Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
სამი ფონდის ბიუჯეტი 2-2 მილიარდი დოლარი იქნება
სამი ფონდის ბიუჯეტი 2-2 მილიარდი დოლარი იქნება

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ფუძნ­დე­ბა სამი ტი­პის ფონ­დი.

რო­გორც პრე­მი­ერ­მა სას­ტუმ­რო "შე­რა­ტონ მე­ტე­ხი პა­ლას­ში" მიმ­დი­ნა­რე ტრა­დი­ცი­ულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, პირ­ვე­ლი ფონ­დი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნუ­ლი ფონ­დი და ამ პრო­ცეს­ში პარტნი­ო­რი იქ­ნე­ბა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი ბან­კი, "ჯიპი მორ­გა­ნი", რომ­ლის პრე­ზი­დენ­ტსაც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და­ვოს­ში ვი­ზი­ტი­სას შეხ­ვდა. პრე­მი­ე­რის გან­მარ­ტე­ბით, ეს კეთ­დე­ბა სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის ბა­ზა­ზე, რო­მე­ლიც არ იყო ეფექ­ტუ­რი და მას მი­ე­ცე­მა სწო­რი სახე.

პრე­მი­ე­რის ცნო­ბით, მე­ო­რე ფონ­დია-სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდუ­ლი ფონ­დი, სა­დაც ახალ­გაზ­რდა მეც­ნი­ე­რებს და ბიზ­ნეს­მე­ნებს მი­ე­ცე­მათ სა­შუ­ა­ლე­ბა ფი­ნან­სე­ბი მი­ი­ღონ სა­კუ­თა­რი ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ექ­ტე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­სა­მე ფონდს, ეს არის კერ­ძო სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფონ­დი.

"ეს იყო ჩემი ძვე­ლი იდეა, ახლა აღ­ვად­გი­ნეთ და ვა­არ­სებთ მათ, სა­დაც ყვე­ლა უცხო­ელს და არა მარ­ტო უცხო­ელს, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­საც, ვი­საც გა­მარ­თუ­ლი პრო­ექ­ტი ექ­ნე­ბა, ეს ფონ­დი მათ­თვის გამ­ზა­დე­ბუ­ლი პარტნი­ო­რი გახ­დე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტის შემ­თხვე­ვა­ში ეს ფონ­დი 25%-დან 75%-მდე თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბას გა­უ­წევს", - გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, თი­თო­ე­უ­ლი ფონ­დის ბი­უ­ჯე­ტი 2-2 მი­ლი­არ­დი ლარი იქ­ნე­ბა.

ამას­თან, ივა­ნიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ერთ-ერთ ფონდში მისი კა­პი­ტა­ლიც მო­ი­აზ­რე­ბა, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნა, რომ ეს არ იქ­ნე­ბა ისე­თი ფორ­მით, რომ ვინ­მეს რა­ი­მე კი­თხვას გა­უჩ­ნდეს. ივა­ნიშ­ვილს არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია სა­კუ­თა­რი კა­პი­ტა­ლის მო­ცუ­ლო­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სამი ფონდის ბიუჯეტი 2-2 მილიარდი დოლარი იქნება

სამი ფონდის ბიუჯეტი 2-2 მილიარდი დოლარი იქნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ფუძნდება სამი ტიპის ფონდი.

როგორც პრემიერმა სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" მიმდინარე ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პირველი ფონდი იქნება საქართველოს სუვერენული ფონდი და ამ პროცესში პარტნიორი იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბანკი, "ჯიპი მორგანი", რომლის პრეზიდენტსაც ბიძინა ივანიშვილი დავოსში ვიზიტისას შეხვდა. პრემიერის განმარტებით, ეს კეთდება საპარტნიორო ფონდის ბაზაზე, რომელიც არ იყო ეფექტური და მას მიეცემა სწორი სახე.

პრემიერის ცნობით, მეორე ფონდია-საქართველოს ახალგაზრდული ფონდი, სადაც ახალგაზრდა მეცნიერებს და ბიზნესმენებს მიეცემათ საშუალება ფინანსები მიიღონ საკუთარი ინოვაციური პროექტების განსახორციელებლად.

რაც შეეხება მესამე ფონდს, ეს არის კერძო საინვესტიციო ფონდი.

"ეს იყო ჩემი ძველი იდეა, ახლა აღვადგინეთ და ვაარსებთ მათ, სადაც ყველა უცხოელს და არა მარტო უცხოელს, არამედ საქართველოს მოქალაქეებსაც, ვისაც გამართული პროექტი ექნება, ეს ფონდი მათთვის გამზადებული პარტნიორი გახდება. საინტერესო პროექტის შემთხვევაში ეს ფონდი 25%-დან 75%-მდე თანადაფინანსებას გაუწევს", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე განმარტებით, თითოეული ფონდის ბიუჯეტი 2-2 მილიარდი ლარი იქნება.

ამასთან, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთ ფონდში მისი კაპიტალიც მოიაზრება, თუმცა აღნიშნა, რომ ეს არ იქნება ისეთი ფორმით, რომ ვინმეს რაიმე კითხვას გაუჩნდეს. ივანიშვილს არ დაუკონკრეტებია საკუთარი კაპიტალის მოცულობა.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ