პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კვენტინ ტარანტინო: "არ მინდა, მოხუცი რეჟისორი ვიყო!"
კვენტინ ტარანტინო: "არ მინდა, მოხუცი რეჟისორი ვიყო!"

"ჩემი პირ­ვე­ლი ფილ­მე­ბი ყვე­ლას წა­მი­ერ გა­მარ­თლე­ბად ეჩ­ვე­ნე­ბო­და, მაგ­რამ კვი­რის რე­ჟი­სო­რი გავ­ხდი, მერე - თვის, მერე - წლის, და მხო­ლოდ ცოტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჩემი პო­პუ­ლა­რო­ბა ათწლე­უ­ლებ­ზე გა­ი­ჭი­მა", - მოკ­რძა­ლე­ბის გა­რე­შე ამ­ტკი­ცებს კვენ­ტინ ტა­რან­ტი­ნო.

- თქვენს ახალ ფილმში "გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ჯან­გო" თქვენ­თვის პა­წა­წი­ნა რო­ლიც შექ­მე­ნით. თქვენს გმირს მკა­ფიო ავ­სტრა­ლი­უ­რი აქ­ცენ­ტი აქვს. რა­ტომ მა­ინ­ცდა­მა­ინც ავ­სტრა­ლი­უ­რი?

- ახ­ლაც შე­მიძ­ლია ასე გე­ლა­პა­რა­კოთ, უბ­რა­ლოდ, ვში­შობ, რომ ვერ გა­მი­გებთ. მიყ­ვარს ავ­სტრა­ლი­უ­რი კინო და მსა­ხი­ო­ბე­ბი. ერთ-ერთ სცე­ნა­ში ჯან­გო მა­ღა­რო­ებ­ზე მიჰ­ყავთ ავ­სტრა­ლი­ელ მა­ღა­რო­ე­ლებს, რო­მელ­თა შო­რის ერთი მე ვარ.

- ფილმში ვე­ლურ და­სავ­ლეთ­ში მონა ჯან­გოს ამ­ბა­ვია მო­თხრო­ბი­ლი, აშშ-ის სა­მო­ქა­ლა­ქო ომის და­წყე­ბამ­დე ორი წლით ადრე. სა­ი­დან გა­გიჩ­ნდათ ეს იდეა?

- სცე­ნა­რის იდეა დიდი ხა­ნია გაჩ­ნდა. მინ­დო­და მო­მე­ყო­ლა მო­ნა­ზე, რო­მე­ლიც თა­ვი­სუფ­ლდე­ბა და მჩაგ­ვრე­ლებ­ზე იწყებს ნა­დი­რო­ბას. ერთხელ ია­პო­ნურ სას­ტუმ­რო­ში ვუ­ყუ­რე რო­მე­ლი­ღაც ვეს­ტერნს და მა­შინ გა­მიჩ­ნდა ფილ­მის პირ­ვე­ლი სცე­ნის იდეა. ბლოკ­ნო­ტიც კი არ მქონ­და, დავ­ჯე­ქი და ჩვე­უ­ლებ­რივ ფურ­ცელ­ზე და­ვი­წყე წერა.

- ფილმში ბევ­რი სი­სას­ტი­კეა, მხო­ლოდ ის სცე­ნა რად ღირს, სა­დაც მო­ნებს მათ­რა­ხით სიკ­ვდი­ლამ­დე სცე­მენ. არ გე­ში­ნო­დათ მა­ყუ­რებ­ლე­ბის ნე­გა­ტი­უ­რი რე­აქ­ცი­ის?

- არა, მე მხო­ლოდ მინ­დო­და, მო­მე­ყო­ლა მო­ნის ამ­ბა­ვი, რო­მელ­მაც თა­ვი­სუფ­ლე­ბა მი­ი­ღო და ცდი­ლობს ცო­ლიც გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს. ჩემი ფილ­მი სიყ­ვა­რულ­ზეა. ის, რა­საც იქ ხე­დავთ, რა­ო­დენ და­უნ­დობ­ლა­დაც უნდა ჩან­დეს, მა­ინც არ არის იმა­ზე კოშ­მა­რუ­ლი, რაც სი­ნამ­დვი­ლე­ში ხდე­ბო­და იმ დროს. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს სამ­ყა­რო­ში დღე­საც ბევ­რი ტრა­გე­დია ხდე­ბა... ეს თემა კი კარ­გა ხნის მი­ვი­წყე­ბუ­ლი იყო და ამი­ტო­მაც "გა­მოვ­ქე­ქე".

- კარ­გად გა­მოგ­დით ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი მო­მენ­ტე­ბის გა­ჯე­რე­ბა "შავი" იუ­მო­რით...

- აბა, ისე რო­გორ იქ­ნე­ბა. კარ­გი მა­გა­ლი­თია ჯან­გო, რო­მე­ლიც სრო­ლის უნარ-ჩვე­ვებს ავი­თა­რებს. შე­იძ­ლე­ბო­და, რა თქმა უნდა, ქი­ლე­ბი დაგ­ვე­დო სა­მიზ­ნე­ე­ბად. მაგ­რამ რამ­დენ­ჯერ გი­ნა­ხავთ ეს ფილ­მებ­ში? ას­ჯერ? ათას­ჯერ? ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ, სა­მიზ­ნედ თოვ­ლის კაცი გა­მოგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა და მას­ში ჩაგ­ვე­ტე­ნა მი­ნის ქი­ლე­ბი - მკერ­დში, თვა­ლებ­ში, ცხვი­რის, პი­რის სა­ხით. მგო­ნი, კარ­გი გა­მო­ვი­და.

- თქვენ­მა საყ­ვა­რელ­მა ავ­სტრა­ლი­ელ­მა მსა­ხი­ობ­მა ჯონ ჯა­რეტ­მა "შეშ­ლი­ლი ნა­ძი­რა­ლა" გი­წო­დათ. თქვა, რომ დიდი პრი­ვი­ლე­გი­აა ასე­თი გა­მო­ჩე­ნი­ლი შეშ­ლი­ლის ფილმში თა­მა­ში...

- დიახ... ასე­თი ვარ! ასე­თად და­ვი­ბა­დე (იცი­ნის).

- თქვენს გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ალ­ბათ ნამ­დვი­ლი შეშ­ლილ­თა სამ­ყა­როა...

- არა! ყვე­ლა­ფერს ვა­კონ­ტრო­ლებ! ასე­თი ეპი­კუ­რი მძი­მე ფილ­მის გა­და­ღე­ბის დრო­საც კი ვმხი­ა­რუ­ლობთ. მუ­სი­კა ის­მის, ვი­ცი­ნით. მე ყვე­ლა მო­მენ­ტით ვტკბე­ბი. ძა­ლი­ან ვემ­ხრო­ბი ყვე­ლას და­მე­გობ­რე­ბას. პა­რას­კე­ო­ბით ვერ­თო­ბით კი­დეც, ბა­რებ­ში, კლუ­ბებ­ში.

- წელს 50 წელი გის­რულ­დე­ბათ. არ გი­ფიქ­რი­ათ ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბა­ზე, ბავ­შვებ­ზე?

- რა­ტომ გა­მახ­სე­ნეთ ეს 50 წელი! მე კი და­მა­ვი­წყდა! ვნა­ხოთ. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში იყო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მე­გო­ნა, ქორ­წი­ნე­ბამ­დე მი­ვი­დო­და, მაგ­რამ ასე არ გა­მო­ვი­და. მე ამა­ზე მშვი­დად ვფიქ­რობ, გა­მო­ვა - კარ­გია, არ გა­მო­ვა და არც ეგაა დიდი უბე­დუ­რე­ბა. თა­ნაც, მი­ვეჩ­ვიე მარ­ტო­ხე­ლა ცხოვ­რე­ბას. მინ­და პა­რიზ­ში ვი­ცხოვ­რებ, მინ­და - ლოს-ან­ჯე­ლეს­ში, მინ­და რე­ჟი­სო­რო­ბით დავ­კავ­დე­ბი, მინ­და - სხვა რა­მით და ვე­რა­ფე­რი შე­მიშ­ლის ხელს.

- თქვე­ნი ცოლი რო­გო­რი უნდა იყოს?

- ჩემი ფილ­მე­ბი და შე­მოქ­მე­დე­ბა უნდა უყ­ვარ­დეს (იცი­ნის). მა­გა­ლი­თად, რო­გორც უმა თურ­მანს. არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ჩემი ფანი იყოს, მაგ­რამ ჩემს სა­მუ­შა­ოს პა­ტივს უნდა სცემ­დეს. ეს ხომ ჩემი ცხოვ­რე­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლია. გა­და­ღე­ბებ­ში თა­ვით ვეშ­ვე­ბი და ყვე­ლა­ფე­რი მა­ვი­წყდე­ბა, თუმ­ცა ჩემს პო­ტენ­ცი­ურ პარტნი­ორს თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბი და გა­ტა­ცე­ბე­ბიც უნდა ჰქონ­დეს, თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა, რომ ასეთ მო­მენ­ტებ­ში არ მო­ი­წყი­ნოს. და­ნარ­ჩე­ნი კი, გა­რეგ­ნო­ბის ჩათ­ვლით, მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნია.

- არა­ერ­თხელ გით­ქვამთ, რომ 60 წლის ასაკ­ში კი­ნოს გა­და­ღე­ბას შე­წყვეტთ. რა­ტომ?

- არ მინ­და, მო­ხუ­ცი რე­ჟი­სო­რი ვიყო! რომ ჩემ­ზე თქვან: "ისევ აქ არის? გვე­გო­ნა, დიდი ხნის წინ მოკ­ვდა" (იცი­ნის). თუმ­ცა­ღა, შე­იძ­ლე­ბა შე­ვიც­ვა­ლო კი­დეც აზრი, ვინ იცის. იქ­ნებ სი­ბე­რე­ში მეტი იდეა და შთა­გო­ნე­ბა მეწ­ვი­ოს და ვე­ღა­რა­ვინ გა­მა­ჩე­როს.

Daily Mirror

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

ასე­ვე იხი­ლეთ:

-კვენ­ტინ ტა­რან­ტი­ნოს ლე­გენ­და­რუ­ლი ცეკ­ვა ფილ­მი­დან "კრი­მი­ნა­ლუ­რი სა­კი­თხა­ვი"

- Django Unchained - ლე­ო­ნარ­დო დი­კაპ­რიო კვენ­ტინ ტა­რან­ტი­ნოს ახა­ლი ფილმში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

კვენტინ ტარანტინო: "არ მინდა, მოხუცი რეჟისორი ვიყო!"

კვენტინ ტარანტინო: "არ მინდა, მოხუცი რეჟისორი ვიყო!"

"ჩემი პირველი ფილმები ყველას წამიერ გამართლებად ეჩვენებოდა, მაგრამ კვირის რეჟისორი გავხდი, მერე - თვის, მერე - წლის, და მხოლოდ ცოტა მოგვიანებით ჩემი პოპულარობა ათწლეულებზე გაიჭიმა", - მოკრძალების გარეშე ამტკიცებს კვენტინ ტარანტინო.

- თქვენს ახალ ფილმში "გათავისუფლებული ჯანგო" თქვენთვის პაწაწინა როლიც შექმენით. თქვენს გმირს მკაფიო ავსტრალიური აქცენტი აქვს. რატომ მაინცდამაინც ავსტრალიური?

- ახლაც შემიძლია ასე გელაპარაკოთ, უბრალოდ, ვშიშობ, რომ ვერ გამიგებთ. მიყვარს ავსტრალიური კინო და მსახიობები. ერთ-ერთ სცენაში ჯანგო მაღაროებზე მიჰყავთ ავსტრალიელ მაღაროელებს, რომელთა შორის ერთი მე ვარ.

- ფილმში ველურ დასავლეთში მონა ჯანგოს ამბავია მოთხრობილი, აშშ-ის სამოქალაქო ომის დაწყებამდე ორი წლით ადრე. საიდან გაგიჩნდათ ეს იდეა?

- სცენარის იდეა დიდი ხანია გაჩნდა. მინდოდა მომეყოლა მონაზე, რომელიც თავისუფლდება და მჩაგვრელებზე იწყებს ნადირობას. ერთხელ იაპონურ სასტუმროში ვუყურე რომელიღაც ვესტერნს და მაშინ გამიჩნდა ფილმის პირველი სცენის იდეა. ბლოკნოტიც კი არ მქონდა, დავჯექი და ჩვეულებრივ ფურცელზე დავიწყე წერა.

- ფილმში ბევრი სისასტიკეა, მხოლოდ ის სცენა რად ღირს, სადაც მონებს მათრახით სიკვდილამდე სცემენ. არ გეშინოდათ მაყურებლების ნეგატიური რეაქციის?

- არა, მე მხოლოდ მინდოდა, მომეყოლა მონის ამბავი, რომელმაც თავისუფლება მიიღო და ცდილობს ცოლიც გაათავისუფლოს. ჩემი ფილმი სიყვარულზეა. ის, რასაც იქ ხედავთ, რაოდენ დაუნდობლადაც უნდა ჩანდეს, მაინც არ არის იმაზე კოშმარული, რაც სინამდვილეში ხდებოდა იმ დროს. სამწუხაროდ, ჩვენს სამყაროში დღესაც ბევრი ტრაგედია ხდება... ეს თემა კი კარგა ხნის მივიწყებული იყო და ამიტომაც "გამოვქექე".

- კარგად გამოგდით ყველაზე საშინელი მომენტების გაჯერება "შავი" იუმორით...

- აბა, ისე როგორ იქნება. კარგი მაგალითია ჯანგო, რომელიც სროლის უნარ-ჩვევებს ავითარებს. შეიძლებოდა, რა თქმა უნდა, ქილები დაგვედო სამიზნეებად. მაგრამ რამდენჯერ გინახავთ ეს ფილმებში? ასჯერ? ათასჯერ? ჩვენ გადავწყვიტეთ, სამიზნედ თოვლის კაცი გამოგვეყენებინა და მასში ჩაგვეტენა მინის ქილები - მკერდში, თვალებში, ცხვირის, პირის სახით. მგონი, კარგი გამოვიდა.

- თქვენმა საყვარელმა ავსტრალიელმა მსახიობმა ჯონ ჯარეტმა "შეშლილი ნაძირალა" გიწოდათ. თქვა, რომ დიდი პრივილეგიაა ასეთი გამოჩენილი შეშლილის ფილმში თამაში...

- დიახ... ასეთი ვარ! ასეთად დავიბადე (იცინის).

- თქვენს გადასაღებ მოედანზე ალბათ ნამდვილი შეშლილთა სამყაროა...

- არა! ყველაფერს ვაკონტროლებ! ასეთი ეპიკური მძიმე ფილმის გადაღების დროსაც კი ვმხიარულობთ. მუსიკა ისმის, ვიცინით. მე ყველა მომენტით ვტკბები. ძალიან ვემხრობი ყველას დამეგობრებას. პარასკეობით ვერთობით კიდეც, ბარებში, კლუბებში.

- წელს 50 წელი გისრულდებათ. არ გიფიქრიათ ოჯა­ხურ ცხოვრებაზე, ბავშვებზე?

- რატომ გამახსენეთ ეს 50 წელი! მე კი დამავიწყდა! ვნახოთ. ჩემს ცხოვრებაში იყო ურთიერთობები, რომლებიც მეგონა, ქორწინებამდე მივიდოდა, მაგრამ ასე არ გამოვიდა. მე ამაზე მშვიდად ვფიქრობ, გამოვა - კარგია, არ გამოვა და არც ეგაა დიდი უბედურება. თანაც, მივეჩვიე მარტოხელა ცხოვრებას. მინდა პარიზში ვიცხოვრებ, მინდა - ლოს-ანჯელესში, მინდა რეჟისორობით დავკავდები, მინდა - სხვა რამით და ვერაფერი შემიშლის ხელს.

- თქვენი ცოლი როგორი უნდა იყოს?

- ჩემი ფილმები და შემოქმედება უნდა უყვარდეს (იცინის). მაგალითად, როგორც უმა თურმანს. არ არის აუცილებელი ჩემი ფანი იყოს, მაგრამ ჩემს სამუშაოს პატივს უნდა სცემდეს. ეს ხომ ჩემი ცხოვრების ძირითადი ნაწილია. გადაღებებში თავით ვეშვები და ყველაფერი მავიწყდება, თუმცა ჩემს პოტენციურ პარტნიორს თავისი ინტერესები და გატაცებებიც უნდა ჰქონდეს, თავისი ცხოვრება, რომ ასეთ მომენტებში არ მოიწყინოს. დანარჩენი კი, გარეგნობის ჩათვლით, მეორეხარისხოვანია.

- არაერთხელ გითქვამთ, რომ 60 წლის ასაკში კინოს გადაღებას შეწყვეტთ. რატომ?

- არ მინდა, მოხუცი რეჟისორი ვიყო! რომ ჩემზე თქვან: "ისევ აქ არის? გვეგონა, დიდი ხნის წინ მოკვდა" (იცინის). თუმცაღა, შეიძლება შევიცვალო კიდეც აზრი, ვინ იცის. იქნებ სიბერეში მეტი იდეა და შთაგონება მეწვიოს და ვეღარავინ გამაჩეროს.

Daily Mirror

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ასევე იხილეთ:

-კვენტინ ტარანტინოს ლეგენდარული ცეკვა ფილმიდან "კრიმინალური საკითხავი"

- Django Unchained - ლეონარდო დიკაპრიო კვენტინ ტარანტინოს ახალი ფილმში

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება