-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა როლი აქვს მიმდინარე პროცესებში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს - როგორ აფასებენ დეპუტატები მის განცხადებებს

ჯინა ლოლობრიჯიდას ქმარი მსახიობს ცილისწამებაში ადანაშაულებს

ჯინა ლოლობრიჯიდას ქმარი მსახიობს ცილისწამებაში ადანაშაულებს

ესპანელი მეწარმე ხავერ რიგო ჰოლივუდის ვარსკვლავ ჯინა ლოლობრიჯიდას სასამართლოში უჩივლებს. მეწარმის თქმით, მსახიობმა მას საქორწინო აფერაში დასდო ბრალი  და ამით ”ჩირქი მოსცხო”.

რიგო, რომლის ქონება ათეულობით მილიონ დოლარს შეადგენს, ადასტურებს, რომ მოხუც მსახიობზეა დაქორწინებული. იგი ასევე აცხადებს, რომ მეუღლესთან განქორწინებას აპირებს.

გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ 85 წლის მსახიობმა, გასული საუკუნის 50-60-იანი წლების სექს-სიმბოლომ ლოლობრიჯიდამ ყოფილ საყვარელს, 51 წლის ესპანელ ხავერ რიგო-ი-რაფოლსს სასამართლოში უჩივლა. მსახიობი ირწმუნება, რომ რიგო მასზე ნდობით აღჭურვილი პირის დახმარებით დაქორწინდა და ამით მისი ქონების განკარგვის უფლება მოიპოვა.

ლოლობრიჯიდას თქმით, საქორწინო ცერემონია, რომლის შესახებ მან არც კი იცოდა, ბარსელონაში 2010 წელს შედგა. ქორწინების მოწმობაში ნათქვამია, რომ რიგო კინოვარსკვლავის მთავარი მემკვიდრეა. "ეს უსინდისო მამაკაცი, ჩემი ფულის დასაკუთრების მიზნით, ჩემზე დაქორწინდა, ისე რომ არც კი ვიცოდი. ეს ბინძური აფერა საერთაშორისო პოლიციამ უნდა გამოიძიოს, მინდა ამ ამბავს ნათელი მოვფინო და ვამხილო ისინი, ვინც მასში მონაწილეობენ",- განაცხადა მხცოვანმა კინოვარსკვლავმა.

ლოლობრიჯიდა ირწმუნება, რომ რიგოს ხელთ ჰქონდა მისი მინდობილობა, რათა იურიდიული საკითხები მოეგვარებინა, რამაც მსახიობის აზრით, მას ყალბი საქორწინო ხელშეკრულების დადების საშუალება მისცა, რომელსაც მხოლოდ 8 ადამიანი დაესწრო.

ამ თაღლითობის შესახებ მსახიობმა მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც ინტერნეტში მისი ქორწინების დამადასტურებელი საბუთები აღმოაჩინა. საბუთების მიხედვით, 2010 წლიდან ის ესპანელზე იყო დაქორწინებული.

"ვფიქრობ იმით ისარგებლა, რომ არ მესმის ესპანური", - აცხადებს აღშფოთებული მსახიობი.

რიგოსა და ლოლობრიჯიდას მართლაც ჰქონდათ რომანი 20 წლის წინ. წყვილი ერთმანეთს მონტე-კარლოში, ერთ-ერთ წვეულებაზე შეხვდა. 2006 წელს მსახიობი მართლაც ფიქრობდა მასზე გათხოვებას, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა.

რიგო თავის მხრივ, ირწმუნება, რომ ლოლობრიჯიდა მასთან ქორწინებას შუამავლის მეშვეობით დათანხმდა. შუამავლად კი მათი საერთო მეგობარი მარია პილარ გუმერა გაბილონდო შეირჩა.

ნახევარი საუკუნის წინ ჯინა ლოლობრიჯიდა ერთ-ერთი ცნობილი იტალიელი ლამაზმანი იყო. ყველაზე ლამაზი ქალის ტიტული მსახიობმა ვიტორიო გასმანის ფილმში La donna piu bella del mondo ("მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალი") მომღერალ ლინა კავალერის როლის შესრულებით მოიპოვა.

მომზადებულია NEWSru Israel-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება