მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისრაელის ელჩი - ურთიერთობებში არაფერი შეცვლილა
ისრაელის ელჩი - ურთიერთობებში არაფერი შეცვლილა

შო­ბის დღე­ებ­ში ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის ერთ-ერთ მთა­ვარ სა­ლა­პა­რა­კო თე­მად ქარ­თველ მომ­ლოც­ველ­თა ჯგუ­ფის­თვის ის­რა­ე­ლის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ვი­ზებ­ზე უა­რის თქმა გახ­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ამ სა­კი­თხზე სამი მო­საზ­რე­ბა არ­სე­ბობს: პირ­ვე­ლი ეყ­რდნო­ბა ის­რა­ე­ლის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ მო­ნა­ცე­მებს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ვი­ზებ­ზე უა­რის თქმა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იყო ის­რა­ელ­ში არა­ლე­გა­ლუ­რად დარ­ჩე­ნილ ქარ­თველ­თა მზარ­დი რა­ო­დე­ნო­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა სხვა მო­საზ­რე­ბებს, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სა­უბ­რო­ბენ, რომ ეს ის­რა­ე­ლის ერ­თგვა­რი პა­სუ­ხია სა­ქარ­თვე­ლოს მიერ პა­ლეს­ტი­ნის­თვის გა­ე­როს დამ­კვირ­ვე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ ხმის მი­ცე­მა­ზე. ამ მოვ­ლე­ნე­ბის მე­სა­მე გან­მარ­ტე­ბა ჩვენ­მა ელჩმა ის­რა­ელ­ში, ბა­ტონ­მა არ­ჩილ კე­კე­ლი­ამ მოგ­ვა­წო­და, ეს ყო­ვე­ლი­ვე ტექ­ნი­კუ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბის თუ გა­უ­გებ­რო­ბის ბრა­ლი­აო. სი­ტუ­ა­ცი­ა­ში უკეთ გა­სარ­კვე­ვად და ამ მოვ­ლე­ნებ­ზე ამომ­წუ­რა­ვი პა­სუ­ხის მი­სა­ღე­ბად "კვი­რის პა­ლიტ­რამ" ის­რა­ე­ლის ელჩს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ბა­ტონ იუ­ვალ ფუქსს ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ ჩა­მო­არ­თვა.

- უპირ­ვე­ლე­სად, მინ­და გთხო­ვოთ ისა­უბ­როთ თე­მა­ზე, რო­მე­ლიც შო­ბის დღე­ებ­ში ყვე­ლას პირ­ზე ეკე­რა - ლა­პა­რა­კია ქარ­თველ მომ­ლოც­ველ­თა ჯგუ­ფის­თვის ის­რა­ე­ლის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ვი­ზებ­ზე უა­რის თქმა­ზე.

- ნება მი­ბო­ძეთ, თა­ვი­დან­ვე მო­გახ­სე­ნოთ, რომ ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით თა­ვი­სი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პო­ზი­ცია ის­რა­ელს ჯერ კი­დევ არ და­უ­ფიქ­სი­რე­ბია, მაგ­რამ შე­მიძ­ლია გი­თხრათ, თუ რა პო­ზი­ცია ჰქონ­და ის­რა­ელს სა­ვი­ზო სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და ის დღე­საც უც­ვლე­ლია: სა­ვი­ზო რე­ჟიმ­სა და პო­ლი­ტი­კა­ში არ მომ­ხდა­რა ცვლი­ლე­ბე­ბი, ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ პი­ლიგ­რი­მე­ბის­თვის ვი­ზე­ბის გა­ცე­მას. შე­საძ­ლოა, რა­ღაც ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და და ვინ­მეს უარი უთხრეს ვი­ზა­ზე, მაგ­რამ ნუ­რა­ვინ იფიქ­რებს, რომ ამას რა­ი­მე სა­ერ­თო აქვს სხვა პო­ლი­ტი­კურ მოვ­ლე­ნებ­თან.

- ამ შემ­თხვე­ვა­ში ლა­პა­რა­კია არა კერ­ძო ადა­მი­ან­ზე, არა­მედ ხალ­ხის ჯგუფ­ზე, რო­მელ­თაც უარი უთხრეს ის­რა­ელ­ში შეს­ვლა­ზე.

- კვლავ გა­ვი­მე­ო­რებ: ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვას სა­ერ­თო არ აქვს სხვა პო­ლი­ტი­კურ მოვ­ლე­ნებ­თან. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, თუ რას ლა­პა­რა­კო­ბენ მე­დი­ა­ში, პა­სუ­ხი ერ­თია - არა.

ჩვენ ვმუ­შა­ობთ ის­რა­ე­ლის კა­ნო­ნე­ბის თა­ნახ­მად, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ვი­ზის გა­ცე­მი­სას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებს სა­ელ­ჩო და სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, გა­სულ წელს სა­ელ­ჩომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე 3 740 ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ვიზა გას­ცა. ჯგუ­ფუ­რი ვიზა კი სხვა, საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვი პრო­ცე­დუ­რის შე­დე­გად გა­ი­ცე­მა. პრო­ცე­დუ­რა ასე­თია: ჯგუფ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტო, რო­მელ­საც კონ­ტაქ­ტი აქვს რო­მე­ლი­მე ებ­რა­ულ ტუ­რის­ტულ სა­ა­გენ­ტოს­თან, გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თავს ის­რა­ე­ლის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, ეს უკა­ნას­კნე­ლი გა­ნი­ხი­ლავს მას და სრუ­ლი უფ­ლე­ბა აქვს, არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს იგი. სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, წელს სულ და­ახ­ლო­ე­ბით 6-7 ათა­სამ­დე ქარ­თვე­ლი ტუ­რის­ტი ეწ­ვია ის­რა­ელს, თუ არ ჩავ­თვლით იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც გავ­ლით (ტრან­ზი­ტით) იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

- კი­დევ ერთხელ ჩა­გე­ძი­ე­ბით. ლა­პა­რა­კია სა­ა­გენ­ტო­ზე, რო­მე­ლიც უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, სწო­რედ ამ საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვა, თა­ნამ­შრომ­ლობს სა­პატ­რი­არ­ქოს­თან, წი­ნა­თაც ჰქო­ნია ის­რა­ე­ლის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და მსგავ­სი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა; სა­ვი­ზო გა­ნა­ცხა­დი წელ­საც იმა­ვე პრინ­ცი­პით იქნა მი­წო­დე­ბუ­ლი, რო­გორც გა­სულ წლებ­ში. ქარ­თუ­ლი სა­ა­გენ­ტო­ე­ბის მიერ შერ­ჩე­უ­ლი ხალ­ხი ძი­რი­თა­დად რე­ლი­გი­უ­რი მომ­ლოც­ვე­ლე­ბი არი­ან, რო­მელ­თაც სურ­დათ სა­შო­ბა­ოდ იე­რუ­სა­ლი­მი მო­ე­ლო­ცათ.

- დაგ­ვერ­წმუ­ნეთ, ჩვენ გვა­ხა­რებს ის­რა­ელ­ში თი­თო­ე­უ­ლი ტუ­რის­ტის, იქ­ნე­ბა ეს მომ­ლოც­ვე­ლი თუ ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, ჩა­მოს­ვლა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, გვერდს ვერ ავუვ­ლით არ­სე­ბულ პრო­ცე­დუ­რა­სა და სა­მარ­თლებ­რივ ჩარ­ჩო­ებს. ამ კვი­რას ის­რა­ელ­ში გახ­ლდით და სხვა სა­კი­თხებ­თან ერ­თად, ტუ­რიზ­მი­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ებს ვე­სა­უბ­რე გა­სულ კვი­რას მომ­ხდარ პრე­ცე­დენტზეც. ვი­სა­უბ­რეთ აგ­რეთ­ვე, რო­გორ გა­ვა­ად­ვი­ლოთ მთე­ლი ეს პრო­ცე­სი. ჯერ­ჯე­რო­ბით ყვე­ლა დე­ტა­ლი არ მაქვს. სამ­წუ­ხა­როდ, ის, რაც მოხ­და, მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ვი­გეთ. გა­საკ­ვი­რია, მაგ­რამ ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენ­თვის დღემ­დე არც ერთ ტუ­რის­ტულ სა­ა­გენ­ტოს არ მო­უ­მარ­თავს. და­სა­ნა­ნია, რომ სა­ა­გენ­ტო­ებ­მა, რო­მელ­თა­ნაც წლე­ბია, გვაქვს კონ­ტაქ­ტი და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი, სა­ჭი­როდ არ მი­იჩ­ნი­ეს, ჩვენ­თვის მო­ე­მარ­თათ. ჩვენ აქ იმი­ტომ ვართ, რომ მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბი მო­ვაგ­ვა­როთ, რომ ასეთ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ფუძ­ვე­ლი არ ჰქონ­დეს ნე­ბის­მი­ერ სპე­კუ­ლა­ცი­ას, ახლა ვარ­კვევთ ამ სა­კი­თხე­ბის დე­ტა­ლებს. მალე შევ­ხვდე­ბი აქა­ურ ტუ­რის­ტულ სა­ა­გენ­ტო­ებს, რათა უკეთ გა­ვარ­კვიო ისი­ნი არ­სე­ბულ პრო­ცე­დუ­რებ­ში. ასე­ვე ვა­პი­რებ შევ­ხვდე სა­პატ­რი­არ­ქოს წარ­მო­მად­გენ­ლებს, რათა ეს პრო­ცე­სი უფრო გა­ვა­ი­ო­ლოთ.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

იხი­ლეთ ვი­დეო

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

ისრაელის ელჩი - ურთიერთობებში არაფერი შეცვლილა

ისრაელის ელჩი - ურთიერთობებში არაფერი შეცვლილა

შობის დღეებში ქართველი საზოგადოებისათვის ერთ-ერთ მთავარ სალაპარაკო თემად ქართველ მომლოცველთა ჯგუფისთვის ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ვიზებზე უარის თქმა გახდა. საზოგადოებაში ამ საკითხზე სამი მოსაზრება არსებობს: პირველი ეყრდნობა ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც ვიზებზე უარის თქმა განპირობებული იყო ისრაელში არალეგალურად დარჩენილ ქართველთა მზარდი რაოდენობით. რაც შეეხება სხვა მოსაზრებებს, საზოგადოებაში საუბრობენ, რომ ეს ისრაელის ერთგვარი პასუხია საქართველოს მიერ პალესტინისთვის გაეროს დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ ხმის მიცემაზე. ამ მოვლენების მესამე განმარტება ჩვენმა ელჩმა ისრაელში, ბატონმა არჩილ კეკელიამ მოგვაწოდა, ეს ყოველივე ტექნიკური სირთულეების თუ გაუგებრობის ბრალიაო. სიტუაციაში უკეთ გასარკვევად და ამ მოვლენებზე ამომწურავი პასუხის მისაღებად "კვირის პალიტრამ" ისრაელის ელჩს საქართველოში, ბატონ იუვალ ფუქსს ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა.

- უპირველესად, მინდა გთხოვოთ ისაუბროთ თემაზე, რომელიც შობის დღეებში ყველას პირზე ეკერა - ლაპარაკია ქართველ მომლოცველთა ჯგუფისთვის ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ვიზებზე უარის თქმაზე.

- ნება მიბოძეთ, თავიდანვე მოგახსენოთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი ოფიციალური პოზიცია ისრაელს ჯერ კიდევ არ დაუფიქსირებია, მაგრამ შემიძლია გითხრათ, თუ რა პოზიცია ჰქონდა ისრაელს სავიზო საკითხებთან დაკავშირებით და ის დღესაც უცვლელია: სავიზო რეჟიმსა და პოლიტიკაში არ მომხდარა ცვლილებები, ჩვენ ვაგრძელებთ პილიგრიმებისთვის ვიზების გაცემას. შესაძლოა, რაღაც ინციდენტი მოხდა და ვინმეს უარი უთხრეს ვიზაზე, მაგრამ ნურავინ იფიქრებს, რომ ამას რაიმე საერთო აქვს სხვა პოლიტიკურ მოვლენებთან.

- ამ შემთხვევაში ლაპარაკია არა კერძო ადამიანზე, არამედ ხალხის ჯგუფზე, რომელთაც უარი უთხრეს ისრაელში შესვლაზე.

- კვლავ გავიმეორებ: ამ კონკრეტულ შემთხვევას საერთო არ აქვს სხვა პოლიტიკურ მოვლენებთან. მიუხედავად იმისა, თუ რას ლაპარაკობენ მედიაში, პასუხი ერთია - არა.

ჩვენ ვმუშაობთ ისრაელის კანონების თანახმად, სადაც ნათქვამია, რომ ინდივიდუალური ვიზის გაცემისას გადაწყვეტილებას იღებს საელჩო და სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს საელჩომ საქართველოს მოქალაქეებზე 3 740 ინდივიდუალური ვიზა გასცა. ჯგუფური ვიზა კი სხვა, საკმაოდ მარტივი პროცედურის შედეგად გაიცემა. პროცედურა ასეთია: ჯგუფზე პასუხისმგებელი ტურისტული სააგენტო, რომელსაც კონტაქტი აქვს რომელიმე ებრაულ ტურისტულ სააგენტოსთან, განცხადებით მიმართავს ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეს უკანასკნელი განიხილავს მას და სრული უფლება აქვს, არ დააკმაყოფილოს იგი. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, წელს სულ დაახლოებით 6-7 ათასამდე ქართველი ტურისტი ეწვია ისრაელს, თუ არ ჩავთვლით იმ ადამიანებს, რომლებიც გავლით (ტრანზიტით) იმყოფებოდნენ.

- კიდევ ერთხელ ჩაგეძიებით. ლაპარაკია სააგენტოზე, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, სწორედ ამ საქმიანობას ეწევა, თანამშრომლობს საპატრიარქოსთან, წინათაც ჰქონია ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ურთიერთობა და მსგავსი არაფერი მომხდარა; სავიზო განაცხადი წელსაც იმავე პრინციპით იქნა მიწოდებული, როგორც გასულ წლებში. ქართული სააგენტოების მიერ შერჩეული ხალხი ძირითადად რელიგიური მომლოცველები არიან, რომელთაც სურდათ საშობაოდ იერუსალიმი მოელოცათ.

- დაგვერწმუნეთ, ჩვენ გვახარებს ისრაელში თითოეული ტურისტის, იქნება ეს მომლოცველი თუ ღირსშესანიშნაობებით დაინტერესებული, ჩამოსვლა. მიუხედავად ამისა, გვერდს ვერ ავუვლით არსებულ პროცედურასა და სამართლებრივ ჩარჩოებს. ამ კვირას ისრაელში გახლდით და სხვა საკითხებთან ერთად, ტურიზმისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს ვესაუბრე გასულ კვირას მომხდარ პრეცედენტზეც. ვისაუბრეთ აგრეთვე, როგორ გავაადვილოთ მთელი ეს პროცესი. ჯერჯერობით ყველა დეტალი არ მაქვს. სამწუხაროდ, ის, რაც მოხდა, მედიის საშუალებით გავიგეთ. გასაკვირია, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენთვის დღემდე არც ერთ ტურისტულ სააგენტოს არ მოუმართავს. დასანანია, რომ სააგენტოებმა, რომელთანაც წლებია, გვაქვს კონტაქტი და კონსულტაციები, საჭიროდ არ მიიჩნიეს, ჩვენთვის მოემართათ. ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ მსგავსი პრობლემები მოვაგვაროთ, რომ ასეთ საკითხებთან დაკავშირებით საფუძველი არ ჰქონდეს ნებისმიერ სპეკულაციას, ახლა ვარკვევთ ამ საკითხების დეტალებს. მალე შევხვდები აქაურ ტურისტულ სააგენტოებს, რათა უკეთ გავარკვიო ისინი არსებულ პროცედურებში. ასევე ვაპირებ შევხვდე საპატრიარქოს წარმომადგენლებს, რათა ეს პროცესი უფრო გავაიოლოთ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა