კიდევ ერთი ქართველი მილიარდერის "ბრილიანტის ოცნება"

კიდევ ერთი ქართველი მილიარდერის "ბრილიანტის ოცნება"

ციკლიდან: ქართველი მილიონერები

როგორ ახერხებს ქართული წარმოშობის რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი დღემდე უმწიკვლო რეპუტაციის შენარჩუნებას? - ამ კითხვით მას ხშირად მიმართავენს, რადგან დიდი ფული, მით უფრო რუსეთის ფედერაციაში ნაშოვნი, ხშირად ბევრ კითხვას ბადებს. ის კი ამბობს, რომ ეს მისი ცხოვრების მთავარი მიზანია. ერთადერთხელ, ისიც მცირე სკანდალი მის გარშემო მაშინ აგორდა, როცა ცოლიანი კაცი და ხუთი შვილის მამა, კანში რუს ახალგაზრდა მსახიობთან, ნატალია სიმაკოვასთან ერთად ნახეს. ბევრიც არაფერი ყოფილა - ქარიშხალი ჭიქაში. პრესა წერდა, რომ ქართველი ნავთობმაგნატი და ახალგაზრდა მსახიობი გვრიტებივით ჭუკჭუკებდნენ. ლამაზი ქალების გარდა 1,8 მილიარდიანი მეპატრონეს კიდევ ჩოგბურთი უყვარს და პრეფერანსი. მისი ჰობი მთაში თხილამურებით სრიალია და ძველებური ხანჯლების უნიკალური კოლექცია აქვს.

რუსეთის ფედერაციაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნავთობსაბურღი კომპანიის პრეზიდენტი, ალექსანდრე ჯაფარიძე 1955 წელს დაღესტანში, ქალაქ მახაჩკალაში დაიბადა. მოსკოვში ნავთობქიმიისა და გაზის წარმოების ინსტიტუტი დაამთავრა და ინჟინერ-გეოფიზიკოსის პროფესიას დაეუფლა. თუმცა ის, თუ როგორ აირჩია მახაჩკალელმა ბიჭმა სამომავლო პროფესია, ეს მისი ბიოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დეტალია. სკოლის პერიოდში, ალექსანდრე ჯაფარიძე სერიოზულად იყო გატაცებული ფიზიკით და მათემატიკით. ხშირად იმარჯვებდა თურმე სასკოლო ოლიმპიადებში, ამიტომ, მოსკოვში რომ ჩავიდა, მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ჩაებარებინა. სამწუხაროდ ან შეიძლება საბედნიეროდაც, ყმაწვიკაცმა ეს ოცნება ვერ აიხდინა, ვერ შეძლო სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცდების წარჩინებით ჩაბარება. მოხდა ისე, რომ ერთ დღეს, იმედგაცრუებული აბიტურიენტი, მოსკოვის ქუჩაში სერინობისას ნავთობქიმიისა და გაზის წარმოების ინსტიტუტს გადააწყდა. სასწავლებლის წინ, განცხადებების დაფაზე, ფაკულტეტების გამოცდების ცხრილი იყო გამოკრული. ცოტა ცნობისმოყვარეობისა და ცოტაც უსაქმურობის გამო, ალექსანდრე ჯაფარიძემ გადაწყვიტა ცხრილი ჩაეკითხა. საკმაოდ ვრცელ დავთარში გეოფიზიკის ფაკულტეტი ამოიკითხა. თითქოს გონება გაუნათდაოა, ერთი საინტერესო და შეიძლება ითქვას, საბედისწერო შემთხვევა გაახსენდა. როცა მახაჩკალიდან მოსკოვში მიემგზავრებოდა, ახლობლებთან ერთად, მის გასაცილებლად, მეგობარი გოგონაც მივიდა. ალექსანდრეს მაშინვე თვალში მოხვდა მის ძვირფასი ოქროს საყურე ბრილიანტის თვლებით და ცოტა ეჭვიანობით და ცოტაც ცნობისმოყვარეობით, ამ ძვირფასეულობის წარმომავლობა იკითხა. აღმოჩნდა, რომ გოგონას ძვირფასი საყურე მამის საჩუქარი იყო, სკოლის დამთავრებასთან დაკავშირებით. ალექსანდრეს მანამდე არასდროს უკითხავს, სად მუშაობდა მეგობარი გოგონას მამა, ახლა კი მამამისის პროფესიამ განსაკუთრებით დააინტერესა. აღმოჩნდა რომ, ის ვისაც შვილისთვის ასეთი ძვირფასი საჩუქრის მიძღვნა შეეძლო, ნავთობმომპოვებელი იყო. სწორედ ეს შემთხვევა გაახსენდა ჯაფარიძეს საგამოცდო ცხრილის კითვისას, შემდეგ გონებაში საყვარელი ფიზიკა და მათემატიკა ნავთობწარმოებასთან დააკავშირა, და გადაწყვიტა, რომ აირჩევს ისეთ პროფესიას, რომელიც შესაძლებლობას მისცემს, საყვარელ ადამიანს, სწორედ ასეთი ძვირფასი საჩუქრები გაუკეთოს. ფაქტია, რომ პროფესიის არჩევაში არ შემცდარა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია