სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილი - "მოვახერხეთ იმაზე მეტის გაკეთება, ვიდრე ამ დროში იყო შესაძლებელი"
ბიძინა ივანიშვილი - "მოვახერხეთ იმაზე მეტის გაკეთება, ვიდრე ამ დროში იყო შესაძლებელი"

ჩვენ მო­ვა­ხერ­ხეთ იმა­ზე ბევ­რის გა­კე­თე­ბა, ვიდ­რე ამ დრო­ში იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი, - ასე აფა­სებს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მთავ­რო­ბის 100 დღის მუ­შა­ო­ბას.

ივა­ნიშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის 3-თვი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შე­სა­ხებ ან­გა­რი­ში მე­დი­ას "შე­რა­ტონ მე­ტე­ხი პა­ლას­ში" შეხ­ვედ­რა­ზე ჩა­ა­ბა­რა. პრე­მი­ერ­მა სა­უ­ბა­რი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის პრო­ცე­სით და­ი­წყო და აღ­ნიშ­ნა, რომ ძა­ლა­დო­ბა, რა­საც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ახორ­ცი­ე­ლებ­და, შე­წყდა.

"სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის პრო­ცე­სი და­წყე­ბუ­ლია და კარ­გად ვი­თარ­დე­ბა. მთა­ვა­რია, ის დიდი ძა­ლა­დო­ბა, რა­საც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ახორ­ცი­ე­ლებ­და, შე­წყდა. ძვე­ლი მთავ­რო­ბის სის­ტე­მის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი­დან 190 პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია, 3 ათას­ზე მეტი კი - შე­წყა­ლე­ბუ­ლი. პო­ლიტ­პა­ტი­მარ­თა ამ­ხე­ლა რი­ცხვი გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია იმით, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლა­დო­ბა იყო უპ­რე­ცე­დენ­ტო, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი კი მას არ ეგუ­ე­ბო­და", - გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა.

პრე­მი­ერ­მა მთავ­რო­ბის მიღ­წე­ვებს შო­რის სხვა­დას­ხვა პრო­დუქტზე ფა­სე­ბის შემ­ცი­რე­ბაც და­ა­სა­ხე­ლა და გან­მარ­ტა, რომ ამ კუ­თხით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მუ­შა­ო­ბას აგ­რძე­ლებს.

"ტრა­ბა­ხით არ მინ­და გა­მო­მი­ვი­დეს, რად­გან არ მიყ­ვარს, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე მო­ნა­ცემს გე­ტყვით - სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­წყო ფა­სე­ბის შემ­ცი­რე­ბა. ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­და­სა­ხა­დი შემ­ცირ­და 21-27 %-ით, საწ­ვა­ვის ფა­სე­ბი შემ­ცირ­და სა­შუ­ა­ლოდ 10 %-ით, გა­ზის ფასი 10 %-ით შემ­ცირ­დე­ბა თე­ბერ­ვლი­დან და გან­ვაგ­რძობთ მუ­შა­ო­ბას. შე­ი­ნიშ­ნე­ბა ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის ფა­სე­ბის 30-დან 50 %-მდე შემ­ცი­რე­ბაც", - აღ­ნიშ­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

პრე­მი­ერ­მა 2013 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტზეც გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა და იმ გან­სხვა­ვე­ბებ­ზე ისა­უბ­რა, რაც მიმ­დი­ნა­რე წლის ბი­უ­ჯე­ტის არ­სე­ბულ და წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბულ პრო­ექ­ტებს შო­რის არ­სე­ბობს.

"კო­ლო­სა­რუ­ლი სხვა­ო­ბაა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექტსა და ჩვენს პრო­ექტს შო­რის. ვფიქ­რობ, რომ ძა­ლი­ან კარ­გი ბი­უ­ჯე­ტი მი­ვი­ღეთ. ზო­გი­ერთ ციფრს და­გი­სა­ხე­ლებთ. 2012 წელ­თან შე­და­რე­ბით ჯან­დაც­ვის ბი­უ­ჯე­ტი პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში გა­ორ­მაგ­და, 1-ელი თე­ბერ­ვლი­დან მი­ნი­მა­ლუ­რი სა­და­ზღვე­ვო პა­კე­ტით იქ­ნე­ბა ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი, 1-ელი ივ­ლი­სი­დან კი ყვე­ლა მი­ი­ღებს სა­ბა­ზი­სო სა­და­ზღვე­ვო პა­კეტს. სა­პენ­სიო უზ­რუნ­ველ­ყო­ფის­თვის 2013 წლის ბი­უ­ჯეტ­ში მი­ლი­არდ 654 მი­ლი­ონ­ზე მეტი ლა­რია გა­წე­რი­ლი, რო­მე­ლიც 20 %-ითაა გაზ­რდი­ლი წინა წელ­თან შე­და­რე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად 1-ელი აპ­რი­ლი­დან ყვე­ლა პენ­სი­ო­ნე­რის და პირ­ვე­ლი ჯგუ­ფის ინ­ვა­ლი­დის პენ­სია გახ­დე­ბა 125 ლარი, 1-ელი სექ­ტემ­ბრი­დან კი ყვე­ლა პენ­სი­ო­ნე­რი­სა და პირ­ვე­ლი ჯგუ­ფის ინ­ვა­ლი­დის პენ­სია გა­იზ­რდე­ბა და გა­უ­ტოლ­დე­ბა სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუმს და გახ­დე­ბა 150 ლარი. ყვე­ლა სხვა და­ნარ­ჩე­ნი კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნის პენ­სია გა­იზ­რდე­ბა 100 ლა­რამ­დე. ასე­ვე, 1-ელი ივ­ლი­სი­დან 57 ათას ქუ­ლამ­დე მქო­ნე სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის დახ­მა­რე­ბა გა­ორ­მაგ­დე­ბა. 2013 წლის ბი­უ­ჯეტ­ში სი­ახ­ლე იქ­ნე­ბა სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­ხა­სად­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც. 6 ათას ლა­რამ­დე შე­მო­სავ­ლის მქო­ნე პი­რე­ბი 150 ლა­რამ­დე სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დით აღარ და­ი­ბეგ­რე­ბა. 1-ელი იან­ვრი­დან სა­გა­და­სა­ხა­დო კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით შემ­ცირ­და ჯა­რი­მე­ბიც", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

ამას­თან, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სფე­რო­ში და­გეგ­მილ პროგ­რა­მებ­ზეც გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა და აღ­ნიშ­ნა, რომ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ­ნა­ხუ­ლი სა­გა­ზა­ფხუ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის მომსწრე გახ­დე­ბა.

"1-ელი თე­ბერ­ვლი­დან 1-ელ აგ­ვის­ტომ­დე გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა მცი­რე­მი­წი­ან ფერ­მერ­თა სა­გა­ზა­ფხუ­ლო-სა­მუ­შა­ო­ბის ხელ­შემ­წყო­ბი პროგ­რა­მა. მი­წე­ბის აღ­წე­რა იყო მო­უგ­ვა­რე­ბე­ლი და ამ კუ­თხით სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრომ დიდი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ა­ტა­რა, 640 ათას მო­სახ­ლეს კარ­და­კა­რის შე­მოვ­ლის პრინ­ცი­პით და­ვუმ­ტკი­ცეთ მი­წე­ბი. ეს პრო­ცე­სი დას­რულ­და და ხვნა-თეს­ვა­ზე, სა­სუქ­ზე და ა.შ. გამ­ზა­დე­ბუ­ლი გვაქვს სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ბა­რა­თე­ბი. გარ­და ამი­სა, გლე­ხე­ბი შეძ­ლე­ბენ 5 ათა­სი­დან 100 ათას ლა­რამ­დე სა­მომ­ხა­რებ­ლო კრე­დი­ტე­ბის აღე­ბას. ისი­ნი მხო­ლოდ 7-დან 8 %- ს გა­და­იხ­დი­ან, და­ნარ­ჩენს კი ის მი­ლი­არ­დი­ა­ნი ფონ­დი და­ფა­რავს, მე რომ ვსა­უბ­რობ­დი. სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში მოხ­დე­ბა არ­ნა­ხუ­ლი დახ­მა­რე­ბა და იქ­ნე­ბით მოწ­მე­ე­ბი, რომ უპ­რე­ცენ­დენ­ტო სა­გა­ზა­ფხუ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ი­წყე­ბა", - გან­მარ­ტა ივა­ნიშ­ვილ­მა.

მე­დი­ის­თვის ან­გა­რი­შის ჩა­ბა­რე­ბი­სას პრე­მი­ერ­მა გა­ნათ­ლე­ბის სექ­ტორ­ში და­გეგ­მილ რე­ფორ­მებ­ზეც ისა­უბ­რა და ამ კუ­თხით კმა­ყო­ფი­ლე­ბა პე­და­გო­გე­ბის­თვის პენ­სი­ე­ბის ზრდა­სა და საგ­რან­ტო პროგ­რა­მებ­ზე გა­მოთ­ქვა.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ბიძინა ივანიშვილი - "მოვახერხეთ იმაზე მეტის გაკეთება, ვიდრე ამ დროში იყო შესაძლებელი"

ბიძინა ივანიშვილი - "მოვახერხეთ იმაზე მეტის გაკეთება, ვიდრე ამ დროში იყო შესაძლებელი"

ჩვენ მოვახერხეთ იმაზე ბევრის გაკეთება, ვიდრე ამ დროში იყო შესაძლებელი, - ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მთავრობის 100 დღის მუშაობას.

ივანიშვილმა მთავრობის 3-თვიანი მუშაობის შესახებ ანგარიში მედიას "შერატონ მეტეხი პალასში" შეხვედრაზე ჩააბარა. პრემიერმა საუბარი სამართლიანობის აღდგენის პროცესით დაიწყო და აღნიშნა, რომ ძალადობა, რასაც წინა ხელისუფლება ახორციელებდა, შეწყდა.

"სამართლიანობის აღდგენის პროცესი დაწყებულია და კარგად ვითარდება. მთავარია, ის დიდი ძალადობა, რასაც წინა ხელისუფლება ახორციელებდა, შეწყდა. ძველი მთავრობის სისტემის შედეგად დაზარალებულებიდან 190 პოლიტპატიმარი გათავისუფლებულია, 3 ათასზე მეტი კი - შეწყალებული. პოლიტპატიმართა ამხელა რიცხვი განპირობებულია იმით, რომ საქართველოში ძალადობა იყო უპრეცედენტო, ქართველი ხალხი კი მას არ ეგუებოდა", - განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერმა მთავრობის მიღწევებს შორის სხვადასხვა პროდუქტზე ფასების შემცირებაც დაასახელა და განმარტა, რომ ამ კუთხით ხელისუფლება მუშაობას აგრძელებს.

"ტრაბახით არ მინდა გამომივიდეს, რადგან არ მიყვარს, მაგრამ რამდენიმე მონაცემს გეტყვით - საქართველოში დაიწყო ფასების შემცირება. ელექტროენერგიის გადასახადი შემცირდა 21-27 %-ით, საწვავის ფასები შემცირდა საშუალოდ 10 %-ით, გაზის ფასი 10 %-ით შემცირდება თებერვლიდან და განვაგრძობთ მუშაობას. შეინიშნება ფარმაცევტული პროდუქციის ფასების 30-დან 50 %-მდე შემცირებაც", - აღნიშნა ივანიშვილმა.

პრემიერმა 2013 წლის ბიუჯეტის პროექტზეც გაამახვილა ყურადღება და იმ განსხვავებებზე ისაუბრა, რაც მიმდინარე წლის ბიუჯეტის არსებულ და წინა ხელისუფლების მიერ შემუშავებულ პროექტებს შორის არსებობს.

"კოლოსარული სხვაობაა წინა ხელისუფლების მიერ მომზადებული ბიუჯეტის პროექტსა და ჩვენს პროექტს შორის. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ბიუჯეტი მივიღეთ. ზოგიერთ ციფრს დაგისახელებთ. 2012 წელთან შედარებით ჯანდაცვის ბიუჯეტი პირველად საქართველოს ისტორიაში გაორმაგდა, 1-ელი თებერვლიდან მინიმალური სადაზღვევო პაკეტით იქნება ყველა მოქალაქე უზრუნველყოფილი, 1-ელი ივლისიდან კი ყველა მიიღებს საბაზისო სადაზღვევო პაკეტს. საპენსიო უზრუნველყოფისთვის 2013 წლის ბიუჯეტში მილიარდ 654 მილიონზე მეტი ლარია გაწერილი, რომელიც 20 %-ითაა გაზრდილი წინა წელთან შედარებით. შესაბამისად 1-ელი აპრილიდან ყველა პენსიონერის და პირველი ჯგუფის ინვალიდის პენსია გახდება 125 ლარი, 1-ელი სექტემბრიდან კი ყველა პენსიონერისა და პირველი ჯგუფის ინვალიდის პენსია გაიზრდება და გაუტოლდება საარსებო მინიმუმს და გახდება 150 ლარი. ყველა სხვა დანარჩენი კატეგორიის ადამიანის პენსია გაიზრდება 100 ლარამდე. ასევე, 1-ელი ივლისიდან 57 ათას ქულამდე მქონე სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება გაორმაგდება. 2013 წლის ბიუჯეტში სიახლე იქნება საშემოსავლო გადახასადთან დაკავშირებითაც. 6 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე პირები 150 ლარამდე საშემოსავლო გადასახადით აღარ დაიბეგრება. 1-ელი იანვრიდან საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით შემცირდა ჯარიმებიც", - განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა სოფლის მეურნეობის სფეროში დაგეგმილ პროგრამებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქართული საზოგადოება არნახული საგაზაფხულო სამუშაოების მომსწრე გახდება.

"1-ელი თებერვლიდან 1-ელ აგვისტომდე განხორციელდება მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო-სამუშაობის ხელშემწყობი პროგრამა. მიწების აღწერა იყო მოუგვარებელი და ამ კუთხით სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დიდი სამუშაოები ჩაატარა, 640 ათას მოსახლეს კარდაკარის შემოვლის პრინციპით დავუმტკიცეთ მიწები. ეს პროცესი დასრულდა და ხვნა-თესვაზე, სასუქზე და ა.შ. გამზადებული გვაქვს სასოფლო-სამეურნეო ბარათები. გარდა ამისა, გლეხები შეძლებენ 5 ათასიდან 100 ათას ლარამდე სამომხარებლო კრედიტების აღებას. ისინი მხოლოდ 7-დან 8 %- ს გადაიხდიან, დანარჩენს კი ის მილიარდიანი ფონდი დაფარავს, მე რომ ვსაუბრობდი. სოფლის მეურნეობაში მოხდება არნახული დახმარება და იქნებით მოწმეები, რომ უპრეცენდენტო საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყება", - განმარტა ივანიშვილმა.

მედიისთვის ანგარიშის ჩაბარებისას პრემიერმა განათლების სექტორში დაგეგმილ რეფორმებზეც ისაუბრა და ამ კუთხით კმაყოფილება პედაგოგებისთვის პენსიების ზრდასა და საგრანტო პროგრამებზე გამოთქვა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა