სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის მერი გიგი უგულავა დაკითხვაზე დაიბარეს
თბილისის მერი გიგი უგულავა დაკითხვაზე დაიბარეს

თბი­ლი­სის მერი გიგი უგუ­ლა­ვა ხვალ, 13.00 სა­ათ­ზე ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­ში და­კი­თხვა­ზეა და­ბა­რე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბა ცოტა ხნის წინ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მე­რი­ა­ში მი­ი­ტა­ნეს, თუმ­ცა, იმის გამო, რომ სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბი უკვე დამ­თავ­რე­ბუ­ლი იყო, დაც­ვის სამ­სა­ხურ­მა უწყე­ბა არ ჩა­ი­ბა­რა. სა­ვა­რა­უ­დოდ, უგუ­ლა­ვას უწყე­ბას უკვე სახ­ლში მი­უ­ტა­ნენ.

რო­გორც თბი­ლი­სის მე­რი­ას­თან სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, გიგი უგუ­ლა­ვა და­კი­თხვა­ზე და­ბა­რე­ბუ­ლია დე­და­ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯე­ტი­დან 5 245 945 ლა­რის გაფ­ლან­გვის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მინ­სიტ­როს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი, შპს "თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფი" - ს საქ­მი­ა­ნო­ბას სწავ­ლობს, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის მე­რი­ამ ქა­ლა­ქის და­სუფ­თა­ვე­ბის მიზ­ნით 2006 წელს და­ა­ფუძნა.

"გა­მო­ძი­ე­ბით ამ დრო­ის­თვის დად­გე­ნი­ლია, რომ 2009 წლის 31 დე­კემ­ბერს შპს "თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის" იმ­ჟა­მინ­დელ­მა გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა გი­ორ­გი ხუ­ჭუ­ამ, მე­რი­ის და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის იმ­ჟა­მინ­დე­ლი უფ­რო­სის, ტა­რი­ელ ხი­ზა­ნე­იშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბით, "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" აქ­ტი­ვის­ტე­ბის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით, ამ სამ­სა­ხურ­ში ფორ­მა­ლუ­რად შექ­მნა "სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა", სა­დაც, 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ფიქ­ტი­უ­რად და­საქმდა აღ­ნიშ­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის 764 აქ­ტი­ვის­ტი - ე.წ. პარ­ტი­უ­ლი კო­ორ­დი­ნა­ტო­რი. უმე­ტე­სო­ბას ამ სამ­სა­ხურ­ში არც ერთი დღე არ უმუ­შა­ვია, რად­გან ისი­ნი, რო­გორც წესი, უკვე და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ სხვა­დას­ხვა სა­ბი­უ­ჯე­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში და პრა­ლე­ლუ­რად პარ­ტი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­საც ეწე­ოდ­ნენ, თუმ­ცა დე­და­ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯე­ტის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ასიგ­ნე­ბე­ბი­დან მათ ხელ­ფა­სის სა­ხით 5 245 945 ლარი და­ე­რი­ცხათ.

გა­მო­ძი­ე­ბით ირ­კვე­ვა, რომ 2010 წლის 6 აგ­ვის­ტოს, "თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის" საშ­ტა­ტო გან­რი­გი და სა­ხელ­ფა­სო ფონ­დი დე­და­ქა­ლა­ქის მოქ­მედ­მა მერ­მა - გიგი უგუ­ლა­ვამ და­ამ­ტკი­ცა. რაც შე­ე­ხე­ბა და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის ყო­ფილ უფ­როსს, ტა­რი­ელ ხი­ზა­ნე­იშ­ვილს, იგი ამ­ჟა­მად ვიცე-მე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებს.

გა­მო­ძი­ე­ბა ინ­ტენ­სი­უ­რად მუ­შა­ობს 5 245 945 ლა­რის გაფ­ლან­გვის ფაქ­ტზე და უახ­ლო­ეს დღე­ე­ებ­ში გა­და­წყვეტს ბრა­ლე­ულ პირ­თა სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კითხს", - ნათ­ქვა­მია სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

თბილისის მერი გიგი უგულავა დაკითხვაზე დაიბარეს

თბილისის მერი გიგი უგულავა დაკითხვაზე დაიბარეს

თბილისის მერი გიგი უგულავა ხვალ, 13.00 საათზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზეა დაბარებული. შესაბამისი უწყება ცოტა ხნის წინ საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა მერიაში მიიტანეს, თუმცა, იმის გამო, რომ სამუშაო საათები უკვე დამთავრებული იყო, დაცვის სამსახურმა უწყება არ ჩაიბარა. სავარაუდოდ, უგულავას უწყებას უკვე სახლში მიუტანენ.

როგორც თბილისის მერიასთან საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, გიგი უგულავა დაკითხვაზე დაბარებულია დედაქალაქის ბიუჯეტიდან 5 245 945 ლარის გაფლანგვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით.

საქართველოს ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახური, შპს "თბილსერვის ჯგუფი" - ს საქმიანობას სწავლობს, რომელიც თბილისის მერიამ ქალაქის დასუფთავების მიზნით 2006 წელს დააფუძნა.

"გამოძიებით ამ დროისთვის დადგენილია, რომ 2009 წლის 31 დეკემბერს შპს "თბილსერვის ჯგუფის" იმჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა გიორგი ხუჭუამ, მერიის დასუფთავების სამსახურის იმჟამინდელი უფროსის, ტარიელ ხიზანეიშვილის დავალებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების მატერიალური უზრუნველყოფის მიზნით, ამ სამსახურში ფორმალურად შექმნა "საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება", სადაც, 2 წლის განმავლობაში, ფიქტიურად დასაქმდა აღნიშნული პოლიტიკური პარტიის 764 აქტივისტი - ე.წ. პარტიული კოორდინატორი. უმეტესობას ამ სამსახურში არც ერთი დღე არ უმუშავია, რადგან ისინი, როგორც წესი, უკვე დასაქმებულები იყვნენ სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში და პრალელურად პარტიულ საქმიანობასაც ეწეოდნენ, თუმცა დედაქალაქის ბიუჯეტისთვის განკუთვნილი ასიგნებებიდან მათ ხელფასის სახით 5 245 945 ლარი დაერიცხათ.

გამოძიებით ირკვევა, რომ 2010 წლის 6 აგვისტოს, "თბილსერვის ჯგუფის" საშტატო განრიგი და სახელფასო ფონდი დედაქალაქის მოქმედმა მერმა - გიგი უგულავამ დაამტკიცა. რაც შეეხება დასუფთავების სამსახურის ყოფილ უფროსს, ტარიელ ხიზანეიშვილს, იგი ამჟამად ვიცე-მერის თანამდებობას იკავებს.

გამოძიება ინტენსიურად მუშაობს 5 245 945 ლარის გაფლანგვის ფაქტზე და უახლოეს დღეეებში გადაწყვეტს ბრალეულ პირთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხს", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ