მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ედავება ნუნუ დუღაშვილი ირინა ბაირამაშვილს
რას ედავება ნუნუ დუღაშვილი ირინა ბაირამაშვილს

კომ­პო­ზი­ტორ­მა ნუნუ დუ­ღაშ­ვილ­მა მომ­ღე­რალ ირი­ნა ბა­ი­ა­რა­მაშ­ვილს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის უჩივ­ლა. უთან­ხმო­ე­ბა ირი­ნა ბა­ი­რა­მაშ­ვილ­სა და ნუნუ დუ­ღაშ­ვილს შო­რის ჯერ კი­დევ 2011 წელს და­ი­წყო. ბა­ი­რა­მაშ­ვი­ლი მოლ­დო­ვა­ში კონ­კურს "ოქ­როს ხმა­ზე" ნუნუ დუ­ღაშ­ვი­ლის სიმ­ღე­რით წარ­დგა. ეს სიმ­ღე­რა ბა­ი­რა­მაშ­ვილ­მა პრო­ექტ "ახა­ლი ხმის" ერთ-ერთ სა­ფი­ნა­ლო ტურ­შიც შე­ას­რუ­ლა. ისე­ვე რო­გორც 2011 წელს, სიმ­ღე­რის შეს­რუ­ლე­ბის უფ­ლე­ბა კომ­პო­ზი­ტო­რის­თვის მომ­ღე­რალს არც ამ­ჯე­რად უთხო­ვია... გვე­სა­უბ­რე­ბა ქალ­ბა­ტო­ნი ნუნუ დუ­ღაშ­ვი­ლი:

- ჩემი სიმ­ღე­რა "კა­ხე­თო" ირი­ნა ბა­ი­რა­მაშ­ვილ­მა 2011 წელს მოლ­დო­ვა­ში სიმ­ღე­რის კონ­კურ­სზე შე­ას­რუ­ლა, სა­დაც ის მე­სა­მე ად­გილ­ზე გა­ვი­და, თვი­თონ სიმ­ღე­რა კი - პირ­ველ ად­გილ­ზე. მას კონ­კურ­სზე ფუ­ლა­დი პრი­ზიც გა­და­ე­ცა. სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის გამო მივ­მარ­თე სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის ასო­ცი­ა­ცი­ას, მაგ­რამ მათ სულ სხვა კუ­თხით წა­იყ­ვა­ნეს საქ­მე, იქ ლა­პა­რა­კი იყო ფულ­ზე და არა სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბებ­ზე. ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დამ­რჩა, თით­ქოს ასო­ცი­ა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს შე­ხე­ბა არ აქვთ ხე­ლო­ვა­ნებ­თან. ირი­ნა ბა­ი­რა­მაშ­ვილს მე რა ფული უნდა მოვ­თხო­ვო? ვი­თხოვ დიპ­ლომს, სა­დაც წე­რია, რომ ევ­რო­პის ერთ-ერთ კონ­კურ­სზე ჩემ­მა სიმ­ღე­რამ აიღო პირ­ვე­ლი ად­გი­ლი.

- არ იცო­დით, "ოქ­როს ხმა­ზე" და "ახალ ხმა­ში" ირი­ნა ბა­ი­რა­მაშ­ვი­ლი თქვენს სიმ­ღე­რას რომ შე­ას­რუ­ლებ­და?

- არა, ეს ტე­ლე­ეკ­რა­ნი­დან შე­ვი­ტყვე. სწო­რედ ამის გამო ვარ აღ­შფო­თე­ბუ­ლი. სიმ­ღე­რის ავ­ტო­რი ხომ უნდა ყო­ფი­ლი­ყო მი­თი­თე­ბუ­ლი? ვიდ­რე ბა­ი­რა­მაშ­ვი­ლი კონ­კურ­სზე გა­ემ­გზავ­რე­ბო­და, აჩ­ვე­ნეს სი­უ­ჟე­ტი, სა­დაც ჩემი ხსე­ნე­ბაც არ ყო­ფი­ლა. ამ სიმ­ღე­რის არან­ჟი­რე­ბა კონ­კურ­სის­თვის ირაკ­ლი მენ­თე­შაშ­ვილ­მა გა­ა­კე­თა და სი­უ­ჟეტ­ში ისე ჩან­და, თით­ქოს ირაკ­ლი იყო "კა­ხე­თოს" ავ­ტო­რი. და­ვუ­რე­კე ირაკ­ლის და ისიც გა­ოგ­ნე­ბუ­ლი იყო. მი­თხრა, ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­მუ­შაო პრო­ცე­სის გა­და­ღე­ბა უნ­დო­დათ და მე უარი ვუ­თხა­რი, მეტი არა­ფე­რი ვი­ციო. თვი­თონ ბა­ი­რა­მაშ­ვილ­საც ვე­სა­უბ­რე, მან გან­მი­ცხა­და, პა­ტა­რა აფე­რის­ტი კა­ხე­ლი ვარო! რა უნდა ვე­ლა­პა­რა­კო?! მე ის მომ­წონს, რო­გორც მომ­ღე­რა­ლი, მაგ­რამ არა­სე­რი­ო­ზუ­ლი გო­გოა. ასე თუ გა­აგ­რძე­ლა, ცუდ სა­ხელს და­იმ­კვიდ­რებს. მე ვთხოვ სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის ასო­ცი­ა­ცი­ას, რომ ჩემი, რო­გორც ავ­ტო­რის სა­ხე­ლი იყოს ნახ­სე­ნე­ბი, სხვას არა­ფერს მო­ვი­თხოვ. და­ამ­ტკი­ცოს უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის ასო­ცი­ა­ცი­ამ, რომ მას რა­ღაც შე­უძ­ლია!

ქალ­ბა­ტონ ნუ­ნუს­თან სა­უბ­რის შემ­დეგ ირი­ნა ბა­ი­რა­მაშ­ვილს და­ვუ­კავ­შირ­დით:

- ირი­ნა, ქალ­ბა­ტო­ნი ნუნუ დუ­ღაშ­ვი­ლი სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა­ში გა­და­ნა­შა­უ­ლებთ...

- მე და ქალ­ბა­ტონ­მა ნუ­ნუმ უკვე გა­ვარ­კვი­ეთ ეგ სა­კი­თხი. ქალ­ბა­ტო­ნი ნუნუ იმან გა­ა­ნა­წყე­ნა, რომ მისი, რო­გორც სიმ­ღე­რის ავ­ტო­რის სა­ხე­ლი არ იყო ნახ­სე­ნე­ბი კონ­კურ­სზე. ვა­პი­რებ, გა­მო­ვას­წო­რო შეც­დო­მა. ამ დღე­ებ­ში მი­ვუ­ტან მას დიპ­ლომს, რო­მე­ლიც მოლ­დო­ვა­ში გად­მო­მე­ცა. აქამ­დე ეს მო­უც­ლე­ლო­ბის გამო ვერ მო­ვა­ხერ­ხე.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

რას ედავება ნუნუ დუღაშვილი ირინა ბაირამაშვილს

რას ედავება ნუნუ დუღაშვილი ირინა ბაირამაშვილს

კომპოზიტორმა ნუნუ დუღაშვილმა მომღერალ ირინა ბაიარამაშვილს საავტორო უფლებების დარღვევისთვის უჩივლა. უთანხმოება ირინა ბაირამაშვილსა და ნუნუ დუღაშვილს შორის ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო. ბაირამაშვილი მოლდოვაში კონკურს "ოქროს ხმაზე" ნუნუ დუღაშვილის სიმღერით წარდგა. ეს სიმღერა ბაირამაშვილმა პროექტ "ახალი ხმის" ერთ-ერთ საფინალო ტურშიც შეასრულა. ისევე როგორც 2011 წელს, სიმღერის შესრულების უფლება კომპოზიტორისთვის მომღერალს არც ამჯერად უთხოვია... გვესაუბრება ქალბატონი ნუნუ დუღაშვილი:

- ჩემი სიმღერა "კახეთო" ირინა ბაირამაშვილმა 2011 წელს მოლდოვაში სიმღერის კონკურსზე შეასრულა, სადაც ის მესამე ადგილზე გავიდა, თვითონ სიმღერა კი - პირველ ადგილზე. მას კონკურსზე ფულადი პრიზიც გადაეცა. საავტორო უფლებების დარღვევის გამო მივმართე საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციას, მაგრამ მათ სულ სხვა კუთხით წაიყვანეს საქმე, იქ ლაპარაკი იყო ფულზე და არა საავტორო უფლებებზე. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხება არ აქვთ ხელოვანებთან. ირინა ბაირამაშვილს მე რა ფული უნდა მოვთხოვო? ვითხოვ დიპლომს, სადაც წერია, რომ ევროპის ერთ-ერთ კონკურსზე ჩემმა სიმღერამ აიღო პირველი ადგილი.

- არ იცოდით, "ოქროს ხმაზე" და "ახალ ხმაში" ირინა ბაირამაშვილი თქვენს სიმღერას რომ შეასრულებდა?

- არა, ეს ტელეეკრანიდან შევიტყვე. სწორედ ამის გამო ვარ აღშფოთებული. სიმღერის ავტორი ხომ უნდა ყოფილიყო მითითებული? ვიდრე ბაირამაშვილი კონკურსზე გაემგზავრებოდა, აჩვენეს სიუჟეტი, სადაც ჩემი ხსენებაც არ ყოფილა. ამ სიმღერის არანჟირება კონკურსისთვის ირაკლი მენთეშაშვილმა გააკეთა და სიუჟეტში ისე ჩანდა, თითქოს ირაკლი იყო "კახეთოს" ავტორი. დავურეკე ირაკლის და ისიც გაოგნებული იყო. მითხრა, ჟურნალისტებს სამუშაო პროცესის გადაღება უნდოდათ და მე უარი ვუთხარი, მეტი არაფერი ვიციო. თვითონ ბაირამაშვილსაც ვესაუბრე, მან განმიცხადა, პატარა აფერისტი კახელი ვარო! რა უნდა ველაპარაკო?! მე ის მომწონს, როგორც მომღერალი, მაგრამ არასერიოზული გოგოა. ასე თუ გააგრძელა, ცუდ სახელს დაიმკვიდრებს. მე ვთხოვ საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციას, რომ ჩემი, როგორც ავტორის სახელი იყოს ნახსენები, სხვას არაფერს მოვითხოვ. დაამტკიცოს უფლებების დაცვის ასოციაციამ, რომ მას რაღაც შეუძლია!

ქალბატონ ნუნუსთან საუბრის შემდეგ ირინა ბაირამაშვილს დავუკავშირდით:

- ირინა, ქალბატონი ნუნუ დუღაშვილი საავტორო უფლებების დარღვევაში გადანაშაულებთ...

- მე და ქალბატონმა ნუნუმ უკვე გავარკვიეთ ეგ საკითხი. ქალბატონი ნუნუ იმან გაანაწყენა, რომ მისი, როგორც სიმღერის ავტორის სახელი არ იყო ნახსენები კონკურსზე. ვაპირებ, გამოვასწორო შეცდომა. ამ დღეებში მივუტან მას დიპლომს, რომელიც მოლდოვაში გადმომეცა. აქამდე ეს მოუცლელობის გამო ვერ მოვახერხე.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება