მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ინციდენტი შეემთხვა სალომე შარვაძეს პატრულთან
რა ინციდენტი შეემთხვა სალომე შარვაძეს პატრულთან

მსა­ხი­ო­ბი სა­ლო­მე შარ­ვა­ძე წი­ნა­სა­ა­ხალ­წლოდ ფილმ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლის ქორ­წი­ლის" გა­და­ღე­ბე­ბით იმ­დე­ნად იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, რომ სახ­ლში ნაძ­ვის ხის მორ­თვაც ძლივს მო­ას­წრო. ფილ­მის შე­სა­ხებ ბევ­რი არა­ფე­რი გაგ­ვიმ­ხი­ლა, მხო­ლოდ ის გვი­თხრა, რომ მისი გმი­რი ქმარ­თან ერ­თად ავა­რი­ა­ში მოყ­ვე­ბა... თუმ­ცა ამ ახალ წელს მის საქ­მი­ა­ნო­ბას რე­ა­ლუ­რად შე­ე­წი­რა შვი­ლის - მარ­თას თოვ­ლის ბა­ბუა, რომ­ლის გა­მო­ძა­ხე­ბაც მო­უც­ლე­ლო­ბის გამო ვერ მო­ა­ხერ­ხეს და ქმრის მან­ქა­ნა, რო­მე­ლიც პატ­რულ­მა ჩა­მო­არ­თვა.

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, დე­კემ­ბრის ბოლო დღე­ებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ფილმ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლის ქორ­წი­ლის" გა­და­ღე­ბე­ბი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში ვმუ­შა­ობ­დით, ამი­ტომ მომ­ზა­დე­ბის­თვის ვერ მო­ვი­ცა­ლე. რო­გორც წესი, ნაძ­ვის ხეს ადრე, დე­კემ­ბრის შუა რი­ცხვებ­ში ვდგამ ხოლ­მე, მაგ­რამ წელს გვი­ან ძლივს მო­ვა­ხერ­ხე მორ­თვა. კი­დევ კარ­გი, რომ სა­ყი­დე­ლი მა­ინც არ მქონ­და. სამი წლის წინ ახა­ლი ნაძ­ვის ხის შე­ძე­ნა მინ­დო­და, ბევ­რი ვი­ა­რე მა­ღა­ზი­ებ­ში, მაგ­რამ ვერ შე­ვარ­ჩიე. 31 დე­კემ­ბრის სა­ღა­მო იყო და ჯერ ნაძ­ვის ხე არც ნა­ყი­დი მქონ­და და შე­სა­ბა­მი­სად, არც აწყო­ბი­ლი. სას­წრა­ფოდ გავ­ვარ­დი მა­ღა­ზი­ა­ში და სახ­ლში ის ნაძ­ვის ხე მო­ვი­ტა­ნე, რო­მე­ლიც ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მომ­წონ­და, ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვფიქ­რობ­დი, ღირ­და თუ არა მისი ყიდ­ვა და სა­ბო­ლო­ოდ არ­ჩე­ვა­ნი ისევ მას­ზე შე­ვა­ჩე­რე. წელს მე და მარ­თამ ორი ნაძ­ვის ხე მოვ­რთეთ, ერთი ჩვენს სახ­ლში, მე­ო­რე - დე­და­ჩემ­თან. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბავ­შვო­ბა­ში ჩემი ნაძ­ვის ხე სულ ფე­რა­დი სა­თა­მა­შო­ე­ბით იყო მორ­თუ­ლი, მა­ინც არ მიყ­ვარს მისი აჭ­რე­ლე­ბა. ამ­ჯე­რად მე და მარ­თამ არ­ჩე­ვა­ნი ოქ­როს­ფერ­ზე შე­ვა­ჩე­რეთ, თუმ­ცა წი­თე­ლიც ძა­ლი­ან მომ­წონს.

ჩემი დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კის გამო ბავ­შვი ძი­რი­თა­დად დე­დას­თან იყო, მას მიჰ­ყავ­და ბაღ­ში, მა­მა­ჩე­მი კი წა­მო­საყ­ვა­ნად აკი­თხავ­და, მე მხო­ლოდ სა­ღა­მოს, ძი­ლის წინ ვა­ხერ­ხებ­დი მის ნახ­ვას. 26 დე­კემ­ბერს ჩემს გო­გო­ნას ბაღ­ში ზე­ი­მი ჰქონ­და, სა­ა­ხალ­წლო ზღა­პარ­ში ერთ-ერთი მთა­ვა­რი გმი­რი გა­ნა­სა­ხი­ე­რა, უნდა გე­ნა­ხათ, რამ­დე­ნად სე­რი­ო­ზუ­ლად ეკი­დე­ბო­და ამ საქ­მეს, ღამე ტექ­სტებ­საც კი ბო­დავ­და (იღი­მის). ყო­ველ ახალ წელს მარ­თას­თვის თოვ­ლის ბა­ბუ­ას ვი­ძა­ხებ­დით, მაგ­რამ წელს მხო­ლოდ ბა­ღის თოვ­ლის ბა­ბუ­ას დავ­ჯერ­დით, რად­გან დრო არ გვქონ­და, თუმ­ცა უსა­ჩუქ­როდ მა­ინც არ დაგ­ვი­ტო­ვე­ბია. ჩემი ქმრის ძმის­შვილს და­ა­წე­რი­ნა წე­რი­ლი, სა­დაც თოვ­ლის ბა­ბუ­ას ქალ­თევ­ზა­სა და კონ­კი­ას ფორ­მას სთხოვ­და, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ქალ­თევ­ზას ფორ­მის მო­ძი­ე­ბა გა­მი­ჭირ­დე­ბო­და, ვთხო­ვე სურ­ვი­ლი შე­ეც­ვა­ლა, პრინ­ცე­სას ჭურ­ჭე­ლი ისურ­ვა და მი­ი­ღო კი­დეც.

- ახა­ლი წელი მეკვლის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ალ­ბათ თქვენს ოჯახ­შიც მი­ღე­ბუ­ლია ეს ტრა­დი­ცია...

- რა თქმა უნდა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ნამ­დვი­ლი მეკვლე­ო­ბა ბარ­ბა­რო­ბა­საა, ამი­ტომ 17 დე­კემ­ბერ­სა და ახა­ლი წლის ღა­მეს ერთი და იგი­ვე პი­როვ­ნე­ბა გახ­ლდათ ჩვე­ნი მეკვლე. ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლის ბავ­შვს ისე­თი ფეხი აქვს, სა­დაც შე­დის, იმ ოჯა­ხის წევ­რი აუ­ცი­ლებ­ლად ქორ­წინ­დე­ბა, უნდა ნა­ხოთ, სია აქვს ჩა­მო­წე­რი­ლი, ახა­ლი წლის ღა­მეს სად უნდა მი­ვი­დეს. სხვა­თა შო­რის, იმ წელს, როცა გავ­თხოვ­დი, სწო­რედ ის იყო ჩვე­ნი მეკვლე, არა­და სპე­ცი­ა­ლუ­რად არ დაგ­ვი­პა­ტი­ჟე­ბია. 31 დე­კემ­ბრის ღა­მეს გვი­ან ვბრუნ­დე­ბო­დი სახ­ლში, გვერ­დიგ­ვერდ ვცხოვ­რობთ, გზა­ში შემ­ხვდა, ჩემ­გან რა­ღაც უნდა წა­ე­ღო და გა­მომ­ყვა, სახ­ლში რომ შე­მო­ვი­და, მერე გა­მახ­სენ­და მისი "ფე­ხის" ამ­ბა­ვი და ვუ­თხა­რი, აბა ვნა­ხოთ, თუ ამარ­თლებს შენი მეკვლე­ო­ბა-მეთ­ქი. ასეთ რა­ღა­ცებს დიდ ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევ, მაგ­რამ ერთ თვე­ში მარ­თლაც გავ­თხოვ­დი, შემ­დეგ წელს ისევ ლიკა იყო ჩვე­ნი მეკვლე და ჩემი ძმა და­ქორ­წინ­და (იღი­მის).

- გარ­და სა­ცი­ვი­სა და გო­ზი­ნა­ყი­სა, რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბულ, შე­ნე­ულ კერძს თუ ამ­ზა­დებ სა­ა­ხალ­წლო სუფ­რის­თვის?

- რო­გორც ყვე­ლა ქარ­თულ ოჯახ­ში, ჩვენ­თა­ნაც მზად­დე­ბა გო­ზი­ნა­ყი და სა­ცი­ვი, მაგ­რამ წელს ჩემი გრა­ფი­კის გამო ვერ მო­ვას­წა­რი, გო­ზი­ნა­ყი დე­დამ გა­მი­კე­თა. ახალ წელს ნა­ყი­დი სა­დი­ლით არას­დროს ვა­წყობ სუფ­რას, სახ­ლში სხვი­სი გამ­ზა­დე­ბუ­ლი საჭ­მე­ლი არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­მაქვს. როცა დრო მაქვს და ვამ­ზა­დებ, ყვე­ლა­ფე­რი გემ­რი­ე­ლი გა­მომ­დის. სა­ცი­ვის გა­კე­თე­ბა არ მიც­დია, მაგ­რამ სხვა სა­დღე­სას­წა­უ­ლო კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბას სა­კუ­თარ თავ­ზე ვი­ღებ და შე­ქე­ბა­საც ვიმ­სა­ხუ­რებ. შარ­შან, 2012 წლის დამ­დეგს, სტუმ­რე­ბი მყავ­და და­პა­ტი­ჟე­ბუ­ლი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სამ­ზა­დი­სიც ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი გა­ვა­ჩა­ღეთ, უამ­რა­ვი კერ­ძი გა­ვა­კე­თე, ძა­ლი­ან კი და­ვი­ღა­ლე, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი დრო­უ­ლად მო­ვას­წა­რი, მარ­თლა კარ­გი დრო გა­ვა­ტა­რეთ, მაგ­რამ ალ­ბათ მა­ინც ჯო­ბია, სტუმ­რად წახ­ვი­დე (იცი­ნის). რაც შე­ე­ხე­ბა კერ­ძე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას, ერთ სა­ი­დუმ­ლოს გა­გიმ­ხელთ, რო­დე­საც ვერ ვას­წრებ ბევ­რნა­ი­რი კერ­ძის გა­კე­თე­ბას, ასეთ ხერ­ხს მივ­მარ­თავ, ვამ­ზა­დებ ათას­გვარ დე­სერტს, მა­გა­ლი­თად, ბა­ნანს შო­კო­ლა­დით: გაფრ­ცქვნილ ბა­ნანს ვას­ხამ ცხელ შო­კო­ლადს და ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლია, ასე­ვე კარ­გია ბა­ნა­ნი ნიგვზე­ბით და ა. შ. ასე­თი რა­ღა­ცე­ბით სუფ­რა ლა­მაზ­დე­ბა, ივ­სე­ბა და სტუმ­რე­ბიც კმა­ყო­ფილ­ნი რჩე­ბი­ან (იცი­ნის).

- სა­ა­ხალ­წლოდ სურ­სათ-სა­ნო­ვა­გის მო­მა­რა­გე­ბა სა­კუ­თარ თავ­ზე გაქვს აღე­ბუ­ლი?

- კი, ძა­ლი­ან მიყ­ვარს ეს პრო­ცე­სი, როცა დრო მქონ­და, წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო დღე­ებ­ში დავ­დი­ო­დი ხოლ­მე სა­ყიდ­ლებ­ზე, თუმ­ცა ისე­თი შემ­თხვე­ვაც მახ­სენ­დე­ბა, როცა 31 დე­კემ­ბერს წავ­სულ­ვარ მო­სა­მა­რა­გებ­ლად. ხში­რად ხალ­ხი და­ნა­ზოგს აკე­თებს და სა­ა­ხალ­წლო ფას­დაკ­ლე­ბებ­ზე ბევრ სა­ჭი­რო ნივთს იძენს, მე კი, სამ­წუ­ხა­როდ, ასე არ ვარ, ძა­ლი­ან სულსწრა­ფი გახ­ლა­ვართ, რა­ღაც რომ მო­მე­წო­ნე­ბა, მა­შინ­ვე უნდა ვი­ყი­დო, რომ ვი­ცო­დე, ხვალ ნა­ხე­ვარ ფა­სად შევ­ძლებ შე­ძე­ნას, შე­იძ­ლე­ბა არც და­ვე­ლო­დო.

- ახა­ლი წლის ღა­მეს ყო­ველ­თვის ახალ სა­მოსს იც­ვამ?

- კი. სხვა­თა შო­რის, ჩემს მე­გო­ბარს აქვს ფრან­გუ­ლი მა­ღა­ზია და სა­ა­ხალ­წლოდ კა­ბე­ბით მა­სა­ჩუქ­რებს ხოლ­მე, ამ მხრივ გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი ვარ, ფილმშიც მისი ნა­ჩუ­ქა­რი კაბა მაც­ვია. უკვე წლე­ბია, ტრა­დი­ცი­ად მაქვს დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი, რომ ახა­ლი წლის ღა­მეს ყვე­ლა­ფე­რი ახა­ლი უნდა მეც­ვას და ამ მხრივ არც წლე­ვან­დე­ლი წელი ყო­ფი­ლა გა­მო­ნაკ­ლი­სი. წელს ჩემი ჩაც­მუ­ლო­ბის გარ­და კი­დევ ერთი საზ­რუ­ნა­ვი მო­მე­მა­ტა - მარ­თას სა­ზე­ი­მო კაბა. ბაღ­ში გა­მაფრ­თხი­ლეს, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უნდა სცმო­და, თუმ­ცა რომც არ ეთ­ქვათ, თვი­თონ მარ­თა არ მომ­ცემ­და იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ რა­ი­მე ური­გოდ ჰქო­ნო­და.

- სა­ზღვარ­გა­რეთ თუ შეხ­ვედ­რი­ხარ ახალ წელს?

- არა და სურ­ვი­ლიც არ მქო­ნია. მარ­თა რომ გა­იზ­რდე­ბა, ერთ ახალ წელს აუ­ცი­ლებ­ლად რო­მე­ლი­მე უცხო ქვე­ყა­ნა­ში შევ­ხვდე­ბი. 2013 წლის შე­სახ­ვედ­რა­დაც დამ­პა­ტი­ჟა მე­გო­ბარ­მა საფ­რან­გეთ­ში, მაგ­რამ ვერ წა­ვე­დი, გა­და­ღე­ბე­ბი მქონ­და და თან, სი­მარ­თლე გი­თხრათ, დი­დად არც მინ­დო­და ამ დღე­სას­წა­უ­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბის გა­რე­შე გა­ტა­რე­ბა. ასეთ დროს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად შვი­ლი მე­ნატ­რე­ბა ხოლ­მე.

- ახალ წელს ყო­ველ­თვის სახ­ლში ხვდე­ბი?

- არა, ყო­ფი­ლა ისე­თი ახა­ლი წე­ლიც, როცა კლუბ­ში შევ­ხვედ­რი­ვარ, მაგ­რამ შარ­შან არ­სად წას­ვლა არ მო­ვინ­დო­მე, 31 დე­კემ­ბრის ღა­მეს პირ­ველ სა­ათ­ზე უკვე მე­ძი­ნა, ვერ ვი­ყა­ვი კარგ გან­წყო­ბა­ზე და და­ვი­ძი­ნე. ერთ ახალ წელს ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი, დიდი მუ­ცე­ლი მქონ­და და გა­დავ­წყვი­ტე, სა­კუ­თარ თავ­ზე ამე­ღო იმ გა­რე­მო­სა და სი­ტუ­ა­ცი­ის შერ­ჩე­ვა, სა­დაც მე­გობ­რე­ბი ამ დღე­სას­წა­ულს შევხდე­ბო­დით. ჩემი მე­გო­ბა­რი ქმარ­თან ერ­თად პა­რი­ზი­დან ჩა­მო­დი­ო­და ახა­ლი წლის შე­სახ­ვედ­რად და გა­დავ­წყვი­ტე მათ­თვის სა­უ­კე­თე­სო მას­პინ­ძლო­ბა გა­მე­წია. ქა­ლაქ­გა­რეთ დავ­ჯავ­შნე მა­გა­რი რეს­ტო­რა­ნი და კმა­ყო­ფი­ლი და­ვე­ლო­დე 31 დე­კემ­ბერს, მაგ­რამ ისე მო­ი­ყი­ნა გზა, ძლივს მი­ვაღ­წი­ეთ და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლამ­დე, შე­ვე­დით და "სა­ო­ცა­რი" სი­ტუ­ა­ცია დაგ­ვხვდა: არც მუ­სი­კა იყო ნორ­მა­ლუ­რი, არც სუფ­რა, არა­ფე­რი ხდე­ბო­და, არა­და მა­ნამ­დე მე­გობ­რე­ბის­თვის ნათ­ქვა­მი მქონ­და, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ ღა­მის­თვის შე­სა­ნიშ­ნა­ვი ად­გი­ლი შე­ვარ­ჩიე. შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის გამო მე­გობ­რებ­მა ისე­თი თვა­ლე­ბით გად­მომ­ხე­დეს, ორ­სუ­ლად რომ არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ალ­ბათ მომ­კლავ­დნენ, მაგ­რამ აშ­კა­რად მუ­ცელ­მა გა­და­მარ­ჩი­ნა.

- 12 სა­ათ­ზე სურ­ვი­ლის ჩა­ფიქ­რე­ბა გჩ­ვე­ვია?

- კი. გა­მი­გია, ფურ­ცელ­ზე სურ­ვი­ლი უნდა და­წე­რო, დაწ­ვა, ფერ­ფლი შამ­პა­ნურ­ში ჩა­ყა­რო და და­ლიო. მარ­თა­ლია, სა­ში­ნე­ლე­ბაა, მაგ­რამ და­მი­ლე­ვია, ოღონდ მერე და­მა­ვი­წყდა რა ვი­ნატ­რე და შე­სა­ბა­მი­სად, იმა­საც ვერ გე­ტყვით, ამის­რულ­და თუ არა ჩა­ნა­ფიქ­რი (იღი­მე­ბა).

- წელს სახ­ლში ვე­რა­ფე­რი რომ ვერ მო­ამ­ზა­დე, მე­უღ­ლე არ გა­გი­ნა­წყენ­და?

- არა, ნე­ტავ იცო­დეთ, რო­გორ მი­წყობს ხელს ყვე­ლა­ფერ­ში, მარ­თლა ყვე­ლა­ნა­ი­რად მხარ­ში მიდ­გას, რომ ჩემი საქ­მე კარ­გად გა­ვა­კე­თო. გა­და­ღე­ბე­ბის დროს სულ აქეთ-იქით დავ­ყავ­დი, ად­ვი­ლი არ არის როლ­თან ერ­თად ჩაც­მუ­ლო­ბას და ვი­ზუ­ალ­ზეც იფიქ­რო. სხვა­თა შო­რის, დე­კემ­ბრის ერთ-ერთ სუს­ხი­ან ღა­მეს პატ­რულ­მა მან­ქა­ნა წაგ­ვარ­თვა და ღა­მის სამ სა­ათ­ზე, პარ­კე­ბი­თა და გა­და­ღე­ბის­თვის სა­ჭი­რო კოს­ტი­უ­მე­ბი­თურთ, ქუ­ჩა­ში დაგვტო­ვა. ჯა­რი­მის გა­დახ­და დაგ­ვა­ვი­წყდა, არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბა და დაგვტო­ვეს ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­რე­შე, მაგ­რამ რას ვი­ზამ­დით?! სახ­ლში ტაქ­სით წა­ვე­დით... მე­ო­რე დღეს კი გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ მან­ქა­ნა, მაგ­რამ იმ მო­მენ­ტში ძა­ლი­ან გავ­ბრაზ­დი, ადრე ჭრი­და მსა­ხი­ო­ბო­ბა, მაგ­რამ ახლა არა­ფერ­მა გვიშ­ვე­ლა, რაც ალ­ბათ პატ­რუ­ლის ხა­რის­ხი­ან მუ­შა­ო­ბა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს. ახლა ძვე­ლით ახა­ლი წლის­თვის ვემ­ზა­დე­ბი, 13 იან­ვრის ღამე უფრო სა­ზე­ი­მოდ აღი­ნიშ­ნე­ბა ჩვენს ოჯახ­ში, რად­გან ამ დროს უფრო მეტი დრო მაქვს მო­სამ­ზა­დებ­ლად და მეც ძალ-ღო­ნეს არ ვი­შუ­რებ (იღი­მის).

ციცი ომა­ნი­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

რა ინციდენტი შეემთხვა სალომე შარვაძეს პატრულთან

რა ინციდენტი შეემთხვა სალომე შარვაძეს პატრულთან

მსახიობი სალომე შარვაძე წინასაახალწლოდ ფილმ "ჩემი ცოლის დაქალის ქორწილის" გადაღებებით იმდენად იყო დაკავებული, რომ სახლში ნაძვის ხის მორთვაც ძლივს მოასწრო. ფილმის შესახებ ბევრი არაფერი გაგვიმხილა, მხოლოდ ის გვითხრა, რომ მისი გმირი ქმართან ერთად ავარიაში მოყვება... თუმცა ამ ახალ წელს მის საქმიანობას რეალურად შეეწირა შვილის - მართას თოვლის ბაბუა, რომლის გამოძახებაც მოუცლელობის გამო ვერ მოახერხეს და ქმრის მანქანა, რომელიც პატრულმა ჩამოართვა.

- მოგეხსენებათ, დეკემბრის ბოლო დღეებში მიმდინარეობდა ფილმ "ჩემი ცოლის დაქალის ქორწილის" გადაღებები, შეიძლება ითქვას, რომ 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობდით, ამიტომ მომზადებისთვის ვერ მოვიცალე. როგორც წესი, ნაძვის ხეს ადრე, დეკემბრის შუა რიცხვებში ვდგამ ხოლმე, მაგრამ წელს გვიან ძლივს მოვახერხე მორთვა. კიდევ კარგი, რომ საყიდელი მაინც არ მქონდა. სამი წლის წინ ახალი ნაძვის ხის შეძენა მინდოდა, ბევრი ვიარე მაღაზიებში, მაგრამ ვერ შევარჩიე. 31 დეკემბრის საღამო იყო და ჯერ ნაძვის ხე არც ნაყიდი მქონდა და შესაბამისად, არც აწყობილი. სასწრაფოდ გავვარდი მაღაზიაში და სახლში ის ნაძვის ხე მოვიტანე, რომელიც ერთი თვის განმავლობაში მომწონდა, ამ ხნის განმავლობაში ვფიქრობდი, ღირდა თუ არა მისი ყიდვა და საბოლოოდ არჩევანი ისევ მასზე შევაჩერე. წელს მე და მართამ ორი ნაძვის ხე მოვრთეთ, ერთი ჩვენს სახლში, მეორე - დედაჩემთან. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში ჩემი ნაძვის ხე სულ ფერადი სათამაშოებით იყო მორთული, მაინც არ მიყვარს მისი აჭრელება. ამჯერად მე და მართამ არჩევანი ოქროსფერზე შევაჩერეთ, თუმცა წითელიც ძალიან მომწონს.

ჩემი დატვირთული გრაფიკის გამო ბავშვი ძირითადად დედასთან იყო, მას მიჰყავდა ბაღში, მამაჩემი კი წამოსაყვანად აკითხავდა, მე მხოლოდ საღამოს, ძილის წინ ვახერხებდი მის ნახვას. 26 დეკემბერს ჩემს გოგონას ბაღში ზეიმი ჰქონდა, საახალწლო ზღაპარში ერთ-ერთი მთავარი გმირი განასახიერა, უნდა გენახათ, რამდენად სერიოზულად ეკიდებოდა ამ საქმეს, ღამე ტექსტებსაც კი ბოდავდა (იღიმის). ყოველ ახალ წელს მართასთვის თოვლის ბაბუას ვიძახებდით, მაგრამ წელს მხოლოდ ბაღის თოვლის ბაბუას დავჯერდით, რადგან დრო არ გვქონდა, თუმცა უსაჩუქროდ მაინც არ დაგვიტოვებია. ჩემი ქმრის ძმისშვილს დააწერინა წერილი, სადაც თოვლის ბაბუას ქალთევზასა და კონკიას ფორმას სთხოვდა, იქიდან გამომდინარე, რომ ქალთევზას ფორმის მოძიება გამიჭირდებოდა, ვთხოვე სურვილი შეეცვალა, პრინცესას ჭურჭელი ისურვა და მიიღო კიდეც.

- ახალი წელი მეკვლის გარეშე წარმოუდგენელია, ალბათ თქვენს ოჯახშიც მიღებულია ეს ტრადიცია...

- რა თქმა უნდა. მოგეხსენებათ, ნამდვილი მეკვლეობა ბარბარობასაა, ამიტომ 17 დეკემბერსა და ახალი წლის ღამეს ერთი და იგივე პიროვნება გახლდათ ჩვენი მეკვლე. ჩემი ბიძაშვილის ბავშვს ისეთი ფეხი აქვს, სადაც შედის, იმ ოჯახის წევრი აუცილებლად ქორწინდება, უნდა ნახოთ, სია აქვს ჩამოწერილი, ახალი წლის ღამეს სად უნდა მივიდეს. სხვათა შორის, იმ წელს, როცა გავთხოვდი, სწორედ ის იყო ჩვენი მეკვლე, არადა სპეციალურად არ დაგვიპატიჟებია. 31 დეკემბრის ღამეს გვიან ვბრუნდებოდი სახლში, გვერდიგვერდ ვცხოვრობთ, გზაში შემხვდა, ჩემგან რაღაც უნდა წაეღო და გამომყვა, სახლში რომ შემოვიდა, მერე გამახსენდა მისი "ფეხის" ამბავი და ვუთხარი, აბა ვნახოთ, თუ ამართლებს შენი მეკვლეობა-მეთქი. ასეთ რაღაცებს დიდ ყურადღებას არ ვაქცევ, მაგრამ ერთ თვეში მართლაც გავთხოვდი, შემდეგ წელს ისევ ლიკა იყო ჩვენი მეკვლე და ჩემი ძმა დაქორწინდა (იღიმის).

- გარდა საცივისა და გოზინაყისა, რაიმე განსაკუთრებულ, შენეულ კერძს თუ ამზადებ საახალწლო სუფრისთვის?

- როგორც ყველა ქართულ ოჯახში, ჩვენთანაც მზადდება გოზინაყი და საცივი, მაგრამ წელს ჩემი გრაფიკის გამო ვერ მოვასწარი, გოზინაყი დედამ გამიკეთა. ახალ წელს ნაყიდი სადილით არასდროს ვაწყობ სუფრას, სახლში სხვისი გამზადებული საჭმელი არავითარ შემთხვევაში არ შემაქვს. როცა დრო მაქვს და ვამზადებ, ყველაფერი გემრიელი გამომდის. საცივის გაკეთება არ მიცდია, მაგრამ სხვა სადღესასწაულო კერძების მომზადებას საკუთარ თავზე ვიღებ და შექებასაც ვიმსახურებ. შარშან, 2012 წლის დამდეგს, სტუმრები მყავდა დაპატიჟებული, რასაკვირველია, სამზადისიც ძალიან სერიოზული გავაჩაღეთ, უამრავი კერძი გავაკეთე, ძალიან კი დავიღალე, მაგრამ ყველაფერი დროულად მოვასწარი, მართლა კარგი დრო გავატარეთ, მაგრამ ალბათ მაინც ჯობია, სტუმრად წახვიდე (იცინის). რაც შეეხება კერძების მრავალფეროვნებას, ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, როდესაც ვერ ვასწრებ ბევრნაირი კერძის გაკეთებას, ასეთ ხერხს მივმართავ, ვამზადებ ათასგვარ დესერტს, მაგალითად, ბანანს შოკოლადით: გაფრცქვნილ ბანანს ვასხამ ცხელ შოკოლადს და ძალიან გემრიელია, ასევე კარგია ბანანი ნიგვზებით და ა. შ. ასეთი რაღაცებით სუფრა ლამაზდება, ივსება და სტუმრებიც კმაყოფილნი რჩებიან (იცინის).

- საახალწლოდ სურსათ-სანოვაგის მომარაგება საკუთარ თავზე გაქვს აღებული?

- კი, ძალიან მიყვარს ეს პროცესი, როცა დრო მქონდა, წინასაახალწლო დღეებში დავდიოდი ხოლმე საყიდლებზე, თუმცა ისეთი შემთხვევაც მახსენდება, როცა 31 დეკემბერს წავსულვარ მოსამარაგებლად. ხშირად ხალხი დანაზოგს აკეთებს და საახალწლო ფასდაკლებებზე ბევრ საჭირო ნივთს იძენს, მე კი, სამწუხაროდ, ასე არ ვარ, ძალიან სულსწრაფი გახლავართ, რაღაც რომ მომეწონება, მაშინვე უნდა ვიყიდო, რომ ვიცოდე, ხვალ ნახევარ ფასად შევძლებ შეძენას, შეიძლება არც დაველოდო.

- ახალი წლის ღამეს ყოველთვის ახალ სამოსს იცვამ?

- კი. სხვათა შორის, ჩემს მეგობარს აქვს ფრანგული მაღაზია და საახალწლოდ კაბებით მასაჩუქრებს ხოლმე, ამ მხრივ განებივრებული ვარ, ფილმშიც მისი ნაჩუქარი კაბა მაცვია. უკვე წლებია, ტრადიციად მაქვს დამკვიდრებული, რომ ახალი წლის ღამეს ყველაფერი ახალი უნდა მეცვას და ამ მხრივ არც წლევანდელი წელი ყოფილა გამონაკლისი. წელს ჩემი ჩაცმულობის გარდა კიდევ ერთი საზრუნავი მომემატა - მართას საზეიმო კაბა. ბაღში გამაფრთხილეს, რომ განსაკუთრებულად უნდა სცმოდა, თუმცა რომც არ ეთქვათ, თვითონ მართა არ მომცემდა იმის საშუალებას, რომ რაიმე ურიგოდ ჰქონოდა.

- საზღვარგარეთ თუ შეხვედრიხარ ახალ წელს?

- არა და სურვილიც არ მქონია. მართა რომ გაიზრდება, ერთ ახალ წელს აუცილებლად რომელიმე უცხო ქვეყანაში შევხვდები. 2013 წლის შესახვედრადაც დამპატიჟა მეგობარმა საფრანგეთში, მაგრამ ვერ წავედი, გადაღებები მქონდა და თან, სიმართლე გითხრათ, დიდად არც მინდოდა ამ დღესასწაულის ოჯახის წევრების გარეშე გატარება. ასეთ დროს განსაკუთრებულად შვილი მენატრება ხოლმე.

- ახალ წელს ყოველთვის სახლში ხვდები?

- არა, ყოფილა ისეთი ახალი წელიც, როცა კლუბში შევხვედრივარ, მაგრამ შარშან არსად წასვლა არ მოვინდომე, 31 დეკემბრის ღამეს პირველ საათზე უკვე მეძინა, ვერ ვიყავი კარგ განწყობაზე და დავიძინე. ერთ ახალ წელს ორსულად ვიყავი, დიდი მუცელი მქონდა და გადავწყვიტე, საკუთარ თავზე ამეღო იმ გარემოსა და სიტუაციის შერჩევა, სადაც მეგობრები ამ დღესასწაულს შევხდებოდით. ჩემი მეგობარი ქმართან ერთად პარიზიდან ჩამოდიოდა ახალი წლის შესახვედრად და გადავწყვიტე მათთვის საუკეთესო მასპინძლობა გამეწია. ქალაქგარეთ დავჯავშნე მაგარი რესტორანი და კმაყოფილი დაველოდე 31 დეკემბერს, მაგრამ ისე მოიყინა გზა, ძლივს მივაღწიეთ დანიშნულების ადგილამდე, შევედით და "საოცარი" სიტუაცია დაგვხვდა: არც მუსიკა იყო ნორმალური, არც სუფრა, არაფერი ხდებოდა, არადა მანამდე მეგობრებისთვის ნათქვამი მქონდა, რომ სპეციალურად ამ ღამისთვის შესანიშნავი ადგილი შევარჩიე. შექმნილი სიტუაციის გამო მეგობრებმა ისეთი თვალებით გადმომხედეს, ორსულად რომ არ ვყოფილიყავი, ალბათ მომკლავდნენ, მაგრამ აშკარად მუცელმა გადამარჩინა.

- 12 საათზე სურვილის ჩაფიქრება გჩვევია?

- კი. გამიგია, ფურცელზე სურვილი უნდა დაწერო, დაწვა, ფერფლი შამპანურში ჩაყარო და დალიო. მართალია, საშინელებაა, მაგრამ დამილევია, ოღონდ მერე დამავიწყდა რა ვინატრე და შესაბამისად, იმასაც ვერ გეტყვით, ამისრულდა თუ არა ჩანაფიქრი (იღიმება).

- წელს სახლში ვერაფერი რომ ვერ მოამზადე, მეუღლე არ გაგინაწყენდა?

- არა, ნეტავ იცოდეთ, როგორ მიწყობს ხელს ყველაფერში, მართლა ყველანაირად მხარში მიდგას, რომ ჩემი საქმე კარგად გავაკეთო. გადაღებების დროს სულ აქეთ-იქით დავყავდი, ადვილი არ არის როლთან ერთად ჩაცმულობას და ვიზუალზეც იფიქრო. სხვათა შორის, დეკემბრის ერთ-ერთ სუსხიან ღამეს პატრულმა მანქანა წაგვართვა და ღამის სამ საათზე, პარკებითა და გადაღებისთვის საჭირო კოსტიუმებითურთ, ქუჩაში დაგვტოვა. ჯარიმის გადახდა დაგვავიწყდა, არ გაითვალისწინეს ჩემი მდგომარეობა და დაგვტოვეს ავტომობილის გარეშე, მაგრამ რას ვიზამდით?! სახლში ტაქსით წავედით... მეორე დღეს კი გამოვიყვანეთ მანქანა, მაგრამ იმ მომენტში ძალიან გავბრაზდი, ადრე ჭრიდა მსახიობობა, მაგრამ ახლა არაფერმა გვიშველა, რაც ალბათ პატრულის ხარისხიან მუშაობაზე მიანიშნებს. ახლა ძველით ახალი წლისთვის ვემზადები, 13 იანვრის ღამე უფრო საზეიმოდ აღინიშნება ჩვენს ოჯახში, რადგან ამ დროს უფრო მეტი დრო მაქვს მოსამზადებლად და მეც ძალ-ღონეს არ ვიშურებ (იღიმის).

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება