მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორც კი ჟვანია მოიცილა, სააკაშვილმა აიწყვიტა"
"როგორც კი ჟვანია მოიცილა, სააკაშვილმა აიწყვიტა"

მე­რაბ რა­ტიშ­ვი­ლი ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბა-შე­ნახ­ვის­თვის და­ა­პა­ტიმ­რეს. ცი­ხე­ში 5 წელი და 3 თვე გა­ა­ტა­რა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­თა­ვი­სუფ­ლდა რო­გორც პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი. რა გახ­და მისი და­პა­ტიმ­რე­ბის მი­ზე­ზი, ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ:

- 2007 წლის 24 ოქ­ტომ­ბერს გა­ვაფრ­თხი­ლე ახ­ლობ­ლე­ბი, რომ და­მი­ჭერ­დნენ. ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მით­ვალ­თვა­ლებ­დნენ, მი­მა­ნიშ­ნებ­დნენ, რომ ქვეყ­ნი­დან წავ­სუ­ლი­ყა­ვი. არა­და, სა­ა­კაშ­ვი­ლი ყვე­ლას გვე­ძახ­და, სამ­შობ­ლო­ში ჩა­მო­დით, აქ ყვე­ლა პი­რო­ბა გექ­ნე­ბათ ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლა­დო. ეს თვალ­თმაქ­ცო­ბა იყო, მას ფული სჭირ­დე­ბო­და და არა ჩვე­ნი დაბ­რუ­ნე­ბა. ცი­ხე­ში იმი­ტომ აღ­მოვ­ჩნდი, რომ და­ვი­ნა­ხე, სა­ა­კაშ­ვილ­მა ჩაკ­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი, მოკ­ლა ოპო­ზი­ცია და მე ამ მკვდრე­ბის გა­ცო­ცხლე­ბა მო­ვინ­დო­მე. გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას ვცდი­ლობ­დი. ვხე­დავ­დი, სხვაგ­ვა­რად ქვე­ყა­ნას მო­მა­ვა­ლი არ ექ­ნე­ბო­და.

2006 წლი­დან გამ­ძაფ­რდა ან­ტი­რუ­სუ­ლი პო­ლი­ტი­კა. რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სეთს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბამ პიკს მი­აღ­წია, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას დას­ჭირ­და ხალ­ხი, ვინც გა­ამ­ყა­რებ­და მის ბრალ­დე­ბებს რუ­სე­თი­სად­მი. აგ­ვის­ტო­ში ჩა­ტარ­და კო­დო­რის სპე­ცო­პე­რა­ცია და კვი­ცი­ა­ნი გა­იქ­ცა. არა­და, სპე­ცო­პე­რა­ცი­ამ­დე ორი დღით ადრე კვი­ცი­ა­ნი ოქ­რუ­აშ­ვილს შეხ­ვდა. "მო­ნა­დი­რე" რომ და­ი­შა­ლა, მას მერე ია­რა­ღით გა­ი­ძეძ­გა კო­დო­რი. კვი­ცი­ა­ნი ითხოვ­და, ია­რა­ღი გა­ი­ტა­ნეთ, პრობ­ლე­მებს ნუ ქმნით და სო­ჭის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ნუ არ­ღვევ­თო. კო­დო­რის სპე­ცო­პე­რა­ცია წყლის დას­ხმა იყო რუ­სე­თის წის­ქვილ­ზე.

ამის მერე, სექ­ტემ­ბერ­ში, იგორ გი­ორ­გა­ძის ხალ­ხი და­ა­პა­ტიმ­რეს. გი­ორ­გი მეტ­რე­ვე­ლი, რო­მე­ლიც გი­ორ­გა­ძის მომ­ხრე­ო­ბის გამო და­ა­კა­ვეს, ჩემს სა­კან­ში იჯდა. მი­თხრა, წინა დღეს და­კა­ვე­ბუ­ლი ხალ­ხი მან­ქა­ნებ­ში ვყავ­დით, ღამე იქ გაგ­ვა­თე­ნე­ბი­ნეს, რომ მე­ო­რე დღეს სოდ-ის ეზო­ში შვე­ულმფრე­ნის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ჩვე­ნი და­კა­ვე­ბა და­ედ­გა­თო.

სა­ა­კაშ­ვილ­მა ჯერ კი­დევ 2005 წლის მაის-ივ­ნის­ში ტე­ლე­ე­თერ­ში თქვა, - რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბის 10% რუ­სე­თის ჯა­შუ­ში­აო. მა­შინ რუ­სეთ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 800 000 ქარ­თვე­ლი ცხოვ­რობ­და და მათ­გან 80 000 სა­ა­კაშ­ვილ­მა ჯა­შუ­შად გა­მო­ა­ცხა­და.

2007 წლის 27 სექ­ტემ­ბერს ჩა­ვა­ტა­რეთ კონ­ფე­რენ­ცია თე­მა­ზე "სე­პა­რა­ტიზ­მი, რო­გორც ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის უმაღ­ლე­სი ფორ­მა", სა­დაც არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "თბი­ლი­სის კლუ­ბის" პრე­ზი­დენ­ტად ამირ­ჩი­ეს, რო­მე­ლიც სე­პა­რა­ტიზ­მის აღ­მო­ფხვრა­ზე მუ­შა­ობ­და. იმ დღი­დან ჩათ­ვა­ლეს, რომ პო­ლი­ტი­კა­ში შევ­დგი ფეხი და თვალ­თვა­ლი და­მი­წყეს. ეს კონ­ფე­რენ­ცია ოქ­რუ­აშ­ვი­ლის და­პა­ტიმ­რე­ბით გა­და­ი­ფა­რა.

ამე­რი­კულ პო­ლიტ­ტექ­ნო­ლო­გი­ურ კომ­პა­ნი­ას­თან (რო­მე­ლიც რო­კ­ფე­ლე­რის ჯგუ­ფის წევ­რი იყო) დი­ა­ლოგს ვა­წარ­მო­ებ­დი, რო­მელ­საც პოლ მა­ნა­ფორ­ტი ხელ­მძღვა­ნე­ლობს. მათ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა და დე­მოკ­რა­ტი­ის გან­ვი­თა­რე­ბის, სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის­თვის ტრე­ნინ­გე­ბის ჩა­ტა­რე­ბა ვთხო­ვე. ოქ­რუ­აშ­ვი­ლის და­პა­ტიმ­რე­ბამ ჩემი გეგ­მე­ბი არია. მისი და­პა­ტიმ­რე­ბის მერე ოპო­ზი­ცი­ამ სპონ­ტა­ნუ­რად და­ი­წყო გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, მაგ­რამ

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვი­თომ ერ­თი­ა­ნი იყ­ვნენ, ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭოს ლი­დე­რე­ბი ერ­თმა­ნეთს ჭამ­დნენ.

რო­დე­საც რე­გი­ო­ნებ­ში მან­ქა­ნე­ბით და­ი­წყეს სი­ა­რუ­ლი, მათ ვო­ი­ა­ჟებს ვა­ფი­ნან­სებ­დი. მი­ვე­ცი ფული დრო­შე­ბის და პლა­კა­ტე­ბის­თვის და პა­რა­ლე­ლუ­რად პოლ მა­ნა­ფორ­ტის­თვის ვამ­ზა­დებ­დი მა­სა­ლას. ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პორ­ტრე­ტე­ბი შევ­ქმე­ნი (რაც ჩემი და­პა­ტიმ­რე­ბის მერე ამო­ი­ღეს კომ­პი­უ­ტე­რი­დან). ამ მა­სა­ლა­ში ავ­სა­ხე ქვე­ყა­ნა­სა და ოპო­ზი­ცი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა. ვწერ­დი, ვი­თა­რე­ბა მომ­წი­ფე­ბუ­ლია, რომ ოპო­ზი­ცი­ი­სა­გან რა­ღაც გა­მო­ი­ძერ­წოს და ში­და­პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი და­ბა­ლანსდეს-მეთ­ქი. არა­ვინ აპი­რებ­და სა­ა­კაშ­ვი­ლის დამ­ხო­ბას, არც მე და არც ამე­რი­კე­ლე­ბი. ჩვენ მხო­ლოდ მკვდა­რი ოპო­ზი­ცი­ის გა­ცო­ცხლე­ბა გვინ­დო­და.

ამა­სო­ბა­ში ნო­ემ­ბრის აქ­ცი­ე­ბი და­ა­ნონსდა და შე­ში­ნე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის რუ­სე­თის­გან შექ­მნი­ლი მტრის ხატი აღარ კმა­რო­და. და­ი­წყეს ისე­თი პი­რე­ბის ძებ­ნა, ვი­საც ოპო­ზი­ცი­ას­თა­ნაც ჰქონ­და კავ­ში­რი და რუ­სეთ­თა­ნაც. და­ი­ნა­ხეს, რომ მე გოგა ხა­ინ­დრა­ვას, პა­ა­ტა და­ვი­თა­ი­ა­სა და სხვებს ვხვდე­ბო­დი, ჩემ­თან მო­სუ­ლი ხალ­ხი კი - უსუ­ფაშ­ვილ­სა და ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლებს და და­ას­კვნეს, ამის­გან შე­იძ­ლე­ბა ისე­თი ფი­გუ­რა გა­მო­ი­ძერ­წოს, რო­გო­რიც გვჭირ­დე­ბაო, თა­ნაც, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე ვი­ყა­ვი. მე შე­მარ­ჩი­ეს და მი­შა­მაც ჩემი და­კა­ვე­ბის თან­ხმო­ბა მის­ცა.

- მაგ­რამ თქვენ და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი იყა­ვით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წევ­რებ­თან.

- გია ბა­რა­მი­ძეს­თან ვმე­გობ­რობ­დი, მაგ­რამ მას ან­გა­რიშს არა­ვინ უწევ­და. ადე­იშ­ვილ­საც ვიც­ნობ­დი. მოს­კოვ­ში, რო­დე­საც სამ­თავ­რო­ბო დე­ლე­გა­ცია იყო ჩა­მო­სუ­ლი, ერ­თად ვი­სა­დი­ლეთ. რამ­დენ­ჯერ­მე შევ­ხვედ­რი­ვარ მე­რა­ბიშ­ვილ­საც. ამა­სო­ბა­ში მო­ამ­ზა­დეს ფი­რე­ბი, სა­დაც ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლე­ბი, ხა­ინ­დრა­ვა, ნა­თე­ლაშ­ვი­ლი და კოკო გამ­სა­ხურ­დია რუ­სე­თის ჯა­შუ­შე­ბად გა­მო­იყ­ვა­ნეს. ოპო­ზი­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ შე­კე­რილ საქ­მეს ჩემი და­პა­ტიმ­რე­ბა­ღა სჭირ­დე­ბო­და, მაგ­რამ რაზე უნდა და­ვე­ჭი­რე? იცოდ­ნენ, რომ გოლფს ვთა­მა­შობ­დი, მაგ­რამ ვერ გა­ი­აზ­რეს, რომ გოლ­ფის მო­თა­მა­შის და­კა­ვე­ბა ნარ­კო­ტი­კე­ბის გამო უაზ­რო­ბაა. გოლ­ფი რეფ­ლექ­ტო­რუ­ლი სპორ­ტია და ნარ­კო­მა­ნი ბურ­თსაც ვერ და­არ­ტყამს.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

"როგორც კი ჟვანია მოიცილა, სააკაშვილმა აიწყვიტა"

"როგორც კი ჟვანია მოიცილა, სააკაშვილმა აიწყვიტა"

მერაბ რატიშვილი ნარკოტიკების მოხმარება-შენახვისთვის დააპატიმრეს. ციხეში 5 წელი და 3 თვე გაატარა. რამდენიმე დღის წინ გათავისუფლდა როგორც პოლიტპატიმარი. რა გახდა მისი დაპატიმრების მიზეზი, ინტერვიუდან შეიტყობთ:

- 2007 წლის 24 ოქტომბერს გავაფრთხილე ახლობლები, რომ დამიჭერდნენ. ერთი თვის განმავლობაში მითვალთვალებდნენ, მიმანიშნებდნენ, რომ ქვეყნიდან წავსულიყავი. არადა, სააკაშვილი ყველას გვეძახდა, სამშობლოში ჩამოდით, აქ ყველა პირობა გექნებათ ინვესტიციების განსახორციელებლადო. ეს თვალთმაქცობა იყო, მას ფული სჭირდებოდა და არა ჩვენი დაბრუნება. ციხეში იმიტომ აღმოვჩნდი, რომ დავინახე, სააკაშვილმა ჩაკლა პოლიტიკური პროცესი, მოკლა ოპოზიცია და მე ამ მკვდრების გაცოცხლება მოვინდომე. გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას ვცდილობდი. ვხედავდი, სხვაგვარად ქვეყანას მომავალი არ ექნებოდა.

2006 წლიდან გამძაფრდა ანტირუსული პოლიტიკა. როდესაც საქართველოსა და რუსეთს შორის დაპირისპირებამ პიკს მიაღწია, საქართველოს ხელისუფლებას დასჭირდა ხალხი, ვინც გაამყარებდა მის ბრალდებებს რუსეთისადმი. აგვისტოში ჩატარდა კოდორის სპეცოპერაცია და კვიციანი გაიქცა. არადა, სპეცოპერაციამდე ორი დღით ადრე კვიციანი ოქრუაშვილს შეხვდა. "მონადირე" რომ დაიშალა, მას მერე იარაღით გაიძეძგა კოდორი. კვიციანი ითხოვდა, იარაღი გაიტანეთ, პრობლემებს ნუ ქმნით და სოჭის ხელშეკრულებას ნუ არღვევთო. კოდორის სპეცოპერაცია წყლის დასხმა იყო რუსეთის წისქვილზე.

ამის მერე, სექტემბერში, იგორ გიორგაძის ხალხი დააპატიმრეს. გიორგი მეტრეველი, რომელიც გიორგაძის მომხრეობის გამო დააკავეს, ჩემს საკანში იჯდა. მითხრა, წინა დღეს დაკავებული ხალხი მანქანებში ვყავდით, ღამე იქ გაგვათენებინეს, რომ მეორე დღეს სოდ-ის ეზოში შვეულმფრენის მონაწილეობით ჩვენი დაკავება დაედგათო.

სააკაშვილმა ჯერ კიდევ 2005 წლის მაის-ივნისში ტელეეთერში თქვა, - რუსეთში მცხოვრები ქართველების 10% რუსეთის ჯაშუშიაო. მაშინ რუსეთში დაახლოებით 800 000 ქართველი ცხოვრობდა და მათგან 80 000 სააკაშვილმა ჯაშუშად გამოაცხადა.

2007 წლის 27 სექტემბერს ჩავატარეთ კონფერენცია თემაზე "სეპარატიზმი, როგორც ორგანიზებული დანაშაულის უმაღლესი ფორმა", სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია "თბილისის კლუბის" პრეზიდენტად ამირჩიეს, რომელიც სეპარატიზმის აღმოფხვრაზე მუშაობდა. იმ დღიდან ჩათვალეს, რომ პოლიტიკაში შევდგი ფეხი და თვალთვალი დამიწყეს. ეს კონფერენცია ოქრუაშვილის დაპატიმრებით გადაიფარა.

ამერიკულ პოლიტტექნოლოგიურ კომპანიასთან (რომელიც როკფელერის ჯგუფის წევრი იყო) დიალოგს ვაწარმოებდი, რომელსაც პოლ მანაფორტი ხელმძღვანელობს. მათ საქართველოში ჩამოსვლა და დემოკრატიის განვითარების, საარჩევნო პროცესებისა და პოლიტიკური პარტიებისთვის ტრენინგების ჩატარება ვთხოვე. ოქრუაშვილის დაპატიმრებამ ჩემი გეგმები არია. მისი დაპატიმრების მერე ოპოზიციამ სპონტანურად დაიწყო გაერთიანება, მაგრამ

მიუხედავად იმისა, რომ ვითომ ერთიანი იყვნენ, ეროვნული საბჭოს ლიდერები ერთმანეთს ჭამდნენ.

როდესაც რეგიონებში მანქანებით დაიწყეს სიარული, მათ ვოიაჟებს ვაფინანსებდი. მივეცი ფული დროშების და პლაკატებისთვის და პარალელურად პოლ მანაფორტისთვის ვამზადებდი მასალას. ოპოზიციონერების ფსიქოლოგიური პორტრეტები შევქმენი (რაც ჩემი დაპატიმრების მერე ამოიღეს კომპიუტერიდან). ამ მასალაში ავსახე ქვეყანასა და ოპოზიციაში არსებული ვითარება. ვწერდი, ვითარება მომწიფებულია, რომ ოპოზიციისაგან რაღაც გამოიძერწოს და შიდაპოლიტიკური პროცესები დაბალანსდეს-მეთქი. არავინ აპირებდა სააკაშვილის დამხობას, არც მე და არც ამერიკელები. ჩვენ მხოლოდ მკვდარი ოპოზიციის გაცოცხლება გვინდოდა.

ამასობაში ნოემბრის აქციები დაანონსდა და შეშინებული ხელისუფლებისთვის რუსეთისგან შექმნილი მტრის ხატი აღარ კმაროდა. დაიწყეს ისეთი პირების ძებნა, ვისაც ოპოზიციასთანაც ჰქონდა კავშირი და რუსეთთანაც. დაინახეს, რომ მე გოგა ხაინდრავას, პაატა დავითაიასა და სხვებს ვხვდებოდი, ჩემთან მოსული ხალხი კი - უსუფაშვილსა და ბერძენიშვილებს და დაასკვნეს, ამისგან შეიძლება ისეთი ფიგურა გამოიძერწოს, როგორიც გვჭირდებაო, თანაც, რუსეთის მოქალაქე ვიყავი. მე შემარჩიეს და მიშამაც ჩემი დაკავების თანხმობა მისცა.

- მაგრამ თქვენ დაახლოებული იყავით ხელისუფლების წევრებთან.

- გია ბარამიძესთან ვმეგობრობდი, მაგრამ მას ანგარიშს არავინ უწევდა. ადეიშვილსაც ვიცნობდი. მოსკოვში, როდესაც სამთავრობო დელეგაცია იყო ჩამოსული, ერთად ვისადილეთ. რამდენჯერმე შევხვედრივარ მერაბიშვილსაც. ამასობაში მოამზადეს ფირები, სადაც ბერძენიშვილები, ხაინდრავა, ნათელაშვილი და კოკო გამსახურდია რუსეთის ჯაშუშებად გამოიყვანეს. ოპოზიციის წინააღმდეგ შეკერილ საქმეს ჩემი დაპატიმრებაღა სჭირდებოდა, მაგრამ რაზე უნდა დავეჭირე? იცოდნენ, რომ გოლფს ვთამაშობდი, მაგრამ ვერ გაიაზრეს, რომ გოლფის მოთამაშის დაკავება ნარკოტიკების გამო უაზრობაა. გოლფი რეფლექტორული სპორტია და ნარკომანი ბურთსაც ვერ დაარტყამს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა